ლეოპოლდ I ლოთარინგიელი
ლეოპოლდ I ლოთარინგიელი | |
---|---|
ლოთარინგიის, ბარისა და ტეშენის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 აპრილი, 1690 |
მმართ. დასასრული: | 27 მარტი, 1729 |
წინამორბედი: | შარლ V |
მემკვიდრე: | ფრანსუა III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 სექტემბერი, 1679 |
დაბ. ადგილი: | ინსბრუკი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 27 მარტი, 1729, (49 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლუნევილი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი |
შვილები: |
ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი ელიზაბეტი, სარდინიის დედოფალი შარლი, ნიდერლანდების შტატჰალტერი |
მამა: | შარლ V, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | ელეანორა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლეოპოლდ I ლოთარინგიელი (ფრანგ. Léopold Ier de Lorraine, გერმ. Leopold von Lothringen), მეტსახელად კეთილი (ფრანგ. le Bon; დ. 11 სექტემბერი, 1679, ინსბრუკი, ტიროლი, ავსტრია — გ. 27 მარტი, 1729, ლუნევილი, ლოთარინგია, საფრანგეთი) — ლოთარინგიის, ბარისა და ტეშენის ჰერცოგი 1690-1729 წლებში. ჰერცოგ შარლ V-ისა და ელეანორა ავსტრიელის ვაჟი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის მამა და ავსტია-უნგრეთის იმპერატორთა წინაპარი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეოპოლდი დაიბადა 1679 წლის 11 სექტემბერს ინსბრუკში, ავსტრიაში. იგი იყო ლოთარინგიის დევნილი ჰერცოგის, შარლ V-ისა და მისი ცოლის, ელეანორა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. მას შემდეგ, რაც 1661 წელს, საფრანგეთმა მეორედ მოახდინა ლოთარინგიის ოკუპაცია, მათი ოჯახი ავსტრიაში გაიქცა. მას სახელი დედამისის ძმის, საღვთო რომის იმპერატორის, უნგრეთის, ავსტრიის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ლეოპოლდ I-ის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც შეიფარა ისინი.
ლეოპოლდი დედასა და დასთან ერთად იზრდებოდა ინსბრუკის სასახლეში, რა დროსაც მამამისი ძირითადად ვენის დაცვაზე იყო გადართული, რომლის აღებასაც ცდილობდნენ ოსმალები.
1690 წელს მამამისი გარდაიცვალა და ათი წლის ლეოპოლდ I-მა მემკვიდრეობით მიიღო ოკუპირებული ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგობა. დედამისი, ერცჰერცოგინია ელეანორა ცდილობდა შეესრულებინა მეუღლის სურვილები და ვაჟისათვის მემკვიდრეობა დაებრუნებინა. ელეანორამ დახმარებისათვის რაიხსტაგს მიმართა. ამის შემდეგ ლეოპოლდი გაიგზავნა ვენაში, სადაც მას სამხედრო განათლება უნდა მიეღო. აქ მას ზედამხედველობას თავად იმპერატორი უწევდა. ვენაში იგი თავის ბიძაშვილებთან, იოზეფთან და კარლთან ერთად იზრდებოდა (მომავალში იმპერატორები იოზეფ I და კარლ VI). იმავე წელს, იგი გახდა ოქროს საწმისის ორდენის კავალერი.
მამის მსგავსად, ლეოპოლდიც ავსტრიის საიმპერატორო არმიაში მსახურობდა. 1694 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო ტიმიშოარას ალყაში (თანამედროვე რუმინეთი). ამ ამბიდან სამ წელიწადში, მან რაინის არმიის კომანდირობა მიიღო.
ლოთარინგიის ჰერცოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1697 წლის 30 ოქტომბერს, ევროპაში მიმდინარე ცხრაწლიანი ომი დასრულდა რიისვიკის ზავით, რითაც საფრანგეთის მეფე ლუი XIV იძულებული გახდა საღვთო რომის იმპერიაში ოკუპირებული მიწები დაეთმო.
ზავის პირობების მიხედვით, ფრანგული ოკუპაციისგან განთავისუფლდა ლოთარინგიაც, როგორც ამას ლეოპოლდის დედა იმედოვნებდა. აღსანიშნავია, რომ ამ ზავის დადებიდან და ლოთარინგიაში დაბრუნებიდან სულ ერთ თვეში, ელეანორა ავსტრიელი გარდაიცვალა. 1698 წლის 17 აგვისტოს, ჰერცოგი ლეოპოლდი ტრიუმფალურად შევიდა ნანსში (ლოთარინგიის დედაქალაქი). მან დააბრუნა გაქცეული ლოთარინგიელი დიდებულები და განახორციელა საჰერცოგოს ჯარების რეორგანიზაცია. მისი ხანგრძლივი მმართველობის დასასრულს ლოთარინგია საკმაოდ დაცული და აყვავებული საჰერცოგო იყო.
თავის საგარეო პოლიტიკაში ლეოპოლდი ყველანაირად ცდილობდა კარგი ურთიერთობები დაემყარებინა მეზობლად მდებარე მოძლიერებულ საფრანგეთთან, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო ლოთარინგიის ხელახლა ოკუპირება. ამ მიზნით, 1698 წლის 13 ოქტომბერს, ფონტენბლოს სასახლეში, პარიზში, ლეოპოლდ I-მა ცოლად შეირთო მეფე ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ქალიშვილი — ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი. გარდა საფრანგეთთან დაახლოვებისა, მისი ახალგაზრდა მეუღლე საოცრად მომხიბვლელი და განათლებული იყო, რასაც დაემატა 900,000 ლივრი მზითვის სახით. ელიზაბეტ შარლოტი მეტად მზრუნველი მეუღლე და დედა აღმოჩნდა, ვინაიდან მათ თხუთმეტი შვილი შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ მათი სამი შვილი 1711 წელს, ერთ კვირაში დაიღუპა ჩუტყვავილას გამო.
მიუხედავად ლეოპოლდის უზადო მცდელობისა, მისი დედაქალაქი, ნანსი მაინც დაიპყრო უცხოურმა ჯარებმა ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს. დატყვევების შიშით, ლეოპოლდმა თავისი ოჯახი ლუნევილში გახიზნა. მოგვიანებით ლუნევილი გახდა მისი რეზიდენცია, რომელიც მან იმდენად ააღორძინა, რომ ევროპელები ლუნევილის შატოს „ლოთარინგიის ვერსალს“ უწოდებდნენ.
1703 წელს ლეოპოლდმა შემოიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძირითადად მთავრობის საკითხებს არეგულირებდა. ამის შემდეგ კოცონზე დაწვით ისჯებოდა მხოლოდ ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა ჯადოქრობა, ფულის გაყალბება, ყაჩაღობა და „სექსუალური აქტი ბუნების სურვილის წინააღმდეგ“ (იგულისხმება ჰომოსექსუალური კავშირი). აგრეთვე ცოცხლად დაწვით ისჯებოდა ეკლესიის ქონების მოპარვა. იგი ცდილობდა, რომ თავისი უფროსი ქალიშვილი ელიზაბეტ შარლოტა რემირემონტის აბატისად დაენიშნა, რითაც პაპ კლემენტ XI-ის გულს მოიგებდა, თუმცა პრინცესა მოულოდნელად დაიღუპა 1711 წელს.
ლეოპოლდის ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1706 წელს ბოვო-კრაონის პრინცესა ანა მარგარიტა ლინევილთან გააბა რომანი. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელმა დედის რჩევით მათ რომანზე თვალის დახუჭვა დაიწყო.
1708 წელს მისი ბიძაშვილის, ჰერცოგ კარლო III გონძაგას უვაჟოდ გარდაცვალების შემდეგ, ლეოპოლდმა, როგორც კარლო I-ისა და ვინჩენცო I-ის შთამომავალმა, პრეტენზია განაცხადა მონფერატოს ჰერცოგობაზე. ამის საპირისპიროდ, ლეოპოლდის ბიძაშვილმა, საღვთო რომის იმპერატორმა იოზეფ I-მა მონფერატო სავოიის ჰერცოგს გადასცა, მის სანაცვლოდ კი ლოპოლდს ტეშენის ჰერცოგობა უბოძა.
1710 წელს ლეოპოლდი და მისი მეუღლე, ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი პარიზში ჩავიდნენ, რათა დასწრებოდნენ მისი ძმისწულის, ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელის ქორწინებას ბერის ჰერცოგიზე, რომელიც ლუქსემბურგის სასახლეში შედგა. ვიზიტისას ლეოპოლდი, როგორც უცხოელი მთავარი, დიდი პატივით მიიღეს.
1719 წელს ლეოპოლდმა თავისი ბიძაშვილისგან, შარლ ანრი ვედემონელისგან იყიდა ლინი-ან-ბარუას რეგიონი. მისი მმართველობისას ლოთარინგიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებთან, რამაც მას უსაფრთხოების გარანტია მისცა. ასევე მის მმართველობას მიეწერება ბატონ-ყმობის გაუქმებისკენ მიმართული არაერთი რეფორმა.
1721 წელს მან თავისი მემკვიდრე, ლეოპოლდ კლემენტი ავსტრიაში გააგზავნა სამხედრო განათლების მისაღებად. მას სურდა, რომ იმპერატორ კარლ VI-თან უერთიერთობები გაემყარებინა თავისი ვაჟის მის ქალიშვილ მარია ტერეზიაზე დაქორწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ლეოპოლდ კლემენტი 1723 წელს გარდაიცვალა, მოლაპარაკებები არ შემწყდარა, რადგან ლეოპოლდმა იგი თავისი მეორე ვაჟით, ფრანც შტეფანით მალევე ჩაანაცვლა. ამ მიზეზით ფრანც შტეფანი გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც 1736 წლის 14 თებერვალს იგი დაქორწინდა მარია ტერეზია ავსტრიელზე. ვინაიდან კარლ VI-ს ვაჟი მემკვიდრე არ ჰყავდა, მარია ტერეზია გახდა მისი მემკვიდრე, რითაც ფრანც შტეფანი საღვთო რომის იმპერატორად გვევლინება. მისი და მარია ტერეზიას კავშირით შეიქმნა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია, რომელიც 1918 წლამდე მართავდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიას.
1725 წელს ლეოპოლდი ცდილობდა თავისი ქალიშვილი ანა შარლოტა დაექორწინებინა საფრანგეთის ახალგაზრდა მეფე ლუი XV-ზე, თუმცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლუი ანრი I-მა ხელი შეუშალა მათ კავშირს და ლუი XV პოლონეთის მეფე სტანისლავ I-ის ასულ მარია ლეშჩინსკაზე დააქორწინა. ამის შემდეგ, ელიზაბეტ შარლოტმა სცადა მისი მითხოვება თავის ძმისწულზე, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ზე, რომლის ცოლი, ავგუსტა ბადენ-ბადენელიც ახალი გარდაცვლილი იყო, მაგრამ ჰერცოგმა მეორე ქორწინება აღარ ისურვა. სწორედ ამიტომ, მათ ანა შარლოტა რემირემონტისა და ეზენის აბატისად დასვეს.
1729 წლის მარტში ლეოპოლდი ცხელებით დაავადდა, რამაც ამავე წლის 27 მარტს მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამ დროს იგი 49 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ მისმა ვაჟმა, ფრანც შტეფანმა ლოთარინგიის საჰერცოგო საფრანგეთს გადასცა საღვთო რომის იმპერატორად აღიარების სანაცვლოდ, ლუი XV-მ კი ლოთარინგიის ჰერცოგად თავისი სიმამრი, სტანისლავ ლეშჩინსკი დასვა, რომელიც იყო უკანასკნელი ჰერცოგი, ლოთარინგიის ისტორიაში. 1766 წელს, სტანისლავის გარდაცვალების შემდეგ ლოთარინგია საბოლოოდ მიუერთდა საფრანგეთს, რითაც სამუდამოდ დასრულდა მისი დამოუკიდებელი არსებობა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეოპოლს თავის ერთადერთ მეუღლესთან ჰყავდა სულ თხუთმეტი შვილი:
- ლეოპოლდი (1699-1700), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ელიზაბეტ შარლოტა (1700-1711), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუიზ კრისტინა (1701), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარია გაბრიელა (1702-1711), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუი (1704-1711), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ჟოზეფა გაბრიელა (1705-1708), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- გაბრიელა ლუიზა (1706-1710), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლეოპოლდ კლემენტი (1707-1723), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრანც შტეფანი (1708-1765), ლოთარინგიისა და ტოსკანის ჰერცოგი, ავსტრიის ერცჰერცოგი, გერმანიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი. ცოლად შეირთო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზია, რომელთან ერთადაც დააარსა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია. მათი თექვსმეტი შვილიდან აღსანიშნავია საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორები: იოზეფ II და ლეოპოლდ II, აგრეთვე საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა, ნეაპოლ-სიცილიის დედოფალი მარია კაროლინა, პარმის ჰერცოგინია მარია ამალია, ტეშენის ჰერცოგინია მარია კრისტინა და მოდენას ჰერცოგი ფერდინანდი;
- ელეონორა (1710), გარდაიცვალა ჩვილი;
- ელიზაბეტ ტერეზა (1711-1741), ცოლად გაჰყვა სავოიის, პიემონტისა და სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
- შარლ ალექსანდრე (1712-1780), ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერი. ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
- ანა შარლოტა (1714-1773), ეზენის აბატისა;
- მკვდარშობილი გოგონა (1715);
- მარია ლუიზა (1716-1723), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
-
ლეოპოლდ კლემენტი, ლოთარინგიის კრონ-პრინცი
-
ფრანც I შტეფანი, საღვთო რომის იმპერატორი
-
ელიზაბეტ ტერეზა, სარდინიის დედოფალი
-
შარლ ალექსანდრე, ნიდერლანდების შტატჰალტერი
-
ანა შარლოტა, ეზენის აბატისა
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები - ლეოპოლდ I ლოთარინგიელი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Elisabeth Schrauth: Karlsruhe, Nancy: eine deutsch-französische Städtepartnerschaft. Karlsruhe 2005, S. 33
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Leopold Joseph Karl. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 431 f. (Digitalisat).
- Henry Bogdan, , Perrin, 2005 [détail des éditions] (ISBN 2-262-02113-9)
- Georges Poull, , Nancy, Presses Universitaires de Nancy, 1991, 575 p. [détail de l’édition] (ISBN 2-86480-517-0)
- Alexandre Martin, Le Pays Barrois, géographie et histoire, Les éditions du bastion
- Pierre Chevallier, La monnaie en Lorraine sous le règne de Léopold (1698-1729), 1955