პოლონეთი
პოლონეთის რესპუბლიკა Rzeczpospolita Polska პოლონეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Mazurek Dąbrowskiego |
||||||
პოლონეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ვარშავა 52°13′ ჩ. გ. 21°02′ ა. გ. / 52.217° ჩ. გ. 21.033° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პოლონური[1] | |||||
რეგიონული ენა | კაშუბური | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[2]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | პოლონელი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ანჯეი დუდა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | მატეუშ მორავეცკი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ეროვნული ასამბლეა | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | სეიმი | ||||
ფორმირება | ||||||
- | გაქრისტიანება | 14 აპრილი, 966 | ||||
- | პოლონეთის სამეფო | 18 აპრილი, 1025 | ||||
- | პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა | 1 ივლისი, 1569 | ||||
- | პოლონეთის დანაწილება | 24 ოქტომბერი, 1795 | ||||
- | ვარშავის საჰერცოგო | 22 ივლისი, 1807 | ||||
- | პოლონეთის სამეფო | 9 ივნისი, 1815 | ||||
- | პოლონეთის აღდგენა | 11 ნოემებრი, 1918 | ||||
- | პოლონეთში შეჭრა, II მსოფლიო ომი | 1 სექტემბერი, 1939 | ||||
- | პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა | 8 აპრილი, 1945 | ||||
- | პოლონეთის რესპუბლიკა | 13 სექტემბერი, 1989 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 312 696[3] კმ2 [ა](69-ე) | ||||
- | წყალი (%) | 3.07 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასება | 38,383,000 [4] (37-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 38,511,824[5] | ||||
- | სიმჭიდროვე | 123 კაცი/კმ2 (83-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | 1.353 ტრილიონი[6] (22-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $35,651[6] (43-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $607 მილიარდი[6] (მე-20) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $15,988[6] (54-ე) | ||||
ჯინი (2019) | 28.5[7] დაბალი |
|||||
აგი (2018) | 0.872[8] ძალიან მაღალი · 32-ე |
|||||
ვალუტა | ზლოტი (PLN ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +48 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .pl | |||||
ა. | ^ ცენტრალური სტატისტიკური ოფისის მონაცემებით პოლონეთის ტერიტორია არის 312 679 კმ², საიდანაც 311 888 კმ² არის ხმელეთი, ხოლო 791 კმ² ზედაპირული წყლები.[9] |
პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიციალურად პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska) — ცენტრალური ევროპის სახელმწიფო.[10][11] დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელარუსი და ლიეტუვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქი კალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს,[9] მთელ მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38.5 მილიონ ადამიანს,[9] მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 37-ე ადგილს,[12] ხოლო ევრიკავშირში მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი მეტროპოლიტია ვარშავა. სხვა ძირითადი ქალაქებია: კრაკოვი, ლოძი, ვროცლავი, პოზნანი, გდანსკი და შჩეცინი.
პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო I მმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება, რომელმაც 1025 წლიდან 1569 წლამდე იარსება. 1569 წელს მოხდა გაერთიანება ლიტვის დიდი სამთავროსთან, ორ ქვეყანას შორის დაიდო ლუბლინის უნია, შექიმილ ახალ სახელმწიფოს ეწოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.
1795 წელს მოხდა დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაყოფა, ევროპის სამ სახელმწიფოს: პრუსიას, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიას შორის. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა. ამ სახელმწიფომ 1939 წლამდე იარსება, ამ წელს მესამე რაიხმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება. მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა გერმანელების და საბჭოელების პოლიტიკა. მსოფლიო ომს ექვსი მილიონი პოლონელი შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქ შეიქმნა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი იყო და განიცდიდა საბჭოეთის გავლენას.
1989 წლის რევოლუციის შემდეგ, პოლონეთი გათავისუფლდა კომუნიზმისაგან. თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია იყოფა სავოევოდოებად (პოლ. województwo). პოლონეთი შესულია ევროკავშირში, ნატოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: პოლონეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Rzeczpospolita Polska.
- ეტიმოლოგია: საკუთარი სახელი Polska მიღებულია სლავური ტომების პოლანიესაგან, რაც „ველზე მცხოვრებს“ ნიშნავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიკოსთა მტკიცებით, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე გვიანდელ ანტიკურ ხანაში მრავალი ეთნიკურად ერთიმეორისგან შორს მდგომი ტომი სახლობდა. მათი ეთნიკური რაობა და ლინგვისტური შერწყმის საკითხი დღემდე დავის საგანია. კონკრეტულად, ამ მიწებზე სლავური ტომების დასახლება-დამკვიდრების პრობლემატიკა საბოლოოდ არ გადაჭრილა და სამეცნიერო დისკუსიების უცვლელი თანმდევია. ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენა,დღესდღეობით მუზეუმად ქცეული ბისკუპინის გამაგრებული დასახლება, ადრეული ლუზატიური კულტურიდან იღებს სათავეს და ძვ. წ. 700-იან წლებს განეკუთვნება.
პიასტების დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთმა საერთაშორისო აღიარება, ტერიტორიულ გაერთიანებასთან ერთად, X საუკუნის შუა წლებიდან მოიპოვა. სწორედ იმხანად ჩაუდგნენ პოლონეთს სათავეში პიასტები. ქვეყნის პირველი ისტორიულად დადასტურებული მმართველი მიეშკო I იყო, იგი 966 წელს მოუნათლავთ და ქვეყანაშიც კათოლიკური ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულა. ახალი რელიგია პოლონელმა ერმა სრულად უკვე მომდევნო საუკუნეებში მიიღო. XII საუკუნეში პოლონეთი მცირე სახელმწიფოებად დაიშალა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით ერმა ერთ მუშტად შეკვრა მაინც მოახერხა და უკვე 1320 წელს ვლადისლავ I გაერთიანებული პოლონეთის მეფედ ეკურთხა. მისი ვაჟი კაზიმირ III პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შევიდა.
პოლონეთში მონღოლთა შემოსევებმა კულმინაციას 1240–1241 წელს ლეგნიცასთან ბრძოლაში მიაღწია; ამავე ხანებში ქვეყანაში სხვადასხვა ხალხების მიგრაცია არ წყდებოდა. ხსენებულ პერიოდში პოლონეთში ებრაული თემი იწყებს ჩამოყალიბებას და აყვავებას. შავმა ჭირმა, რომელმაც ევროპაში 1347-1351 წლებში იმძლავრა, პოლონეთამდე ვერ მიაღწია.
იაგელონების დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაგელონების დინასტიის ქვეშ პოლონეთმა კავშირი შეკრა მეზობელი ლიტვის დიდ სამთავროსთან. 1410 წელს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ ტევტონთა ორდენის რაინდებს გადამწყვეტი მარცხი მიაყენა. ცამეტწლიანის ომის შემდგომ რაინდთა სახელმწიფო პოლონეთის ვასალი გახდა. იაგელონებმა დინასტიური კონტროლი დააწესეს ბოჰემიასა (1471) და უნგრეთზე 1490).
პოლონურმა კულტურამ და ეკონომიკამ იაგელონების ხელში გაიბრწყინა და კაცობრიობას ისეთი გამოჩენილი ადამიანები აჩუქა, როგორიცაა ასტრონომი ნიკოლაი კოპერნიკი და პოეტი იან კოჩანოვსკი. დანარჩენ ევროპელ ერებთან შედარებით პოლონელები რელიგიური შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ, რამაც ისინი სარწმუნოებრივ შიდა აშლილობებს გადაარჩინა სწორედ იმდროს, როდესაც დასავლეთ ევროპელი ერები რელიგიურ ნიადაგზე აწყობნენ ლაშქრობებს. ამის მიუხედავად, 1474-1569 წლებში პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებაში თათართა სამოცდათხუთმეტი შეტევა დაფიქსირდა. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ყირიმელი ხანების ინვაზიებს 1494 -1694 წლებში პოლონეთის მოსახლეობიდან ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.
პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთის ისტორიაში ოქროს ხანა ლუბლინის გაერთიანებით დაიწყო, როდესაც პოლონეთისა და ლიტვის შეერთება მოხდა. პოლონელმა შლიახტებმა, რომლებიც დასავლეთ ევროპელ არისტოკრატებზე მეტად მრავალრიცხვოვანნი იყვნენ, წარჩინებულთა უფლებების გაზრდასა და საპარლამენტო სისტემის შექმნას ჩაუყარეს საფუძველი. ხსენებულ პერიოდში პოლონეთმა საზღვრები გააფართოვა და ევროპაში უდიდეს სახელმწიფოდ გადაიქცა. პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებაში შედიოდა თანამედროვე პოლონეთის უმეტესი ტერიტორია, უკრაინა, ბელარუსი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და დღევანდელი რუსეთის ზოგიერთი ტერიტორია.
XVII საუკუნის შუა ხანებიდან პოლონეთი შვედეთისა და რუს კაზაკთა შეტევებმა დაასუსტა და ოქროს ხანის დასასრულსაც დაუდო სათავე. ომებისა და ეპიდემიების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა და 11 მილიონიდან 7 მილიონამდე შემცირდა. პოლონეთში მეზობელი მონარქიების წამხედურობით ანარქია დაიწყო, რაც დიდი გაერთიანების დაშლას ისახავდა მიზნად. შინაომების მიუხედავად, რეჩიპოსპოლიტამ 1683 წელს ვენასთან ახლოს ოსმალთა იმპერიასთან ღირსეული შებმა მაინც მოახერხა. დიდი სეიმის რეფორმების შედეგად 1791 წლის 3 მაისს, კონსტიტიციაში, რომელიც მსოფლიოში მეორე და ევროპაში პირველი იყო, ცვლილება შევიდა და 1772, 1793 და1795 წლებში ქვეყანა პოლიტიკური რუკაზე სამ ნაწილად დაიყო და სრულიად წაიშალა. პოლონური ტერიტორიები მეზობელმა რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ მიიტაცეს.
პოლონეთის დანაწილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონელები დამპყრობთა წინააღმდეგ აჯანყებებს არ წყვეტდნენ. წინააღმდეგობამ განსაკუთრებულად XVIII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დამდეგს იძალა. თვალსაჩინო ბრძოლა გაუმართა პოლონეთმა რუსეთს 1794 წელს რაკლავიცესთან, როდესაც პოლონელი გლეხები და საჯარისო ნაწილები თადეუშ კოჩიუშკომ დარაზმა და სამშობლოს გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. 1807 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა პოლონეთის სახელმწიფო აღადგინა ვარშავის სამთავროს სახით. თუმცა, ნაპოლეონის ომების შემდეგ ქვეყანა კვლავ დანაწილდა ვენის კონგრესის 15 ძლევამოსილი მოკავშირის მიერ. აღმოსავლეთი მიწები ისევ რუსეთის მეფემ დაისაკუთრა.
მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთმა პოლონელთა უფლებები მკვეთრად შეკვეცა და de facto მოახდინა პოლონეთის ანექსირება. XIX საუკუნის დამლევს ავსტრიის მიერ მართული გალიცია და ნაწილობრივ თავისუფალი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის კულტურილი ცხოვრების ცენტრად იქცა.
პოლონეთის აღდგენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანაციის მოძრაობა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აკონტროლებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წლის 1 სექტემბერს, ხოლო 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა, დაარღვია რა პოლონეთ-სსრკ-ის თავდაუსხმელობის შეთანხმება, პოლონეთში შეჭრა გადაწყვიტა. ვარშავა იმავე წლის 28 სექტემბერს დანებდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, პოლონეთი ორ ზონად გაიყო, ერთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, აღმოსავლეთი ნაწილი კი სსრკ-ის კონტროლქვეშ მოექცა. მართალია მეორე მსოფლიო ომში თითქმის მთელი მსოფლიო იყო ჩართული, პოლონეთმა პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა. ომს ექვს მილიონამდე მისი მოქალაქე ემსხვერპლა, აქედან ნახევარი პოლონელი ებრაელი იყო. ნაცისტების წინააღმდეგ გაერთიანებული ჯარების რაოდენობით პოლონეთი მეოთხე იყო სსრკ-ის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ. პოლონურმა შენაერთებმა თვალსაჩინო როლი შეასრულეს იტალიის გათავისუფლების სამქეში, კერძოდ კი მონტე კაზინოსთან ბრძოლისას.
ახალი საზღვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის დასასრულ, პოლონეთის საზღვრებმა პირი იცვალა და დასავლეთით გადაინაცვლა, სადაც ოდერ-ნაისის ხაზზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთით კურზონის ზოლზე. შედეგად ქვეყანამ 77 500 კვ კმ დაკარგა და 20 %-ით შემცირდა. საზღვრების ცვლილებამ მილიონობით ადამიანის მიგრაციაც მოახდინა, მათ შორის პოლონელების, გერმანელების, უკრაინელებისა და ებრაელების. ახალი საზღვრების გავლებით იზარალა არა მხოლოდ პოლონეთმა, არამედ გერმანიამაც, რომელმაც თავისი აღმოსავლეთი ტერიტორიები, კერძოდ კი ისტორიული პრუსია, სამუდამოდ დაკარგა. ცენტრალური და დასავლეთი პრუსიის ნაწილი და პომერანია პოლონეთს დაუტოვეს, ხოლო აღმოსავლეთი, კიონინგსბერგის ოლქი, საბჭოთა რუსეთმა მიისაკუთრა და კალინინგრადის ოლქად აქცია.
ომისშემდგომი კომუნისტური პოლონეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირმა პოლონეთში ახალი, კომუნისტური ხელისუფლება დაამყარა, ანალოგიური იმისა, როგორიც მთელს აღმოსავლეთ ბლოკში იყო. ვარშავის პაქტით სამხედრო კავშირიც ამავე ცვლილების შედეგი იყო ცივი ომის დროს. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა (Polska Rzeczpospolita Ludowa) ოფიციალურად 1952 წელს გამოცხადდა.
1956 წელს ვლადისლავ გომულკას რეჟიმი დროებით ლიბერალური გახდა, ათასობით ადამიანი ციხეებიდან გათავისუფლდა და მოჩვენებითი პირადი თავისუფლებებიც განმტკიცდა. მსგავსი სიტუაცია განმეორდა 1970-იან წლებში ედვარდ გიერეკის მმართველობის დროსაც, მაგრამ ანტიკომუნისტური გამოსვლებისთვის ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება არ შერბილებულა. შრომითმა პრობლემებმა, რამაც არეულობა გამოიწვია, 1980-იან წლებში სავაჭრო გაერთიანება „სოლიდარობა“ ჩამოაყალიბა, რომელმაც დროთა განმავლობაში პოლიტიკური ძალებიც შეიძინა. შედეგად, შესუსტდა კომუნისტური პარტია და საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ხოლო 1989 წელს „სოლიდარობის“ წევრმა ლეხ ვალენსამ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით, ქვეყნის პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ შეცვალა. მოძრაობა „სოლიდარობამ“ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური წყობის რღვევა გამოიწვია.
დღევანდელი პოლონეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეშეკ ბალცეროვიჩის შოკურმა თერაპიამ 1990-იანების დამდეგს ქვეყანას საშუალება მისცა თავისი ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკად გარდაექმნა. დანარჩენი პოსტ კომუნისტური ქვეყნების მსგავსად, პოლონეთმაც იწვნია სიძნელეები ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, პოლონეთის ეკონომიკის აღმავლობა 1995 წელს დაიწყო და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს პოზიტიური მაგალითი უჩვენა. ყველაზე თვალსაჩინო იყო ადამიანის უფლებათა გაუმჯობესება, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების კუთხით. 1999 წელს პოლონეთი ნატოს წევრი გახდა ჩეხეთისა და უნგრეთის კვალდაკვალ. 2003 წლის ივნისში პოლონელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირში შესვლას დაუჭირეს მხარი, ხოლო 2004 წლის პირველ მაისს ქვეყანა გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ქვეყნის პარლამენტის უამრავი წევრი რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.
პოლონეთის როლი საერთაშორისო არენაზე უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო სადამ ჰუსეინის რეჟიმის საწინააღმდეგო სამხედრო კამპანიაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიეტუვა, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 312 700 კვ. კმ.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური: მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა.
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (სეიმი 460, სენატი 100 წევრი).
- პოლონეთის ადმინისტრაციული დაყოფა: 16 რეგიონი (województwo).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთი დაახლოებით 38.5 მილიონი მცხოვრებით ევროპაში მერვე, ხოლო ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. საშუალო მოსახლეობა შეადგენს 122 მცხოვრებს კვადრატულ კილომეტრზე. 2020 წელს შობადობის მაჩვენებელია 1.44 ბავშვი/ქალზე, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.[13] აღსანიშნავია, რომ 1925 წელს შობადობის მაჩვენებელი 4.68 ბავში/ ქალზე იყო.[14] შედეგად, პოლონეთის მოსახლეობა თანდათან ხნიერი ხდება: 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი წარმოადგენდა 41.1 წელს.[15] 2020 წელს ბუნებრივი სიკვდილის მაჩვენებელი 1000 ადამიანზე 10.3 იყო.[16]
პოლონელებისა და პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 60% ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 40% – სოფლებში.[15] ყველაზე დასახლებული ადმინისტრაციული პროვინცია ან შტატი არის მაზოვიეცის სავოევოდო; ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ვარშავა, სადაც 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მისი მეტროპოლიტის ტერიტორიაზე კიდევ 3.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კატოვიცეს გარშემო განლაგებული ზემო სილესიის მეტროპოლიტი უდიდესი ქალაქ-კურორტია პოლონეთში, სადაც დაახლოებით 5.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[17] ყველაზე იშვიათად დასახლებული და ყველაზე პატარა პროვინცია (ფართობით) არის ოპოლეს სავოევოდო, რომელშიც მხოლოდ 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მთლიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებულია პოლონეთის სამხრეთით, უახლოეს ვროცლავსა და კრაკოვში.
2011 წლის პოლონეთის აღწერის მიხედვით, 37,310,341 (96.88%) ადამიანი ასახელებდა თავს პოლონელად, 435,750 (1.13%) – სილეზელი, 17,746 (0.04%) – კაშუბელი და 74,464 (0.19%) – გერმანელი. სხვა წარმომავლობა დაასახელა 163,363 ადამიანმა (0.41%), ხოლო შეკითხვაზე პასუხი 521,470 ადამიანმა (1.35%) არ გასცა.[18][19] ოდესღაც ცნობილები, მაგრამ ახლა სტატისტიკურად უმნიშვნელო უმცირესობათა ჯგუფებში შედიან პოლონელი ებრაელები, ლიპკას თათრები, სომხები, ბერძნები, ლემკოსები, ბოშები და ვიეტნამელები. ეთნიკურად პოლონელები, რეგიონების მიხედვით, შესაძლებელია დაიყონ ქვე-ჯგუფებადაც; მათგან ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფებს ქმნიან: კაშუბელები, სილეზელები და გორალები (მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებნი). სტატისტიკაში არ შედის ცოტა ხნის წინ, სამუშაოდ ჩამოსული მიგრანტები.[20][21] 2017 წელს უკრაინაში 1,7 მილიონზე მეტი მოქალაქე ლეგალურად მუშაობდა პოლონეთში.[22]
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვხვდებით საკმაოდ ძლიერ პოლონურ დიასპორას; მათ შორის აღსანიშნავია აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის პოლონური დიასპორები.[23] საერთო ჯამში, საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკურად პოლონელების რაოდენობა დაახლოებით 20 მილიონს შეადგენს.[24]
- სახელმწიფო ენა: პოლონური.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - ვარშავა (1.608 ათასი).
- ქალაქები - ლოძი (778), კრაკოვი (733), ვროცლავი (632), პოზნანი (581), გდანსკი (457), შჩეცინი (416), ბიდგოშჩი (385), ლუბლინი (356), ტორუნი (208), რადომი (227).
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონური ერთადერთი ოფიციალური და უმრავლესობის სალაპარაკო ენაა პოლონეთში, თუმცა, აღნიშნულ ენას მთელი მსოფლიო ქვეყნებში აქტიურად იყენებენ პოლონეთის უმცირესობებიი; აგრეთვე, პოლონური ენა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. პოლონური ასევე მეორე ენაა ლიეტუვაში, სადაც მას სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან.[25][26] თანამედროვე პოლონეთი ენობრივად ერთგვაროვანი ერია, გამოკითხულთა თითქმის 97% პოლონურს მშობლიურ ენად ასახელებს.[27][28]
პოლონეთის ოდესღაც მრავალ-ეთნიკური მოსახლეობა მრავალ ენასა და დიალექტზე საუბრობდა, თუმცა ისტორიის განმავლობაში მრავალი მათგანი გაქრა. ამჟამად პოლონეთში 15[29] უმცირესობის ენაა, მათ შორის ერთ-ერთია აღიარებული რეგიონული ენა, კაშუბური, რომელზეც 366,000 ადამიანი საუბრობს (უმეტესად ჩრდილოეთ რეგიონებში, ქაშუბსა და პომერანიაში).[30][31][32]
ეროვნული უმცირესობის ენის სტატუს ფლობენ: სომხური, ბელარუსული, ჩეხური, გერმანული, იდიში, ებრაული, ლიეტუვური, რუსული, სლოვაკური და უკრაინული. ეთნიკური უმცირესობის ენის სტატუსის მქონე ენებს მიეკუთვნება: კარაიმული, რუსინული, თათრული და ორი აწინკნური ენა.[33]
პოლონეთის მოქალაქეების 50%-ზე მეტი აცხადებს, რომ ინგლისური ენა იცის; მცოდნეთა რაოდენობით მას გერმანული მოსდევს (38%).[34][35]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერის მიხედვით, პოლონეთის მოსახლეობის 92.9% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. მოსახლეობის 94.2% მორწმუნეა, ხოლო 3,1% არა-რელიგიური, რაც პოლონეთის მოსახლეობას ერთ-ერთ ყველაზე მორწმუნე ერად აქცევს.[37] გამოკითხულთა დაახლოებით 61.6%-მა აღნიშნა, რომ რელიგიას მათთვის დიდი ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.[37] თუმცა, ეკლესიის დამსწრეთა რაოდენობა ბოლო წლებში შემცირდა; 2018 წელს, ყიველკვირეულ წირვას მიმდევართა მხოლოდ 38% ესწრებოდა.[38] რელიგიის თავისუფლება დაცულია პოლონეთის კონსტიტუციით,[39][40] ხოლო კონკორდატი უზრუნველყოფს სახელმწიფო სკოლებში რელიგიის სწავლებას.[41]
ამჟამად, პოლონეთის რელიგიურ უმცირესობებში შედიან: პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრები (506,800),[9] პროტესტანტები (150,000) — შედის 77,500 ევანგელურ-აუგსბურგის ეკლესიის ლუთერანი,[9] 23,000 პოლონეთის პროტესტანტული ეკლესიის მიმდევრები, 10,000 ატვენტისტი და სხვა უფრო მცირე ევანგელური მიმდინარეობების წევრები[9] — იეჰოვას მოწმეები (126,827),[9] აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების მიმდევრები, მარიავიტები, ებრაელები, მუსლიმები (თათრები) და ნეოპაგანები (ზოგიერთი მათგანი არის პოლონეთს ადგილობრივი ეკლესიის წევრი).
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1773 წელს დაარსებული განათლების ეროვნული კომისია (Komisja Edukacji Narodowej) იყო მსოფლიოში პირველი განათლების სამინისტრო.[42][43] პოლონეთის საზოგადოების განათლება ერის მმართველების მიზანს წარმოადგენდა XII საუკუნის დასაწყისში. კრაკოვის კათედრალური კაპიტულის ბიბლიოთეკის კატალოგი დათარიღებულია 1110 წლით, რაც გვიჩვენებს, რომ XII საუკუნის დასაწყისში პოლონეთის აკადემიას წვდომა ჰქონდა ევროპისა და კლასიკურ ლიტერატურათან. კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტი დაარსდა 1464 წელს კაზიმირ III-ს მიერ; აღნიშნული უნივერსიტეტი არის მსოფლიოს მე-19 უძველესი უნივერსიტეტი.
2012 წლის მდგომარეობით, სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამამ, რომელიც კოორდინირებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემის შეაფასა, როგორც OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე ზემოთ მდგომი სისტემა.[44]
განათლება პოლონეთში ხუთი ან ექვსი წლის ასაკში (ასაკს ირჩევს მშობელი), ე. გ. „0“ კლასით (საბავშვო ბაღი) იწყება და შემდეგ, ექვსი ან შვიდი წლის ასაკში ბავშვი სწავლას დაწყებითი სკოლის (პოლონურად szkoła podstawowa) I კლასში აგრძელებს. სკოლებში ბავშვების დასჯა ოფიციალურად აკრძალულია 1783 წლიდან და 2010 წლიდან იგი ისჯება კანონით (სკოლებში, ასევე სახლში).
მეექსვე კლასის ბოლოს, როდესაც სტუდენტები უკვე 13 წლისები არიან, აბარებენ სავალდებულო გამოცდებს, რომლებიც საშუალო სკოლებში (gimnazjum — საშუალო სკოლა ან დაწყებითი-საშუალო სკოლა) მათ მიღებასა და გადასვლას განსაზღვრავს. აღნიშნულ სკოლაში ბავშვები სამი წელი, 7, 8 და 9 კლასი, სწავლობენ. მეცხრე კლასის დასასრულს, მოსწავლეები კიდევ აბარებენ სავალდებულო გამოცდებს, რომლებიც უკვე მათ ზედა-საშუალო სკოლებში ჩარიცხვას განსაზღვრავს. აღნიშნულ პერიოდში არსებობს რამდენიმე ალტერნატივა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია სამი წლის განმავლობაში ლიცეუმში ან ოთხი წლის განვალობაში ტექნიკუმში სწავლაა. ორივე მათგანი სრულდება (matura — ფრანგული ბაკალავრიატის მსგავსი), რომელსაც სურვილის შემთხვევაში მოყვება უმაღლესი განათლების რამდენიმე ფორმა, რასაც მივყავართ licencjat-სთან ან inżynier-სთან (პოლონური ბოლონიის პროცესის პირველი საფეხურის კვალიფიკაცია); შემდეგ მოდის მაგისტრატურა (მეორე დონის კვალიფიკაცია) და საბოლოოდ დოქტორანტურა (მესამე დონის კვალიფიკაცია).[45]
პოლონეთში არის უმაღლესი განათლების მისაღები 500 ინსტიტუტი.[46] მათ შორის არის: 18 სრულად აკრედიტებული ტრადიციული უნივერსიტეტი, 20 ტექნიკური უნივერსიტეტი, 9 დამოუკიდებელი სამედიცინო უნივერსიტეტი, 5 უნივერსიტეტი ეკონომიკის შესასწავლად, 9 სასოფლო-სამეურნეო აკადემია, 3 პედაგოგიური უნივერსიტეტი, სასულიერო აკადემია, 3 საზღვაო მომსახურების უნივერსიტეტი და 4 ეროვნული სამხედრო აკადემია.[47] ასევე, არსებობს მრავალი უმაღლესი სასწავლებელი,რომელთა მიზანი ხელოვნების სწავლებაა. მათ შორისაა 7 მუსიკალური აკადემია.[47]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რესურსები - ქვანახშირი, გოგირდი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, ვერცხლი, ტყვია, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 139 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 4.570 $.
- ექსპორტი - სპილენძი, ქვანახშირი, ავტომობილები, ფეხსაცმელი.
- ვალუტა - ზლოტი (PLZ).
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, ტევტონთა ორდენის ტაძარი მალბორკში, შუა საუკუნეების ქალაქები ტორუნი და ზამოსცი, კრაკოვის ისტორიული ცენტრი, ვარშავის ძველი ქალაქი, ბელოვიეჟის ეროვნული პარკი, ნოვა ჰუტას ინდუსტრიული კომპლექსი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფრენბურთი და ფეხბურთი.[48][49] ქვეყანაში აგრეთვე პოპულარულია სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: სირბილი, კალათბურთი, ხელბურთი, კრივი, MMA, ველორბოლა, „სკაი-ჯამფინგი“, „ქროსს-ქანთრი სკიინგი“, ყინულის ჰოკეი, ჩოგბურთი, ფარიკაობა, ცურვა და ძალოსნობა. აღსანიშნავია შემდეგი პოლონელი სპორტსმენები: ზბიგნევ ბონეკი, ირინა შევინსკა, აგნეშკა რადვანსკა, იუსტინა კოვალჩიკი, რობერტ ლევანდოვსკი, კამილ სტოქსი და ანიტა ვლოდარჩიკი.
პოლონეთის ფეხბურთI ოქროს ხანა იყო 1970-1990-იანი წლების პერიოდი, როცა პოლონეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას მსოფლიო თასზე ქვეყნის საუკეთესო შედეგი აჩვენა: 1874 და 1982 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებში მესამე ადგილი დაიკავა. ნაკრებმა ოქროს მედალი 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ხოლო ორი ვერცხლის მედალი 1976 და 1992 წლების ზაფხულის ოლიმპიადებში მოიგო. პოლონეთმა, უკრაინასთან ერთად, 2012 წლის უეფას საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.[50]
2019 წლის მდგომარეობით, პოლონეთის ეროვნული ფრენბურთელთა ნაკრები მესამე ადგილს იკავებდა მსოფლიოში.[51] ფრენბურთის ნაკრებმა 1976 წელს მონრეალში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ერთი ოქროს, ხოლო FIVB მსოფლიო ჩემპიონატებში (1974, 2014 და 2018) სამი ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.[52][53] მარიუშ პუდზიანოვსნკი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძალოსანი, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი კაცის ტიტული ყველა სხვა ძალოსანზე მეტჯერ აქვს მოგებული: 2008 წელს მან აღნიშნული ტიტული მეხუთედ მოიგო. პირველმა პოლონელმა ფორმულა ერთის მძღოლმა, რობერტ კუბიცამ, აღნიშნული სპორტის სახეობა ქვეყანაში პოპულარული გახადა. მან მოიგო 2008 წლის კანადის გრანდ პრიქსი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო რალის ჩემპიონატში და სრულ განაკვეთზე იასპარეზე 2019 წლის F1 სეზონში.
პოლონეთი წარმატებულია მოტოციკლით ავსტომაგისტრალზე რბოლაშიც; განსაკუთრებით წარმატებული პოლონელი მრბოლელი ტომანს გოლობია. პოლონეთის ექსტრალიგა პოლონეთის მასშტაბით, საშუალოდ, ერთ-ერთი ყველაზე დასწრებადი ლიგაა. პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა აღნიშნულ სპორტის სახეობაში Speedway World Team Cup ზედიზედ სამჯერ, 2009, 2010 და 2011, წლებში მოიგო. აღნიშნული შედეგი ჯერჯერობით არცერთ გუნდს გაუმეორებია.[54][55]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Materski, Wojciech; Szarota, Tomasz (2009) „Przedmowa“, Polska 1939–1945. Straty Osobowe i Ofiary Represji pod Dwiema Okupacjami (pl). Warsaw: IPN. ISBN 978-83-7629-067-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Poland.gov.en – Polish national portal დაარქივებული 2014-12-03 საიტზე Wayback Machine.
- "Poland" დაარქივებული 2019-08-18 საიტზე Wayback Machine. . The World Factbook. Central Intelligence Agency
- პოლონეთი საიტზე Curlie
- ვიკიმედია-ატლასი: პოლონეთი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- Geographic data related to Poland at OpenStreetMap
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Constitution of the Republic of Poland, Article 27.
- ↑ Central Statistical Office (Poland): Studenci szkół wyższych (łącznie z cudzoziemcami) na dzień 30 XI 2008. Number of students at Poland's institutions of higher education, as of 30 November 2008. Retrieved 13 June 2012. (პოლონური)
- ↑ GUS. Powierzchnia i ludność w przekroju terytorialnym w 2018 roku.
- ↑ demografia.stat.gov.pl/. Population. Size and structure and vital statistics in Poland by territorial divison. As of December 31, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2020. ციტირების თარიღი: აგვისტო 15, 2020.
- ↑ National Census 2011 http://stat.gov.pl/spisy-powszechne/nsp-2011/wyniki-spisu-nsp-2011 დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 World Economic Outlook Database, October 2019. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 30 October 2019
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income – EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 20 March 2020
- ↑ Human Development Report 2019 en (PDF). United Nations Development Programme (10 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 10 December 2019.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Concise Statistical Yearbook of Poland, 2008 (PDF). Central Statistical Office (Poland) (28 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-22. ციტირების თარიღი: 2010-05-02.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2010-05-02.
- ↑ NationMaster.com 2003–2007, Poland, Facts and figures
- ↑ Poland Fertility Rate 1950-2020.
- ↑ Poland: fertility rate 1800-2020.
- ↑ 15.0 15.1 https://www.indexmundi.com/poland/demographics_profile.html
- ↑ Poland Death Rate 1950-2020.
- ↑ file:///C:/Users/User/Downloads/Katowice.pdf
- ↑ (2015) Struktura narodowo-etniczna, językowa i wyznaniowa ludności Polski. Narodowy Spis Powszechny Ludności i Mieszkań 2011 (pl). Central Statistical Office. ISBN 978-83-7027-597-6.
- ↑ (2013) Ludność. Stan i struktura demograficzno-społeczna. Narodowy Spis Powszechny Ludności i Mieszkań 2011 (pl). Central Statistical Office. ISBN 978-83-7027-521-1.
- ↑ Santora, Marc (26 March 2019). „Poland Bashes Immigrants, but Quietly Takes Christian Ones“. The New York Times.
- ↑ Walker, Shaun (18 April 2019). „'A whole generation has gone': Ukrainians seek a better life in Poland“. The Guardian.
- ↑ „Filling Poland's labour gap“. Poland Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 24 March 2019.
- ↑ "Centers of Polish Immigration in the World – USA and Germany". Culture.polishsite.us. 15 March 2003. Archived from the original on 10 March 2011. Retrieved 12 April 2010.
- ↑ "What Local and Foreign Languages Lithuanian People Speak? | True Lithuania". www.truelithuania.com.
- ↑ What Local and Foreign Languages Lithuanian People Speak? | True Lithuania.
- ↑ Lazdiņa, Sanita; Marten, Heiko F.. Multilingualism in the Baltic States: Societal Discourses and Contact Phenomena. Springer (3 November 2018).
- ↑ Which Languages Are Spoken in Poland?.
- ↑ http://www.diskusija.lt/languages/languages-we-translate/polish-translation/#:~:text=Polish%20Language%20Facts&text=There%20are%20approximately%2040%20million,Lithuania%2C%20Belarus%2C%20and%20Ukraine.
- ↑ Act of 6 January 2005 on national and ethnic minorities and on the regional languages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2020.
- ↑ „Polen-Analysen. Die Kaschuben“ (PDF). Länder-Analysen (German). Polen NR. 95: 10–13. September 2011.
- ↑ Acta Cassubiana. Vol. XVII (map on p. 122) (2015). ციტირების თარიღი: 9 February 2018
- ↑ Kaschuben heute: Kultur-Sprache-Identität German (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 3 January 2016.
- ↑ According to Ethnologue the following Romani languages are spoken in Poland: Romani Vlax, Romani Carpathian, Romani Sinte, Baltic Romani. See: Ethnologue. Languages of the World, Ethnologue report for Poland დაარქივებული 4 January 2013 საიტზე Wayback Machine.
- ↑ TNS Polska: ponad połowa Polaków zna język angielski pl. onet.pl (17 June 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 10 February 2016.
- ↑ Jakie języki obce znają Polacy?.
- ↑ GUS. Infographic – Religiousness of Polish inhabitiants en. ციტირების თარიღი: 17 June 2019
- ↑ 37.0 37.1 Infographic - Religiousness of Polish inhabitiants.
- ↑ Ilu Polaków uczestniczy we Mszy św.? SPRAWDŹ statystyki ISKK.
- ↑ Dr Zbigniew Pasek, Jagiellonian University,"Wyznania religijne"(in Polish). Archived from the original on 28 November 2006. Retrieved 15 September 2007. Further reading: Ustawa o gwarancjach wolności sumienia i wyznania z dnia 17 V 1989 z najnowszymi nowelizacjami z 1997 roku.
- ↑ Michał Tymiński."Kościół Zielonoświątkowy"(in Polish). Archived from the original on 2 January 2005. Retrieved 14 September 2007.
- ↑ Konkordat. Sejm (28 July 1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 28 June 2014.
- ↑ Jan IJ. van der Meer (2002). Literary Activities and Attitudes in the Stanislavian Age in Poland (1764–1795): A Social System?. Rodopi, გვ. 233. ISBN 978-90-420-0933-2. ციტირების თარიღი: 26 April 2012.
- ↑ Norman Davies (2005). God's Playground: 1795 to the present. Columbia University Press, გვ. 167. ISBN 978-0-231-12819-3.
- ↑ PISA 2012 Results in Focus. OECD (3 December 2013). ციტირების თარიღი: 17 July 2018
- ↑ OECD (2009)."The impact of the 1999 education reform in Poland". Retrieved 17 September 2010.
- ↑ Central Statistical Office: Studenci szkół wyższych (łącznie z cudzoziemcami) na dzień 30 XI 2008. Number of students at Poland's institutions of higher education, as of 30 November 2008. Retrieved 13 June 2012. Archived at Archive.org on 28 October 2008. (in Polish)
- ↑ 47.0 47.1 Study in Poland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 27 March 2019.
- ↑ "FIFA World Cup Statistics-Poland" დაარქივებული 2015-03-17 საიტზე Wayback Machine. . FIFA. Retrieved 12 December 2010.
- ↑ "FIFA Statistics – Poland" დაარქივებული 2015-03-17 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 12 December 2010.
- ↑ . warsaw-life.com. "Poland hosts Euro 2012!". warsaw-life.com. Retrieved 12 December 2010.
- ↑ FIVB Senior World Ranking – Men. ციტირების თარიღი: 17 October 2019.
- ↑ FIVB Volleyball Men's World Championship Poland 2014. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Finals. ციტირების თარიღი: 13 October 2018.
- ↑ Torg. (17 July 2011) Poland – Speedway World Champions for the Third Time in a Row!.
- ↑ Final: Heat 25, DPŚ Gorzów 2011, 16 July 2011 (2:15 min). Polacy mistrzami! YouTube-ზე
|
|