ლევან (ბუთური) ცინცაძე
იერსახე
ლევან (ბუთური) ცინცაძე (დ. 10 თებერვალი, 1931 — გ. 24 იანვარი, 2002) — ქართველი სცენარისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან ცინცაძე დაიბადა 1931 წლის 10 თებერვალს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1955-1959 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გაზეთების რედაქციებში. 1959-1961 წლებში ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში რედაქტორად, იყო ქრონიკის განყოფილების გამგე (1961-1966), სტუდიის დირექტორის მოადგილე (1966-1967), 1967-1990 - კ/ჟ „ადამიანი და კანონის“ რედაქტორი, სიუჟეტების სცენარის ავტორი და რეჟისორი. საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1979).
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სცენარის ავტორია ფილმების
- გზა თავისუფლებისკენ ?.. (1992) - დოკუმენტური
- მერაბ ბერძენიშვილი (1976) - დოკუმენტური
- რა ენა წახდეს (1968) - დოკუმენტური
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან (ბუთური) ცინცაძე დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.