ვერნონ სმითი (ინგლ.Vernon Lomax Smith; დ. 1 იანვარი, 1927, უიჩიტო, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2002) „ლაბორატორიული ექსპერიმენტებისთვის, როგორც საშუალება ემპირიულ ეკონომიკურ ანალიზში, განსაკუთრებით — ალტერნატიული საბაზრო მექანიზმების ანალიზში.“ სწავლობდა კანზასის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდში. ექსპერიმენტული ეკონომიკური კვლევების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ეკონომიკური მეცნიერებების ასოციაციისა (1986—1987) და საზოგადოება „საზოგადოებრივი არჩევანის“ (1988–1990) პრეზიდენტი. ადამ სმითის პრემიის ლაურეატი (1995).