შინაარსზე გადასვლა

შერიფ მარდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
შერიფ მარდინი
თურქ. Şerif Mardin
დაბ. თარიღი 1927[1] [2]
დაბ. ადგილი სტამბოლი
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 2017(2017-09-06)[3]
გარდ. ადგილი სტამბოლი
დასაფლავებულია Kilyos Cemetery
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა სოციოლოგი
მუშაობის ადგილი ბოსფორის უნივერსიტეტი და ანკარის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სტენფორდის უნივერსიტეტი და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
მამა შემსეტინ მარდინი

შერიფ მარდინი (თურქ. Şerif Mardin; დ. 1927, სტამბოლი, თურქეთი — გ. 6 სექტემბერი, 2017) — თურქი სოციოლოგი, პოლიტოლოგი, აკადემიკოსი და მოაზროვნე. 2008 წლის გამოცემაში მას „თურქულ სოციოლოგიაში უხუცესად“ უწოდებდნენ.

ადრეული ცხოვრება და განათლება

მარდინი დაიბადა 1927 წელს სტამბოლში.[4] მამამისი, შემსეტინ მარდინი თურქი დიპლომატი იყო.[5] შემსეტინ მარდინი ისტორიულად ჩამოყალიბებული ოჯახის წარმომადგენელი[6] და არიფ მარდინისა და ბეთულ მარდინის ბიძა იყო.[7] შერიფ მარდინის დედა რეია მარდინი, აჰმეთ ჯევდეთის ქალიშვილი იყო, რომელიც ოსმალური გაზეთ İkdam-ის დამფუძნებელი იყო.

მარდინიმ, 1944 წელს აშშ-ში საშუალო განათლება დაასრულა.[8] 1948 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. შემდეგ, 1950 წელს, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.[9] 1958 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ასპირანტურა დაამთავრა. მისი სადოქტორო დისერტაცია 1962 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემაში გამოქვეყნდა, ნამუშევრის სახელი იყო „ახალგაზრდა ოსმალების აზროვნების გენეზისი“ [10][11].

აკადემიური კარიერა

მარდინის აკადემიური კარიერა 1954 წელს, ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიწყო, სადაც 1956 წლამდე დარჩა.[4] 1958 წლიდან 1961 წლამდე პრინსტონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მუშაობდა.[9] ერთი წელი (1960-1961) მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში. 1961 წელს დაბრუნდა თურქეთში და დაიწყო მუშაობა ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.[11] 1964 წელს გახდა ჯერ ასოცირებული პროფესორი და შემდეგ, 1969 წელს პროფესორი.[6] მისი აკადემიური კვლევა ანკარის უნივერსიტეტში, 1973 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ, 1973-1991 წლებში მუშაობდა ბოღაზიჩის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში. 1999 წელს შეუერთდა საბანაჩის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, სადაც დღემდე მუშაობს.[9]

გარდა ამისა, მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი), ოქსფორდის უნივერსიტეტი და სირაკუეს უნივერსიტეტი.

წიგნები

  • რელიგია და სოციალური ცვლილება თანამედროვე თურქეთში: ბედიოზამანის შემთხვევა, ალბანი, ნიუ-იორკი: ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომცემლობა, 1989[12]
  • ახალგაზრდა ოსმალელთა აზროვნების გენეზისი: თურქეთის პოლიტიკური იდეების მოდერნიზაციის შესწავლა, სირაკუზი, ნიუ-იორკი: სირაკუზის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ივლისი 2000
  • ლაიციზმი თურქეთში, სტამბოლი: კონრად ადენაუერის ფონდის გამომცემლობა, მარტი 2003
  • ცენტრი და პერიფერია ოსმალეთის იმპერიაში, ნიუ-იორკი: სირაკუზის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2005
  • ერის ბუნება გვიანდელ ოსმალეთის იმპერიაში, ლეიდენი: ISIM 2005
  • რელიგია, საზოგადოება და თანამედროვეობა თურქეთში, სირაკუზი, ნიუ-იორკი: სირაკუზის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ივლისი 2006

სქოლიო

  1. NUKAT — 2002.
  2. AlKindi
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 Şerif Mardin. Biographical Encyclopedia of the Modern Middle East and North Africa (1 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 October 2013.
  5. Beirut Embassy. Turkish Foreign Ministry. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
  6. 6.0 6.1 M. Salih Polat (2009). „Mardinizadeler’in Uzun Yürüyüşü (Mardinizade's long adventure)“. Chronicle (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
  7. Maadi's Ottomans. Egy. ციტირების თარიღი: 17 July 2013.
  8. Şerif Mardin Turkish. Iyibilgi (18 September 2007). ციტირების თარიღი: 28 July 2012.
  9. 9.0 9.1 9.2 Şerif Mardin. Sabancı University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
  10. „ახალგაზრდა ოსმალების აზროვნების გენეზისი“
  11. 11.0 11.1 CV-Şerif Mardin. Syracuse University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
  12. Mardin, Şerif (1989). Religion and social change in modern Turkey: The case of Bediüzzaman Said Nursi. Albany: State University of New York Press. ISBN 0887069975.