დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ტუნდრის გნოლი[1] (ლათ.Lagopus muta) — ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 34–39 სმ, მასა 250–600 გრამი, ფრთების შლილი 50–60 სმ, მამალი დედალზე დიდია. ზამთრის შეფერილობა თეთრია, შავი კუდის გამოკლებით; მამალს აგრეთვე აქვს შავი „ლაგამი“ თვალიდან ნისკარტისკენ და წითელი კანის „წარბები“. ზაფხულში ჭარბობს რუხი ტონები, თუმცა ფეხის ბრჭყალებამდე შებუმბლული ზრდასრულების მუცელი და ფრთები თეთრი რჩება. გავრცელებულია პოლარულ რეგიონებში. ბინადრობს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური ტუნდრის მშრალ ამაღლებულ მონაკვეთებზე და მთის ტუნდრაში. ზამთარში იცის ვერტიკალურად მომთაბარეობა და შედის მდინარეთა ხეობებში. უპირატესად იკვებება მცენარეულობით. ზამთარში საკვებს მოიპოვებს თოვლის გაქექვით (დიდთოვლიანი ზამთრები ტუნდრის გნოლისათვის დამღუპველია). ბუდობს ქვიან ადგილებში, მშრალ ბუჩქნარიან მონაკვეთებზე. ბუდე რაიმე საფარის ქვეშ გაკეთებული ორმოა. გაზაფხულზე მამალი ტიხტიხებს შემაღლებულ ადგილებზე, გამოსცემს რაკა-რუკის ხმებს, ასრულებს სპეციალურ ფრენებს. მამალი იცავს საბუდარ მონაკვეთს, ზოგჯერ წიწილებსაც უძღვება (ჩვეულებრივ 6–8 ცალი). სპორტული და სარეწაო ნადირობის ობიექტია.[2]
სქოლიო
↑ptarmigan — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.