ვიქტორია ჩმილიტე
ვიქტორია ჩმილიტე | |
---|---|
ლიეტ. Viktorija Čmilytė Nielsen | |
დაბადების თარიღი | 6 აგვისტო, 1983[1] [2] (41 წლის) |
დაბადების ადგილი | შიაულიაი |
მოქალაქეობა | ლიტვა |
განათლება | Didžvaris Gymnasium და ლატვიის უნივერსიტეტი[1] |
მეუღლე/ები | Peter Heine Nielsen |
ჯილდოები | honorary citizen of Šiauliai, Order of Prince Yaroslav the Wise, 2nd class[3] , Member of the Order of Gediminas[1] და Officer's Cross of the Order for Merits to Lithuania[1] |
ვიქტორია ჩმილიტე, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი (ინგლ. Viktorija Čmilytė-Nielsen, ლიეტ. Viktorija Čmilytė-Nielsen; დ. 6 აგვისტო, 1983, შიაულიაი,ლიეტუვა) — ლიეტუველი მოჭადრაკე და პოლიტიკური მოღვაწე. ვიქტორია ერთადერთი ქალი დიდოსტატია ლიეტუვას ჭადრაკის ისტორიაში, ევროპის ქალთა ჩემპიონი და სამგზის ვერცხლის პრიზიორი. ორჯერ ლიტვის ჩემპიონი გახდა მამაკაცებს შორის. 2015 წლის 21 აპრილიდან ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წევრია, ხოლო 2020 წლის 13 ნოემბრიდან სეიმის თავმჯდომარე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიქტორია შიაულიაში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 6 წლისას მამამ ვიკტორ ჩმილიტემ ასწავლა, რომელიც სუკის სარეზერვო ოფიცერი იყო. 1993 წელს ვიქტორიამ ევროპის 10 წლამდელ გოგონებში იპირველა, ხოლო 1995 წელს მსოფლიოზე 12 წლამდელ მანდილოსნებში. 2000 წელს ჩმილიტე ლიეტუვას აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, პირველობა ქალებში და კაცებშიც მოიგო. 2005-ში მშობლიურ ქალაქში კვლავ გახდა ვაჟებში ქვეყნის ჩემპიონი. 2000 წელს ევროპის გოგონათა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილს დასჯერდა. 2001 წელს ფიდეს 20 წლამდელ გოგონათა რეიტინგში პირველ ადგილზე იყო და ვეიკ-ან-ზეს ტურნირზე სარეზერვო ჯგუფი მოიგო[4]. ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 2003, 2008 და 2010 წლებში ვერცხლს დასჯერდა, 2011-ში კი თბილისში ჩემპიონი გახდა[5]. მანამდე 2007-ში ევროპის ქალთა ჩემპიონატი მოიგო სწრაფ ჭადრაკში, ხოლო 2010-ში დიდოსტატის წოდება შეასრულა.
ლიეტუვას ქალთა ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალთა ოლიმპიადაზე 1996 წლიდან 2012 წლამდე იასპარეზა. პირველად სარეზერვო დაფაზე თამაშობდა, ხოლო შემდეგ მუდამ პირველზე, თუმც ნაკრებს მედალი არ მოუგია. სამაგიეროდ ინდივიდუალურად 2000 და 2004 წელს მცირე ოქრო მოიგო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზეც ოთხჯერ ითამაშა ნაკრებში და მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ოქრო მოიგო 2013 წელს.
ლიეტუვას ვაჟთა ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე მესამე დაფაზე გამოვიდა. 3 პარტია მოიგო, 2 წააგო და 4 ყაიმით დაასრულა. 2010 წელს ოლიმპიადაზეც მესამე დაფაზე ითამაშა, საიდანაც 4 მოიგო, 3 წააგო და 2 დაასრულა ყაიმით.
ევროპის ქალთა საკლუბო თასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპის საკლუბო თასზე რამდენიმე გუნდში იასპარეზა და 2011 წელს AVS Krasnoturinsk-ის შემადგენლობაში გამარჯვებულიც გახდა. ინდივიდუალური შედეგით ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოგებული.
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად დელიში მოსინჯა ძალები, სადაც 61 მონაწილეს შორის რეიტინგით 31-ე იყო. შეჯიბრი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართა, მან ორი მეტოქე ჰოან თჰან თრანი 2:0 და ქართველი ინგა ხურცილავა 1,5:0,5 დაამარცხა, თუმც მესამეში სერბ ალისა მარიჩთან დამარცხდა 0,5:1,5.
მეოთხედფინალამდე უწია 2004-ში ელისტაში, თუმც ქართველ მაია ჩიბურდანიძეს ვერაფერი მოუხერხა და დაძაბულ ბრძოლაში 2,5:3,5 დამარცხდა. მანამდე ინდოელი ჰარიკა დრონავალი 2:0, რუსი ალეკსანდრა კოსტენიუკი 1,5:0,5, და შვედი პია კრამლინგი 4:2 დაამარცხა.
ნახევარფინალამდე მივიდა ეკატერინბურგში სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-13 იყო. პირველ ტურში ირანელ ათოუშა პოურკაშიანს მოუგო 1,5:0,5. შემდეგ მიყოლებით დაამარცხა ჩინელი რუან ლუფეი 4:2, კოსტენიუკი 1,5:0,5, ჩიბურდანიძე 3:1 და ბოლოს რუს ალისა გალიამოვასთან დამარცხდა 0,5:,1,5.
2008 წელს ნალჩიკში მეათე ნომრად იყო განთესილი, თუმც მეორე წრეში რუს ნადეჟდა კოსინცევასთან 1,5:2,5 დამარცხდა. მანამდე ვალენტინა გულობენკო 1,5:0,5 დაამარცხა.
ანტაქიაში მე-12 ნომერი იყო რეიტინგით და მესამე ეტაპამდე მივიდა. პირველი ორი შეხვედრა რუს ჯულია დემინას 2:0 და გერმანელ ელიზაბეთ პეტცს მოუგო 2,5:1,5, თუმც ფრანგ ალმირა სკრიპჩენკოსთან დამარცხდა 2:4.
ხანტი მანსიისკში მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა. პირველ მატჩში პერუელ ინგრიდ ალიაგა ფერნანდეს მოუგო 1,5:0,5, თუმც შემდეგ ჩინელ ჰუან ქიანთან წააგო 0,5:1,5. ლიუტუველი მოჭადრაკე მე-7 ნომრად იყო განთესილი.
2015
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოჭში მეოთხე ნომერი იყო და ორი ეტაპი გაიარა. პირველი პარტია ბანგლადეშელ აკტერ ლიზა შამიმას მოუგო 2:0, მეორე რუს ეკატერინა კოვალენსკაიას 1,5:0,5 და მესამეში მერი არაბიძესთან დამარცხდა 1,5:2,5.
ფიდეს გრან-პრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011-2012-წლების ქალთა ფიდეს გრან-პრის სერიაზე გამოვიდა და 6 ტურნირიდან 4-ში ითამაშა. საბოლოოდ 24 ქალში მეშვიდეზე გავიდა. 2013-2014 წლებში ექვსიდან ორში გამოვიდა და 22 ქალში მე-18-ზე გავიდა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს ცოლად გაჰყვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე დიდოსტატ ალეკსეი შიროვს, მაგრამ 2007-ში დაშორდა. 2013 წლის 28 დეკემბერს ნიდერლანდელ დიდოსტატ პეტერ ჰეინ ნილსენს გაყვა ცოლად და ორ გვარს ჩმილიტე-ნისლსენს ატარებს. ყავს ოთხი შვილი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან 2001 წელს Siauliu Didzdvario gimnazija დაამთავრა და რიგაში ლატვიის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩააბარა. 2007 წელს ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
ორდენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Order for Merits to Lithuania - ლიეტუვის დამსახურებისთვის[6]
Order of the Lithuanian Grand Duke Gediminas - ლიეტუვის დიდი თავადის გედიმინასის ორდენი[7]
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩმილიტე ლიბერალურ პარტიაში შევიდა. სიაში მე-12 იყო და პარლამენტში ვერ მოხვდა, ვერც პროპორციულით და მაჟორიტარულით. 2015 წლის 21 აპრილს პარტიის ერთი წარმომადგენელი ევროპარლამენტის დეპუტატი გახდა, მეორე კი ვილნიუსის ქალაქის მერი, შესაბამისად გამოთავისუფლდა ადგილები და არჩევნებით პარლამენტს მიღმა დარჩენილი ვიქტორია სეიმის წევრი გახდა. პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტეს შეუერთდა. 2016 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული კვლავ წააგო, თუმც პარტიის სიაში მეოთხე იყო და სეიმში მოხვდა. პარლამენტში 2017-2018 წლებში ლიბერალური პარტიის და ოპოზიციურ ბლოკის ლიდერი იყო. 2019 წლიდან ოპოზიციის ლიდერად აირჩიეს, რომელიც მოქმედი პრემიერის სკვერნელის კაბინეტის საქმიანოაბს აკრიტიკებდა. 2019 წელს ლიბერალური პარტიის თავმჯომარედ აირჩიეს და 2020 წლის არჩევნებზე 13 ადგილი აიღო. ვიქტორია 2020 წლის 12 ნოემბერს სეიმის სპიკერად აირჩიეს[8].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://ratings.fide.com/profile/12801259
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=51512
- https://www.365chess.com/players/Viktorija_Cmilyte
- http://www.olimpbase.org/players/mgwesuui.html
- http://www.gmsquare.com/interviews/cmilyte.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Visuotinė lietuvių enciklopedija
- ↑ Chess.com — 2007.
- ↑ ზელენსკი ვ. Указ Президента України №734/2022: Про нагородження орденом князя Ярослава Мудрого — 2022.
- ↑ [1]. 2) Corus Wijk aan Zee 2001.
- ↑ [2]. European Woman Chess Championship-2011.
- ↑ [3]. Viktorija Čmilytė-Nielsen.
- ↑ [4]. LIETUVOS RESPUBLIKOS PREZIDENTAS D E K R E T A SDĖL APDOVANOJIMO DIDŽIOJO LIETUVOS KUNIGAIKŠČIO GEDIMINO ORDINU IR ORDINO MEDALIU.
- ↑ [5]. Viktorija Čmilytė-Nielsen išrinkta Seimo pirmininke – palaikė 106 parlamentarai.