ნოამ ჩომსკი
ავრამ ნოამ ჩომსკი (ინგლ. Avram Noam Chomsky; დ. 7 დეკემბერი, 1928) — ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და სოციალური კრიტიკოსი. ხშირად მას უწოდებენ „თანამედროვე ლინგვისტიკის მამას“. არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი. 100-ზე მეტი წიგნის ავტორია. ჩომსკი წარდგენილი იყო მსოფლიოს საუკეთესო გამოჩენილ ინტელექტუალთა შორის და ის ამ ტიტულისთვის კენჭს იყრიდა 2005 წელს.
დაიბადა აშშ-ში, ფილადელფიაში, საშუალო კლასის ოჯახში. ლინგვისტიკის სწავლა ნოამ ჩომსკიმ დაიწყო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი.
ცნობილია თავისი რადიკალური მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებითა და აშშ მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კრიტიკით. ამის გამო ბევრი დისიდენტადაც თვლის. თავს ლიბერტარიანელ სოციალისტად ანარქო-სინდიკალიზმის მომხრეს უწოდებს. როგორც „The New York Times Book Review“-მა აღნიშნა, „თუ მისი ენერგიის, მასშტაბისა და იდეების ზეგავლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩომსკი დღეს, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყოს ინტელექტუალთა შორის.“ 1980–1992 წლებში ჩომსკი ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული ცოცხალი მეცნიერი იყო, და მერვე ადგილს იკავებს ყველა დროის ციტირებად ავტორთა შორის.
ნოამ ჩომსკიმ დიდი კვალი დატოვა მეცნიერულ აზროვნებაზე, როგორც ენისა და აზროვნების შესწავლის ახალი, კოგნიტური ჩარჩოს შემქმნელმა. მისმა იდეებმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნეოლიბერალიზმისა და თანამედროვე სახელმწიფო კაპიტალის შესახებ, ისევე, როგორც ომების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და მეინსტრიმული მედიის შეფასებებმა დიდი ზემოქმედება იქონია ანტიკაპიტალისტურ და ანტიიმპერიალისტურ მოძრაობებზე. ის არაერთხელ დაადანაშაულეს ანტიამერიკანიზმშიც. ჩომსკი ღიად დაუპირისპირდა აშშ-ს ჩართვას ვიეტნამის ომში, რომელიც ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებად მიიჩნია. ჩომსკი არაერთხელ დააპატიმრეს და პრეზიდენტ ნიქსონის მტრების სიაშიც შეიყვანეს. 2003 წელს მან გამოხატა თავის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის დაპყრობისა და მისი თანმხლები საოკუპაციო მოძრაობისადმი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავრამ ნოამ ჩომსკი დაიბადა ისტ-ოუკ-ლეინში, ფილადელფიის მახლობლად, პენსილვანიაში. მისი მშობლები ებრაელი იმიგრანტები იყვნენ, მამა, ზევ უილიამ ჩომსკი (უილიამი), შემდგომში ცნობილი ებრაისტი, 1913 წელს რუსეთის იმპერიიდან სამხედრო სამსახურს გაექცა. თავიდან ფიზიკურად მუშაობდა ბალტიმორის სახელოსნოში, შემდეგ – ებრაულ დაწყებით სკოლაში. მოგვიანებით ფილადელფიის „მიკვეჰ ისრაელ“ სამრევლო რელიგიური სკოლის დირექტორიდა გრაცის პედაგოგიური უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორიცგახდა. დედა, ბელარუსში დაბადებული ელსისიმონოვსკი, პროფესიით მასწავლებელი, აქტიურად იყო ჩართული 1930-იანი წლების პოლიტიკურ მოძრაობებში.
ჩომსკიმ ბავშვობაშითავის თავზე გამოსცადა ანტისემიტიზმი. არაერთხელ გახდა საშუალო სკოლაში იერარქიული და განსხვავებულთა მიმართ მკაცრი სასწავლო მეთოდების მსხვერპლი. ჩომსკი თავის მშობლებს აღწერს, როგორც „რუზველტის ეპოქის დემოკრატებს, ცენტრისტულ-მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებით. თუმცა, მასზე დიდი კვალი დატოვა მისმა ბიძამ თავისირადიკალური მემარცხენე განწყობილებებით. ჩომსკი დაეწაფა მემარცხენე ლიტერატურას და 10 წლისამ დაწერა თავისი პირველი სტატია სკოლის გაზეთისათვის ფაშიზმის გავრცელების შესახებ სამოქალაქო ომის შემდგომ ესპანეთში. 12 წლიდან ის უფრო ანარქისტულ პოლიტიკას ეცნობა, რასაც მოგვიანებით „იღბლიანი შემთხვევას“ უწოდებსდა რაც მას კრიტიკულად განაწყობს სტალინიზმისა და მარქსიზმ-ლენინიზმის სხვა ფორმებისადმი.
1945 ჩომსკი წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტით იმედგაცრუებულს მისი დატოვების გადაწყვეტილება ენათმეცნიერმა ზელიგ ჰარისმა შეაცვლევინა, რომელმაც ჩომსკი თეორიული ლინგვისტიკით დააინტერესა. ჩომსკი საბაკალავრო ხარისხს და შემდეგ, 1951 წელს, სამაგისტრო ხარისხს იღებს ნაშრომისთვის თანამედროვე ებრაული ენის მორფოფონემიკის შესახებ. 1955 წელსამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მას დოქტორის ხარისხი კვლევისათვის „ტრანსფორმაციული ანალიზი“.
1949 წელს ჩომსკიმ იქორწინა კეროლ დორის შაცზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. ქორწინება 59 წელი გაგრძელდა კეროლის გარდაცვალებამდე. 2014 წელს ჩომსკი ვალერია ვასერმანზე დაქორწინდა.
ჩომსკის ლინგვისტური თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსალური გრამატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩომსკის ლინგვისტური თეორიის საფუძველი ბიოლინგვისტიკაში ძევს, რომელიც ეყრდნობა პრინციპს, რომ ენის სტრუქტურა ბიოლოგიურად მოცემულია ადამიანის გონებაში და გენეტიკურადაა განპირობებული. უნივერსალური გრამატიკის ამ იდეის საფუძველი კარტეზიანული ლოგიკაში უნდა ვეძიოთ. ის ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი იზიარებს ერთსა და იმავე ლინგვისტურ სტრუქტურას, მიუხედავად სოციო-კულტურული განსხვავებებისა.
ამ პოზიციით, ჩომსკი უპირისპირდება სკინერის ბიჰეივიორისტულ ფსიქოლოგიას, რომელიც ქცევას, მათ შორის საუბარსა და ფიქრს განიხილავს, როგორც ორგანიზმებსა და მათ გარემოს შორის ურთიერთობის მთლიანად დასწავლის პროდუქტს. ამის შესაბამისად, ჩომსკი ამტკიცებს, რომ ადამიანი ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავდება კომუნიკაციის ფორმით და რომ ენა არის ადამიანთა მოდგმის უნიკალური პროდუქტი. ჩომსკის ნატივისტური, ინტერნალისტური ხედვა შეესაბამება „რაციონალიზმის“ ფილოსოფიურ სკოლას და და უპირისპირდება ემპირიციზმს, რომლის მიხედვითაც, ყველა ცოდნა, მათ შორის ენისაც, გარეგანი სტიმულებისგან მომდინარეობს.
სინტაქსური ცოდნა, სულ მცირე, სანახევროდ თანდაყოლილია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვებს სწავლობენ თავიანთი მშობლიური ენის მხოლოდ სპეციფიურ მახასითებლებს. ჩომსკი თავის არგუმენტს ამყარებს ადამიანის მიერ ენის შეთვისებაზე დაკვირვებით. და აღწერს „სტიმულების სიღარიბეს“, უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც ლინგვისტურ სტიმულებსა და მდიდარ ლინგვისტურ კომპეტენციას შორისაა, რომელსაც ისინი იძენენ. ბავშვები ეცნობიან მხოლოდ ძალიან ცოტა და საზღვრულ ოდენობას დასაშვები სინტაქსური ვარიანტების თავიანთი პირველი ენისა, თუმცა წინადებების უსრული რაოდენობის წარმოქმნის მაღალორგანიზებულ და სისტემური უნარის მიღწევას ახერხებენ. ამას მეცნიერი თადაყოლილი ლინგვისტური უნარებით ხსნის და მას „ენის შეთვისების მექანიზმს“ უწოდებს (Language Acquisition Device- LAD). ჩომსკი ამავდროულად, ხდება ფილოსოფიური მენტალიზმის წარმომადგენელიც, ტრადიციისა, რომელიც რენე დეკარტიდან მომდინარეობს.
ჩომსკის ტრანსფორმაციულ-გენერატიული (წარმომშობი) გრამატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს არის მრავლისმომცველი თეორია, რომელიც მშობლიურ ენაზე მოსაუბრის ლინგვისტური შესაძლებლობების მოდელირებას, კოდირებასა და დედუქციას ახდენს. ენა განიხილება არა ენობრივ ერთეულთა სტატიკურ ერთობლიობად, არამედ გამართული ფრაზების წარმოქმნის დინამიკურ მექანიზმად. ეს მოდელები, იგივე „ფორმალური გრამატიკები“, გვიჩვენებს სპეციფიური ენის აბსტრაქტულ სტრუქტურებს, რომლებიც შეიძლება მიემართებოდნენ სხვა ენების სტრუქტურებსაც. ენათმეცნიერი აქ საუბრობს ენაში სიღმისეული და ზედაპირული სტრუქტურების არსებობაზე.ზედაპირული სტრუქტურები ეხება ფონეტიკური წესების ბგერად გადაქცევას, ხოლო სიღრმისეული–სიტყვებსა და კონცეპტუალურ მნიშვნელობებს.
ჩომსკიმ პირველმა განსაზღვრა ინდივიდუალური ენის გამონათქვამი მეტაენის გამოყენებით. გრამატიკის კლასები, რომლებიც მეტაენიდან წარმოიქნმნება, ჩომსკიმ იერარქიებად დაყო („ჩომსკის იერარქია“). ეს კლასიფიკაცია იყო და რჩება ფორმალური ენის თეორიისთვის ფუნდამენტურად, და ასევე რელევანტურია კომპიუტერული მეცნიერებისთვის.
პოლიტიკური შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩომსკის, როგორც ყველაზე ციტირებადი ავტორის სტატუსი, ძირითადად, მის პოლიტიკურ ნაშრომებს უკავშირდება, რაც რაოდენობით ბევრად აღემატება მის ლინგვისტურ შრომებს. ჩომსკი თავის თავის იდეტიფიკაციას ახდენს, როგორც ანარქო-სინდიკალისტი და ლიბერტარიანელი სოციალისტი და ამ თეორიებს განიხილავს იდეალებს, რომლებიც, მისი აზრით, უკეთ აკმაყოფიელებს ადამიანთა ძირითად საჭიროებებს: თავისუფლებას, ერთობასა და გაერთიანების თავისუფლებას. განსხვავებით სხვა სოციალისტებისგან, კერძოდ მარქსისტებისგან, ჩომსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მეცნიერების გარეთაა, თუმცა, თავის იდეებს იდეალური საზოგადოების შესახებ აფუძნებს ემპირიულ მონაცემებსა და ემპირიულად გამართლებულ თეორიებზე.
ჩომსკის შეხედულებით, პოლიტიკურ რეალობის სიმართლე სისტემატურად მახინჯდება ანითრგუნება ელიტური კორპორატოკრატიის მიერ, რომელიც თავისი პროპაგანდისტული მიზნებისათვის იყენებს კორპორაციულ მედიას, რეკლამასა და ა.შ. მას სურს ფარდა ახადოს ასეთ მანიპულაციებსა და წარმოაჩინოს გაბუნდოვანებული სიმართლე. ჩომსკის სჯერა, რომ სიყალბის ეს ქსელი შიძლება დაამსხვრიოს „პრაქტიკულმა ჭკუამ“, კრიტიკულმა აზროვნებამ, თავის მოტყუების როლების გააზრებამ. ინტელექტუალები უარს აცხადებენ თავიანთ მორალურ პასუხისმგებლობაზე, სიმართლე უთხრან მსოფლიოს, რადგან არ სურთ, დაკარგონ პრივილეგიები და დაფინანსება. ჩომსკი თვლის, რომ მისი, როგორც ინტელექტუალის მოვალეობაა, გამოიყენოს თავისი სოციალური პრივილეგია, რესურსები და გამოცდილება და დაეხმაროს სახალხო დემოკრატიულ მოძრაობებს თავიანთ ბრძოლაში.
ჩომსკის პოლიტიკური შეხედულებები გარკვეულად განაპირობა მისივე მიდგომამ ენისა და გონების შესახებ,რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია შემოქმედებითობა. თუმცა, თავად ხშირად აღნიშნავს, რომ კავშირი მის ენის თეორიასა და პოლიტიკას შორის მხოლოდ „აბსტრაქტულია“. მჭიდრო კავშირი უნდა დაეფუძნოს ადამიანის ბუნების სრულყოფილად განვითარებულ მეცნიერებას, რომლის მეშვეობითაც დადგინდება და გამოიყვანება ფუნდამენტური ადამიანური საჭიროებანი. მაგრამ ასეთი მეცნიერება არ არსებობს. და თუკი ასეთი რამ იქნებოდა, ეს კავშირი დამატებით დამყარებოდა იმის აღიარებას, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა არის სწორედ ის, რომელიც ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს. ამის შემდეგ კი რჩება შეკითხვა, რა პრაქტიკული ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ მეცნიერება ვერ გასცემს.
კაპიტალიზმი და სოციალიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩომსკის ახალგაზრდობიდანვე არ მოსწონდა კაპიტალიზმი და მატერიალური სიმდიდრის ძიება. იმის ნაცვლად, რომ გავრცელებული შეხედულება გაზიარებინა სახელმწიფო და კერძო მფლობელობასშორისსხვაობაზე, ის გვთავაზობს განსხვავებას ეკონომიკის ტოტალურ დემოკრატიულ და ტოტალურ ავტოკრატიულ კონტროლს შორის. ჩომსკი აცხადებს, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები რეალურად არც არიან დემოკრატიულნი, რადგან ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში მის ყველა წევრს თავისი ხმა აქვს საჯარო ეკონომიკურ პოლიტიკაში. მან ჩამოაყალიბა თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება მმართველი ელიტებისადმი, მათ შორის, ისეთი ინსტიტუტებისადმი, როგორიცაა IMF, World Bank და GATT (WTO-ს წინამორბედი).
შეერთებულ შტატებს ის ახასიათებს, როგორც de facto ერთპარტიულ სახელმწიფოს, განიხილავს რა რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს, როგორც ერთი, „ბიზნეს პარტიის“ წარმომადგენლებს, რომლებსაც კორპორატიული და ფინანსური ინტერესები წარმართავს. მეცნიერი განმარტავს, რომ დასავლურ ლიბერალური დემოკრატიის სახელმწიფოებში, სულ ცოტა, მოსახლეობის 80%-ს არ აქვს კონტროლი ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
ჩომსკი ლიბერტარიანული სოციალიზმისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებს განმანათლებობის ხანის კლასიკური ლიბერალური იდეების შთამომავლებად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი იდეოლოგიური პოზიცია „ადამიანის არსების ლიბერტარიანული და შემოქმედებითი ხასიათის ირგვლივ ტრიალებს“. მისი იდეალია მშრომელი ადამიანის მიერ წარმოების საშუალებების უშუალო კონტროლი და მთავრობების ნაცვლად მშრომელთა საბჭოების შექმნა, რომელთა წარმომადგენლები გენერალურ ანსამბლეაზე ხვდებიან ერთმანეთს. მას სწამს, რომ არ იქნება პოლიტიკური პარტიების საჭიროება.ჩომსკი მიხაილ ბაკუნინის ანარქისტულ იდეებს ემხრობა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, წარმოების კონტროლს მშრომელების და არა მესაკუთრეების მიერ, რომლებიც მათზე მაღლა დგანან და ყველა გადაწყვეტილბას აკონტროლებენ.“ ასეთ სოციალიზმს თვლის ის „ნამდვილად“ და მიაჩნია, რომ სსრკ-ს დაშლა იყო არა კაპიტალიზმის, არამედ „სოცილიზმის პატარა გამარჯვება“, რადგან საბჭოთა კომუნიზმი ეს „არაჭეშმარიტი სოციალიზმი“ იყო.
ვიეტნამის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩომსკი ყოველთვის ინტერესდებოდა პოლიტიკით, თუმცა საჯაროდ მასში მხოლოდ 1964 წელს ჩაება, როცა სავალდებულოდ ჩათვალა, შეერთებოდა მათ, ვინც აპროტესტებდა აშშ-ს როლს ვიეტნამის ომში (ან, როგორც თვითონ ამბობს, აშშ-ს მიერ ვიეტნამის დაპყრობას). მან განაცხადა, რომ ვიეტნამის ომი ერთი-ერთი იყო იმ სერიულ ქმედებათაგან, როცა აშშ ცდილობდა თავისი სამხედრო ძალით ეკონომიკური კონტროლი მოეპოვებინა განვითარებად სამყაროზე.
ჩომსკის აზრით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ვიეტნამში იყო ზედმეტად „წარმატებული. ამერიკამ მიზნად დაისახა სამხრეთ ვიეტნამელი გლეხობის ნაციონალისტური მოძრაობის განადგურება, და არა მათი ჩრდილოეთ ვიეტნამელთა აგრესიისგან დაცვა.“ ვიეტნამის ომში შტატებმა სწორედ პირველი დაიწყო 1962 წელს. ჩომსკის თქმით, მთავარი ომი სწორედ სამხრეთ ვიეტნამელების მიმართ ხორციელდებოდა. რასაც ამერიკული ისტორია არ აღიარებს. ჩომსკის ვერსიით, 1962-1965 წლებში აშშ შეეცადა, ხელი შეეშალა სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის.
1965 წელს ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩრდილოეთ ვიტნამის დაბომბვა, ვითომდა ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებისგან სამხრეთის დასაცვად. ჩომსკის აზრით, სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის ხელის შეშლა იყო შიში იმისა, რომ ამ ქვეყნის წარმატებული სოციალური და ეკონომიკური განვითარება მას ამერიკის ორბიტიდან მოსწყვეტდა. შესაბამისად, შეხედულებას, თითქოს ამერიკამ ვიეტნამის ომში წააგო, ნაომ ჩომსკი სრულიად არ ეთანხმება.
ჩომსკი თვლიდა, რომ შეერთებული შტატებისა თუ სხვა მთავარი კაპიტალისტური ქვეყნების შიდა პოლიტიკური სცენა ის თეატრია, სადაც მთავარი კორპორაციები და მათი ელიტური მმართველები ცდილობენ, დაიცვან და გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პრივილეგიები და ძალაუფლება. საპროტესტო მარშებში მონაწილეობის მიუხედავად, ჩომსკის მთავარი ასპარეზი მაინც განათლებისა და პუბლიკაციის სფერო იყო, მან არაერთი პოლიტიკური ნაშრომიდა საჯარო ლექცია მიუძღვნა მოქალაქეთა პოლიტიკური შეგნების ამაღლებას. ჩომსკი დაუფარავად აკრიტიკებდა ამერიკულ იმპერიალიზმს. მისი აზრით, აშშ საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია, ღია საზოგადოებების შექმნა, რომლებსაც ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად გააკონტროლებს და საკუთარ ბიზნესს ააყვავებს.
ჩომსკი თვლის, რომ აშშ ყოველთვისამერიკული ინტერესებისადმი კეთილგანწყობილ მთავრობას დააყენებს ამ ქვეყნებში. როგორც ჩომსკი ამბობს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთი თავიანთ ექსტრატერიტორიულ ოპერაციებს ყოველთვის ისე წარმოადგენდნენ,როგორც დემოკრტიის შემომტანებს, როგორც ეს ადრექრისტიანობის გავრცელებისას ხდებოდა. თუმცა, როგორც ჩომსკი აღნიშნავს, ლიბერალური დემოკრატიის საარჩევნო სისტემა მოქალაქეებს ამერიკის პოლიტიკაზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. ის იმედოვნებს, რომ მოსახლეობაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზეცნობიერების ამაღლებით შესაძლებელი გახდება ოპოზიციური პოლიტიკის შექმნა. ადამიანებმა უნდა კრიტიკულად გაიაზრონ თავიანთი მთავრობების ქმედებები, გადაწყვეტილებები,პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებსა და მოსაზრებებზე, და იგივე სტანდარტებით მიუდგნენ სხვებსაც.
1967 წელს მისმანაშრომმა „ინტელექტუალთა პასუხისმგებლობა“ ვიეტნამის ომში აშშ-ს ჩარევის შესახებ მას დისიდენტის რეპუტაცია მოუტანა. ესეში ჩომსკი რადიკალურად დაუპირისპირდა ამერიკის პოლიტიკას და მიმართა ინტელექტუალებს, რომელთა წევრად საკუთარ თავსაც თვლიდა, და უფრო ღრმა დაფიქრებისკენ და ქმედებისკენ მოუწოდებდა. ეს ესე სხვა პოლიტიკურ სტატიებთან ერთად გამოიცა 1969 წელს, როგორც ჩომსკის პირველი პოლიტიკური წიგნის „ამერიკული ძალაუფლება და ახალი მანდარინები“ ნაწილი. ამას მოჰყვა სხვა პოლიტიკური ნაშრომები, მათ შორის „ომი აზიასთან“ (1971), „უკანაოთახის ბიჭები“ (1973), „სახელმწიფოს გონებისთვის“ (1973), „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“ (1975)
კამბოჯის გენოციდის უარყოფა 1976–1980
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-იანი წლების დასაწყისში ჩომსკიმ დაიწყო თანამშროლობა ედ. ს. ჰერმანთან, რომელიც ასევე აქვეყნებდა კრიტიკულად წერილებს აშშ-ს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. მათი ერთობლივი ნაშრომია „კონტრ-რევოლუციური ძალადობა: სასაკლაო ფაქტებითა& პროპაგანდით“, წიგნი, რომელმაც გააკრიტიკა აშშ-ს სამხედრო ჩარევა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და მეინსტრიმული მედიის მიერ მისი გაშუქება, თუმცა კომპანიამ წიგნი არ მოიწონა და მისი ყველა ასლის განადგურება მოითხოვა. ჩომსკის ნაშრომის განახლებული ვარიანტი ორ ტომად 1979 წელსდაბეჭდა, როგორც „ადამიანთა უფლებების პოლიტიკური ეკონომია“, სადაც ერთმანეთთან შედარებულია აშშ-ს მედიის დამოკიდებულება კამბოჯის გენოციდსა და ინდონეზიის მიერ აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაციასთან. ავტორების აზრით, აშშ-მ მიჩქმალა აღმოსავლეთ ტიმორის ისტორია და მთავარი ყურადღება გადაიტანა კამბოჯაზე. ამერიკულმა მედიამ დატალურად გააშუქა ეს ოკუპაცია და ლისაბონში ლტოლვილებთან გამართული შეხვედრები. მარქსისტმა მეცნიერმა სტივენ ლიუკსმა ჩომსკის საჯაროდ დასდო ბრალი ანარქისტული იდეალების ღალატსა და კამბოჯის ლიდერის, პოლ პოტის აპოლოგეტობაში.ამ წინააღმდეგობრივმა გამოსვლამ ჩომსკის შეურყია რეპუტაცია. ჩომსკის მტკიცებით, მის წინააღმდეგ შეგნებული ცილისწამება დაიწყო. ათწლეულების შემდეგ, მეცნიერმა აღიარა, რომ თანამედროვე პერიოდის უდიდესი გენოციდი სწორედ პოლ პოტის სახელს უკავშირდება.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩომსკიმ ბევრი დაწერა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებაც. 1983 წელსდაბეჭდა „საბედისწერო სამკუთხედი“ რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ გამუდმებით იყენებდა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს თავისი მიზნებისათვის. 1988 წელს ჩომსკი ესტუმრა პალესტინას, რათა თავისი თვალით ენახა ისრაელის ოკუპაციის შედეგები. 2009 წელს დაიწერა მისი ესე „ყოველი სისასტიკის განადგურება“.
ჩომსკი ემხრობოდა მემარცხენე, ბინაციონალურ პროგრამას ისრაელსა და პალესტინაში. ის თვლიდა, რომ ისრაელ-პალესტინის მაგალითი, ერთ სახელმწიფოიანი გადაწყვეტა მხოლოდ ამერიკული მოდელის წახალისებას უწყობდა ხელს, კერძოდ: ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებასა და ამოხოცვას. ამის საპირისპიროდ, კარგი იქნებოდა ბინაციონალური გადაწყვეტის ადვოკატირება, იმის აღიარება, რომ ტერიტორიაზე ვხვდებით ორ სამართლიანად განსხვავებულ საზოგადოებას. მსგავსი იდეა ჰქონდა ცნობილ მოაზროვნეს ედუარდ საიდსაც.
ჩომსკი აქტიურად აკრიტიკებდა ისრაელის სახელმწიფოს ძალადობას პალესტინაში. მისი თქმით, ისრაელი წლების განმავლობაში იყენებდა თვითმფრინავებსა და ფლოტის გემებს პალესტინის მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკების დასაბომბად. „ასევე სკოლების, საცხოვრებელი კვარტლების, მეჩეთების, დამიწურების, რომლებსაც არ გააჩნიათ საჰაერო ძალები, ან თავდაცვა, არც ფლოტი, არც არტილერია, ან ჯავშნიანი იარაღი, არანაირი კონტროლი და არანაირი არმია. და ამას ეძახიან ომს ...ეს არ არის ომი, ეს არის მკვლელობა.“ ჩომსკის აზრით, ის, რაც ისრაელს ყველაზე კარგად ესმის, არის ბრძანება ვაშინგტონიდან. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ისრაელის მხრიდან დათმოს გარკვეული პოლიტიკების დათმობას, ისრაელი ამას, როგორც წესი, ემორჩილება. შესაბამისად, რეგიონალურ კონფლიქტში ამერიკის როლი დიდია და აშშ-ს ჩარევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში, ხშირ შემთხვევაში, აჩერებდა მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობას.
კონფლიქტის მოგვარება, ჩომკის პოზიით, აუცილებელია თავად ისრაელისთვის. ქვეყნას ექნებოდა ნორმალიზებული ურთიერთობებები, დაცულობა და ინტეგრაცია რეგიონში. მაგრამ აშკარად არალეგალური ექსპანსია, კონფლიქტი და ძალადობის განმეორებადი დემონსტრირება, არის არა მარტო კრიმინალი, მკვლელობა და განადგურება, არამედ დროის ფართო მონაკვეთში საკუთარი დაცულობის თავად ნგრევა.
ერაყის ომის კრიტიკა 2001–2017
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]11 სექტემბრის ნაშრომში „ჰეგემონია ან გადარჩენა“ ჩომსკი ამტკიცებდა, რომ ტერორისტული ომი არ იყო ახალი, ბუშის ადმინისტრაციის ახალი იდეა, არამედ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კურსისა და სულ ცოტა, რეიგანის პერიოდის თანმხლები რიტორიკის გაგრძელება, რომელმაც 1981 წელს რეიგანის ადმინისტრაციის მოსვლისთანავე გამოაცხადა „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“. 11 სექტებრის შემდგომ ტერორიზმთან ბრძოლის გამოცხადება კი - ამ ომის ხელახალი გამოცხადება იყო.
რეიგანის დროს მსგავს ტერორისტულ სახელმწიფოდ ნიკარაგუა დასახელდა, ხოლო შვილი ბუშის დროს - ერაყი. ჩომსკის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან მსგავს ომს ტერორიზმის წინააღმდეგ მკაცრი ფსიქოლოგიური შედეგებიც მოაქვს: დიქტატურის გადაგდების შემდგომი ოპტიმიზმი, სიცოცხლისუნარიანობა და ენერგიულობა დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან მმართველი სუპერძალის ინტერვენცია ყოველნაირ იმედს ძირს უთხრის.
ერაყის წინააღმდეგ ომით, ჩომსკის დაკვირვებით, რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლის გარდა, ამერიკამ დააშინა დანარჩენი მსოფლიო, რომ თუ გინდა დაიცვა თავი, უნდა იყოს ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ღირებული საფრთხე. ჩომკსითვის ტერორიზმისგან საფრთხე , რომელიც თითქოს ერაყიდან მოდიოდა, მცდარია. მსგავს საფრხთეს არ გრძნობდა ერაყიის, როგორც რეგიონში ყველაზე ღარიბი სახელმწიფოს არცერთი მეზობელი ქვეყანა.
ერაყის ოკუპაცია, ჩომსკისთვის თქმით, ამერიკულ-ბრიტანული მხარისთვის ბევრად უფრო ფართო მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს იყო „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ.“ ერაყის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ომი, ჩომსკის აზრით, საერთოდ არ არის მსგავსი იმ ომისა, რომელიც ვიეტნამის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რადგან არ არსებობს მიზანი ერაყის განადგურებისთვის. ერაყის რესურსები ბევრად ღირებულია, ვიდრე ვიეტნამის. ის იყო ბოლო სივრცე მსოფლიოში, რომლის ტერიტორიაზე ნავთობის მასა ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი.
ჩომსკი და საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის რუსულ-ქართულ-ოსურ კონფლიქტიდან, ე. წ. „აგვისტომის ომიდან“ ერთი თვის თავზე ნოამ ჩომსკი წერს სტატიას სახელით „ოსეთი-რუსეთი-საქართველო“, სადაც ის ახლახან მომხდარი მოვლენების ისტორიულ კონტექსტს და ამასთან, მისი გეოპოლიტიკურ როლის ანალიზს გვთავაზობს. ჩომსკის თქმით, სამხრეთ ოსეთში პირველი კონფლიქტური სიტუაცია მას შემდეგ ჩნდება, რაც საქართველოს ულტრანაციონალისტი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1990 წელს აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიას და იკავებს სამხრეთ ოსეთს. მტიკივენულ ომს შედეგად მოჰყვება ათასი გარდაცვლილი და ათი ათასობით ლტოლვილი. ჩომსკი ესეში 2008 წლის აგვისტოს ომის პროპაგანდისტულ მხარეს აქცევს ყურადღებას, სადაც ის ამ სფეროში რუსეთის მარცხზე ამახვილებს ყურადღებას. ქართული მხარის პროპაგანდისტულ გამარჯვება, ჩომსკის თქმით, იმის დამსახურებაა, რომ რაც უფრო თავისუფალი ხდება ქვეყანა და რაც უფრო მეტად კარგავს სახელმწიფო მოსახლეობაზე კონტროლს, მით უფრო ყალბდება პროპაგანდა. ტექსტში ყურადღება ექცევა ამერიკის ინტერესს საქართველოსა და მისი ტერიტორიული მნიშვნელობისადმი, როგორც იმ ქვეყნისა, რომელიც ბილ კლინტონმა აირჩია კორიდორად და რუსეთისა და ირანის შემოვლით გზად. ჩომსკი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო არის ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი მილსადენების გამტარი ქვეყანა.[30]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Adams, Tim (November 30, 2003). „Noam Chomsky: Thorn in America's side“. the Guardian. ციტირების თარიღი: May 8, 2016.
- Aeschimann, Eric (May 31, 2010). „Chomsky s'est exposé, il est donc une cible désignée“. Libération (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2012. ციტირების თარიღი: June 8, 2010. ციტატა: „Chomsky a été violemment blessé du fait qu'une partie des intellectuels français aient pu le croire en accord avec Faurisson, en contradiction avec tous ses engagements et toute sa vie.“
- Albert, Michael (2006). Remembering Tomorrow: From the politics of opposition to what we are for. Seven Stories Press, გვ. 97–99. ISBN 978-158322742-8.
- (2003) Chomsky and His Critics. Malden, MA: Blackwell Publishing, გვ. 295. ISBN 978-0-631-20021-5.
- Archbishop Desmond Tutu to speak to Litndeb (January 9, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: May 10, 2016
- „Author, activist Noam Chomsky to receive award“. University of Wisconsin–Madison. March 29, 2010. ციტირების თარიღი: May 10, 2016.
- (1982) Musical grammars and computer analysis. Firenze: Leo S. Olschki Editore, გვ. 201–218. ISBN 978-882223229-8.
- Barsky, Robert F. (1997). Noam Chomsky: A Life of Dissent. Cambridge, MA: MIT Press. ISBN 978-0-262-02418-1.
- Barsky, Robert F. (2007). The Chomsky Effect: A Radical Works Beyond the Ivory Tower. MIT Press, გვ. 107. ISBN 978-026202624-6.
- (2006) „Noam Chomsky“, American Decades. Detroit, MI: Gale.
- Birnbaum, Jean (June 3, 2010). „Chomsky à Paris: chronique d'un malentendu“. Le Monde des Livres. Le Monde (ფრანგული). ციტირების თარიღი: June 8, 2010. ციტატა: „Le pays de Descartes ignore largement ce rationaliste, la patrie des Lumières se dérobe à ce militant de l'émancipation. Il le sait, et c'est pourquoi il n'y avait pas mis les pieds depuis un quart de siècle.“
- Bobanović, Paula (April 14, 2018). „Chomsky: Hrvati, Srbi i Bošnjaci govore isti jezik“ [Chomsky: Croats, Serbs and Bosniaks Speak the Same Language]. Express.hr (სერბულ-ხორვატული). Zagreb. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 7, 2018. ციტირების თარიღი: July 9, 2018.
- Boden, Margaret A. (2006). Mind As Machine: a History of Cognitive Science. Oxford University Press. ISBN 978-019924144-6.
- de Bot, Kees (2015). A History of Applied Linguistics: From 1980 to the Present. Routledge. ISBN 978-113882065-4.
- Braun, Stuart (2018). „Dissident intellectual Noam Chomsky at 90“. Deutsche Welle.
- „British Academy announces 2014 prize and medal winners“. British Academy. July 24, 2014. ციტირების თარიღი: July 30, 2017.
- Bronner, Ethan (May 17, 2010). „Israel Roiled After Chomsky Barred From West Bank“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: May 4, 2016.
- Burris, Greg (August 11, 2013). „What the Chomsky-Žižek debate tells us about Snowden's NSA revelations“. The Guardian.
- (2016) „Chomsky hierarchy“, A Dictionary of Computer Science. Oxford University Press. ISBN 978-0-19-968897-5.
- Campbell, Duncan (October 18, 2005). „Chomsky is voted world's top public intellectual“. The Guardian. ISSN 0261-3077.
- Chomsky. inventio-musikverlag.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: May 11, 2016
- Chomsky Amid the Philosophers. University of East Anglia. ციტირების თარიღი: January 8, 2014
- „Chomsky Is Citation Champ“. MIT Tech Talk. 36 (27). April 15, 1992. ციტირების თარიღი: September 21, 2019 – წარმოდგენილია MIT News-ის მიერ.
- „Chomsky is Citation Champ“. MIT. April 15, 1992. ციტირების თარიღი: September 3, 2007.
- Chomsky, Noam. The 'Chomskyan Era' (excerpted from The Architecture of Language). ციტირების თარიღი: January 3, 2017
- Chomsky, Noam (1991). Linguistics and Cognitive Science: Problems and Mysteries. Oxford: Blackwell, გვ. 50.
- Chomsky, Noam (1996). Class Warfare: Interviews with David Barsamian. Pluto Press, გვ. 135–136. ISBN 978-074531137-1.
- Chomsky, Noam. (May 18, 2016) Is the US Ready for Socialism? An Interview With Noam Chomsky. ციტირების თარიღი: July 19, 2019 also available, in part, on chomsky.info.
- „Chomsky: Saudi Arabia is the "Center of Radical Islamic Extremism" Now Spreading Among Sunni Muslims“. Democracy Now!. May 17, 2016.
- Christiansen, Morten H.; Chater, Nick (October 2010). „Language as shaped by the brain“. Behavioral and Brain Sciences. 31 (5): 489–509. doi:10.1017/S0140525X08004998. ISSN 1469-1825. PMID 18826669.
- Cipriani, Enrico (2016). „Some reflections on Chomsky's notion of reference“. Linguistics Beyond and within. 2: 44–60. doi:10.31743/lingbaw.5637. ISSN 2450-5188.
- Cohn, Werner (1995). Partners in Hate: Noam Chomsky and the Holocaust Deniers. Cambridge, MA: Avukah Press. ISBN 978-0-9645897-0-4.
- Cowley, Jason (May 22, 2006). „New Statesman – Heroes of our time – the top 50“. New Statesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 27, 2006. ციტირების თარიღი: December 9, 2015. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - Davis, Martin; Weyuker, Elaine J.; Sigal, Ron (1994) Computability, complexity, and languages: fundamentals of theoretical computer science, 2nd, Boston: Academic Press, Harcourt, Brace, გვ. 327. ISBN 978-0-12-206382-4.
- „Denied Entry: Israel Blocks Noam Chomsky from Entering West Bank to Deliver Speech“. Democracy Now!. May 17, 2010. ციტირების თარიღი: May 4, 2016.
- Dovey, Dana (December 7, 2015). „Noam Chomsky's Theory Of Universal Grammar Is Right; It's Hardwired Into Our Brains“. Medical Daily. ციტირების თარიღი: August 4, 2017.
- The Erdös Number Project. Oakland University (November 21, 2017). ციტირების თარიღი: December 18, 2017
- „Erich-Fromm-Preis: Noam Chomsky in Stuttgart geehrt“. Stuttgarter Zeitung (გერმანული). Deutsche Presse-Agentur. March 23, 2010. ციტირების თარიღი: August 22, 2019.
- Evans, Nicholas; Levinson, Stephen C. (October 2009). „The myth of language universals: Language diversity and its importance for cognitive science“. Behavioral and Brain Sciences. 32 (5): 429–448. doi:10.1017/S0140525X0999094X. ISSN 1469-1825. PMID 19857320.
- Feinberg, Harriet. (February 1999) Elsie Chomsky: A Life in Jewish Education. Brandeis University. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2008. ციტირების თარიღი: January 10, 2019
- Ferguson, Joe. „Tickets on sale for Tucson talk on nuclear war with Noam Chomsky, Daniel Ellsberg“. Arizona Daily Star. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
- Fernald, Anne; Marchman, Virginia A. (2006) „Language learning in infancy“, Handbook of Psycholinguistics. Academic Press, გვ. 1027–1071. ISBN 978-008046641-5.
- Flint, Anthony (November 19, 1995). „Divided Legacy“. The Boston Globe. p. 25. ISSN 0743-1791. თარგი:Proquest.
- Flood, Alison (February 24, 2020). „As Hay festival opens in the UAE, authors condemn free speech abuses“. The Guardian. ციტირების თარიღი: February 24, 2020.
- Fox, Margalit (December 5, 1998). „A Changed Noam Chomsky Simplifies“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 22, 2016.
- Friesen, Norm (December 10, 2017). The Textbook and the Lecture: Education in the Age of New Media. Johns Hopkins University Press. ISBN 978-142142434-7.
- Fulton, Scott M., III (March 20, 2007). „John W. Backus (1924–2007)“. BetaNews.
- Gendzier, Irene (2017). „15: Noam Chomsky and the Question of Palestine/Israel: Bearing Witness“, The Cambridge Companion to Chomsky, 2nd, Cambridge University Press, გვ. 314–329. ISBN 978-131673875-7.
- Glaser, John. (November 18, 2012) It is not a war. It is murder. ციტირების თარიღი: June 13, 2019
- Gold, Daniel M. (January 28, 2016). „Review: Noam Chomsky Focuses on Financial Inequality in 'Requiem for the American Dream'“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: June 1, 2016.
- Gould, S. J. (1981). Official Transcript for Gould's deposition in McLean v. Arkansas.
- Graham, George (2019). „Behaviorism“. In Zalta, Edward N. (ed.). Stanford Encyclopedia of Philosophy (Spring 2019 ed.). Metaphysics Research Lab, Stanford University.
- Greif, Mark (2015). The Age of the Crisis of Man: Thought and Fiction in America, 1933–1973. Princeton, N.J.: Princeton University Press. ISBN 978-0-691-14639-3.
- Hamans, Camiel; Seuren, Pieter A. M. (2010) „Chomsky in search of a pedigree“, Chomskyan (R)evolutions. John Benjamins, გვ. 377–394. ISBN 978-902721169-9.
- Harbord, Shaun (1994). „Extracts form 'An historian's appraisal of the political writings of Noam Chomsky'“, Noam Chomsky: Critical Assessments, Volumes 2–3. Taylor & Francis, გვ. 487. ISBN 978-0-415-10694-8.
- Harlow, S. J. (2010). „Transformational Grammar: Evolution“. In Barber, Alex; Stainton, Robert J. (eds.). Concise Encyclopedia of Philosophy of Language and Linguistics. Elsevier. pp. 752–770. ISBN 978-0-08-096501-7 – წარმოდგენილია Internet Archive-ის მიერ.
- Harris, R. Allen (2010). „Chomsky's other Revolution“, Chomskyan (R)evolutions. Amsterdam and Philadelphia, PA: John Benjamins Publishing Company, გვ. 237–265. ISBN 978-90-272-1169-9.
- Harwood, Lori (November 21, 2016). „Noam Chomsky to Teach Politics Course In Spring“. UA News.
- Hjelmslev, Louis (1969). Prolegomena to a Theory of Language. University of Wisconsin Press. ISBN 029902470-9.
- Honorary Members of IAPTI. International Association of Professional Translators and Interpreters. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2017. ციტირების თარიღი: December 26, 2016
- „Honors & Awards“. Soundings. Fall 2002. ციტირების თარიღი: May 12, 2016.
- Hornstein, Norbert (2003). „Minimalist Program“. International Encyclopedia of Linguistics. Oxford University Press. ISBN 978-0-19-513977-8.
- Horowitz, David. (September 26, 2001) The Sick Mind of Noam Chomsky.
- Hudson, John (August 13, 2013). „Exclusive: After Multiple Denials, CIA Admits to Snooping on Noam Chomsky“. Foreign Policy. ციტირების თარიღი: December 7, 2016.
- Huxley, John (June 2, 2011). „Sydney Peace Prize goes to Chomsky“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: December 23, 2015.
- „IEEE Computer Society Magazine Honors Artificial Intelligence Leaders“. Digital Journal. August 24, 2011.
- Interview: Noam Chomsky Speaks Out On Education and Power (September 20, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 13, 2011. ციტირების თარიღი: May 10, 2016
- „Israel: Chomsky ban 'big mistake'“. Al Jazeera. May 20, 2010. ციტირების თარიღი: May 4, 2016.
- IWW Biography. Industrial Workers of the World. ციტირების თარიღი: May 9, 2016
- Jaggi, Maya (January 20, 2001). „Conscience of a nation“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2015. ციტირების თარიღი: May 11, 2016.
- Jamia Millia Islamia named a complex honoring Noam Chomsky. Jamia Millia Islamia (May 3, 2007). ციტირების თარიღი: May 3, 2007
- Kalman, Matthew (January 19, 2014). „Palestinians Divided Over Boycott of Israeli Universities“. The New York Times. ISSN 0362-4331.
- Kay, Jonathan (May 12, 2011). „The Monomania of an Anti-American Prophet“. Commentary. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2016.
- Keller, Katherine. (November 12, 2007) Writer, Creator, Journalist, and Uppity Woman: Ann Nocenti.
- Knight, Chris (2016). Decoding Chomsky: Science and Revolutionary Politics. Yale University Press. ISBN 978-030022876-2.
- Knight, Chris (March 12, 2018). „When the Pentagon Looked to Chomsky's Linguistics for their Weapons Systems“. 3 Quarks Daily.
- Knuth, Donald (2002). „Preface“, Selected Papers on Computer Languages. Center for the Study of Language and Information. ISBN 978-1-57586-381-8.
- Knuth, Donald E. (2003). „Preface: a mathematical theory of language in which I could use a computer programmer's intuition“, Selected Papers on Computer Languages, გვ. 1. ISBN 1-57586-382-0.
- (2003) Knuth: Selected Papers on Computer Languages. Stanford University. ISBN 157586381-2. დაარქივებული 2018-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Koerner, E. F. K. (1978). „Towards a historiography of linguistics“, Toward a Historiography of Linguistics: Selected Essays. John Benjamins, გვ. 21–54.
- Koerner, E. F. K. (1983). „The Chomskyan 'revolution' and its historiography: a few critical remarks“. Language & Communication. 3 (2): 147–169. doi:10.1016/0271-5309(83)90012-5.
- Lecture 6: Evolutionary Psychology, Problem Solving, and 'Machiavellian' Intelligence. School of Psychology, Massey University (1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 17, 2007. ციტირების თარიღი: September 4, 2007
- „Let me introduce myself – leafcutter bee Megachile chomskyi from Texas“. Pensoft. ციტირების თარიღი: May 10, 2016.
- Lukes, Steven (November 7, 1980). „Chomsky's betrayal of truths“ (PDF). The Times Higher Education Supplement (THES). დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — April 12, 2019. ციტირების თარიღი: March 7, 2018 – წარმოდგენილია libcom.org-ის მიერ.(facsimile copy of Lukes's THES article, together with some of the correspondence it provoked, including from Ralph Miliband, Ken Coates and others, with Chomsky's response)
- Lyons, John (1978). Noam Chomsky, revised, Harmondsworth: Penguin. ISBN 978-0-14-004370-9.
- MacCorquodale, Kenneth (January 1970). „On Chomsky's review of Skinner's Verbal Behavior“. Journal of the Experimental Analysis of Behavior. 13 (1): 83–99. doi:10.1901/jeab.1970.13-83. ISSN 0022-5002. PMC 1333660.
- Mace, Mikayla. „Linguist Noam Chomsky joins University of Arizona faculty“. Arizona Daily Star. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
- Macintyre, Donald (May 17, 2010). „Chomsky refused entry into West Bank“. The Independent.
- McGilvray, James (2014). Chomsky: Language, Mind, Politics, second, Cambridge: Polity. ISBN 978-0-7456-4989-4.
- McNeill, David (February 22, 2014). „Noam Chomsky: Truth to power“. The Japan Times.
- Milne, Seumas (November 7, 2009). „'US foreign policy is straight out of the mafia'“. The Guardian.
- Nettelfield, Lara J. (2010). Courting Democracy in Bosnia and Herzegovina. Cambridge University Press. ISBN 978-052176380-6.
- „Nikolic presented the Sretenje Order“ Николић уручио Сретењско ордење. Politika (სერბული). February 15, 2015. ციტირების თარიღი: January 27, 2021.
- Noam Chomsky. MIT Linguistics Program (2002). ციტირების თარიღი: January 3, 2017
- (2016) „Noam Chomsky“, Contemporary Authors Online, Biography in Context. Detroit, MI: Gale.
- Noam Chomsky Awarded 2011 US Peace Prize. US Memorial Peace Foundation. ციტირების თარიღი: January 7, 2020
- Noam Chomsky Joins NAPF Advisory Council. Nuclear Age Peace Foundation (March 1, 2014). ციტირების თარიღი: July 27, 2018
- „Noam Chomsky on Life & Love: Still Going at 86, Renowned Dissident is Newly Married“. Democracy Now!. March 3, 2015. ციტირების თარიღი: May 11, 2016.
- O'Grady, Cathleen (June 8, 2015). „MIT claims to have found a "language universal" that ties all languages together“. Ars Technica. doi:10.1073/pnas.1502134112.
- The one hundred most influential works in cognitive science. Center for Cognitive Sciences, Minnesota State University. ციტირების თარიღი: November 29, 2015
- Ortiz, Aimee (August 28, 2017). „Chomsky joins University of Arizona faculty“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2018. ციტირების თარიღი: აპრილი 5, 2021.
- Chomsky, Noam (2003). Chomsky on Democracy & Education. Psychology Press, გვ. 416. ISBN 978-041592632-4.
- Páez, Nadia (2019). „Systematics of Huicundomantis, a new subgenus of Pristimantis (Anura, Strabomantidae) with extraordinary cryptic diversity and eleven new species“. ZooKeys (868): 1–112. doi:10.3897/zookeys.868.26766. ISSN 1313-2970. PMC 6687670. PMID 31406482.
- Partee, Barbara H. (2015). „Asking What a Meaning Does: David Lewis's Contribution to Semantics“, A Companion to David Lewis, Blackwell Companions to Philosophy. John Wiley & Sons, Inc.. ISBN 978-111838818-1.
- (2013) The Blackwell Guide to Ethical Theory, 2nd, John Wiley & Sons. ISBN 978-1-118-51426-9.
- Pilkington, Ed (May 16, 2010). „Noam Chomsky barred by Israelis from lecturing in Palestinian West Bank“. The Guardian. ციტირების თარიღი: May 4, 2016.
- Press release: Séan MacBride Peace Prize 2017. International Peace Bureau (September 6, 2017). ციტირების თარიღი: December 9, 2017
- Prickett, Stephen (2002). Narrative, Religion and Science: Fundamentalism Versus Irony, 1700–1999. Cambridge University Press, გვ. 234. ISBN 978-0-521-00983-6.
- „Prospect/FP Top 100 Public Intellectuals Results“. Foreign Policy. October 15, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2005. ციტირების თარიღი: November 30, 2015.
- Pullum, Geoffrey; Scholz, Barbara (2002). „Empirical assessment of stimulus poverty arguments“ (PDF). The Linguistic Review. 18 (1–2): 9–50. doi:10.1515/tlir.19.1-2.9. S2CID 143735248. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2021-02-03. ციტირების თარიღი: 2021-04-05.
- Rabbani, Mouin (2012). „Reflections on a Lifetime of Engagement with Zionism, the Palestine Question, and American Empire: An Interview with Noam Chomsky“. Journal of Palestine Studies. 41 (3): 92–120. doi:10.1525/jps.2012.XLI.3.92. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 3, 2012. ციტირების თარიღი: აპრილი 5, 2021. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - Radick, Gregory (2007). The Simian Tongue: The Long Debate about Animal Language. University of Chicago Press. ISBN 978-022670224-7.
- Rai, Milan (1995). Chomsky's Politics. Verso. ISBN 978-1-85984-011-5.
- Robinson, Paul (February 25, 1979). „The Chomsky Problem“. The New York Times. ISSN 0362-4331.
- Rohrmeier, Martin (2007). Spyridis, Georgaki; Kouroupetroglou, Anagnostopoulou (eds.). „A generative grammar approach to diatonic harmonic structure“ (PDF). Proceedings of the 4th Sound and Music Computing Conference: 97–100.
- Ruiter, J. P. de; Levinson, Stephen C. (October 2010). „A biological infrastructure for communication underlies the cultural evolution of languages“. Behavioral and Brain Sciences. 31 (5): 518. doi:10.1017/S0140525X08005086. ISSN 1469-1825.
- SASA Member. Serbian Academy of Sciences and Arts (October 30, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 5, 2021.
- Searle, John R. (June 29, 1972). „A Special Supplement: Chomsky's Revolution in Linguistics“. The New York Review of Books.
- Sengupta, Kim (May 12, 2015). „Turkey and Saudi Arabia alarm the West by backing Islamist extremists the Americans had bombed in Syria“. The Independent.
- Seuren, Pieter A. M. (1998). Western linguistics: An historical introduction. Wiley-Blackwell. ISBN 0-631-20891-7.
- Sipser, Michael (1997). Introduction to the Theory of Computation. PWS Publishing. ISBN 978-0-534-94728-6.
- Slife, Brent D. (1993). Time and Psychological Explanation: The Spectacle of Spain's Tourist Boom and the Reinvention of Difference. SUNY Press, გვ. 115. ISBN 978-0-7914-1469-9.
- Smith, Neil (2004). Chomsky: Ideas and Ideals. Cambridge University Press, გვ. 185. ISBN 978-052154688-1.
- Soderqvist, Thomas (2003). Science as Autobiography: The Troubled Life of Niels Jern. Yale University Press, გვ. 284. ISBN 978-0-300-09441-1.
- Sperlich, Wolfgang B. (2006). Noam Chomsky. Reaktion Books. ISBN 978-1-86189-269-0.
- Steedman, Mark J. (October 1, 1984). „A Generative Grammar for Jazz Chord Sequences“. Music Perception. 2 (1): 52–77. doi:10.2307/40285282. JSTOR 40285282.
- Swartz, Aaron. (May 15, 2006) The Book That Changed My Life. Raw Thought. ციტირების თარიღი: January 8, 2014
- Szabó, Zoltán Gendler (2010). „Chomsky, Noam Avram (1928–)“, The Dictionary of Modern American Philosophers. Continuum. ISBN 978-0-19-975466-3.
- Tanenhaus, Sam (October 31, 2016). „Noam Chomsky and the Bicycle Theory“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: October 31, 2016.
- Thornbury, Scott (2006). An A–Z of ELT (Methodology). Oxford: Macmillan Education, გვ. 234. ISBN 978-140507063-8.
- Tomasello, Michael (January 1995). „Language is not an instinct“. Cognitive Development. 10 (1): 131–156. doi:10.1016/0885-2014(95)90021-7. ISSN 0885-2014.
- Tomasello, Michael (2003). Constructing a Language: A Usage-Based Theory of Language Acquisition. Cambridge, MA: Harvard University Press. ISBN 978-0-674-01030-7.
- Tomasello, Michael (October 2009). „Universal grammar is dead“. Behavioral and Brain Sciences. 32 (5): 470–471. doi:10.1017/S0140525X09990744. ISSN 1469-1825. S2CID 144188188.
- Tool Module: Chomsky's Universal Grammar. The Brain From Top To Bottom. McGill University. ციტირების თარიღი: December 24, 2015
- Tymoczko, Tom; Henle, Jim (April 8, 2004) Sweet Reason: A Field Guide to Modern Logic. Springer Science & Business Media, გვ. 101. ISBN 978-0-387-98930-3.
- „U.S., Britain ignored 'culture of terrorism': Chomsky“. The Hindu. November 4, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2016. ციტირების თარიღი: March 21, 2016.
- Viggo Mortensen's Spoken Word & Music CDs. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2010. ციტირების თარიღი: May 10, 2016
- Vučić, Nikola. (March 27, 2018) Noam Chomsky potpisao Deklaraciju o zajedničkom jeziku sh. N1. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 1, 2018. ციტირების თარიღი: June 6, 2018
- Weaver, Matthew (January 14, 2016). „Chomsky hits back at Erdoğan, accusing him of double standards on terrorism“. The Guardian. ციტირების თარიღი: January 14, 2016.
- Weidenfeld, Lisa (August 29, 2017). „Noam Chomsky Is Leaving MIT for the University of Arizona“. Boston Magazine. ციტირების თარიღი: June 10, 2019. ციტატა: „Chomsky has been at MIT since 1955, and retired in 2002.“
- Weiner, Tim (December 10, 1995). „The C.I.A.'s most Important Mission: Itself“. The New York Times. ISSN 0362-4331.
- Younge, Gary; Hogue, Kat Keene (July 6, 2012). „Noam Chomsky: 'The Occupy movement just lit a spark' – video“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: April 22, 2016.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნოამ ჩომსკი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- Noam Chomsky personal archives at Massachusetts Institute of Technology
- Faculty page at Massachusetts Institute of Technology
- Faculty page at the University of Arizona
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Хомский Ноам // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ http://www.nytimes.com/2013/11/22/movies/is-the-man-who-is-tall-happy-a-michel-gondry-documentary.html
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Хомский Ноам // Хомский Ноам / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Catalog of the German National Library
- ↑ http://globetrotter.berkeley.edu/people2/Chomsky/chomsky-con0.html
- ↑ http://www.nytimes.com/2006/09/23/books/23chomsky.html
- ↑ https://web.archive.org/web/20200804235511/https://www.bostonmagazine.com/news/2017/08/29/noam-chomsky-mit-arizona/
- ↑ https://www.britannica.com/biography/Noam-Chomsky
- ↑ Boston.com — 1995.
- ↑ https://ncte.org/awards/george-orwell-award/
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://www.psychologicalscience.org/members/awards-and-honors/fellow-award/recipent-past-award-winners
- ↑ https://www.kyotoprize.org/en/laureates/
- ↑ https://www.apa.org/about/awards/scientific-contributions?tab=3
- ↑ https://cavavub.be/nl/eredoctoraten
- ↑ http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html — 中华人民共和国教育部.
- ↑ https://amp.phil-fak.uni-koeln.de/professorinnen/2011-noam-chomsky
- ↑ https://www.ipb.org/sean-macbride-peace-prize/
- ↑ https://www.uspeaceprize.org/
- ↑ https://sydneypeacefoundation.org.au/sydney-peace-prize/
- ↑ ნოამ ჩომსკი, „ოსეთი-რუსეთი-საქართველო“, ჟურნ. ცხელი შოკოლადი, თბ., 2008, № 42, გვ. 105-117