შინაარსზე გადასვლა

იოჟეფ ბეცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჟეფ ბეცა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იოჟეფ ბეცა
დაბადების
თარიღი
6 ნოემბერი, 1929
დაბადების
ადგილი
მუკაჩევო,
იმიერკარპატების ოლქი,
ჩეხოსლოვაკია,
(ამჟამად უკრაინა)
გარდაცვალების
თარიღი
24 თებერვალი, 2011
(81 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მუკაჩევო,
იმიერკარპატების ოლქი,
უკრაინა
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1946 ბოლშევიკი
1947–1949 სპარტაკი
1950–1951 გდო
1951–1953 სპარტაკი
1953–1954 ოდო 22 (3)
1953–1954 ცსკ მო 35 (2)
ეროვნული ნაკრები
1955 სსრკ 1 (0)
1956 სსრკ (ოლ.) 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1961–1963 სკა დონის როსტოვი (თ.)
1964–1967 სკა დონის როსტოვი
1968 სკა დონის როსტოვი (თ.)
1969 სკა ლვოვი
1970 სკა ლვოვი (გ. უფროსი)
1971–1972 სკა დონის როსტოვი
1974–1975 სკა დონის როსტოვი
1976–1978 მეტალურგი
1979–1981 არარატი ერევანი
1982 ქაირათი
1985 სკა ოდესა
1989 ტორპედო
1989–1990 სკა დონის როსტოვი
1991 პრიბორისტი (გ. უფროსი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იოჟეფ ბეცა (უკრ. Йожеф Йожефович Беца; უნგრ. Becza József; რუს. Иосиф Иосифович Беца დ. 6 ნოემბერი, 1929, მუკაჩევო, ჩეხოსლოვაკია — გ. 24 თებერვალი, 2011, მუკაჩევო, უკრაინა) — უნგრული წარმოშობის უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სამგზის (1955, 1956, 1958) ბრინჯაოს პრიზიორი და საბჭოთა კავშირის თასის (1955) მფლობელი მოსკოვის „ცდსა“-ს შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1991). რუსეთის სფსრ-ის (1966) და სომხეთის სსრ-ის (1980) დამსახურებული მწვრთნელი.[1][2][3]

იოჟეფ ბეცამ ერთი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[4] მატჩი 1955 წლის 23 ოქტომბერს, მოსკოვში — „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე (რუს. Центральный стадион «Динамо») გაიმართა და მას 54 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ბურთი შეხვედრის 29-ე წუთზე ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა რაიმონ კოპამ გაიტანა. პირველი ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ედუარდ სტრელცოვმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნიკიტა სიმონიანმა დააწინაურა მასპინძელთა გუნდი, თუმცა შეხვედრის 63-ე წუთზე როჟე პიანტონის მიერ გატანილმა საპასუხო გოლმა მატჩის საბოლოო ანგარიში (2–2) დააფიქსირა.[5][6]

ასევე, ერთი შეხვედრა ჩაატარა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ინდონეზიის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი 1956 წლის 29 ნოემბერს, მელბურნში — ოლიმპიური პარკის სტადიონზე (ინგლ. Olympic Park Stadium) გაიმართა და მას 3228 ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრა ფრედ (0–0) დასრულდა.[7][8]

რსფსრ-ის დროშა ცდსა მოსკოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1955, 1956
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1955
რსფსრ-ის დროშა ცსკ მო მოსკოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1958
საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები
  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1991 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 28.02.1991 № 3822
რსფსრ-ის დროშა სკა დონის როსტოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1966
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1971

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Закарпатець Йожеф Беца розпочинав футбольну кар’єру на Львівщині · Наступного тижня у китайській столиці розпочнеться чергова Олімпіада. Маємо чудовий привід для того, щоб згадати про першого українського чемпіона Ігор з футболу. Ним в складі збірної СРСР став у Мельбурні закарпатець Йожеф Беца. Мало хто знає, що свою кар’єру Беца розпочинав, зокрема, у Станіславі, де провів три роки у місцевих клубах ГБО і «Спартак». У московському ЦДКА Беца дебютував у 1955 р. Розпочав сезон запасним, а наприкінці вже грав у складі збірної Союзу, що була вкомплектована винятково гравцями московських клубів. Один з цих матчів Йожеф провів в олімпійському Мельбурні проти індонезійців. Подальшим виступам на Олімпіаді завадила травма. 01.08.2008. ua-reporter.com. წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  2. Ушел из жизни наставник легендарного ростовского СКА-66 · Йожеф Беца приводил «армейцев» к серебряным медалям чемпионата СССР. На 82-м году жизни в украинском городе Мукачево скончался Йожеф Беца, тренер, при котором ростовский СКА достиг феноменального результата: выиграл серебряные медали первенства Советского Союза. Достижение настолько высокое, что сейчас оно кажется недостижимым, даже космическим. А с тем СКА, который двигал своей могучей тренерской рукой Беца, приходилось считаться даже таким монстрам советского футбола, как московский «Спартак» и «Торпедо», тбилисское «Динамо» и ЦСКА. Помимо выигрыша «серебра»-66 ростовчане в 1971 году при Йожефе Беца пробились в финал Кубка СССР, где соперничали со «Спартаком». В тех упорных и полных драматизма поединках верх в итоге взяли москвичи, но «армейцы» были очень близки к успеху. Достижения СКА тех лет, безусловно, не могли состояться без главного тренера. Поэтому Йожеф Беца навсегда вписал свое имя в историю донского футбола. Максим Кадаев (28.02.11). rostov.kp.ru. წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  3. Ми пам'ятаємо. Рятівник олімпійських медалей Йожеф Беца · Так вчинив відомий у футбольному світі олімпійський чемпіон вже далекого 1956 року, добре знаний у Львові як футболіст і тренер Йожеф Беца, котрий повернувся до Мукачевого, де народився, робив перші футбольні кроки, звідки пішов у широкий світ. Іван Яремко, 11 березня 2011. zaxid.net. წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  4. Josif Betza · International Matches · Full name is: Yozhef Yozhefovich (or Iosif Iosifovich) Betsa · Position: Midfielder. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  5. USSR 2–2 France · International Friendly · 23 October 1955 · Venue: Dinamo, Moscow · Attendance: 54,000 · Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  6. СССР 2–2 Франция · Товарищеский матч сборных · 23.10.1955 · Москва, Центральный стадион «Динамо» · Зрителей: 54 000 · FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2019.
  7. USSR 0–0 Indonesia · Olympics 2nd round (Quarterfinals) · 29 November 1956 · Venue: Olympic Park Stadium, Melbourne · Attendance: 3,228 · Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.
  8. СССР 0–0 Индонезия · Олимпийские игры 1956 · 1/4 финала · 29.11.1956 · Мельбурн, Стадион «Олимпик Парк» · Зрителей: 3 228 · FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 27 იანვარი, 2019.