Opera
Opera | |
---|---|
მწარმოებელი | Opera Software ASA |
გამოვიდა | 1994[1] |
ბოლო გამოშვება | 12.18 (Presto)[2]/16 თებერვალი 1016 45 (Blink)[3] / 10 მაისი 2017 |
პროგრამირების ენა | C++ |
ოს | კროს-პლატფორმული |
ენა | 61 ენა[4] |
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | ბრაუზერი |
ლიცენზია | Proprietary (Freeware) with open source components |
საიტი | www.Opera.com |
Opera (ოპერა) — უფასო კორპორატიული კომპიუტერული პროგრამა ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ.
პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software, რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამდენიმე ოპერაციული სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს პროგრამის Opera მინიატურული ვარიანტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.
Opera ეფუძნება საკუთარ დამოუკიდებელ ძრავს - Presto - და შესაბამისად არაა დამოკიდებული Windows-ის (Internet Explorer-ის) უზრუნველყოფაზე. პროგრამა დაწერილი პროგრამირების ენაზე C++, ახასიათებს მუშაობის მაღალი სისწრაფე[5] და თავსებადობა თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებთან[6]. დიდი ხნის მანძილზე ბრაუზერის დამახასიათებელი თვისება იყო მრავალგვერდიანი ინტერფეისი და გვერდის მასშტაბირების შესაძლებლობა (გრაფიკის ჩათვლით), მოგვიანებით ეს ფუნქციები გამოჩნდა სხვა ბრაუზერებშიც. ოპერას აგრეთვე გააჩნია უსაფრთხოების სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს თაღლითური და მავნე საიტებისგან[7], ასევე სასტარტო პანელი „Speed Dial“[8].
ბრაუზერის ძირითადი ფუნქციების გარდა მას გააჩნია სხვა შესაძლებლობებიც: ინტეგრირებული საფოსტო კლიენტი Opera Mail, მისამართების წიგნი, BitTorrent კლიენტი, RSS, IRC, ჩამოტვირთვების მენეჯერი, Opera Link, Opera turbo, გაფართოებები და სხვა.
Opera კომპიუტერისთვის და Opera Mini უფასოდ ვრცელდება 2005 წლიდან, Opera Mobile კი 2010 წლიდან.
ფუნქციები და შესაძლებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია Opera Software აცხადებს რომ ოპერა არის „ყველაზე სწრაფი ბრაუზერი მსოფლიოში“ (ინგლ. the fastest browser on Earth). მისი ყველაზე ძლიერი მხარეა მუშაობა JavaScript-თან, რომელსაც ამუშავებს დაახლოებით ორჯერ სწრაფად, ვიდრე სხვა ბრაუზერები[9]. გარდა ამისა Opera იწყებს გვერდის ჩვენებას მის სრულ ჩატვირთვამდე, რაც ასევე იძლევა დროის ეკონომიის საშუალებას, განსაკუთრებით ნელი კავშირისას.
ბრაუზერს გააჩნია ამომხტარი სარკმლების დაბლოკვის ფუნქცია, დაცვა თაღლითობისგან, ჩამოტვირთვის მენეჯერი, BitTorrent-კლიენტი, RSS-აგრეგატორი. საფოსტო კლიენტი Opera Mail და კლიენტი IRC-ქსელებისთვის[10].
ინტერფეისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროგრამის ინტერფეისი ადვილად რედაქტირებადია, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს შეცვალოს იგი თავისი გემოვნების მიხედვით. შესაძლებელია „ცხელი კლავიშების“ და მაუსის ჟესტების გამოყენება[11]. გვერდის მასშტაბირების ფუნქცია საშუალებას იძლევა გადიდდეს ან დაპატარავდეს დოკუმენტი მთლიანად: ტექსტი, სურათები, ფლეშ-ანიმაცია. მასშტაბირება შესაძლებელია 20%-დან 1000%-მდე.
მხარდაჭერილი სტანდარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera იყო ერთ-ერთი პირველი ბრაუზერი, რომელსაც ჰქონდა CSS-ის მხარდაჭერა[12]. დღეისთვის ბრაუზერს აქვს შემდეგი ვებ-სტანდარტების მხარდაჭერა: CSS 3, HTML 5, XHTML 1.1, XHTML Basic, XHTML Mobile Profile, XHTML+Voice, WML 2.0, XSLT, XPath, XSL-FO, ECMAScript 3 (JavaScript), DOM 2, XMLHttpRequest, HTTP 1.1, Unicode, SVG 1.1 Basic, SVG 1.1 Tiny, GIF89a, JPEG[13].
მეცხრე ვერსიიდან პროგრამა წარმატებით გადის Acid2 ტესტს, Opera გახდა მეოთხე პროგრამა, რომელმაც გაიარა ეს ტესტი[14].
მეათე ვერსიიდან Opera წარმატებით გადის Acid3 ტესტს[15].
უსაფრთხოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაუზერს გააჩნია უსაფრთხოების რამდენიმე საშუალება: შესაძლებელია ისტორიის, ქეშის და cookie ფაილების წაშლა. დაცულ გვერდებთან დაკავშირებისას პროგრამა შიფრავს მიღებულ და გადაცემულ ინფორმაციას SSL 3 და TLS პროტოკოლების გამოყენებით[16]. პროგრამას ასევე გააჩნია უსაფრთხოების სისტემა რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს თაღლითური და მავნე საიტების შესახებ, საიტის დათვალიერებისას მისამართის ველში ჩნდება ნიშანი, რომელიც მიუთითებს, არის თუ არა საიტთან კავშირი უსაფრთხო. ამ ღილაკზე დაჭერისას იხსნება ფანჯარა დამატებითი ინფორმაციით გვედის უსაფრთხოების შესახებ[7][17][18].
შეცდომების დროული აღმოჩენისთვის პროგრამაში გათვალისწინებულია შეტყობინების გაგზავნა კომპანიაში Opera Software[19].
Opera Mail
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera-ს გააჩნია საკუთარი მაილ კლიენტი, რომელიც თავსებადია პროტოკოლებთან POP3, IMAP, SMTP,ESMTP, RSS, Atom და NNTP. მას ასევე აქვს სპამ-ფილტრი[20].
Opera link
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერვისი Opera link ახდენს მონაცემთა სინქრონიზაციას სხვადასხვა მოწყობილოდებს შორის, რომლებზეც აყენია Opera (ვერსიიდან 9,5), Opera Mini (მეოთხე ვერსიიდან) ან Opera Mobile (მეათე ვერსიიდან)[21]. მონაცემები იგზავნება კომპანია Opera Software-ს სერვერზე. სინქრონიზდება სანიშნეები, Speed Dial, ჩანაწერები, საძიებო სისტემები, მისამართის ველში ჩაწერილი საიტების ისტორია და პაროლები (ვერსიიდან 11.50).
Opera Turbo
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera Turbo — ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საიტების უფრო სწრაფად ჩატვირთვის საშუალებას. იგი დაფუძნებულია მონაცემთა შეკუმშვაზე კომპანია Opera Software-ს სერვერებზე. იგი მუშაობს ნებისმიერი ტიპის კავშირის დროს. არ იკუმშება JavaScript, AJAX, Flash, ვიდო, SVG-გრაფიკა და GIF-ანიმაცია. Opera Turbo-ს გააჩნია სამი რეჟიმი: მუდმივად ჩართული, მუდმივად გამორთული და ავტომატური (ამ შემთხვევაში Opera Turbo ავტომატურად ირთვება ნელი კავშირისას)[22][23].
შიგთავსის დაბლოკვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაბლოკოს არასასურველი შიგთავსი (მაგალითად რეკლამები). ამისთვის საჭიროა კონტექტურ მენიუში ავიჩიოთ პუნქტი შიგთავსის დაბლოკვა / Block Content და მაუსით მოვნიშნოთ დასაბლოკი ობიექტები[24][25][26].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს იონ სტეფენსონ ფონ ტეჩნერი (ნორვ. Jon Stephenson von Tetzchner) და გეირ ივარსეი (ნორვ. Geir Ivarsøy) მუშაობდნენ კომპანიაში Televerketу (ნორვეგიული ნაციონალური სატელეფონო კომპანია, ამჟამად ეწოდება Telenor). მათ შეიმუშავეს ODA — სტანდარტიზაციის სისტემა დოკუმენტაციის, სურათებისა და სხვა ინფორმაციის შესანახად. სისტემა ფართოდ არ გავრცელებულა და მალე მუშაობა შეჩერდა. იგივე ჯგუფმა 1993 წელს გაუშვა პირველი ნორვეგიული სერვერი.
იმ დროისთვის ყველაზე გავრცელებული ბრაუზერი — Mosaic არ უზრუნველყოფდა საკმარის ეფექტურობას, მათ შესთავაზეს Televerket-ს საკუთარი ბრაუზერის შემუშავება. კომპანიის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა პროექტს და 1993 წელს გამოვიდა პირველი პროტოტიპი.
1994 წელს Televerket შეისყიდა სახელმწიფომ, ფონ ტეჩნერი და ივარსეი აგრძელებდნენ ბრაუზერზე მუშაობას საკუთარი სახსრებით. 1995 წელს Televerket-ს გადაერქვა სახელი და ეწოდა Telenor. 1995 წლის 30 აგვისტოს მათ შექმნეს კომპანია Opera Software. ეს დღე ითვლება Opera-ს „დაბადების დღედ“[27].
Opera 1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროგრამის პირველი ვერსია რომელსაც ეწოდებოდა MultiTorg Opera, არ გამოქვეყნებულა, თუმცა გამოიყენებოდა საერთაშორისო ინტერნეტ-კონფერეციაზე ვებ-გვერდების სანახავად. მან ყურადღება მიიქცია თავისი იტერფეისის წყალობით, რომელიც იძლეოდა რამდენიმე დოკუმენტის მოხერხებულად დათვალიერების საშუალებას.
Opera 2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996 წელს გამოვიდა MultiTorg Opera-ს მეორე ვერსია, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ Microsoft Windows-სთვის როგორც shareware.
Opera 3
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის 31 დეკემბერს გამოვიდა მესამე ვერსია, რომელიც იყო კროს-პლატფორმული და გააჩნდა JavaScript-ის მხარდაჭერა. Opera 3.5-იდან მოყოლებული ბრაუზერს აქვს CSS-ის მხარდაჭერა.
Opera 4
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერსია 4.0 კოდური დასახელებით Elektra გამოვიდა 2000 წლის 28 ივნისს. მას გააჩნდა საკუთარი საფოსტო კლიენტი. იგი იყო ბოლო ვერსია, რომელიც ვრცელდებოდა როგორც shareware.
Opera 5
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეხუთე ვერსია გამოვიდა 2000 წლის 6 დეკემბერს და ვრცელდებოდა უფასოდ, საცდელი პერიოდი შეცვალა სარეკლამო ბანერმა, რომელსაც ხედავდა მომხმარებელი პროგრამაზე მუშაობისას. რეკლამის გამორთვა შეიძლებოდა ლიცენზიის შეძენის შემდეგ.
Opera 6
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera 6.0 გამოვიდა 2001 წლის 29 ნოემბერს, მას დაემატა უნიკოდის მხარდაჭერა. ამავე ვერსიაში გაჩნდა პროგრამის რამდენიმე დამოუკიდებელი ასლის ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა (SDI-ინტერფეისი).
Opera 7
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera 7 გამოუშვეს 2003 წლის 28 იანვარს[28]. იგი ეფუძნებოდა ახალ ძრავს Presto და გამოირჩეოდა CSS-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერით, ინტერფეისით Document Object Model (DOM) და სხვა სიახლეებით.
ვერსია Opera 7.6, რომელშიც დაემატა ხმოვანი მართვა და ფუნქცია fit to width (სიგანეში მორგება), რომელიც გვერდების მცირე ზომის ეკრანზე უკეთ დათვალიერების საშუალებას იძლეოდა, არ გამოუშვიათ. ეს ფუნქციები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მერვე ვერსიაში.
Opera 8
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის 19 აპრილს გამოვიდა Opera 8.0[29]. ძირითადი გამსხვავება წინა ვერსიებისგან იყო გაუმჯობესებული ინტერფეისი, პრეზენტაციის რეჟიმი (Opera Show) და მომხმარებლის მიერ საკუთარი სკრიპტების შექმნის შესაძლებლობა. Opera 8.5 ვერსიის გამოსვლისას (2005 წლის 20 სექტემბერი) Opera Software-მ განაცხადა რონ ბრაუზერი გახდა სრულიად უფასო და განთავისუფლდა რეკლამისგან[30].
Opera 9
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის 20 ივნისს გამოვიდა Opera 9.0 კოდური დასახელებით Merlin. ამ ვერსიაში დაემატა ვიჯეტები — სხვადასხვა დანიშნულების პატარა პროგრამები, რომლებიც იხსნებოდნენ ცალკე ფანჯარაში. დაემატა XSLT-ის მხარდაჭერა, პროტოკოლი BitTorrent, თავსებადობა SVG ფორმატთან გაუმჯობესდა ვერსიამდე 1.1 Basic. ვერსიაში Opera 9.10 გამოჩნდა ანტიფიშინგური დაცვა, იგი გახდა პირველი ბრაუზერი Microsoft Windows-ისთვის, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტი Acid2.
2008 წლის 28 მარტს გამოვიდა ტესტური ბილდი WinGogi (ლინუქსისთვის — LinGogi, Mac OS X-ისთვის MacGogi), რომელიც წარმატებით გადიოდა ტესტს Acid3[31]. WinGogi გახდა პირველი პროგრამა, რომელმაც გაიარა ტესტი Acid3.
2008 წლის ივნისში გამოვიდა Opera 9.50[32].
2008 წლის სექტენბერში გამოუშვეს Opera 9.62[33].
Opera 10
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 3 დეკემბერს გამოვიდა ალფა ვერსია Opera 10, რომელიც იყენებდა Presto 2.2-ს, ამის წყალობით იგი 30 %-ით სწრაფად ხსნიდა გვერდებს და გადიოდა ტესტს Acid3, რაც ნიშნავს მის სრულ თავსებადობას Web 2.0-თან[34]. ასევე დაემატა ავტომატური განახლება.
2009 წლის 3 ივნისს გამოვიდა პირველი ბეტა ვერსია[35]. მას დამატებული ჰქონდა ფუნქცია Opera Turbo.
2009 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა Opera 10[36]. საბოლოო რელიზი გადიოდა Acid3 ტესტს 100 %-ით.
2010 წლის 2 მარტს გამოვიდა Opera 10.50, მისი მთავარი ნიშანი იყო გაუმჯობესებული სიჩქარე და განახლებული ინტერფეისი.Opera Software ამტკიცებდა, რომ Opera 10.50 ყველაზე სწრაფი ბრაუზერია.
Opera 11
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera 11.00 გამოვიდა 2010 წლის 16 დეკემბერს[37]. მთავარი სიახლე იყო ჩანართების მართვის გაუმჯობესებული მექანიზმი და გაფართოებების მხარდაჭერა. შეიცვალა მისამართის ველი, სადაც დაემატა ღილაკი რომელიც აჩვენებს საიტის უსაფრთხოების დონეს, მასზე დაჭერისას იხსნება ფანჯარა დეტალური ინფორმაციით საიტის უსაფრთხოების შესახებ.
2011 წლის 27 იანვარს გამოვიდა Opera 11.01[38].
2011 წლის 12 აპრილს გამოშვებულ იქნა Opera 11.10[39]. ამ ვერსიაში გაუმჯობესდა Opera Turbo. ასევე ექსპერ-პანელი გახდა უფრო მოქნილი. ამიერიდან თუ კომპიუტერზე არ არის დაყენებული Adobe Flash პლაგინი Opera ავტომატურად სთავაზობს მომხმარებელს მის გადმოწერას და დაყენებას.
2011 წლის 28 ივნისს გამოვიდა Opera 11.50, მასში შესაძლებელი გახდა გაფართოებების ექსპრეს-პანელზე დაყენება. ძრავი განახლდა Presto 2.9-მდე, რის შედეგადაც გაიზარდა მუშაობის სისწრაფე.
2011 წლის 6 დეკემბერს გამოუშვეს Opera 11.60. განახლებული ბირთვის წყალობით იგი უზრუნველყოფს უფრი სწრაფ და სტაბილურ მუშაობას ინტერნეტში. განახლდა ჩაშენებული საფოსტო კლიენტის დიზაინი.
Opera 12
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 14 ივნისს გამოვიდა Opera 12.00, მასში რეალიზებულია აპარატურული აჩქარება[40] და WebGL ტექნოლოგიის მხარდაჭერა, HTML5 Drag&Drop, CSS3 Animations, Do-Not-Track. ამოღებულ იქნა სერვისი Opera Unite და ვიჯეტების სისტემა. გამოვიდა ვერსია 64 ბიტიანი ვინდოუსისთვის[41]. 2014 წლის 23 აპრილს გამოვიდა ოპერას ბოლო ვერსია presto-ზე Opera 12.17[42]
Opera (Blink)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა, რომ ოპერა გადადის ძრავაზე WebKit და V8 Chromiumის გარსში[43]. მოგვიანებით Opera Software-მ დაადასტურა, რომ ბრაუზერის ახალი ვერსიები დაფუძნებული იქნება ქრომიუმზე [44]. ახალმა ბრაუზერმა დაიმსახურა სერიოზული კრიტიკა მომხმარებელთა მხრიდან წინა ვერსიებთან შედარებით მნიშვნელოვნად შეზღუდული ფუნქციონალის გამო.[45][46][47][48]
ვერსია | თარიღი | Blink-ის ვერსია[49] | V8-ის ვერსია[50] | ცვლილებები |
---|---|---|---|---|
15[51] | 2 ივლისი 2013 | 537.36 | 3.18.5.14 |
|
16[52] | 27 აგვისტო 2013 | 537.36 | 3.19.18.19 | |
17[53] | 7 ოქტომბერი 2013 | 537.36 | 3.20.17.13 |
|
18[54] | 19 ნოემბერი 2013 | 537.36 | 3.22.6.0 |
|
19[55] | 28 იანვარი 2014 | 537.36 | 3.22.6.0 |
|
20[56] | 03 მარტი 2014 |
| ||
21[57] | 06 მაისი 2014 |
| ||
22[58] | 3 ივნისი 2014 |
| ||
23[59] | 2014-06-24 | |||
24[60] | 2014-06-26 | |||
25[64] | 2014-10-15 |
| ||
26[65] | 2014-12-03 |
| ||
27[66] | 2015-01-27 | |||
28[67] | 2015-03-10 |
| ||
29[68] | 2015-04-28 |
| ||
30 | 2015-03-24 |
| ||
ვერსიები: | ძველი ვერსია
|
სტაბილური ვერსია
|
ბეტა ვერსია
|
developer-ვერსია
|
სხვა პლატფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერსონალური კომპიუტერის გარდა არსებობს ბრაუზერის ვერსიები სხვა მოწყობილობებისთვისაც.
სმარტფონები და ჯიბის კომპიუტერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera Mobile გათვალისწინებული სმარტფონებისა და ჯიბის კომპიუტერებისათვის. დღეისთვის იგი მუშაობს შემდეგ ოპერაციულ სისტემებზე: Windows Mobile, Apple iOS, S60 და UIQ.
მეათე ვერსიიდან Opera Mobile ვრცელდება უფასოდ[69].
Opera Mobile მხარს უჭერს თანამედროვე ვებ-სტანდარტებს და გააჩნია შემდეგი ფუნქციები:
- Small-Screen Rendering,
- მრავალგვერდიანი ინტერფეისი,
- Opera Turbo,
- პაროლების მენეჯერი,
- ჩამოტვირთვის მენეჯერი,
- Speed Dial,
- გვერდის შენახვა მოგვიანებით დათვალიერებისთვის,
- Opera Link,
- ძიება ინტერნეტში, ძიება გვერდში,
- ვირტუალური კლავიატურა მოწყობილობებისთვის სენსორული ეკრანით,
- ამომხტარი ფანჯრების ბლოკირება,
- ნაწილობრივი მხარდაჭერა Adobe Flash-ის Windows Mobile და Android-ზე, ასევე .svg-ს მხარდაჭერა ზოგიერთ პლატფორმაზე.
მობილური ტელეფონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Opera Mini გათვალისწინებულია მობილური ტელეფონებისთვის Java ME ტექნილოგიის მხარდაჭერით.
Opera Mini პირველად გამოვიდა 2005 წელს ევროპაში[70][71][72]. 2006 წლის 24 იანვარს კი ოფიციალურად იქნა გამოშვებული მთელ მსოფლიოში[73].
ბრაუზერი გამოდის J2ME პროგრამის სახით. იგი იძლევა მობილური ტელეფონიდან WAP- და WWW-გვერდების დათვალიერების საშუალებას ისევე როგორც სრულფასოვან ბრაუზერში.
Opera Mini მუშაობს Opera Software-ს სერვერების გამოყენებით: მოთხოვნა მიდის სერვერზე, სერვერი ამუშავებს გვერდს, კუმშავს და აბრუნებს ტელეფონზე. მონაცემები იკუმშება 80%-მდე რაც ზრდის მუშაობის სისწრაფეს და იძლევა ტრაფიკის ეკონომიის საშუალებას.
Opera Software იყენებს 100-მდე სერვერს ტრაფიკის დამუშავებისთვის[74].
Opera Mini-მ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი მობილური კავშირის განვითარებაში, რადგან ფაქტობრივად წაშალა ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება სმარტფონებსა და უბრალო ტელეფონებს შორის. იგი ასევე იძლევა ტრაფიკის მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას ტელეფონის სტანდარტულ ბრაუზერთან შედარებით.
2010 წლის 13 აპრილს გამოვიდა Opera Mini Apple iPhone-სთვის. კომპანია Apple-მა განათავსა იგი AppStore-ში[75].
ბრაუზერი ასევე არსებობს სისტემებისთვის Android, Windows Phone და Symbian[76].
Nintendo DS
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nintendo DS Browser — Opera-ს ვერსია პორტატული სათამაშო კონსოლისთვის Nintendo DS. ის გამოუშვეს 2006 წლის 24 ივლისს იაპონიაში, 2006 წლის 6 ოქტომბერს ევროპაში და 2007 წლის 4 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში. ბრაუზერს Opera Mobile-ის მსგავსად აქვს სისტემა Small-Scale Rendering (SSR) და გვერდის მასშტაბირების ფუნქცია. კომპანიებმა Nintendo და Astaro Internet Security შეიმუშავეს ვებ-კონტენტის ფილტრაციის სისტემა Nintendo DS Browser-ისთვის[77].
Wii
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წლის 10 მაისს Opera Software-მ გამაცხადა Nintendo-სთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ბრაუზერის ვერსიის გამოშვებას სათამაშო კონსოლისთვის Nintendo Wii. ბრაუზერი, რომელსაც ეწოდა Internet Channel, უფასოდ იყო ხელმისაწვდომი 2007წლის12 აპრილიდან 30 ივნისამდე. შემდგომ მისი ფასი იყო 500 Wii-ქულა (დაახლოებით 5 დოლარი), 2009 წლის 8 სექტემბერიდან იგი კვლავ უფასო გახდა. Opera desktop ვერსიისგან განსხვავებით Wii ბრაუზერს აქვს გამარტივებული ინტერფეისი და გადიდებული შრიფტი[78]. მიუხედავად ამისა იგი მუშაობს იგივე სტანდარტებით როგორც ვერსია კომპიუტერისთვის და ასევე გადის ტესტს Acid2[79].
ნოუთბუქი XO-1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის 23 იანვარს გამოვიდა სპეციალური ვერსია ნოუთბუქისთვის OLPC XO-1[80].
იგი სტანდარტული ვერსიისგან განსხვავდებოდა რამდენიმე დეტალით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ნოუთბუქის დაბალი წარმადობით:
- gcc 4.1 (2.95-ის ნაცვლად)
- Qt 3.3.7 (3.3.5-ის ნაცვლად)
- შეცვლილი დიზაინი
- სახეშეცვლილი მართვის პანელი
- მოდიფიცირებული კონფიგურაციის ფაილი opera6rc.
Opera Devices SDK
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera Devices SDK (Software Development Kit) — ხელსაწყოების კომპლექტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია Presto ძრავზე დაფუძნებული ბრაუზერის აწყობა სხვადასხვა მოწყობილობებისთვის (ტელევიზორები, პორტატული მედია პლეეერები, VoIP-ტელეფონებიდა სხვა).
Opera@USB
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera@USB მუშაობს პირდაპირ USB flash ბარათიდან. მას მუშაობისთვის სჭირდება 8-15 მეგაბაიტი თავისუფალი სივრცე[81].
ოფიციალური ვერსია Opera 11 ასევე შეიძლება ჩაიწეროს USB flash ბარათზე[82].
Opera AC
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera AC (Advanced Configuration) - პორტატული რუსული ვერსია Windows-სთვის. თვითონ ბრაუზერის გარდა იგი შეიცავს 40 სხვადასხვა დამატებას, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან მის ფუნქციონალობას. პირველი ვერსია გამოვიდა 2006 წლის 30 აპრილს[83].
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Opera-ს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო[84]:
- Webware 100 winner, 2009
- Webware 100 winner, 2008
- Download.com top rated, 5 out of 5
- PC World 2004, 2005
- Web Host Magazine & Buyer’s Guide Editors' Choice
- Chip Россия, 2008
- PC Magazin Testsieger, 2006
- PC Plus Performance Award
- PC World Best Data Product, 2003
- PC World Best i Test, 2003
- Web Attack Editor’s Pick , 2003
- ZDNet Editor’s Pick , 2000
- Tech Cruiser Award 4 Excellence , 1999
- freeSOFT.ru , MUSTHAVE , 2011[85]
თავსებადობის პრობლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაუზერს ჰქონდა კონფლიქტები Microsoft-ის საიტებთან და სერვისებთან. პირველი კონფლიქტი მოხდა 2001 წელს, Microsoft-მა შეზღუდა წვდომა მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ იყენებდნენ Internet Explorer-ს საიტზე MSN.com. ორი დღის შემდეგ შეზღუდვა მოიხსნა[86], თუმცა opera-ს მომხმარებლები ერთი თვის მანძილზე განიცდიდნენ პრობლემებს საიტზე MSN.com.
სიტუაცია განმეორდა 2003 წელს. ამჯერდ პრობლემებს განიცდიდნენ მხოლოდ opera-ს მომხმარებლები. საიტზე შესვლისას ისინი ხედავდნენ დამახიჯებულ გამოსახულებას, თითქოს ისინი მუშაობდნენ Internet Explorer-ის ძველი ვერსიით[87]. Opera Software-მ გაახმაურა ეს პრობლემა, Microsoft-მა უარყო ბრალდება[88]. Microsoft-მა შეიტანა ცვლილებები თავის სერვერზე და ამით კონფლიქტი ამოიწურა[89][90].
2004 წელს გავრცელდა ინფორმაცია რომ Opera-ს მომხმარებლები იღებენ არასრულ JavaScript ფაილს Hotmail-ის საფოსტო სერვერზე, რომელიც ეკუთვნის Microsoft-ს. ამის გამო მომხმარებლები ვერ ახერხებდნენ ურნის გასუფთავებას არასასურველი წერილებისგან[91][92].
ბევრი კონფლიქტი დაკავშირებულიაGoogle-ის სერვისებთან. სურათების კატალოგი Picasa, მხარს არ უჭერს Opera-ს, თუმცა კორეკტულად მუშაობს სხვა ბრაუზერებთან (Mozilla Firefox, Internet Explorer). Opera-ის მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას: „თქვენ იყენებთ ბრაუზერს, რომელიც არ არის სრულად მხარდაჭერილი. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ მუშაობდეს გამართულად, თუმცა პროგრამის გამოყენება მაინც შესაძლებელია“
სერვისზე Google maps ორმაგი დაჭერა მარცხენა ღილაკით ზრდის მასშტაბს, მარჯვენათი ამცირებს. Opera-ში მარჯვენა ღილაკზე დაჭერისას იხსნება კონტექსტური მენიუ. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია პროგრამის პარამეტრების შეცვლით. ასევე დაფიქსირებულია არაკორექტული მუშაობა სხვა სერვისებთან: Google Docs, Google Spreadsheets и Google Calendar, GMail. ამ პრობლემების მიზეზები ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა გავრცელებული მოსაზრებით ამის მიზეზი კომპანიებს შორის არსებული პრობლემებია[93].
Opera Software და Google 2005 წლიდან იყვნენ პარტნიორები. შეთანხვების ვადა ამოიწურა 2009 წელს[94]. 2007 წლის 8 იანვარს Opera Software და Yahoo! შეთანხმდნენ საძიებო სისტემასთან დაკავშირებით. Yahoo! გახდა ექსკლუზიური საძიებო სისტემა Opera Mini-ში[95].
ძირითადი პრობლემები Google-ის სერვისებთან გასწორდა Opera 9.5-ში (Kestrel)[96].
ჩაშენებული BitTorrent-კლიენტი აკრძალულია ან არ შედის თავსებადი პროგრამების სიაში ბევრ ტრეკერზე.
2012 წლის 20 აპრილს Opera დაიბლოკა ყაზახეთის ტერიტორიაზე[97]. ერთი დღის შემდეგ პროგრამის მუშაობა აღდგა. არანაირი ოფიციალური განცხადება ან პრობლემაზე არ გაკეთებულა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Opera Software
- ბრაუზერის გადმოწერა (ყველა ვერსია) დაარქივებული 2017-01-13 საიტზე Wayback Machine.
- Opera add-ons
- Opera Browser Wiki
- Opera Facebook-ზე
- Opera — არხი YouTube-ზე
- Opera Twitter-ზე
- Opera Fan
- myopera.net
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Opera version history — Opera 1 series. Opera Software (21-02-2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-06. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2012.
- ↑ Opera 12 and Opera Mail security update (February 16, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-16. ციტირების თარიღი: 2016-02-16.
- ↑ http://blogs.opera.com/desktop/2017/05/opera-is-reborn/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ Browser Speed Tests. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-21. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ Opera and the Acid3 Test. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2012-05-30.
- ↑ 7.0 7.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ http://www.opera.com/browser/tutorials/video/speeddial/
- ↑ http://www.howtocreate.co.uk/browserSpeed.html
- ↑ http://www.opera.com/browser/
- ↑ http://news.cnet.com/2100-1023-960408.html
- ↑ http://meyerweb.com/eric/articles/webrev/199906.html
- ↑ http://www.opera.com/docs/specs/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-01. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ Yngve Pettersen.. (16-05-2006) What’s new in the SSL/TLS engine of Opera 9?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28-01-2011. ციტირების თარიღი: 25-10-2007.
- ↑ http://www.opera.com/browser/tutorials/security/fraud/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ http://www.opera.com/support/bugs/
- ↑ http://www.opera.com/mail/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-09. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-03. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ http://old.computerra.ru/reviews/410247/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-09. ციტირების თარიღი: 2010-09-09.
- ↑ http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2074
- ↑ Opera Software 1995—2005: Celebrating ten years of browser innovation. Press Releases. Opera Software (30 აგვისტო 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2009.
- ↑ Opera 7 Ready to Rock the Web. Press Releases. Opera Software (29 იანვარი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2008.
- ↑ Speed, Security and Simplicity: Opera 8 Web Browser Released Today. Press Releases. Opera Software (19 აპრილი 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2008.
- ↑ Loren Baker.. (20 სექტემბერი 2005) Opera Goes Free with Help from Google. Search Engine Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2007.
- ↑ Lars Erik Bolstad.. (28 მარტი 2007) Public Acid3 build. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2008.
- ↑ Johan Borg.. (16 თებერვალი 2007) Opera code names uncovered. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი 2007.
- ↑ Claudio Santambrogio.. (30 ოქტომბერი 2008) 9.62. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2009.
- ↑ Adam Minchinton.. (3 დეკემბერი 2008) Peregrine takes flight… Opera 10.0 Alpha 1 is here!. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2009.
- ↑ Petter Nilsen.. (3 ივნისი 2009) Welcome to Opera 10 Beta 1. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2009.
- ↑ Petter Nilsen.. (1 სექტემბერი 2009) Opera 10 goes final. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2009.
- ↑ olli.. (16 დეკემბერი 2010) Opera 11 goes final. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
- ↑ Adam Minchinton.. (27 იანვარი 2011) Opera 11.01 Final. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
- ↑ Huib Kleinhout.. (12 აპრილი 2011) Make your Speed Dial look great with Opera Barracuda. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2011.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2012-04-21.
- ↑ http://www.opera.com/docs/changelogs/windows/1200/
- ↑ Opera 12.17 out - Opera Desktop - Opera Software. blogs.opera.com (April 23, 2014). ციტირების თარიღი: 2014-05-02.
- ↑ Opera переходит на Chromium. OSZone (2013-02-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 2013-02-13.
- ↑ Opera тоже переходит на Blink. Хабрахабр. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
- ↑ Harac, Ian. (December 9, 2013) Opera 18 review: This browser's seen radical changes… perhaps too radical. pcworld.com. ციტირების თარიღი: 12 June 2014.
- ↑ Samson, Ted. Blink-based Opera 15 strikes a sour note with users. Infoworld. ციტირების თარიღი: 29 July 2013.
- ↑ Mathews, Lee. (July 2, 2013) Opera 15 launches, turns out to be a crippled Google Chrome. geek.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 12 June 2014.
- ↑ Keizer, Gregg. Opera 15 launches with WebKit backbone. Computer World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 29 July 2013.
- ↑ Blink — The Chromium Projects
- ↑ ChangeLog — v8. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
- ↑ Sebastian Baberowski. (2013-07-02) Opera 15. Opera Desktop.
- ↑ Opera Desktop Team — Opera 16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-29. ციტირების თარიღი: 2013-08-29.
- ↑ Błażej Kaźmierczak. (2013-10-07) Opera 17 goes Stable!. Opera Desktop.
- ↑ Sebastian Baberowski. (2013-11-19) Opera 18 has landed!. Opera Desktop.
- ↑ Błażej Kaźmierczak. (2014-01-28) Opera 19 is going stable!. Opera Desktop.
- ↑ Bruce Lawson. (2014-05-06) Opera 20 for computers: bookmarks bar and Speed Dial customization. Opera Desktop. ციტირების თარიღი: 2014-03-04.
- ↑ Ruarí Ødegaard. (2014-05-06) Aura-powered Opera 21 for desktop computers released today. Opera Desktop. ციტირების თარიღი: 2014-06-29.
- ↑ Ruarí Ødegaard. (2014-06-03) Opera 22 for Windows and Mac released today, with new themes and silent updates. Opera Desktop. ციტირების თარიღი: 2014-06-29.
- ↑ Helge Andre Gjølme. (2014-06-24) Opera Next 23.0.1522.24 update. Opera Desktop. ციტირების თარიღი: 2014-06-29.
- ↑ Rafał Chłodnicki. (2014-06-26) Opera Developer 24: Tab preview. Opera Desktop. ციტირების თარიღი: 2014-06-29.
- ↑ Ruarí Ødegaard. (2014-07-08) Opera Developer 24: Changes to tab preview and HTML5 H.264 video support. Opera Desktop.
- ↑ Ruarí Ødegaard. (2014-07-17) Opera Developer 24: Pepper Flash is coming to Opera. Opera Desktop.
- ↑ Arjan van Leeuwen. (2014-07-23) Opera 24 for Linux released on the Developer stream. Opera Desktop.
- ↑ Zhenis. (2014-10-15) Visual bookmarks in Opera 25 for computers. Opera Desktop.
- ↑ Zhenis. (2014-12-03) Opera 26 for computers: My way to share bookmarks. Opera Desktop.
- ↑ Zhenis. (2015-01-27) Opera 27 for computers: First stable release in 2015. Opera Desktop.
- ↑ Zhenis. (2015-03-10) Sync your bookmarks, with Opera 28. Opera Desktop.
- ↑ Zhenis. (2015-04-28) Access the same tabs from your computer and your Android phone. Opera Desktop.
- ↑ Buy Opera. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2008-01-03.
- ↑ Have WAP but want WEB? Introducing Opera Mini for mobile phones. Opera Software (10 August 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2010.
- ↑ Mobile comfort in the cold: Opera Mini beta now available free in the Nordics. Opera Software (20 October 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2010.
- ↑ The full Internet for all mobile phones: Opera Mini launched in Germany. Opera Software (10 November 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2010.
- ↑ Gohring, Nancy (24 January 2006). „Opera Officially Launches Mini Browser“. PC World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2013-02-14.
- ↑ Opera mini в App Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-08-04.
- ↑ Opera Mini 5 beta для Android. Opera Software (11 მარტი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2010.
- ↑ Astaro Parental Control for the Nintendo DS Browser. Astaro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 2007-12-01.
- ↑ James Temperton.. (3 ივნისი 2006) Interview: Opera’s Nintendo Wii Browser. Cubed3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2006.
- ↑ Daniel Goldman.. (22 დეკენბერი 2006) Wii browser passes the Acid2 test. Opera Watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2007.
- ↑ Opera OLPC Edition. Opera Software (2007-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 2008-05-25.
- ↑ Opera@USB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-14. ციტირების თარიღი: 2012-09-14.(რუსული)
- ↑ How To Install Opera in Portable Mode. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-21. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
- ↑ Opera AC. Opera AC Team. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-10. ციტირების თარიღი: 2013-01-08.
- ↑ ჯილდოების სია ოფიციალურ საიტზე. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28.
- ↑ freeSOFT.ru — Opera любимый браузер посетителей freesoft.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
- ↑ Joe Wilcox, Sandeep Junnarkar.. (26 ოქტომბერი 2001) MSN lockout stirs antitrust rumblings. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2007.
- ↑ Paul Festa.. (5 თებერვალი 2003) Opera cries foul against MSN — again. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2007.
- ↑ John Lettice.. (6 თებერვალი 2003) MSN deliberately breaks Opera’s browser, claims company. The Register. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2007.
- ↑ Opera releases «Bork» edition. Opera Software (14 თებერვალი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2007.
- ↑ Why doesn’t MSN work with Opera?. Opera Software (20 თებერვალი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2007.
- ↑ Håkon Wium Lie.. (11 თებერვალი 2005) Why Opera users can’t purge spam in Hotmail. Opera Software. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი 2007.
- ↑ Håkon Lie.. (11 თებერვალი 2005) Opera to MS: Get real about interoperability, Mr Gates. The Register. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი 2007.
- ↑ Opera и Google — холодная война. 26.01.2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-12. ციტირების თარიღი: 2012-07-12.
- ↑ Opera Software и Google продлили рекламное соглашение. 06.11.2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2012-07-31.
- ↑ Opera Press Releases. Opera Names Yahoo! Exclusive Global Partner for Mobile Search. 08.01.2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2012-09-07.
- ↑ 3dnews.ru. Вторая бета-версия Opera 9.5. 25.04.2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2012-07-31.
- ↑ Браузер Opera блокируют. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-14. ციტირების თარიღი: 2012-09-14. techlabs.kz
ორთოგრაფია