შინაარსზე გადასვლა

ზაზუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზუნები

Phodopus roborovskii
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cricetinae

ზაზუნები (ლათ. Cricetinae) — ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. შეიცავს 57 გვარს. სახეობებიდან ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ზაზუნა (Cricetus cricetus), რომელიც სამხრეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ ყაზახეთში გავრცელებულია. საქართველოში პირველი 2 გვარის სახეობები გვხვდება: ამიერკავკასიური ზაზუნა (Cricetinae auratus), დაღესტნური ზაზუნა (Cricetinae raddei) და რუხი ომანა (Cricetulus migratorius). ზაზუნები წელიწადში 2-3-ჯერ მრავლდებიან, შობენ 8-8, 10-10 წრუწუნას. ზიანს აყენებენ სახალხო მეურნეობას. გადააქვთ ზოგი ინფექციური დაავადება (ტულარემია და სხვა).