შინაარსზე გადასვლა

ნარათივატის პროვინცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია

ნარათივატის პროვინცია
ტაი. นราธิวาส

მალ. منارا
დროშა გერბი


ทักษิณราชตำหนัก ชนรักศาสนา นราทัศน์เพลินตา ปาโจตรึงใจ แหล่งใหญ่แร่ทอง ลองกองหอมหวาน
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Narathiwat
შიდა დაყოფა Mueang Narathiwat, Tak Bai, Bacho, Yi-ngo, Ra-ngae, Rueso, Si Sakhon, Waeng, Sukhirin, Su-ngai Kolok, Su-ngai Padi, Chanae და Cho-airong
კოორდინატები 6°25′44″ ჩ. გ. 101°49′26″ ა. გ. / 6.42889° ჩ. გ. 101.82389° ა. გ. / 6.42889; 101.82389
ფართობი 4 475 კმ²
მოსახლეობა 802 474 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 179 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 073
საფოსტო ინდექსი 96
ოფიციალური საიტი narathiwat.go.th

ნარათივატის პროვინცია (ტაი: นราธิวาส) — ტაილანდის სამხრეთის პროვინციებიდან (ჩანგვატი) ერთ-ერთი. მეზობელი პროვინციებია (დასავლეთიდან საათის ისრის მიმართულებით) იალა და პატანი. სამხრეთით ესაზღვრება მალაიზიის შტატ კელანტანსა და პერაკს. ნარათივატი ოთხი პროვინციიდან ერთ-ერთია რომელიც მალაიზიას ესაზღვრება.[1] სწორედ აქ სრულდება ტაილანდის სამხრეთ ნაწილის სარკინიგზო ხაზი. პროვინციაში კულტურული მრავალფეროვნებაა და ასევე არის დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები. ნარათივატი ბანგკოკიდან სამხრეთით 1,140 კილომეტრში მდებარეობს და მისი ფართობი 4,475 კმ 2-ია (1,728 კვ.მ.). ტერიტორიის სამოცდათხუთმეტი პროცენტი ჯუნგლებითა და მთებითაა დაფარული, შესაბამისად ამ პროვინციას ტროპიკული კლიმატი აქვს.

ნარათივატის პროვინცია ტაილანდის ყურის სანაპიროზე მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე. პროვინციის მთავარ მდინარეს ბანგ ნარა წარმოადგენს, რომელიც ტაილანდის ყურეში ქალაქ ნარათივატში ჩაედინება. ნარათჰატის სანაპირო პროვინციაში ყველაზე პოპულარული ადგილია, სადაც მდინარე ყურეს ერთვის.

ბუდო- სუ- ნააი პადის ეროვნული პარკი სანქალახირის ქედზე მდებარეობს. პარკი დაარსდა 1974 წელს და მოიცავს 294 კმ 2 ფართობს (114 კვ.მ.), რომელიც ვრცელდება მეზობელ იალასა და პატნის პროვინციებშიც. ნარათივატის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს პაჩოს ჩანჩქერი. [2]

ნარათივატის ყოფილი სახელი იყო მენარა (ჯავი: منارا), რომელიც მალაიურად ნიშნავს „მინარეთს“. ტერიტორიის უფრო ძველი სახელწოდება უცნობია. მოგვიანებით სახელი გახდა ბანგ ნარა (ტაი: บางนรา) ან ბანგ ნაკი (ტაი: บางนาค),[3] მაგრამ მეფე რამა VI– მ შეცვალა ნარათივატით 1915 წელს.[4] ,,ნარათივატი" სანსკრიტულიდან ითარგმნება როგორც ,,ბრძენი ხალხის რეზიდენცია". დღესდღეობით მალაიზიაში გზებზე აბრებად კიდევ იყენებენ მენარას.

ისტორიულად, ნარატივატი იყო ნახევრად დამოუკიდებელი პატანის სასულთნოს ნაწილი, რომელიც ხარკს უხდიდა ტაიტის სუხოთაის და სიამის აიუტაიას სამეფოებს. აიუთჰაიას დაცემის შემდეგ, 1767 წელს, პატანის სულთანმა მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა, მაგრამ მეფე რამა I- ის მმართველობით ის კვლავ ტაიების მმართველობის ქვეშ მოქეცა.

1909 წელს ნარატივატი მთლიანად სიამის შემადგენლობაში გადავიდა, 1909 წლის ინგლის- სიამის ხელშეკრულების შედეგად. თანამედროვე იალას პროვინციასთან ერთად ნარათივატი მონთონ პატანის ნაწილი იყო.

ნარათივატი ტაილანდის ოთხი პროვინციიდან ერთ- ერთია, სადაც ძირითადი მუსლიმი მოსახლეობაა (სხვა პროვინციებია: იალა, პატანი და სატუნი). მოსახლეობის 82% მუსლიმია, ხოლო 17,9% ბუდისტი. მოსახლეობის 80.4% საუბრობს პატანური მალაიზე, როგორც მშობლიურ ენაზე.[1] ნარათივატში მცხოვრები ხალხის უმეტესობა მალაიური წარმოშობისაა და კულტურით ძალიან ჰგავნან ტაილანდის მეზობელ პროვინციებში მცხოვრებ მალაიზიელებს.

1963 წელს ტაილანდის მთავრობამ წამოიწყო ნიხომ სანგ ტონ ენგ პაკ ტაი (,,თვითგანვითარების საზოგადოება სამხრეთ ნაწილში") პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ პროვინციებში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებლად გადავიდნენ ნარათივატის სუხირისა და ჩანაიის რაიონებში. ამ კამპანიის შედეგად სულ 5 633 ოჯახი გადასახლდა ნარათივატის პროვინციაში, რის გამოც თითოეული მათგანი 18 რაი მიწით დააჯილდოვეს. 2019 წლის მდგომარეობით ფუხაო თონგის რაიონში მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ისანის რეგიონიდან გადავიდა. ისინი საუბრობენ ისანურად და მათი 90% ბუდისტია.[5]

ნარატივატის მკვიდრნი ძირითადად ფერმერები და მეთევზეები არიან.[6] ამ პროვინციაში მდებარეობს სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის რელიგიური ობიექტები.

ნარათივატის აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ფრენები ბანგკოკის მიმართულებით ყოველდღიურად, რომელსაც AirAsia ანხორციელებს. ნარათივატში ბანგკოკიდან თვითმფრინავები დილის საათებში ჩადის, ხოლო საპირისპირო მიმართულების ფრენა ძირითადად საღამოს საათებშია. აეროპორტის მიმართულებით ფრენებს ასრულებს Thai Smile-იც. ამ კომპანიის წყალობით ფრენები ძირითადად სუვანრაბჰუმის მიმართულებით სრულდება. [7]

ნარათივატის პროვინციაში სრულდება ტაილანდის სამხრეთ ნაწილის სარკინიგზო ხაზი. ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან ნარათივატამდე მანძილი რკინიგზის საშუალებით 1100 კილომეტრს შეადგენს.

  1. 1.0 1.1 "Narathiwat" დაარქივებული 2019-04-22 საიტზე Wayback Machine. . Tourism Authority of Thailand (TAT). Retrieved 18 May 2018.
  2. "Budo–Su-ngai Padi National Park". National Park, Wildlife and Plant Conservation Department. Archived from the original on 2015-07-10.
  3. ประพนธ์ เรืองณรงค์. "บทผนวกเกียรติยศ". ใน รัฐปัตตานีใน "ศรีวิชัย" เก่าแก่กว่ารัฐสุโขทัยในประวัติศาสตร์. สุจิตต์ วงษ์เทศ (บรรณาธิการ). พิมพ์ครั้งที่ 2. กรุงเทพฯ:มติชน. 2547, หน้า 350
  4. ประกาศ เปลี่ยนชื่อเมืองบางนรา เป็นเมืองนราธิวาส დაარქივებული 2008-04-09 საიტზე Wayback Machine. (PDF) დაარქივებული 2008-04-09 საიტზე Wayback Machine. . Royal Gazette (in Thai). 32 (0 ก): 145. August 8, 1915.
  5. Karnjanatawe, Karnjana (5 September 2019)."Seeking fortune in paradise" . Bangkok Post. Retrieved 7 September 2019.
  6. Tasanasuwan, P. (1991). Changwat kong rao sib see changwat pak tai [Our province 14 provinces in the South]. Bangkok: Thai Watana Panitch
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2020-11-06.