შინაარსზე გადასვლა

ქურთული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქურთული
Kurdî
كوردی
Кöрди
გავრცელებულია თურქეთი
ირანი
სირია
ერაყი
სომხეთი
ლიბანი
საქართველო
მოლაპარაკეთა რაოდენობა 26 მილიონი ადამიანი[1]
ოფიციალური სტატუსი ერაყის ქურთისტანის დროშა ქურთისტანი ( ერაყი)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
ინდოირანული ენები
ირანული ენები
დასავლეთირანული ენები
ქურთული ენა
დამწერლობის სისტემა არაბული, ლათინური, კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: ku
ISO 639-2: ku
ISO/DIS 639-3: kur; ckb, kmr, sdh
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ku}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაქურთული


ქურთული ენა (ქურთულად Zimanê Kurdî ან Kurmancî/ Kirmanjkî/ Xwaru Soranî) მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის ირანული ენების ჩრდილოდასავლურ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობენ აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრდილოეთ სირიაში, ერაყის ჩრდილოეთში და ირანის ჩრდილოდასავლეთსა და დასავლეთ ნაწილებში.

ქურთთა დასახლებულ რაიონებში არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გამო ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მრავალმა ქურთმა მიატოვა მშობლიური კერა და საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებს (განსაკუთრებით გერმანიას) მიაშურა. ენათმეცნიერთა აზრით ქურთული ენა ოთხი დიალექტისაგან შედგება: კურმანჯი, სორანი, სამხრეთქურთული და ზაზაკი.

ენათმეცნიერები აგრეთვე ჯერაც ვერ შეთანხმებულან იმის შესახებ, მიეკუთვნება თუ არა ზაზაკი და გორანი (ხევრამი) ქურთულ ენას. ზოგ ენათმეცნიერთა შორის კი ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შემდეგ, რომ ამ ოთხთაგან რომელს დაერქვას ენა და რომელს დიალექტი.
დასავლელი ლინგვისტები ზაზაკის და გორანის გამოჰყოფენ ქურთული ჯგუფისაგან, მაშინ როდესაც ბევრი ქურთოლოგი ამავე ზაზაკისა და გორანის მაინც ქურთულის ენის დიალექტებს მიათვლის.
ევროპელი ენათმეცნიერები ფიქრობენ, რომ ქურთული ენა კურმანჯისა და მისი მახლობელი ვარიანტებისგან შედგება, რადგან კურმანჯიზე მოლაპარაკეთა რიცხვი უმეტესობას წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ ზაზაკისა და გორანიზე მოსაუბრენი თავიანთ ენებს ქურთულს უწოდებენ და ასეული წლების განმავლობაში ქურთობას შეეზარდნენ, ძირითადად უგულებელყოფილია ენათმეცნიერთა მიერ და მას მხოლოდ ლინგვისტთა ძალიან მცირე ნაწილი იზიარებს. (როგორიცაა მაგ.; პროფ. დრ. ჯოის ბლაუ (Joyce Blau).
საერთოდ, თეორიულად სავსებით მისაღები უნდა იყოს ზაზაკისა და გორანის ქურთულად კლასიფიცირება და კურმანჯის, ან სორანის ქურთულიდან გამორიცხვა. სხვაგვარი მოდელი შეიძლებოდა ყოფილიყო პროფ. იზადის (Prof. Izady) მიერ შემოთავაზებული ქურთული ენის ორგვარად დეფინირებით; ქურთული ერთი მხრივ კურმანჯის ტომისა, ხოლო მეორესი კი - ფაჰლავანისა.

დიალექტებად დაყოფა და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენციკლოპედია ბრიტანიკა ქურთულ ენას ორ მთავარ დიალექტად ჰყოფს. ესენია:

  1. ჩრდილოეთქურთული
  2. სამხრეთქურთული

საერთოდ, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ქურთული ენის სამ დიალექტს:

  1. ჩრდილოეთქურთული
  2. შუა, ან ცენტრალურქურთული
  3. სამხრეთქურთული

გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ენებში, ქურთულში არის უამრავი კუთხური კილო-კავი, რომელიც რეგიონიდან რეგიონში, ტომიდან ტომში სხვადასხვანაირია.

კურმანჯი (ჩრდილოეთქურთული)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურმანჯი (ჩრდილოქურთული, ქურთულად Kurmancî, ან Kirmancî) არის ყველაზე მეტადაა გავრცელებული. კურმანჯიზე ლაპარაკობენ თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში, ასევე ლიბანში.
ქურთულ ენაზე მოლაპარაკეთა გარკვეული რაოდენობა ცხოვრობს უწინდელი სსრკ-ს ტერიტორიაზე, მათ შორის სომხეთსა და საქართველოში. 1930-იანი წლიდან მოყოლებული საბჭოეთის ქურთობა ქურთულ-ლათინურ ანბანზე გადავიდა და სწორედ ამ გეოგრაფიულ ნაწილში განიცდის პროცესს, რომელსაც ენათმეცნიერებაში აუსბაუ-პარადიგმას უწოდებენ. ამასთანავე არის მცდელობა თურქეთში მდებარე ჯიზირის (თურქულად ჯიზრე [Cizre]) ბოტანური დიალექტის (ქურთულად Cizîra Botan) სალიტერატურო ენად ჩამოყალიბებისა. ამ დიალექტს დაეყრდნო კამურან ბედირხანი თავის „ქურთული ენის გრამატიკის“ შესახებ დაწერილ წიგნში, რომელიც 1920-იან წლებში გამოვიდა. გარდა ამისა, თვალშისაცემია არაბულ და თურქულ ნასესხობათა ჩანაცვლების მცდელობა სხვა ქურთული დიალექტებიდან სიტყვათა გადმოტანის გზით.

კურმანჯის კილო-კავები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სორანი (ცენტრალური ქურთული)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სორანიზე (შუა, ანუ ცენტრალურ ქურთულზე) 5 მლნ. კაცი ლაპარაკობს ქურთისტანის ავტონომიური რეგიონსა და დასავლეთ ირანში.

საშუალო ქურთულად წერისას გამოიყენებენ დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით გავრცობილ არაბულ დამწერლობას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქაც ქურთულ-ლათინური ანბანი სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს. არსებობს ამ დიალექტზე საკმაოდ ბევრი შესრულებული ნაწარმოებები. დღესდღეობით შუაქურთული წარმოადგენს ერთგვარ წყაროს ჩრდილოქურთული სიტყვაქმნადობისათვის.

დანარჩენ ორ დიალექტთან ერთად სამხრეთქურთული ქმნის ქურთული ენის ერთ გენეტიკურ მთლიანობას. ამ დიალექტს მრავალი თავისებურება ახასიათებს და ბევრად უფრო ძველი ჩანს ვიდრე სხვა ქურთული დიალექტები. სამხრეთქურთულში შესაძლებელია ძველი ქურთული ენის ნაკვალევის აღმოჩენა.

სამხრეთქურთულად დაახლ. 4 მლნ. კაცი საუბრობს შემდეგ მხარეებში; დასავლეთ ირანსა (ილამი, ქირმანშაჰი) და ჩრდილოეთ ერაყში (სამხრეთი ხანაყინი, ქირინდი და ყორვაყი), ლურისტანის მხარეში, ალეშთარში, ქუჰდეშთში, ნურაბადეში, დოლფანში, ხორრამადში.

სპარსელებთან კონტაქტის შედეგად ლურიულის მსგავსად ამ დიალექტმაც სპარსული ენის საკმაოდ დიდი გავლენა განიცადა. სამხრეთქურთულად მოლაპარაკენი ძირითადად შიითი ქურთები არიან, მათი ერთი ნაწილი კი რელიგიურ საზოგადოება „აჰლ-ე ჰაყყს“ მიეკუთვნება.

ქურთულ ენას ინდოგერმანულ ენებს შორის შემდეგი ადგილი უჭირავს:

ინდოევროპული ენები
ინდოირანული ენები
ირანული ენები
დასავლეთირანული ენები
ჩრდილოდასავლეთირანული ენები
ქურთულ-შუაირანული ენები
ქურთული ენა
ჩრდილოეთქურთული დიალექტები
კურმანჯი
ზაზა
სამხრეთქურთული დიალექტები
სორანი
გორანი

უფრო სრული ინფორმაციისთვის იხილე სტატია ირანული ენები.

Tîpêda kem

თიპედა კამ
- ძველი ქურთული ანბანი (ამონაწერი იეზიდური სამაგიდო წიგნიდან ”შავი წიგნი”)

ქურთული ენა, როგორც აღინიშნა, ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვ. წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე იმ მიწებზე, სადაც დღევანდელი ქურთისტანია, ირანული წარმოშობის ტომებმა იწყეს გავრცელება. ამ ტომთა შორის იყო ჩრდილოდასავლურ ირანულ ენაზე მოლაპარაკე მიდიელთა ტომი. საუკუნეთა განმავლობაში ირანულ ტომებს შეერივნენ, რამაც განაპირობა ქურთული ეთნოგენეზი. უცნობია, თუ რომელ ენას რა წილი მიუძღვის ამ ენის და ეთნოსის ჩამოყალიბებაში. ენა, რომელსაც სავარაუდოდ მეტ-ნაკლებად დიდი წვლილი მიუძღვის ქურთული ენის ჩამოყალიბებაში, არის ხურიტული ენა. ამ ვარაუდს საფუძვლად უდევს ამ ენის ერგატიულობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ზაზასა და იაგუბის ახასიათებს, ირანულ ენათა ერთ-ერთ სპეციფიურობად ვერ ჩაითვლება და იგი ხურიტულ სუბსტრატადაა მიჩნეული. გარდა ხურიტულისა, არამეულ ენას უნდა ექონია საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა ქურთულ ენაზე.

პროფ. ვ. მინორსკიმ წამოაყენა თეზა ქურთული ენის მიდიურისგან შთამომავალობის შესახებ.

პროფ. ნ. მარის აზრით კი, ქურთული ენა ერთ-ერთი კავკასიური ენათაგანია.

შუა საუკუნეები და ახალი დრო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამამდელი ქურთული ენის შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ჩანაწერები ამ ენაზე ეზიდების წმინდა წიგნში, რომელსაც „შავი წიგნი“ (Mişefa Reş) ჰქვია. იგი შესრულებულია XIII საუკუნეში შეიხ ადის ვაჟის მიერ კურმანჯიზე.

XV და XVII საუკუნეებში ქურთმა მწერლებმა განავითარეს ქურთული სალიტერატურო ენა. ამ პერიოდის პოეტებია;

  1. მულა აჰმედი (Mulla Ehmed 1417–1494),
  2. ელი ჰერირი (Elî Herîrî 1425–1490),
  3. აჰმადე ხანი (Ehmedê Xanî 1651–1707),
  4. მელაჰიე ჯიზირი (Melayê Cizîrî 1570–1640)
  5. ფეყიე თეირანი (Feqîye Teyran 1590–1660).

XX საუკუნის დასაწყისში მთელ რიგ სახელმწიფოებში აიკრძალა ან უფლებები შეეზღუდა ქურთულ ენას. ამ ასიმილაციური პოლიტიკის მიზეზის გამო ქურთთა დიდმა ნაწილმა თურქეთში, სირიაში, ირანში, ერაყში და საბჭოთა სომხეთში დაივიწყა მშობლიური ქურთული. დღესდღეობით ქურთული მხოლოდ ერაყშია ოფიციალურად ენის უფლებებით აღჭურვილი. სირიაში კი ქურთულ ენაზე რაიმენაირი სახის ტექსტის გამოქვეყნება საერთოდ აკრძალეს.

ქურთები სხვადასხვა დროს გამოიყენებდნენ იმ სადამწერლობო სისტემას, რომელიც ამა თუ იმ დროს მძლავრობდა მათ სამშობლოს შესაბამის ნაწილში. ასე მაგალითად; შუა საუკუნეებში ისინი არაბული ანბანის ოსმანურ და სპარსულ ვარიაციებს ხმარობდნენ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სურათი შეიცვალა. თურქეთში თურქულ-ლათინური ანბანის გვერდით ქურთულ-ლათინური ანბანი შემოიღეს. ირანსა და ერაყში არაბული ანბანია გამოყენებაში, სირიაში - ორივე, არაბულიცა და ლათინურიც. ყოფილ სსრკში კი ქურთები კირილიცას გამოიყენებდნენ, თუმცა იყო სომხურ ანბანზე გადასვლის რამდენიმეწლიანი მცდელობაც. ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ამჟამად ცდილობენ არაბული ანბანის ლათინური სადამწერობო სისტემით შეცვლას.

  • David Neil MacKenzie: Kurdish dialect studies. Oxford Univ. Press, London 1961-1962 (ჩრდილოური და შუაქურთული დიალექტები).
  • Paul Ludwig: Kurdisch Wort für Wort. Peter Rump, Bielefeld 2002, ISBN 3-89416-285-6 (კურმანჯი).
  • Emir Djelalet Bedir Khan, Roger Lescot: Kurdische Grammatik. Verlag Kultur und Wissenschaft, Bonn 1986, ISBN 3-926105-50-X (კურმანჯი).
  • Feryad Fazil Omar: Kurdisch-Deutsches Wörterbuch. Institut für Kurdische Studien, Berlin 1992/2005, ISBN 3-932574-10-9 (კურმანჯი, სორანი).
  • Petra Wurzel: Kurdisch in 15 Lektionen. Komkar, Köln 1992, ISBN 3-927213-05-5.
  • Kemal Sido-Kurdaxi: Sprachführer Kurdisch. Blaue Hörner Verlag, Marburg 1994, ISBN 3-926385-22-7 (კურმანჯი).
  • Joyce Blau: Manuel de Kurde. Dialecte Sorani. Grammaire, textes de lecture, vocabulaire kurde-français et français-kurde. Librairie de Kliensieck, Paris 1980, ISBN 2-252-02185-3.
  • Jamal Jalal Abdullah, Ernest N. McCarus: Kurdish Basic Course. Dialect of Sulaimania, Iraq. University of Michigan Press, Ann Arbour 1967, ISBN 0-916798-60-7.

ქურთული ლექსიკონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Michael Lewisohn Chyet: Kurdish-English dictionary: Kurmanji-English. Yale University Press, New Haven 2003, ISBN 0-300-09152-4.
  • Nicholas Awde: Kurdish-English/English-Kurdish (Kurmanci, Sorani and Zazaki) Dictionary and Phrasebook. Hippocrene Books Inc., 2004, ISBN 0-7818-1071-X.
  • Raman: English-Kurdish(Sorani) Dictionary. Pen Press Publishers Ltd, 2003, ISBN 1-904018-83-1.
  • Salah Saadallah: Saladin's English-Kurdish Dictionary. 2. Auflage. Avesta/Paris Kurdish Institue, Istanbul 2000, ISBN 975-7112-85-2.
  • Amindarov, Aziz: Kurdish-English/English-Kurdish Dictionary. Hippocrene Books Inc., 1994, ISBN 0-7818-0246-6.