ბასტეტი
ბასტეტი | |
---|---|
საკულტო ცენტრი | ბუბასტისი |
სიმბოლო | კატა, ძუ ლომი, სისტრი |
ბასტეტი იეროგლიფებში | ||||
|
ბასტეტი, ბუბასტა, ბუბასტიდა (Bubastis) — ოსირისის და ისიდას ასული, ძველ ეგვიპტელთა კატისთავიანი ქალღმერთი, ახალი ან სავსე მთვარის განსახიერება, მოგვიანებით გაიგივებული ბერძენთა არტემიდასთან და რომაელთა დიანასთან, ვითარცა მთვარის ქალღმერთებთან. შემთხვევით როდია მისი ატრიბუტი კატა, ღამის ცხოველი, ღამით მხედველი. ქვემო ეგვიპტეში, ნილოსის დელტის ერთ კუნძულზე ჰქონდა თავისი სახელობის ქალაქი და დიდებული ტაძარი (არქეოლოგიურ გათხრებში აღმოაჩინეს კატების სამარხი), სადაც ყოველწლიურად მილიონამდე კაცი და ქალი მიდიოდა სადღესასწაულოდ და მსხვერპლის შესაწირავად (შენდებოდა ჰიქსოსთა ჯამიდან). მისი წყალობით, კატა ეგვიპტელებს დიდ პატივში ჰყავდათ, ამ ცხოველის მოკვლა აკრძალული იყო.
სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით.
ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა — ქალაქი ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია — სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით, ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო - მააჰესი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.pantheon.org/articles/b/bastet.html დაარქივებული 2006-05-07 საიტზე Wayback Machine.
- http://www.egyptianmyths.net/bastet.html[მკვდარი ბმული]