ბოდჰისატვა
იერსახე
ბოდჰისატვა — ბუდისტური რელიგიის (მაჰაიანას სისტემის) ტერმინი. სიტყვასიტყვით — „ის, ვისი არსებაც არის სრულყოფილი ცოდნა“, შინაარსით — „მომავალი ბუდა, ის, ვინც ბუდად უნდა იქცეს ამ ცხოვრებაში ან რომელსამე მომავალ განსხეულებაში“. ეს არის ადამიანი, მოძღვარი, რომელმაც მიაღწია შინაგან სრულყოფას, მაგრამ ბუდად ქცევამდე (ნირვანის დამკვიდრებამდე) თავდადებით ეხმარება კაცთა მოდგმას. ბუდას ცხოვრების ლეგენდის ინდოეთიდან დასავლეთით გავრცელებისას ტერმინმა მიიღო ფორმა „ბოდასაფ“ („ბუდასაფ“), რაც ლეგენდის ქართულ ვერსიაში („სიბრძნე ბალავარისა“) გადმოვიდა, როგორც „იოდასაფი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თვარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 442.