შინაარსზე გადასვლა

ინდური გაზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდური გაზელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gazella bennettii (Sykes, 1831)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 8978
გავრცელება

ინდური გაზელი, ინდური ქურციკი ან ჩინკარა (ლათ. Gazella bennettii) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 1 , სიმაღლე მინდაოში 65 სმ, მასა 25 კგ. სხეულის ზედა ნაწილი და გვერდები შეფერილია მოწითალო-ყავისფრად, ქვედა ნაწილი შედარებით ღიაა, თითქმის თეთრი. თვალიდან პირადე გასდევს ორი მუქი ყავისფერი ზოლი. მამლების რქების სიგრძეა 20 სმ, უდიდესი სიგრძე რაც დაფიქსირებულა 39 სმ-ია.

გავრცელებულია ირანის სამხრეთ ნაწილში, პაკისტანში, აგრეთვე ჩრდილოეთ ინდოეთში. ბინადრობს მშრალ და გაშლილ ადგილებში, როგორიცაა სტეპი და უდაბნო.

ინდური გაზელები ჯოგებად ცხოვრობენ, რომელშიც 3-დან 30-მდე ცხოველია გაერთიანებული, თუმცა იშვიათად თითო-თითოს სახითაც გვხვდება. ეს წყვილჩლიქოსნები ძირითადად აქტიურები არიან დილით და საღამოს შებინდებისას. როგორც სხვა გაზელები, ინდური გაზელიც დიდხანს ძლებს უწყლოდ.

ნადირობის გამო ამ სახეობის პოპულაცია ირანსა და პაკისტანში მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი რაოდენობა ინდოეთში სტაბილურ დონეზეა და შეადგენს 100 000 ინდივიდს. ამის გამო ინდური გაზელი გადაშენების საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.

  • Ronald M. Nowak: Walker’s Mammals of the World. Johns Hopkins University Press, 1999 ISBN 0-8018-5789-9
  • Vivek Menon: A Field Guide to Indian Mammals. Dorling Kindersley (India), 2003. ISBN 0-14-302998-3