ჰან ვან მეგერენი
ჰან ვან მეგერენი | |
---|---|
ვან მეგერენი იესო ექიმებს შორის ხატვისას | |
დაბადების სახელი | ჰენრიკუს ანტონიუს ვან მეგერენი |
დაბადების თარიღი |
10 ოქტომბერი, 1889 წელი დევენტერი, ნიდერლანდები |
გარდაცვალების თარიღი |
30 დეკემბერი,1947 წელი (58 წლის ასაკში) ამსტერდამი, ნიდერლანდები |
ეროვნება | ნიდერლანდელი |
საქმიანობა | მახატვარი, გამყალბებელი |
მეუღლე(ები) | ანა დე ვუხტი, იოჰანა ტერეზა ორლემანსი |
შვილ(ებ)ი | ჯასკეს ჰენრი ემილი, პაულინი, ვიოლა დე ბოერი (გერი) |
მშობლები |
მამა: ჰენდრიკუს იოჰანეს ვან მეგერენი დედა: ავგუსტა ლუიზა ჰენრიეტა კამპსი |
ჰან ვან მეგერენი (ნიდერლ. Han van Meegeren; დ. 10 ოქტომბერი, 1889 — გ. 30 დეკემბერი, 1947) — ნიდერლანდელი მხატვარი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამყალბებელი და თაღლითი. მან თაღლითური გაყიდვებით დიდძალი ქონება დააგროვა.[1]
ვან მეგერენი ბავშვობიდანვე დიდი ენთუზიაზმით იყო განმსჭვალული ნიდერლანდების ოქროს ხანის მხატვრობისადმი და ადრეული ასაკიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, მხატვარი გამხდარიყო. როდესაც კრიტიკოსებმა დაიწუნეს მისი ნამუშევრები, როგორც მოსაწყენი და მიმბაძველობითი ხასიათისა, მეგერენი მიხვდა, რომ მათ მთელი მისი კარიერა გაანადგურეს. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა კრიტიკოსებისთვის და დაემტკიცებინა თავისი ნიჭი და შეუდგა მსოფლიოს უდიდეს მხატვართა ნამუშევრების გაყალბებას, ისეთი მხატვრებისა, როგორებიცაა: ფრანს ჰალსი, პიტერ დე ჰოხი, ჯერარდ ტერ ბორხი და იან ვერმეერი. მეეგერენმა იმდენად კარგად ასახა მათი სტილი და ტექნიკა საკუთარ ნახატებში, რომ ხშირად საუკეთესო კრიტიკოსებიც კი ტყუვდებოდნენ და მის ნახატებს ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებად თვლიდნენ და არანაირი ეჭვი არ შეჰქონდათ მის სიყალბეში. მის ყალბ ნახატთაგან ყველაზე წარმატებული და ცნობილია სერობა ემაუსში, რომელიც მხატვარმა შექმნა 1937 წელს, საფრანგეთის სამხრეთში ცხოვრებისას. ნახატმა, ყველაზე გამოჩენილ ექსპერტებშიც, კი დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. მათი აზრით, ეს იყო ვერმეერის საუკეთესო ნამუშევარი.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მდიდარმა ნიდერლანდელმა, რომელსაც არ სურდა ნიდერლანდური მხატვრობის ნიმუშები ჰიტლერისა და ნაცისტების ხელში ჩავარდნილიყო, ხარბად იყიდა მეგერენის ფალსიფიცირებული ნახატები. მიუხედავად ამისა კოლექცია მაინც ნაცისტთა ხელში გადავიდა, კერძოდ რაიხმარშალ ჰერმან გერინგის მფლობელობაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე, კერძოდ 1945 წლის 29 მაისს მას შემდეგ, რაც ნახატები ჰერმან გერინგის მფლობელობაში აღმოაჩინეს, მეგერენი გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს, მას ბრალად ედებოდა ნიდერლანდების კულტურული საკუთრების გასხვისება. მისი საქციელი სახელმწიფოს ღალატს უტოლდებოდა, რაც, დამტკიცების შემთხვევაში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. რთულ სიტუაციში ჩავარდნილი, სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა სიმართლი აღიარებისა და ასეც მოიქცა: მან აღიარა, რომ ეს ნამუშევრები მისი გაყალბებული იყო. 1947 წლის 12 ნოემბერს იგი დამნაშავედ ცნეს ფალსიფიკაციასა და თაღლითურ გარიგებებში და მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა. იგი მანამდე გარდაიცვალა გულის შეტევით, სანამ მას დაატუსაღებდნენ, კერძოდ, 1947 წლის 30 დეკემბერს. მეეგერენმა მყიდველებს 30 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიჰყიდა, მათ შორის ნიდერლანდების მთავრობას.[2]
პირველი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰანი (ჰენრის ან ჰენრიკუსის კნინობით-ალერსობითი ფორმა) დაიბადა 1889 წელს დევენტერში, საშუალო კლასის ხუთშვილიან კათოლიკურ ოჯახში, როგორც მესამე შვილი. ჰანის დედას ერქვა ლუისა ჰენრიეტა კამპსი, ხოლო მამას — ჰენდრიკუს იოჰანეს მეგერენი. ჰენდრიკუსი ფრანგულსა და ისტორიას ასწავლიდა 'Kweekschool'-ში (პედაგოგთა მოსამზადებელი კოლეჯი ქალაქ დევენტერში).[3]
ჰანს პატარაობიდანვე გაურთულდა ურთიერთობა მამასთან. იგი თავს გარიყულად გრძნობდა და ხვდებოდა, რომ მამას მისი არ ესმოდა, ხოლო მის უფროს ძმას არ მოსწონდა მისი ხელოვნებისკენ მიდრეკილება და მკაცრად აკონტროლებდა და თან დასცინოდა მას. მამას ჰანი მრავალჯერ უიძულებია ასჯერ დაეწერა შემდეგი ფრაზა: "მე არაფერი ვიცი, მე არაფერი ვარ, მე არაფრის გაკეთების უნარი მაქვს".[4][5] ბურგერის სასწავლებელში სწავლისას მან გაიცნო მასწავლებელი და მხატვარი — ბარტუს კორტელინგი (1853–1930), ვინც მისი აღმზრდელი გახდა. კორტელინგი იან ვერმეერის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო, ამიტომაც შეასწავლა ახალგაზრდა მეგერენს, ვერემეერის ხატვის ტექნიკა. კორტელინგს არ მისწონდა იმპრესიონისტები, ისევე, როგორც სხვა ახლადჩამოყალიბებული და მოდური მიმდინარეობები. იმპრესიონიზმს იგი დეკედანტურად თვლიდა. როგორც ჩანს მასწავლებლის გავლენამ დიდი ზეგავლინა მოახდინა ვან მეეგერენზე და მისი იდეების ზეგავლენით ჩამოუყალიბდა ჰანს მხატვრული სტილი, რომელიც განსხვავებით მისი თანამედროვეებისგან, ნიდერლანდურ ოქროს ხანის სტილში ხატავდა.[6]
ვან მეგერენის მამა ნამდვილად არ იზიარებდა იმ სიყვარულს, რომელიც მის შვილს ჰქონდა ხელოვნებისადმი, ამის ნაცვლად მას არქიტექტურის სწავლისკენ მოუწოდებდა. 1907 წელს ვან მეგერენი, მამის მოთხოვნებისდა შესაბამისად გაემგზავრა დელფტში, რომელიც ვერმეერის მშობლიური ქალაქია და შეუდგა არქიტექტურის შესწავლას Technische Hogeschool-ში.[3] ჰანს აქ ასწავლიდნენ ხატვასა და ხაზვას. მან მარტივად ჩააბარა პრემინალური გამოცდები, მაგრამ აღარ ჩააბარა დასკვნითი გამოცდა, რადგანაც, სრულებითაც არ სურდა არქიტექტორობა, მიუხედავად ამისა იგი მაინც ამტკიცებდა, რომ ნიჭიერი არქიტექტორი იყო. ამის ნათელსაყოფად მან მართლაც ააშენა სახლი, თავის სანაოსნო კლუბისთვის — DDS, ქალაქ დელფტში (იხილეთ სურათი). შენობა დღესაც არსებობს.
1913 წელს, ჰანმა არქიტექტურის სწავლას თავი დაანება და კვლავაც ხატვას მიჰყო ხელი. იგი ხატვის შესასწავლად ჰააგაში გაემგზავრა, და ერთ-ერთ სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1913 წლის 8 იანვარს მეგერენს გადაეცა ოქროს მედალი, 'დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტისგან'.[4] ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულია და გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრის შემქნელ მოსწავლეს, ყოველ 5 წელიწადში ერხელ.
1912 წლის 18 აპრილს მეეგერენმა ცოლად შეირთო თავისი კურსელი ანა დე ვუხტი, ვისგანაც პირველ შვილს ელოდებოდა.[7] წყვილი ანას ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად. მათი ვაჟი — ჯასკესი, დაიბადა 1912 წლის 26 აგვისტოს, ჯასკეს ვან მეგერენიც მხატვარი გახდებოდა, 1977 წლის 26 ოქტომბერს რომ არ გარდაცვლილიყო ამსტერდამში
კანონიერი მხატვრის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წლის ზაფხულში ვან მეგერენი, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ შევენინგენში. ამავე წელს მან მიიღო დიპლომი ჰააგის სამეფო სამხატვრო აკადემიისგან. ამ დიპლომით მას შეეძლო მასწავლებლად ემუშავა და დაიწყო კიდეც მუშაობა მხატვრობისა და ხელოვნების პროფესორ, გიპზის ასისტენტად. მისი გასამრჯელო სულ რაღაც 75 გილდერს (ნიდერლანდური ფულის ერთეული) შეადგენდა. 1915 წლის მარტში მას კიდევ ერთი შვილი - პაულინი შეეძინა. კომერციული მიზნებისთვის მან დაიწყო პლაკატების მონახაზების შექმნა და სურათების ხატვა, იგი ძირითადად ხატავდა საშობაო ბარათებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებსა და პორტრეტებს.[7] მრავალი მათგანი დღესდღეობით ხელოვნების ძვირფას ნიმუშს წარმოადგენს.
ვან მეეგერენმა თავის პირველი ნახატების გამოფენა მოაწყო ჰააგაში, რომლებიც გამოფენილი იყო 1917 წლის აპრილიდან, ამავე წლის მაისამდე. ჰანმა თავის სამხატვრო სტუდიაში, რომელიც ჰააგაში მდებარეობდა, დახატა შინაური ევროპული შველი, რომელიც პრინცესა ჯულიანას მიუძღვნა.[7] მან შექმნა ირმის მრავალი ნახატი და და ჩანახატი, 1921 კი დახატა "ჰერტჯე" (ირმის ნუკრი) (იხილეთ სურათი), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ნიდერლანდებში. ამავე წელს ჰანმა წამოიწყო მოგზაურობა ბელგიის, საფრანგეთის, იტალიისა და ინგლისის მიმართულებით, სახელის მოსახვეჭად და დიდძალი ფული გამოიმუშვა, ინგლისელი და ამერიკელი წარჩინებული საზოგადოების მოხიბვლით, რომლებიც ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაიცნო. ისინი განცვიფრებულნი იყვნენ, იმდენად კარგად იცნობდა ვან მეგერენი XVII საუკუნის ნიდერლანდელ მხატვართა ხატვის ტექნიკას. ჰანი თავის საკუთარ ნახატებს ყოველთვის უკეთებდა ხელმოწერას.[8]
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ჰანისა და ანა დე ვუხტის განქორწინების მთავარი მიზეზი, რომელიც 1923 წლის 19 ივლისს მოხდა, ღალატი იყო.[9][10] ანა შვილებთან ერთად გაემგზავრა პარიზში, სადაც დროდადრო სტუმრობდა მეგერენი შვილებს. ჰანმა პორტრეტების ხატვას მიჰყო ხელი და დაიწყო დაიწყო ყალბი ნამუშევრების შექმნა, რათა კიდევ მეტად გაეზარდა თავის შემოსავალი.[11]
1928 წელს მან ცოლად შეირთო თავქარიანი მსახიობი იოჰანა ტერეზა ორლემანსი, ასევე ცნობილი თავისი სასცენო სახელით — ჯო ვან ვალრავენი. ჯო ადრევე იყო დაქორწინებული კარელ დე ბოერზე, ვოსგანაც ჰყავდა ქალიშვილი — ვიოლა, რომელიც დედასთან ერთად გადავიდა ვან მეეგერენთნ საცხოვრებლად.
ყალბი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰან ვან მეგერენი ცნობილი მხატვარი გახდა სამშობლოში. მისი ნახატებიდან კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობნენ ჰერტჯე და სტრააცანგერები.[7] მან თავის პირველი ლეგიტიმური ასლი-ნახატები: მომღიმარი როიალისტი და მხიარული მწეველი დახატა 1923 წელს, ორივე მათგანი შესრულებულია ფრანს ჰალსის სტილში. მეეგერენმა შემდეგი ნამუშევრებიც ნიდერლანდების ოქროს ხანის მხატვრობის სტილში შეასრულა, რაც კრიტიკოსების დიდ მოწონებს ნამდვილად არ იწვევდა, რადგანაც იმდროინდელ პოპულარულ მიმდინარეობებს არა ნიდერლანდების ოქოს ხანის მხატვრობის სტილი, არამედ კუბიზმი და სიურეალიზმი მიეკუთვნებოდა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მეგერენს მხოლოდ გადახატვის ნიჭი ჰქონდა იყო და მას ამის გარდა არაფერი შეეძლო.[5] ერთი კრიტიკოსი წერდა, რომ ჰანი იყო ნიჭიერი სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა მხატვრისთვის დამახასიათებელი ყველა ღირესება, გარდა ორიგინალურობისა.[12] ამ კომეტარების საპასუხოდ ვან მეეგერენმა გამოაქვეყნა რამდენიმე აგრესიული სტატია გაზეთ დე კემპაანში. 1928 წლიდან 1930 წლამდე მეეგრენი და ჯურნალისტი — ჟან იუბინკი გაცხარებით ებრძოდნენ კრიტიკოსთა საზოგადოებას. ამ ბრძოლის დროს მეგერენს და კრიტიკოსებს სრულიად გაუქრათ სიმპათია ერთმანეთის მიმართ.[13]
ჰან ვან მეგერენი თვლიდა, რომ კრიტიკოსებმა მისი გენია ვერ შეაფასეს და ამიტომაც გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა მათთვის და დაემტკიცებინა, რომ მისი, როგორც მხატვრის ღირსება მხოლოდ მხატვართა მიბაძვა არ იყო, არამედ მას თავისი სტილი გააჩნდა. იგი მეუღლესთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთის სამრეთში სადაც დაიწყო მუშაობა თავის საუკეთესო ნახატზე. ჰანი ამ შედევრს 6 წეელი ხატავდა 1932 წლიდან 1937 წლამდე. თავდაპირველად ჰანი ხატავდა პიტერ დე ჰოხის, ფრანს ჰალსის, ბორხის და ვერმეერის სტილში,[14] თუმცაღა საბოლოოდ მან არჩევანი იან ვერმეერზე შეაჩერა. ვერმეერი XX საუკუნის დასაწყისში გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ვერმეერის მხოლოდ 35 ნამუშევარი იყო შემორჩენილი და მათგან მხოლოდ რამდენიმე იყო მაღალი მხატვრული ღირებულების.[15]
მეეგერენმა დაწვრილებით შეისწავლა ძველი ნიდერლანდელი მხატვრების ცხოვრება, საქმიანობა და ხატვის ტექნიკა.
სრულყოფილი ყალბი ნახატის შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წელს ვან მეგერენი გაემგზავრა საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში თავის მეუღლესთან ერთად, სადაც მან იქირავა ავეჯით აღჭურვილი პატარა სახლი (ე.წ „პრიმავერა“) და შეუდგა იმ ქიმიური და ტექნიკური პროცედურების შესრულებას, რომელიც საჭირო იყო ნახატის გაყალბებისთვის. მან მოიტანა XVII საუკუნის ავთენტიკური ტილო და საკუთარი საღებავები შეურია ნედლ მასალას (როგორებიცაა: ლაპის ლაზური, ინდიგო და სინაბარი) ძველი ფორმულების მიხედვით, რათა უზრუნველეყო მათი აუთენტურობა. ამის გარდა იგი იყენებდა მაჩვის ბეწვის ფუნჯებს, ვერმეერის მსგავსად. მან ასევე გამოიყენა ფენოლის ფორმალდეჰიდი (ბაკელიტი), საღებავის გასამყარებლად და ისეთი ეფექტის შესაქმნელად თითქოს ისინი 300 წლისანი იყვნენ. ამ პროცედურების შემდეგ ჰანმა მიღებული საღებავი გამოწვა 100 °C-დან 120 °C-მდე, რათა გამყარებულიყო. დაბოლოს მან საღებავი ამოავლო ინდურ მელანში.[16]
მეგერენს ნახატის დასამთავრებლად 6 წელი დასჭირდა, ხოლო შედეგით იგი ნამდვილად კმაყოფილი დარჩა. იგი კმაყოფილი იყო, როგორც მხატვრული, ისე მაცდუნებელი ღირებულებით. ორივე საცდელი ნახატი ვერმეერის სტილში იყო შესრულებული: პირველი მათგანი ლურჯსამოსიანი ქალბატონი კითხულობს წერილს-ის მიხედვით იყო დახატული, ხოლო მეორე — ქალი ბარბითით სარკმელთან-ის მიხედვით. მეგერენს არც ერთი ნახატი არ გაუყიდავს; ორივე მათგანი რეიკსმუზეუმშია გამოფენილი.[17]
ბერლინში მოგზაურობის შემდეგ ვან მეეგერენმა დახატა სერობა ემაუსში, რომელშიც ულტრამარინი (ცისფერი) და ყვითელი ფერები დომინირებენ, რაც მკვეთრად ასახავს ვერმეერის მხატვრობის სტილს, თუმცაღა ნიმუშად კარავაჯოს სერობა ემაუსში გამოიყენა.[7]. ნახატის დამთავრების შემდეგა მან იგი თავის მეგობარს მისცა და უთხრა რომ ნახატი ვერმეერისა იყო და სთხოვა, რომ პროფესორ აბრაამ ბრედიუსისთვის ეჩვენებინა, რომელიც იმჟამად მონაკოში ცხოვრობდა. ბრედიუსმა ნახატი 1937 წლის სექტემბერში შეამოწმა[18] და თავდაპირველი ეჭვის მიუხედავად მან იგი ვერმეერის ნახატად მიიჩნია და ძალიანაც მოიწონა.
გარე ვიდეოფაილები | |
---|---|
Van Meegeren's Fake Vermeers, ARTtube / Museum Boijmans Van Beuningen[19] |
ნახატი შეიძინა "ზე რემბრანდტ სოსაიეტი"-მ 520 000 გილდერად (დღევანდელი $4 მილიონი)[20] მდიდარი გემთმშენებლის — უილიამ ვან დერ ვორმისა და როტერდამში არსებულ ვან ბიუნინგენის მუზეუმის დახმარებით. 1938 წელს ნახატი ყურადღების ცენტრში მოექცა. იგი გამოფენილი იყო როტერდამის მუზეუმში 1400-1800 წლებში შექმნილ 450 ნიდერლანდურ შედევრს შორის. ჟურნალში — "ხელოვნების ისტორიის ჟურნალი", ა. ფოილნერი წერს:
„ვერმეერის ნახატი ყველასგან გამოყოფილ ადგილზეა განთავსებული და ისეთი ეფექტია შექმნილი თითქოს სამლოცველოში განისვენებს. ეს გრძნობა გადმოედინება სტუმრებზეც და ყველას მსგავსი განცდა უჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ნახატს არც ეკლესიასთან და არც საეკლესიო რიტუალთან აკავშირებს რამე.“
|
1938 წლის ზაფხულში, ვან მეგერენი გაემგზავრა ნიცაში. სერობა ემაუსში-ს გაყიდვით მიღებული თანხით მან იყიდა თორმეტსაძინებლიანი სახლი ლეს არენეს დე სიმიეში, ნიცასთან ახლოს. ჰანს ახალ სახლში ჰქონდა ცნობილი მხატვრების რამდენიმე ნახატი. მან აქ ორი ყალბი ნახატი დახატა, ესენია: ბანქოს მოთამაშეები და მსმელები, ორივე მათგანზე ამოტვიფრულია პიტერ დე ჰოხის ავტოგრაფი. ნიცაში ყოფნისას ჰანმა ასევე დახატა საიდუმლო სერობა I, რომელიც ვერმეერის სტილშია შესრულებული.[22]
ომის დაწყების მოლოდინში მყოფი მეგერენი 1939 წელს ნიდერლანდებში დაბრუნდა. იგი რამდენიმე თვით ამსტერდამში, სასტუმროში ცხოვრობდა, ხოლო 1940 წელს ლარენში დაბინავდა. 1941 წელს ვან მეეგერენმა გამოსცა სქელტანიანი, მდიდრული ნახატების წიგნი, სახელწოდებით: ჰან ვან მეგერენი: ტეკენინგენ I (ნახატები ნომ I). ამ დროის მანძილზე მან შექმნა რამდენიმე ყალბი ნახატი: ქრისტეს თავი, საიდუმლო სერობა II, იაკობის დალოცვა, ფეხების ბანა და ქალწული. ყველა მათგანი დახატულია ვერმეერის სტილში. 1948 წლის 18 დეკემბერს მეგერენი ცოლს გაეყარა, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად, სინამდვილეში კი ისინი კვლავ ერთად იყვნენ. მათი ქმედების ნამდვილი მიზეზი იყო ის, რომ მეგერენი ფულის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ხოლო განქორწინების შემდეგ, მისი ფულის დიდი ნაწილი ჯოს საკუთრებაში გადავიდა.[23]
1943 წლის დეკემბერში მეეგერენები გაემგზავრნენ ამსტერდამში, სადაც კაიზერგრახტ 321-ში დაბინავდნენ.[24] ჰანმა ნახატების გაყიდვით დაახლოებით 6,5 მილიონი გილდერი (დღესდღეობით დაახლოებით $27 მილიონი) გამოიმუშავა.[20][25] მან ამ ფულით შეიძინა მამულები, ძვირფასეულობა და ხელოვნების ძვირფასი ნამუშევრები. ცნობილია რომ იგი მეფურად ცხოვრობდა. 1946 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ვნ მეეგერენმა მარი ლუის დუკარტს განუცხადა, რომ იგი ფლობდა 52 სახლს, 15 აგარაკს, მათ შორის რამდენიმე სახლს ამსტერდამის არხებში.[4]
ფალსიფიკატორი ატყუებს ჰერმან გერინგს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმ პერიოდში, როდესაც გერმანიამ ნიდერლანდების ტერიტორია დაიკავა, ვან მეგერენის ერთ-ერთმა აგენტმა ვერმეერის ასლი-ნახატი, კერძოდ ქრისტე ქალწულთან ერთად მიჰყიდა ნაცისტ ბანკირს — ალოის მიდლს, 1942 წელს. ექსპერტებმა თითქმის მოახერხეს ამ თღლითობის იდენტიფიცირება; მეგერენის ჯანმრთელობა გაუარესდა, რაც აისახა მის ყალბ ნახატებზეც, რადგანაც მათი ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. იგი აქტიურად მოიხმარდა სასმელს, სიგარეტს, და საძილე აბებს. მეგერენისდა საბედნიეროდ, ომის დაწყების შემდეგ ვერმეერის ნახატები, დაზიანებისგან დაცვის მიზნით, შეინახეს, ამიტომ მეგერენის შექმნილი ნახატების, ვერმეერის ნამდვილ ნახატებთან შედარება |შეუძლებელი იყო.[26] მოგვიანებით მიდლმა ეს ნახატი რაიხმარშალ ჰერმან გერინგს მიჰყიდა 1,65 მილიონ გილდერად (დღევანდელი $7 მილიონი).[20]
გერინგმა ნახატი თავის რეზიდენციაში — კერინჰოლში გამოფინა (ბერლინიდან ჩრდილოეთით, 65 კილომეტრში). 1943 წლის 25 აგვისტოს, მაროდიორობით შექმნილი კოლექცია, რომელშიც ასევე შედიოდა მეგერენის ქრისტე ქალწულთან, ავსტრიის მარილის საბადოში დამალა იმ სხვა 6750 ხელოვნების ნიმუშთან ერთად, რომლებიც ნაცისტებმა მოიპოვეს მაროდიორობით. 1945 წლის 17 მაისს "მოკავშირეები" შევიდნენ მაღაროში, სადაც კაპიტანმა ჰარი ანდერსონმა აღმოაჩინა ვერმეერის ჯერაც უცნობი ნახატი.[27]
1945 წლის მაისში "გაერთიანებულმა ძალებმა" დაკითხეს გერმანელი ბანკირი და ვაჭარი — ალოის მიდლი, ცნობდა თუ არა იგი ახალაღმოჩენილ ვერმეერის ნახატს, ხოლო მიდლმა დაადასტურა. კვალმა გამომძიებლები ვან მეეგერენამდე მიიყვანა. 1945 წლის 29 მაისს ჰან ვან მეგერენი დააკავეს თაღლითობისა და მტრის დახმარების ბრალდებით. იგი ჩასვეს ვეტერინგსჩანის ციხეში. ავტორიტეტული პიროვნებები, რომლებიც მეგერენს ნაცისტებთან თანამშრომლობიასა და ჰოლანდიის კულტურული საკუთრების გასხვისებაში ადანაშაულებდნენ, დაემუქრნენ ხანგრძლივი პატიმრობით.[12] პატიმრობაში გატარებული 3 დღის შემდეგ მან აღიარა ნახატების გაყალბება და მათი მიწერება სხვადასხვა მხატვრებისთვის. მან წამოიძახა:
„ჰერმან გერინგის საკუთრებაში აღმოჩენილი ნახატი, როგორც თქვენ ამტკიცებთ, არ არის ვერმეერის. ის მე დავხატე!“
|
[28] შემოწმების პროცეცი რამდენიმე თვე გაგრძელდა. 1945 წლის ივლისადან ნოემბრამდე/დეკემბრამდე, ვან მეეგერენმა რეპორტიორებისა და სასამართლოს მიერ დანიშნული მოწმეების თანდასწრებით დახატა თავის უკანასკნელი ნახატი ქრისტე ექიმებს შორის[29], ვერმეერის სტილში.[30][31] საცდელი ნახატის დამთავრების შემდეგი ჰანი გადაიყვანეს ბლაუკაპელის ციხეში. ვან მეგერენი 1946 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.
სასამართლო გარჩევა და განაჩენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰან ვან მეგერენის საქმის სასამართლო გარჩევა დაიწყო 1947 წლის 29 ოქტომბერს, ამსტერდამში არსებული რეგიონალური სასამართლოს ნომ. 4 დარბაზში.[32] სასამართლომ მეგერენს ცოლაბორაციის ბრალდება მოუხსნა, რამეთუ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც ე.წ ვერმეერის ნახატს შეისწავლიდა დაასკვნა, რომ იგი ყალბი იყო, მაშასადამე არც ნიდერლანდების კულტურულ საკუთრებას წარმოადგენდა. მეგერენს თანამშრომლობიის ბრალდება თაღლითობის ბრალდებით შეეცვალა, ხოლო პროკურორი, მეგერენისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასამართლომ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს დაავალა, შეესწავლათ ვან მეგერენის ნახატები და დაედგინათ მათი აუთენტურობა. კომისია, რომელსაც უძღვებოდა ბელგიის სამეფო სამხატვრო მუზეუმის ქიმიური ლაბორატორიის დირექტორი პოლ კორმანსი, შედგებოდა: კორატორების, პროფესორების და დოქტორებისგან, რომლებიც მოწვეული იყვნენ: ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ინგლისიდან.[33][34] კომისიამ გამოიკვლია ფრანს ჰალსისა და ვერმეერის ის 8 ნახატი, რომლებიც, მეგერენის თქმით, ყალბი იყო. დოქტორ კორმანსმა, კომისიის წევრების დახმარბით დაადგინა მეგერენის საღებავების ქიმიური შემადგენლობა. მან დაადგინა, რომ საღებავები დამზადებული იყო ფენოლის ფორმალდეჰიდთან (PF) შერევით.[10][35] ბოთლი, რომელიც სავსე იყო ზუსტად იმავე ინგრედიენტით, აღმოაჩინეს მხატვრის სახელოსნოში. ქიმიური კომპონენტი, რომლის წარმოოებაც XX საუკუნეში დაიწყეს ვერმეერს თვითონვე ჰქონდა დამზადებული და გამოყენებული ნახატების გაყალბებისას.[36] ექსპერტთა მოსაზრებით ბზარები, რომლებიც სიძველის გამო უჩნდებათ ნახატებს, ზედმეტად ერთგვაროვანი იყო ბუნებრივის კვალობაზე, ხოლო ბზარებში ინდური მელანის კვალი შეინიშნებოდა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნამუშევრები გაყალბებული იყო ვან მეგერენის მიერ, მაგრამ მათი აუთენტურობა რამდენიმეჯერ მაინც გახდა განხილვის საგანი. 1967 წლამდე და 1977 წელს ექსპერტებმა კვლავ გამოიკვლიეს ნახატები, ახალი საკვლევი ტექნიკის გამოყენებით (იხილეთ ქვემოთ).
1947 წლის 12 ნოემბერს ამსტერდამის რეგიონალური სასამართლოს მეოთხე პალატამ ცნო ვან მეგერენის დანაშაული გაყალბებასა და თაღლითობაში და შეუფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.[37]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვან მეეგრენი სასამართლო განაჩენს თავის სახლში — კაიზერგრახტ 321-ში ელოდებოდა. ამ პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ჰანი სიცოცხლის ბოლო თვეს სამეზობლოში დახეტიალობდა.[38]
1947 წლის 27 ნოემბერს ვან მეეგრენს გულმა დაარტყა და თავქუდმოგლეჯით გააქანეს ვალერიუშლინეკის ჰოსპიტალში, ამსტერდამში.[39] საავადმყოფოში ყოფნისას, კერძოდ 29 დეკემბერს მეგერენს კიდევ ერთხელ მოუვიდა გულის შეტევა და მომდევნო დღეს, 5 საათზე გარდაიცვალა კიდეც, 58 წლის ასაკში. დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც დრიჰიუს ვესტერველდის სასაფლაოზე გაიმართ, რამდენიმე ასეული ნათესავი და მეგობარი დაესწრო. 1948 წელს ვან მეგერენი სოფელ დიპენვენში (დევენტერის მუნიციპალიტეტი) არსებულ საზოგადო სასაფლაოზე დაკრძალეს.[40]
შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეგერენის გარდაცვალების შემდეგ სასამართლომ მისი ქონება აუქციონზე გაიტანა, ხოლო მიღებული თანხის ერთი ნაწილით, მეგერენის ყალბი ნახატების მყიდველებს დაუბრუნეს ფული, დანარჩენით კი საშემოსავლო გადასახადები გადაიხადეს. 1945 წლის დეკემბერში ჰან ვან მეგერენი ოფიციალურად გაკოტრდა. 1950 წლის 5 და 6 სექტემბერს სასამართლომ აუქციონზე გაიტანა კაიზერგრახტ 321-ში არსებული ავაჯეულობა და ნივთები: მათ შორის მრავალი ხელოვნების ნიმუში და მეგერენის პირად კოლექციაში არსებული ძველი და ახალი მხატვრების ტილოები. ჯამში აუქციონზე გატანილი ნივთების რაოდენობა 738-ს ითვლიდა. ხოლო სახლი განცალკევებით გაიყიდა 4 სექტქმბერს. კაიზერგრახტ 321 თავის ავეჯეულობითა და შიგთავსით შეფასებული იყო 65 000 გილდერად, ხოლო ნავაჭრით მიღებულმა თანხამ 123 000 გილდერს მიაღწია. ვან მეგერენის ხელმოუწერელი ტილო — საიდუმლო სერობა I 2300 გილდერად გაიყიდა, როდესაც ქრისტე ექიმებს შორის (რომელიც მეეგერენმა პატიმრობაში ყოფნისას დახატა) გაიყდა 3000 გილდერად (დღევანდელი $7 მილიონი).[20] ამჟამად ნახატი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ეკლესიაში კიდია. მეგერენის მთლიანი ქონება 242 000 გილდერად გაიყიდა[41], რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $500,000-ია.[20]
სიცოცხლის ბოლო დღეებში ვან მეეგერენმა განაცხადა, რომ მის მეორე ცოლს, ჯოს, არაფერი ჰქონდა საერთო მის საქმიანობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოც საქმის თანამონაწილედ ჩაითვლებოდა და განქორწინების შედეგად მიღებული, ვან მეგერენის ქონების დიდი ნაწილის კონფისკაცია მოხდებოდა. ვან მეგერენი ყველა ჟურნალისტს, ბიოგრაფსა და ავტორს ერთი და იმავეს ეუბნებოდა: "ჯომ არაფერი იცოდა" და უმეტეს მათგანს სჯეროდა კიდეც. ზოგიერთ ბიოგრაფს კი სჯერავს, რომ ჯოს ყველაფერი უნდა სცოდნოდა.[5] საბოლოოდ ჯომ შეძლო საქმიდან მშრალად გამოსვლა და ფაქტობრივად მთელი ქონებაც შეინარჩუნა. ჯო, მეგერენის სიკვდილის შემდეგ კიდევ დიდხანს ცხოვრობდა, ფუფუნებაში, სანამ 91 წლის ასაკში არ გარდაიცვალა
ჟან დეკოენის პროტესტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟან დეკოენმა, სამხატვრო ექსპერტმა და რესტავრატორმა ბრიუსელიდან, 1951 წელს გამოცემულ თავის წიგნში დაწერა, რომ ღრმად სწამდა, ნახატები: სერობა ემაუსში და საიდუმლო სერობა II ვერმეერის დახატული იყო. დეკოენი თვლიდა, რომ კომისია, რომელმაც ნახატები გამოიკვლია ცდებოდა, ამიტომ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ხელახლა გადაესინჯათ აწ გამოკვლეული ნახატები.[42][43] საიდუმლო სერობა II-ს, მსმელების და ქრისტეს თავის მყიდველმა, დანიელ ჯორჯ ვან ბუნინგენმა პოლ კორმანსს მოსთხოვა, საკაროდ ეღიარებინა, რომ "მეგერენის ნახატების" გამოკვლევისას შეცდა. როდესაც კორმანმა უარი განაცხადა, ბოდიშის მოხდაზე, ვან ბუნინგენმა მას უჩივლა: იგი ამტკიცებდა, რომ კორმანსის არასწორმა ბრენდინგმა საიდუმლო სერობა II-თან მიმართებით, ნახატის ღირებულება შეამცირა. იგი დეკოენს ფულად კომპენსაციას თხოვა £500 000 ოდენობით (დღევანდელი $10 მილიონი).[20] სასამართლო პროცესი დაგეგმილი იყო 1955 წლის 2 ივნისისთვის, თუმცაღა გადაიდო ბუნინგენის გარდაცვალების გამო და საბოლოოდ შვიდი თვის შემდეგ ჩატარდა. სასამართლომ ბრალდება ბუნინგენის მემკვიდრეებისგან მოისმინა, თუმცაღა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: პოლ კორმანსი უდანაშაულოდ გამოაცხადა და კომისიის პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.[44]
დამატებითი კვლევა-ძიება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წელს პიტსბურგში არსებულ, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ხელოვნების ექსპერტთა ჯგუფმა გამოიკვლია საკუთარ კოლექციაში არსებული "ვერმეერის" ფერწერული ტილოები. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც რობერტ ფელერი და ბერნარდ კეიში ხელმძღვანელობდნენ, დაადგინა, რომ მათ ხელთ არსებული ნახატებიდან რამდენიმე, მართლაც XX საუკუნეში გამოგონილი მასალებით იყო შექმნილი. კომისიამ დაასკვნა, რომ მათ მიერ გამოკვლეული "ვერმეერის ნახატები" ახალი შექმნილი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა მათი ჩათვლა ვან მეგერენის ყალბ ნახატებად. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს კორმანსის კომისიის გადაწყვეტილების სისწორეს და სრულიად უარყოფდა ჯონ დეკოენის პრეტენზიებს.[45] კარნეგი მელონის ექსპერტთა ჯგუფის გამოძიების შედეგი შეჯამებულია ქვემოთ.
ვან მეეგერენმა კარგად უწყოდა, რომ ვერმეერის დროს ფართოდ გამოიყენებოდა ტყვიის თეთრა, მაგრამ მან ამავე დროს იცოდა, რომ საღებავების შეძენა რომელიმე თანამედროვე მაღაზიაში მოუწევდა, რაც ძალიან განსხვავდებოდა XVII საუკუნეში შექმნილი საღებავებისგან. ნიდერლანდები საღებავის დასამზადებლად საჭირო ნედლეული პერიფერიული სახელმწიფოებიდან შემოჰქონდა, როდესაც XIX საუკუნეში ნიდერლანდების ნედლეული ავსტრალიიდან და ამერიკიდან მოიპოვებდა, რაც ძალიან განსხვავდებოდა ვერმეერის ტყვიის თეთრასგან. ჰოლანდიური ტყვიის თეთრა ვერცხლისა და სტიბიუმის შემცველი მადანისგან მიიღებოდა,[46] როცა ვან მეგერენის მიერ გამოყენებულ თანამედროვე საღებავში არც ვერცხლი და არც სტიბიუმი ერია დნობის პროცესის წყალობით.[47]
კვლავაც არ ცხრებოდა დავა ვან მეგერენის საიდუმლო სერობასთან და სერობა ემაუსში-თან დაკავშირებით: საზოგადოების ერთი ნაწილი ნახატს ვერმეერის შედევრად მიიჩნევდა, როდესაც მეორე ნაწილს მიაჩნდა, რომ ნახატი ჰან ვან მეგერენის მიერ იყო დახატული. ზემოთხსენებულმა ვნებათაღელვამ კიდევ ერთი გამოძიების ჩატარება გამოიწვია. 1977 წელს ნიდერლანდების ქიმიურ ლაბორატორიებში გამოიკვლიეს "ვერმეერის ექვსი ნახატი", ზემოთხსენებულ ნახატებთან ერთად. გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის გაზის ქრომატოგრაფიის გამოყენებით ჩატარდა, და კიდევ ერთხელ დაადასტურა 1946 წლის კომისიის გადაწყვეტილების სისწორე, რომ ნახატები არა ვერმეერის, არამედ ჰან ვან მეგერენის მიერ იყო დახატული.
1998 წელს ტელეკომპანია A&E-ს ეთერში გასულ ტელე-პროგრამაში, სახელწოდებით თაღლითები და თაღლითური სქემები, გაშუქებული იყო ვან მეგერენის ცხოვრება და მისი ნახატები. გადაცემას უმასპინძლა ჯეიმზ რენდიმ. დოკუმენტურ ფილმში ასევე გახილული იყო ვიქტორ ლასტინგის და Soapy სმიტის ცხოვრება.
2001 წლის ივლისში ტელეკომპანია BBC-ს ეთერში უჩვენეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაღლითობა თუ იღბალი". ფილმში გამოიკვლიეს დარკ ვან ბაბენის The Procuress-ის ვან მეგერენისეული ასლი.[48] ქიმიური ანალიზის მეშვეობით საღებავში ბაკელიტი აღმოაჩინეს რაც ნათელყოფდა იმას, რომ ნახატი XX საუკუნეში იყო შესრულებული და არა XVII საუკუნეში, მაშასადამე იგი ასლი იყო.[48]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ჩანს ვან მეგერენის მამამ, ჰანის ბავშვობაშივე განჭვრიტა მისი მომავალი, კონკრეტულად მაშინ, როდესაც შვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„შენ ნამდვილი გაიძვერა ხარ და ყოველთვის ასეთად დარჩები.“
|
[49] მაგრამ მეგერენის ძმებისა და დების მონათხრობის მიხედვით ჰანი სულ სხვანაირად წარმოგვიდგება, რადგანაც ვან მეგერენს და-ძმები ლოიალურ, მოსიყვარულე და გულუხვ ადამიანად ახასიათებენ, მათივე თქმით ჰანი განსაკუთრებული მზრუნველობითა და სიყვარულით ეპყრობოდა საკუთარ შვილებს. აქედან გამომდინარე იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვინ იყო ვან მეგერენი სინამდვილეში, შეუძლებელია. მისი ორმაგი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ნაწილ-ნაწილ შეიძლება ვიმსჯელოთ ჰან ვან მეგერენის პიროვნებაზე, მისი პიროვნების მთლიანდ შეფასება კი ერთობ რთულ საქმეს წარმოადგენს.
მას შემდეგ რაც ვან მეგერენი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მან ხატვა კვავაც გააგრძელა, მხოლოდ ამჯერად ნახატებს საკუთარ ავტოგრაფს უკეთებდა. ახალშეძენილმა პოპულარობამ მისი ახალი ნახატების სწრაფი გაყიდვა უზრუნველყო, თანაც ამჯერად, მის ნახატები იმაზე მეტად ფასობდა ვიდრე მაშინ, როდესაც ნიღაბაფარებული მოქმედებდა. ერთხელ ჰანმა მედიას განუცხადა:
„მე მქონდა წინადადება მანჰეტენის მუზეუმიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან; ისინი მთხოვდნენ რომ, ჩავსულიყავი მათთან და დამეხატა პორტრეტი, XVII საუკუნის სამხატვრო სტილში, 6000 დოლარის სანაცვლოდ.“
|
1947 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ვან მეგერენი ნიდერლანდების მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს, ხოლო პირველი ადგილი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დაიკავა. ნიდერლანდების საზოგადოება ვან მეგერენს მოხერხებულ მხატვრად მიიჩნევდა, რომელმაც შეძლო არა მარტო ნიდერლანდელი ექსპერტების გასულელება, არამედ თვით ჰერმან გერინგისაც. სინამდვილეში კი ერთ-ერთი წყაროს თანახმად, როდესაც ჰერმან გერინგმა გაიგო, რომ მას "ყალბი ვერმეერი" შეატყუეს, ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ეს ეს არის დედამიწაზე ეშმაკი აღმოაჩინაო.[12] ჰან ვან მეგერენი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გონებამახვილ თვალთმაქც მხატვრად ითვლება.[25] სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვან მეეგერენმა განაცხადა:
„ჩემი, როგორც თვალთმაქცი მხატვრის ტრიუმფი, ჩემი, როგორც შემოქმედებითი მხატვრის განადგურება იყო.“
|
გაყალბებული ნახატების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილი ნაყალბევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰან ვან მეგერენის ცნობილი ყალბი ნახატების სია:[52][53][54]
- მომღიმარი როიალისტი, რომელიც ფრანს ჰალსის იმავე სახელწოდების ნახატის დუპლიკატია, დახატულია 1923 წელს. 1923 წელს, ჰააგაში ნახატი პოლემიკის საგანი გახდა. დღესდღეობით ნახატის ადგილსამყოფელი უცნობია.
- მხიარული მწეველი, რომელიც ფრანს ჰალსის ნახატის ასლია, შექმნილია 1923 წელს. ნახატი გამოფენილია გრონინგერის მუზეუმში, ნიდერლანდებში
- კაცი და ქალი ფორტეპიანოსთან, დახატული 1932 წელს (ნახატი იყიდა ამსტერდამში მცხოვრებმა ბანკირმა, ფრიც მენჰეიმერმა)
- ქალბატონი კითხულობს მუსიკას, შექმნილია 1935–1936 წლებში (გაყიდული არაა, გამოფენილია რეიკსმუზეუმში)
- ქალბატონი უკრავს მუსიკას, დახატულია 1935–1936 წლებში (გაყიდული არაა, გამოფენილია რეიკსმუზეუმში)
- მამაკაცის პორტრეტი, დახატულია 1935–1936 წლებში ჯერარდ ტერ ბორხის სტილში (გაყიდული არაა, გამოფენილია რეიკსმუზეუმში)
- ქალი სმისას, დახატულია 1935–1936 წლებში (გაყიდული არაა, გამოფენილია რეიკსმუზეუმში)
- სერობა ემაუსში, დახატულია 1936-1937 წლებში (ნახატი შეიძინა ბოიმანსის მუზეუმმა 520 000 - 550 000 გილდერად, რაც დღევნდელი $4 მილიონია)
- მსმელები, დახატულია 1937-1938 წლებში (ფერწერული ტილო იყიდა ვან ბუნინგენმა 220 000 გილდერად, რაც დღევანდელი $1.6 მილიონია)
- საიდუმლო სერობა I, შექმნილია 1938-1939 წლებში.
- ბანქოს მოთამაშეები, შექმნილია 1938-1939 წლებში (ნამუშევარი იყიდა ვ. ვან დერ ვორმმა 220 000 გილდერად, რაც დღევანდელი $1.6 მილიონია)
- ქრისტეს თავი, დახატულია 1940-1941 წლებში (ნახატი შეიძინა ვან ბუნინგემმა 400 000 - 475 000 გილდერად, რაც დღევანდელი $3.25 მილიონია)
- საიდუმლო სერობა II, შექმნილია 1940-1942 წლებში (ნახატი შეიძინა ვან ბუნინგემმა 1 600 000 გილდერად, რაც დღევანდელი $7 მილიონია)
- იაკობის დალოცვა, დახატულია 1941-1942 წლებში (ნახატი იყიდა ვ. ვან დერ ვორმმა 1 270 000 გილდერად, რაც დღევანდელი $5.65 მილიონია)
- ქრისტე ქალწულთან ერთად, შქმნილია 1941-1942 (ნახატი შეიძინა ჰერმან გერინგმა 1 650 000 გილდერად, რაც დღევანდელი $6.75 მილიონია)
- ფეხების ბანა, დახატულია 1941-1943 წლებში (შეიძინა ნიდერლანდების სახელმწიფომ 1 250 000 გილდერად, რაც დღევანდელი $1.3 მილიონია. ნახატი გამოფენილია რეიკსმუზეუმში)
- ქრისტე ექიმებს შორის, დახატულია 1945 წლის სექტემბერში (გაიყიდა აუქციონზე 3000 გილდერად, რაც დღევანდელი $7,000-ია)
სიკვდილის შემდეგ, ვან მეგერენის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო შემდეგ ქალაქებში: ამსტერდამი (1952), ბაზელი (1953), ციურიხი (1953), ჰაარლემი (1968), ლონდონი (1961), როტერდამი (1971), მინეაპოლისი (1973), ესენი (1976-1977), ბერლინი (1977), სლოტ ზეისტი (1985), ნიუ-იორკი (1987), ბერკლი (1990), მიუნხენი (1991), ჰააგა (1996), (2004), სტოკჰოლმი (2004) და ნახატები დღესაც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.[55][56][57]
პოტენციურად გაყალბებული ნახატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შესაძლოა, ნებისმიერი ნახატი, რომელიც დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი და ამავდროულად შესრულებულია XVII საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრების მიერ, ისეთებისა, როგორებიცაა: ფრანს ჰალსი, პიტერ დე ჰოხი და ჯერარდ ტერ ბორხი, არა ამ მხატვრების, არამედ ჰან ვან მეგერენის მიერ იყოს დახატული. ჟურნალისტთან ინტერვიუში,[58] ჯასკეს ვან მეეგერენმა განაცხადა, რომ მამამისს კიდევ ბევრი სხვა ნახატი აქვს შესრულებული ვიდრე ცნობილია,[59] მათ შორისაა:
- ბიჭუნა პატარა ძაღლით და The Rommelpotspeler ფრანს ჰალსის სტილში.
- გოგონა მარგალიტის საყურით, რომელიც ასევე ცნობილია მომღიმარი გოგონას სახელით ვერმეერის სტილში. ნახატი ვაშინგტონის ეროვნულ სამხატვრო გალერეაშია გამოფენილი (გალერეას ნახატი ენდრიუ ვ. მელონისგან ერგო, მემკვიდრეობით). თავდაპირველად ნახატი ვან მეგერენის მეგობარს, თეო ვან ვეინგარდენს ეკუთვნოდა, ამიტომ ადვილი შესაძლებელი, რომ ნახატი ვან მეგერენის დახატული იყოს.
- მანდილოსანი ცისფერი ქუდით ვერმეერის სტილში. 1930 წელს ნახატი ჰაინრიხ ტისენმა შეიძინა. ნახატის დღევანდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
ორიგინალი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვან მეგერენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მხატვართაგანი იყო. მან მრავალი ნახატი შექმნა, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა სამხატვრო სტილს მიეკუთვნება. მისი მრავალფეროვნება კი ხშირად აღიზიანებდათ კრიტიკოსებს. ვან მეეგერნი ძირითადად ხატავდა: XVII საუკუნის სტილის ნატურმორტებს, იმპრესიონისტულ ტილოებს, რომელთა უმრავლესობაზეც გამოსახულა ტბებთან და სანაპიროებთან მოთამაშე ხალხი. მის ფუნჯს ასევე დაუხატავს რამდენიმე სიურეალისტური ტილო, ხოლო პორტრეტები აშკარად გამორჩეულ ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში.
ვან მეგერენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატია ჰერტჯე. მის ორიგინალ ნახატებიდან ასევე აღსანიშნავია: სენტ ლორენსის კათედრალი,[60] მსახიობ ჯო ორლემანსის პორტრეტი[61] (მისი მეორე ცოლი), მისი ღამის კლუბი[62] მგზნებარე ოციანებიდან, ზაფხულის დღე პლაჟზე და სხვა.
გამყალბებლის ნახატების გამყალბებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც ვან მეეგერენმა პოპულარობა მოიპოვა, მისი ნახატების ფასიც გაიზარდა და შესაბამისად გაჩნდა სურვილი მისი ნახატების დაკოპირებისა.[63] ამას მოჰყვა მდარე ხარისხის ნახატების გაჩენა, ხწლმოწერით "ჰ. ვან მეგერენი", ზოგიერთი მხატვარი კი უიღბლოდ ცდილობდა ვან მეგერენის სტილში, რაიმე ახალი ნახატის დახატვას. როდესაც ჰანმა ერთ-ერთი მისი ნახატი ნახა დაკოპირებული, ირონიულად თქვა:
„მე აუცილებლად ვაღიარებდი ამ ნახატებს, რომელიმე მათგანი, რომ მაინც იყოს საკმარისად კარგი, მაგრამ მე ჯერ ასეთი არ მინახავს.“
|
ამგვარ მხატვართა რიგებს მიეკუთვნებოდა, თავად ვან მეგერენის ვაჟი, ჯასკეს ვან მეგერენი. მანაც დახატა რამდენიმე ნამუშევარი მამამისის სტილში, თუმცაღა გაცილებით უფრო ცუდად, ვიდრე თავად ჰანმა, თუმცაღა იგივეს ვერ ვიტყვით ხელმოწერაზე, რადგანაც თავად ნახატებისგან განსხვავებით, ჯასკესი მამის ავტოგრაფს შეუდარებლად კარგად აყალბებდა. როგორც ჯასკეს ვან მეგერენის, ისე სხვა მხატვრების გაყალბებული ნახატებიდან ბევრი დღესაც იყიდება, მაგრამ მათი ამოცნობა საკმაოდ ადვილია მდარე ფერწერული ხარისხის წყალობით. როგორც წესი მსგავსი ნახატები დიდ ჩრდილს აყენებენ ვან მეგერენის ნაშრომებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dutton, Denis (2005). „Authenticity in Art“, რედ. Jerrold Levinson: The Oxford handbook of aesthetics. Oxford [Oxfordshire]: Oxford University Press, გვ. 261–263. ISBN 0-19-927945-4.
- ↑ Today's equivalent of the total amount in dollars stated by Kilbracken in Appendix II
- ↑ 3.0 3.1 Peter, Schjeldahl (October 27, 2008). „Dutch Master“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 20 July 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ 4.0 4.1 4.2 Doudart de la Grée, Marie-Louise (Amsterdam 1966) Geen Standbeeld voor Van Meegeren (No Statue for Van Meegeren). Nederlandsche Keurboekerij Amsterdam. თარგი:Oclc (N.B. Although in Dutch, it most important as a primary source of knowledge. Many citations from Doudart can be read in English in Kilbracken 1951.)
- ↑ 5.0 5.1 5.2 Godley, John (Lord Kilbracken) (1951). Van Meegeren, master forger. p:127 - 129. New York: Charles Scribner’s Sons. LC call number: ND653.M58 K53 1966. თარგი:Oclc
- ↑ Godley, 1951:129 - 134
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Dutton, Denis (1993). „Han van Meegeren (excerpt)“, რედ. Gordon Stein; foreword by Martin Gardner: Encyclopedia of hoaxes. Detroit: Gale Research. ISBN 0-8103-8414-0.
- ↑ Kreuger 2007:208
- ↑ Godley, 1951:143–147
- ↑ 10.0 10.1 Bailey, Anthony (2002). Vermeer: A View of Delft. Clearwater, Fla: Owl Books, გვ. 253. ISBN 0-8050-6930-5.
- ↑ Kreuger 2007:46 and 56
- ↑ 12.0 12.1 12.2 Wynne, Frank (8 May 2006). „The forger who fooled the world“. UK Telegraph. ციტირების თარიღი: 2012-06-15. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Van Meegeren, Han (partly under alias) (April 1928–March 1930). De Kemphaan.
- ↑ Goll, Joachim (1962). Art counterfeiter. p.183. Leipzig: E.A.Seemann Publishing House. Language: German (with pictures Number 106 – 122 and literature pp. 249 – 250).
- ↑ Bailey, 2003:233
- ↑ Godley, 1951:43-56, 86–90
- ↑ Rijksmuseum Amsterdam - Nationaal Museum voor Kunst en Geschiedenis. Rijksmuseum.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-09.
- ↑ Bredius, Abraham (November 1937). "A new Vermeer". Burlington Magazine 71:210–211.
- ↑ Van Meegeren's Fake Vermeers. ARTtube. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: March 24, 2013.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 To obtain the relative value in U.S. currency for a given year the number of guilders was divided by the rate of exchange (guilders or pounds per dollar) for that year. The value in U.S. currency for a given year was then entered into the formula at What is the Relative Value? დაარქივებული 2006-05-14 საიტზე Wayback Machine. to obtain the relative value in currency in “today’s” money (Consumer Price Index for 2005).
- ↑ Schueller, 1953: 28
- ↑ The Last Supper I was later recovered in September 1949, during a search of the estate of Dr. Paul Coremans; x-ray examinations revealed that van Meegeren had reused the canvas of a painting by Govert Flinck.
- ↑ Kreuger 2007:136
- ↑ Boissevain, Jeremy (1996) Coping With Tourists: European Reactions to Mass Tourism. Berghahn Books. p233. ISBN 1-57181-878-2
- ↑ 25.0 25.1 Bailey, 2002:234
- ↑ Bailey 2003:255
- ↑ Nutting, Alissa. (2009-05-31) "Bamboozling Ourselves" Errol Morris, New York Times, 1 June 2009. Morris.blogs.nytimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-28. ციტირების თარიღი: 2012-04-28.
- ↑ Schueller, 1953:16
- ↑ Kreuger 2007:152–155
- ↑ "Jesus Among the Doctors" at tnunn.ndo.co.uk
- ↑ "Van Meegeren's Fake Vermeer's" at essentialvermeer.com
- ↑ Godley, 1951:268–281
- ↑ Coremans, Paul B. (1949). Van Meegeren’s faked Vermeers and De Hooghs: a scientific examination. Amsterdam: J. M. Meulenhoff. OCLC 2419638.
- ↑ Schueller, 1953: 18–19
- ↑ A.H. Huussen, Cahiers uit het Noorden, Zoetermeer 2009; the texts of the original experts report of 10 Jan. 1947 and that of the sentence of the Amsterdam district court 12 Nov. 1947 were retrieved by prof. Huussen in 2009.
- ↑ Roth, Toni (1971). "Methods to determine identity and authenticity". The art and the beautiful home 83:81–85.
- ↑ TIME magazine "Truth & Consequences" დაარქივებული 2013-08-28 საიტზე Wayback Machine. Monday, Nov. 24, 1947.
- ↑ Wallace, Irving. 'The Man Who Swindled Goering', in The Sunday Gentleman. New York: Simon & Schuster, 1965 (originally published 1946).
- ↑ Godley, 1951:282
- ↑ ten Dam, René. Dood in Nederland (Dead in the Netherlands) dutch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2007-05-25.
- ↑ TIME Magazine "Not for Money" დაარქივებული 2013-06-24 საიტზე Wayback Machine. Monday, Sep. 18, 1950.
- ↑ Decoen, Jean (1950). Back to the truth, Vermeer-Van Meegeren :Two genuine Vermeers. Rotterdam: Editions Ad. Donker. Illustrations: b/w. OCLC 3340265.
- ↑ Schueller, 1953:48–58
- ↑ Godley, 1951:256–258
- ↑ თარგი:Cite PMID.
- ↑ Strauss, R.(1968). "Analysis of investigations of pigments from paintings of south German painters in the 17th and 18th century." (With 62 slides). Thesis. Technical University Munich.
- ↑ Exhibition catalog Essen and Berlin. Falsification and Research (1976) "Museum Folkwang, Essen and Staatliche Museen Preußischer Kulturbesitz, Berlin". Berlin. Language: German. ISBN 3-7759-0201-5.
- ↑ 48.0 48.1 „Rembrandt“. Fake or Fortune?. ეპიზოდი 4. 2011-07-10. BBC. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ Doudart de la Grée, 1946a:145, 230
- ↑ TIME Magazine The Price of Forgery დაარქივებული 2013-07-21 საიტზე Wayback Machine. Monday, Nov. 18, 1946.
- ↑ Doudart de la Grée, 1946a:224
- ↑ Van Brandhof, Marijke (1979). "Early Vermeer 1937. Contexts of life and work of the painter/falsifier Han van Meegeren". (Catalogue of Han van Meegeren work pp. 153–163, with numerous illustrations of the pictures with the signature H. van Meegeren.) Dissertation. Utrecht: The Spectrum.
- ↑ De Boer, H., and Pieter Koomen (1942). Photographs of the paintings of Han van Meegeren: Han van Meegeren (Teekeningen I). With a preface by Drs-Ing. E. A. van Genderen Stort. 'sGravenhage: Publishing House L. J. C. Boucher.
- ↑ Kostelanetz, Richard (2001) A dictionary of the avant-gardes. New York: Routledge, გვ. 636. ISBN 0-415-93764-7.
- ↑ Mondadori, Arte Arnaldo (1991). "Genuinely wrong" (Villa Stuck, München). Fondation Cartier.
- ↑ Schmidt, Georg (ed.) (1953). "Wrong or genuine?" (Basel, Zurich). Basel Art Museum.
- ↑ Van Wijnen, H. (1996). "Exhibition catalog Rotterdam". Han van Meegeren. (With 30 black-and-white and 16 colour pictures.) The Hague. Language: Dutch.
- ↑ Schueller, 1953:46–48
- ↑ Kreuger, Frederik H. (2004). The life and work of Han Van Meegeren, master-forger page 173. (Published in Dutch as Han van Meegeren, Meestervervalser. Includes 130 illustrations, some in colour, many of them new.) OCLC 71736835.
- ↑ St. Laurens Cathedral image. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-05-05.
- ↑ Portrait of the actress Jo Oerlemans image. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-05-05.
- ↑ Night Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-05-05.
- ↑ See ref [2] page 173