შინაარსზე გადასვლა

მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაზრა (რუს. уезд) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული („უეზდი“) ძველ რუსეთში, რუსეთის სამეფოში, 1721 წლიდან — რუსეთის იმპერიაში,[1] 1918 წლიდან — რუსეთის ფედერაციაში, 1922 წლის დეკემბრიდან — საბჭოთა კავშირში. ჩამოყალიბდა რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის პროცესში. XVIII საუკუნის დასაწყისში შევიდა გუბერნიის შემადგენლობაში.

ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში მაზრები 1949–1950 წლამდე არსებობდა.

მაზრები საქართველოს ტერიტორიაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]