გერჰარდ I (ბერგის გრაფი)
იერსახე
გერჰარდ I ფონ იულიხი (გერმ. Gerhard I von Julich; დ. დაახლ. 1321 — გ. 1360) — ვილჰელმ V ფონ იულიხისა და ჟანა დე ენოს შვილი, რავენსბერგის გრაფი 1346 წლიდან და ბერგის გრაფი 1348 წლიდან (როგორც მეუღლის თანამმართველი), მამის თანამმართველი იულიხ-ბერგის საჰერცოგოში (გერჰარდ VI-ის სახელით).
ოჯახი და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცოლი (1336) — მარგარიტა (გარდ. 1389), ბერგისა და რავენსბერგის საგრაფოების მემკვიდრე. შვილები:
- ვილჰელმ II (1338—1408), ბერგის ჰერცოგი
- ელიზაბეტა (გარდ. 1388), 1353 წელს გათხოვდა გრაფ ჰენრიხ V ფონ ვალდეკზე (გარდ. 1397)
- მარგარიტა (გარდ. 1425), 1369 წელს გათხოვდა გრაფ ადოლფ II დე ლა მარკზე (გარდ. 1394).
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერჰარდი მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის მერე გარდაიცვალა, ამიტომ იულიხის საჰერცოგო მიიღო მისმა ძმამ, ვილჰელმ VI-მ. გერჰარდის შვილმა კი დედის მემკვიდრეობა მიიღო — ბერგი და რავენსბერგი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Monique Ornato, Répertoire de personnages apparentés à la couronne de France aux XIVe et XVe siècles, Publications de la Sorbonne, 2001