ნივთიერების მოხმარების აშლილობა
ნივთიერების მოხმარების აშლილობა — ნარკოტიკების (მათ შორის ალკოჰოლის) მუდმივი გამოყენება, საშინელი ზიანისა და არასასურველი შედეგების მიუხედავად.[1][2] ნივთიერებების მოხმარების აშლილობას ახასიათებს: ფსიქიკური, ემოციური, ფიზიკური და ქცევითი პრობლემების მთელი რიგი, როგორიცაა: ქრონიკული დანაშაულის გრძნობა, უუნარობა შეამციროს ან შეწყვიტოს ნივთიერების მოხმარება, განმეორებითი მცდელობების მიუხედავად, ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში და სხვა.[1] ნარკოტიკების კლასები, რომელიც შედის ნივთიერების მოხმარების აშლილობაში, მოიცავს: ალკოჰოლს, კანაფს, ფენციკლიდინს და სხვა ჰალუცინოლოგებს, როგორიცაა: არიციკლოჰექსილამინები, ინჰალატორები, ოპიოიდები, სედატიური, ჰიპმოტიკური ან ანქსიოლიზური საშუალებები, სტიმულატორები, თამბაქო და სხვა.[1][3]
ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-5 გამოცემაში (2013), ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დიაგნოზები გაერთიანდა ნივთიერებების მოხმარების აშლილობების კატეგორიაში.[4][5] ნივთიერების მოხმარების დარღვევების სიმძიმე კვალიფიცირებულია, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე, იმის საფუძველზე, თუ რამდენი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია დაკმაყოფილებული. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია, მე-11 რევიზია, ყოფს ნივთიერების მოხმარების დარღვევას ორ კატეგორიად: (1) ნივთიერების გამოყენების მავნე ნიმუში, (2) ნივთიერების დამოკიდებულება ადამიანზე.
2017 წელს, დაფიქსირდა, რომ 271-მა მილიონმა ადამიანმა გამოიყენა არალეგალური ნარკოტიკები. 2016 წლის მონაცემებით, 237 მილიონ მამაკაცს და 46 მილიონ ქალს აქვს ალკოჰოლის მოხმარების აშლილობა.[6] 2017 წელს, არალეგალური ნივთიერებებისგან, ნივთიერების მოხმარების აშლილობამ 585,000 ადამიანი მოკლა. 2000 წლიდან 2015 წლამდე ნარკოტიკების მოხმარებით სიკვდილიანობის შემთხვევები, 60 პროცენტით გაიზარდა. 2016 წელს, ალკოჰოლის მოხმარებამ 3 მილიონი ადამიანი შეიწირა.
მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კატეგორიები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, მაგალითად: მოზარდები და მოზარდები, რომელთა მშობლებს ჰქონდათ (ან აქვთ) ალკოჰოლის მოხმარების აშლილობა ახასიათებთ ალკოჰოლის პრობლემების უფრო მაღალი მაჩვენებელი. ფენომენი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური, დაკვირვებით, სოციოეკონომიკური და სხვა მიზეზობრივი ფაქტორებით. ეს კატეგორიები არ არის ნივთიერების მოხმარების აშლილობის ეტიოლოგიის კლასიფიკაციის ერთადერთი გზა. ამ სფეროებში მკვლევართა უმეტესობა, (როგორიცაა ფსიქოპათოლოგიის ეტიოლოგია), ხაზს უსვამს, რომ სხვადასხვა მიზეზობრივი ფაქტორები ურთიერთქმედებენ და გავლენას ახდენენ ერთმანეთზე რთული და მრავალმხრივი გზებით.
სოციალური დეტერმინანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განქორწინებული, განცალკევებული ან მარტოხელა. მძიმე დანაკლისი, არანებაყოფლობით პენსიაზე გასვლა და უსახლკარობა, ყველა ასოცირდება ალკოჰოლის პრობლემებთან, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების აშლილობასთანაც.[7]
ფსიქოლოგიური დეტერმინანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფსიქოლოგიური მიზეზობრივი ფაქტორები მოიცავს კოგნიტურ, აფექტურ და განვითარების დეტერმინანტებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის ასაკში იწყებენ ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკების მოხმარებას, უფრო მეტად განიცდიან ნივთიერებების მოხმარების აშლილობას მოზრდილებში.[8] სხვა ფსიქოლოგიური რისკ-ფაქტორები მოიცავს: მაღალ იმპულსურობას, შეგრძნებების ძიებას და ნევროტულობას.[9][10]
ბიოლოგიური დეტერმინანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნივთიერების მოხმარების აშლილობის მქონე მშობლების ბავშვებს აქვთ ნივთიერების მოხმარების აშლილობის განვითარების უფრო დიდი შანსი.[8]
დიაგნოსტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირებს, რომლებიც ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ ძალიან ცუდად ხდებიან, შეიძლება ჰქონდეთ ნივთიერების მოხმარების აშლილობა..[1] დიაგნოზი ჩვეულებრივ საჭიროებს სიღრმისეულ გამოკვლევას, როგორც წესი, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის ან ნარკომანიისა და ალკოჰოლის მრჩეველის მიერ.[11] არსებობს 11 დიაგნოსტიკური კრიტერიუმი, რომლებიც წარმოიქმნება ნივთიერების მოხმარებისგან, რომლებიც დაკავშირებულია: კონტროლის დაკარგვასთან, პიროვნების ცხოვრებისეულ პრობლემებთან, სახიფათო გამოყენებასთან და ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან.[1] DSM-5-ის გაიდლაინები ნივთიერების მოხმარების აშლილობის დიაგნოსტირებისთვის მოითხოვს, რომ ინდივიდს ჰქონდეს მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დისტრესი ნარკოტიკების მოხმარების გამო, და მინიმუმ ორი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მოცემულ წელიწადში.[1]
- ნივთიერების გამოყენება იმაზე მეტი დოზით, ვიდრე დაგეგმილი იყო, ან ნივთიერების გამოყენება სასურველზე დიდი ინტერვალით.
- შემცირების შეუძლებლობა, ამის სურვილის მიუხედავად.
- დღის საჭირო დროის დახარჯვა ნივთიერების მოხმარებაზე ან გამოყენებაზე.
- ლტოლვა ან ნივთიერების მიღების ძლიერი სურვილი.
- მუდმივი გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელმა იცის, რომ ეს ხშირ პრობლემებს იწვევს სამსახურში, სკოლაში ან სახლში.
- ნივთიერების გამოყენების გამო მნიშვნელოვან სოციალურ, პროფესიულ ან დასასვენებელ აქტივობებზე უარის თქმა, ან შემცირება.
- ნივთიერებას გამოიყენებს ისეთ სიტუაციაში, რომ გამოიწვიოს ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანი.
- მუდმივი გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ნივთიერება იწვევს ან აუარესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებს.
სიმძიმე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს მრავალი მეთოდი ინდივიდის ნივთიერების მოხმარების აშლილობის სიმძიმის მონიტორინგისა და კვალიფიკაციისთვის.[1] პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მხოლოდ ორ ან სამ კრიტერიუმს, ნივთიერების მოხმარების აშლილობის მსუბუქი ფორმა აქვთ..[1] ნივთიერების მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ოთხ ან ხუთ კრიტერიუმს, ზომიერი ნივთიერების მოხმარების აშლილობა აქვთ, ხოლო პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ექვს ან მეტ კრიტერიუმს, მძიმე.[1] DSM-5-ში ტერმინი ნარკომანია სინონიმია ნივთიერებების მოხმარების მძიმე აშლილობისა.[12] ლიცენზირებული პროფესიონალები გაითვალისწინებენ უფრო ჰოლისტურ ხედვას სიმძიმის შეფასებისას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ შედეგებს და ქცევის ნიმუშებს, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდის ნივთიერების გამოყენებასთან.[1] ისინი ასევე, როგორც წესი, აკვირდებიან გამოყენების სიხშირეს დროთა განმავლობაში და აფასებენ ნივთიერების სპეციფიკურ შედეგებს, როგორიცაა გათიშვა ან დაპატიმრება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო.[1] ზოგიერთი სამედიცინო სისტემა მიმართავს დამოკიდებულების სიმძიმის ინდექსს, რათა შეაფასოს ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების სიმძიმე.[13] ინდექსი აფასებს პოტენციურ პრობლემებს შვიდი კატეგორიის საშუალებით: საქმიანობა, დახმარება, ალკოჰოლი, სხვა ნარკოტიკების მოხმარება, ოჯახი, სოციალური სივრცე და ფლიქოლოგიური მდგომარეობა.[14]
მენეჯმენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეტოქსიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღსანიშნავია, რომ მძიმე ალკოჰოლის მოხმარებისგან მწვავე მოხსნა უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან აიცილოს პოტენციურად მომაკვდინებელი მოხსნის სინდრომი, რომელიც ცნობილია როგორც დელირიუმის ტრემენსი.
თერაპია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თერაპევტები ხშირად კლასიფიცირებენ ქიმიურ დამოკიდებულების მქონე ადამიანებს. ნარკოტიკების მოხმარების აშლილობის მქონე ამერიკელების დაახლოებით 11% მიმართავს მკურნალობას და ამ ადამიანების 40-60% უკეთ ხდება წლის განმავლობაში.[15] მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს კონკრეტული გზების დაგეგმვას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნარკოტიკული სტიმული. თერაპევტები მიზნად ისახავენ, კლიენტს დაეხმარონ ისწავლოს კმაყოფილების პოვნის უფრო ჯანსაღი გზები.
მედიკამენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარკვეული მედიკამენტები შეიძლება სასარგებლო იყოს ნივთიერებების მოხმარების მძიმე დარღვევების სამკურნალოდ.[16] შეერთებულ შტატებში, დამტკიცებულია, ხუთი მედიკამენტი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების დარღვევების სამკურნალოდ.[17] 2002 წლის კვლევების მიხედვით, არ არის დამტკიცებული მედიკამენტები, კოკაინის, მეტამფეტამინის ან სხვა ნივთიერების გამოყენების დარღვევებისთვის.[17] მედიკამენტები, როგორიცაა მეტადონი და დისულფირამი, შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა დაეხმაროს პაციენტს კომფორტულად იმუშაოს უკანონო ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გარეშე.[18]
ეპიდემიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნივთიერებების მოხმარების აშლილობის მაჩვენებლები განსხვავდება ეროვნებების და ნივთიერებების მიხედვით, მაგრამ საერთო გავრცელება ძალიან მაღალია. გლობალურ დონეზე, ქალებზე მეტად კაცები არიან დაავადებულები..[19] On a global level, men are affected at a much higher rate than women.[19] ახალგაზრდა პირები უფრო მეტად ზარალდებიან, ვიდრე ხანდაზმულები.[19]
შეერთებული შტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წელს, 12 წელს ზევით ასაკის ამერიკელების 14,5%-ს ჰქონდა ნივთიერების მოხმარების აშლილობა.[20] გასულ წელს ალკოჰოლის მოხმარების აშლილობის მაჩვენებლები 5%-ს აღემატებოდა. 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 3% უკანონო ნარკოტიკებს მოიხმარდა.[20] The highest rates of illicit drug use disorder were among those aged 18 to 25 years old, at roughly 7%.[20][19] ნარკოტიკების უკანონო მოხმარების აშლილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებს შორის იყო, რაც დაახლოებით 7%-ს შეადგენდა. 2017 წელს შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა 72000-ზე მეტი სიკვდილი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო,[21]რაც სამჯერ მეტია 2002 წელთან შედარებით.[21] სინთეზური ოპიოიდების დოზის გადაჭარბებით სიკვდილიანობის შემთხვევები, რომლებიც, როგორც წესი, შეიცავს ფენტანილს, მკვეთრად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და თითქმის 30,000 ადამიანი მოკლა.[21] 2002 წლიდან 2017 წლამდე სინთეზური ოპიოიდებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 22-ჯერ გაიზარდა.[21] ჰეროინის და სხვა ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ოპიოიდების მოხმარებამ დაახლოებით 31,000 ადამიანი დოზის გადაჭარბებით მოკლა.[21] კოკაინმა ხელი შეუწყო დაახლოებით 15,000 ადამიანის სიკვდილს, ხოლო მეტამფეტამინმა და ბენზოდიაზეპინებმა დაახლოებით 11,000 ადამიანის სიკვდილს.[21] აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული წამლისგან სიკვდილიანობის შეჯამება შეუძლებელია, რადგან ამ სიკვდილთაგან ბევრი მოიცავდა ნარკოტიკების კომბინაციებს, როგორიცაა კოკაინისა და ოპიოიდის ერთად გამოყენებისას დოზის გადაჭარბება.[21] ალკოჰოლის მოხმარების შედეგად წელიწადში 88,000-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს კარგავს.[22] თამბაქო რჩება პრევენციული სიკვდილის უმთავრეს მიზეზად, რომლის მოხმარებითაც ყოველწლიურად 480 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება შეერთებულ შტატებში.[23]
კანადა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადის სტატისტიკის მიხედვით (2018), დაახლოებით, ყოველი მეხუთე 15 და უფროსი ასაკის კანადელი განიცდის ნივთიერების მოხმარების აშლილობას სიცოცხლის განმავლობაში.[24] 2019 წლის კანადურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ მკვიდრი მოქალაქეები განიცდიდნენ უფრო მეტ ნივთიერებებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვიდრე არამკვიდრი მოსახლეობა.[25] 2012 წლის კვლევით, დადგინდა, რომ ყველაზე ხშირი ალკოჰოლის გამოყენების აშლილობა იყო კანადაში. გარდა ამისა, ონტარიოში ჩატარებულ კვლევაში 19% იყენებდა არალეგალურ ნარკოტიკებს.[26][27]
ავსტრალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალკოჰოლი და თამბაქო ავსტრალიაში ყველაზე ხშირად გამოყენებული ნივთიერებებია.[28] მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევა მცირდება ავსტრალიაში, 18 წელზე უფროსი ასაკის 45% მწეველია, 2014–2015 წლებში არამკვიდრ ავსტრალიელებში ეს მაჩვენებელი 16% იყო. ავსტრალიელების დაახლოებით 19% კვალიფიცირდება სარისკო ალკოჰოლის მოხმარებისთვის.[29] თუმცა, სანამ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება მცირდება, ავსტრალიაში იზრდება სხვა ნივთიერებების, როგორიცაა კანაფის და ოპიატების გამოყენება. კანაფი არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული არალეგალური ნარკოტიკი ავსტრალიაში, კანაფის მოხმარება 1,9-ჯერ მეტია მკვიდრ მოსახლეობაში, ვიდრე არამკვიდრში. რეცეპტით გაცემული ოპიოიდების მოხმარების ყველაზე დიდი მაჩველებელი ავსტრალიაში დაფიქსირდა, თუმცა ნივთიერების გამოყენება ჯერ კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში.[30][29]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2010) Concurrent substance use and mental health disorders : an information guide. Centre for Addiction and Mental Health (CAMH). ISBN 978-1-77052-604-4.
- (2001) Best Practices: Concurrent Mental Health and Substance Use Disorders. ISBN 0-662-31388-7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 (2013) Diagnostic and statistical manual of mental disorders., 5th, Arlington, VA: American Psychiatric Association. ISBN 978-0-89042-554-1. OCLC 830807378.
- ↑ NAMI Comments on the APA's Draft Revision of the DSM-V Substance Use Disorders. National Alliance on Mental Illness. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 2 November 2013
- ↑ Substance Abuse and Mental Health Services Administration (June 2016). Substance Use Disorders. Substance Abuse and Mental Health Services Administration (US).
- ↑ Guha M (2014-03-11). „Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders: DSM-5 (5th edition)“. Reference Reviews. 28 (3): 36–37. doi:10.1108/RR-10-2013-0256. ISSN 0950-4125.
- ↑ Hasin DS, O'Brien CP, Auriacombe M, Borges G, Bucholz K, Budney A, et al. (August 2013). „DSM-5 criteria for substance use disorders: recommendations and rationale“. The American Journal of Psychiatry. 170 (8): 834–51. doi:10.1176/appi.ajp.2013.12060782. PMC 3767415. PMID 23903334.
- ↑ (2018) Global status report on alcohol and health 2018. WHO, გვ. xvi.
- ↑ Kuerbis, Alexis; Sacco, Paul; Blazer, Dan G.; Moore, Alison A. (2014). „Substance Abuse Among Older Adults“. Clinics in Geriatric Medicine. 30 (3): 629–654. doi:10.1016/j.cger.2014.04.008. ISSN 0749-0690. PMC 4146436. PMID 25037298.
- ↑ 8.0 8.1 Ferri, Fred (2019). Ferri's Clinical Advisor. Elsevier.
- ↑ Belcher AM, Volkow ND, Moeller FG, Ferré S (April 2014). „Personality traits and vulnerability or resilience to substance use disorders“. Trends in Cognitive Sciences. 18 (4): 211–7. doi:10.1016/j.tics.2014.01.010. PMC 3972619. PMID 24612993.
- ↑ Fehrman, Elaine; Egan, Vincent; Gorban, Alexander N.; Levesley, Jeremy; Mirkes, Evgeny M.; Muhammad, Awaz K. (2019) Personality Traits and Drug Consumption. A Story Told by Data. Springer, Cham. DOI:10.1007/978-3-030-10442-9. ISBN 978-3-030-10441-2.
- ↑ Drug addiction (substance use disorder) – Symptoms and causes. ციტირების თარიღი: 7 December 2018
- ↑ Facing Addiction in America: The Surgeon General's Report on Alcohol, Drugs, and Health გვ. 35–37, 45, 63, 155, 317, 338. US Department of Health and Human Services (November 2016). ციტირების თარიღი: 28 January 2017
- ↑ Butler SF, Budman SH, Goldman RJ, Newman FL, Beckley KE, Trottier D. Initial Validation of a Computer-Administered Addiction Severity Index: The ASI-MV Psychology of Addictive Behaviors 2001 March
- ↑ DARA Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 4 June 2017
- ↑ McLellan AT, Lewis DC, O'Brien CP, Kleber HD (October 2000). „Drug dependence, a chronic medical illness: implications for treatment, insurance, and outcomes evaluation“. JAMA. 284 (13): 1689–95. doi:10.1001/jama.284.13.1689. PMID 11015800. S2CID 2086869.
- ↑ Bonhomme J, Shim RS, Gooden R, Tyus D, Rust G (July 2012). „Opioid addiction and abuse in primary care practice: a comparison of methadone and buprenorphine as treatment options“. Journal of the National Medical Association. 104 (7–8): 342–50. doi:10.1016/s0027-9684(15)30175-9. PMC 4039205. PMID 23092049.
- ↑ 17.0 17.1 American Psychiatric Association. (2002). American Psychiatric Association practice guidelines for the treatment of psychiatric disorders.. The Association. ISBN 0-89042-320-2. OCLC 48656105.
- ↑ Massachusetts. Center for Health Information and Analysis, issuing body.. Access to substance use disorder treatment in Massachusetts. OCLC 911187572.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 Galanter, Marc; Kleber, Herbert D.; Brady, Kathleen T. (17 December 2014) The American Psychiatric Publishing Textbook of Substance Abuse Treatment. DOI:10.1176/appi.books.9781615370030. ISBN 978-1-58562-472-0.
- ↑ 20.0 20.1 20.2 Reports and Detailed Tables From the 2020 National Survey on Drug Use and Health (NSDUH) | CBHSQ (11 September 2020). ციტირების თარიღი: 11 February 2022
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 21.6 Abuse, National Institute on Drug. (9 August 2018) Overdose Death Rates. ციტირების თარიღი: 6 December 2018
- ↑ Alcohol and Public Health: Alcohol-Related Disease Impact (ARDI) (2013). ციტირების თარიღი: 6 December 2018
- ↑ Smoking and Tobacco Use; Fact Sheet; Fast Facts (9 May 2018). ციტირების თარიღი: 6 December 2018
- ↑ Canada, Health. (2018-09-05) Strengthening Canada's Approach to Substance Use Issues. ციტირების თარიღი: 2019-11-01
- ↑ Bingham B, Moniruzzaman A, Patterson M, Distasio J, Sareen J, O'Neil J, Somers JM (April 2019). „Indigenous and non-Indigenous people experiencing homelessness and mental illness in two Canadian cities: A retrospective analysis and implications for culturally informed action“. BMJ Open. 9 (4): e024748. doi:10.1136/bmjopen-2018-024748. PMC 6500294. PMID 30962229.
- ↑ Prescription Opioids (Canadian Drug Summary) | Canadian Centre on Substance Use and Addiction. ციტირების თარიღი: 2019-11-01
- ↑ Firestone M, Smylie J, Maracle S, McKnight C, Spiller M, O'Campo P (June 2015). „Mental health and substance use in an urban First Nations population in Hamilton, Ontario“. Canadian Journal of Public Health. 106 (6): e375-81. doi:10.17269/CJPH.106.4923. JSTOR 90005913. PMC 6972211. PMID 26680428.
- ↑ Haber PS, Day CA (2014). „Overview of substance use and treatment from Australia“. Substance Abuse. 35 (3): 304–8. doi:10.1080/08897077.2014.924466. PMID 24853496.
- ↑ 29.0 29.1 Alcohol, tobacco & other drugs in Australia, Aboriginal and Torres Strait Islander people. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-20. ციტირების თარიღი: 2019-11-24
- ↑ Leong M, Murnion B, Haber PS (October 2009). „Examination of opioid prescribing in Australia from 1992 to 2007“. Internal Medicine Journal. 39 (10): 676–81. doi:10.1111/j.1445-5994.2009.01982.x. PMID 19460051. S2CID 205503169.