რიანა
რიანა | |
---|---|
რიანა 2018 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობინ რიანა ფენტი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | რირი, კარიბელი დედოფალი, ბარბადოსელი ბალღი |
დაბ. თარიღი | 20 თებერვალი, 1988[1] |
დაბ. ადგილი | სენტ მაიკლი, ბარბადოსი |
ჟანრ(ებ)ი | R&B, პოპი, დენსჰოლი, რეგეი, ჰიპ-ჰოპი, საცეკვაო მუსიკა |
საქმიანობა | შემსრულებელი, მსახიობი, მოდების დიზაინერი ,კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 2005–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Def Jam, SRP[2][3] |
ხელმოწერა | |
საიტი | |
რიანა ვიკისაწყობში |
რიანა (ინგლ. Rihanna /riːˈɑːnə/), სრული სახელი რობინ რიანა ფენტი (დ. 20 თებერვალი, 1988) ცნობილი როგორც რიანა, — ბარბადოსელი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერი. მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers შეხვედრისას 2003 წელს, მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომ გაიგზავნა რამდენიმე ჩამწერ სტუდიაში, შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა „Def Jam Recordings“-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერი Jay-Z-თან. რიანას სადებიუტო ალბომი იყო „Music of the Sun“ (2005), რომელიც „ბილბორდი“-ს მონაცემებით ტოპ ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს „Pon de Replay“ ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო. მისი მეორე ალბომი იყო „A Girl Like Me“ (2006), რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა ამერიკის ჩარტებში თავისი სინგლით „SOS“. „Good Girl Gone Bad“ (2007) იყო მესამე ალბომი ჰიტებით: „Umbrella“, „Don't Stop the Music“, „Take a Bow“, და „Disturbia“. ეს ალბომი ნომინირებული იყო 9 ნომინაციაში, გაიმარჯვა საუკეთესო რეპთან შერწყმული სიმღესისათვის („Umbrella“). მისი მეოთხე ალბომი იყო „Rated R“ (2009), სინგლებით: „Russian Roulette“, „Hard“, და ნომერ პირველი ჰიტით „Rude Boy“. მეხუთე „Loud“ (2010), ნომერ პირველი ჰიტებით: „Only Girl (In the World)“, „What's My Name?“, და „S&M“. მისი მეექვსე ალბომი იყო „Talk That Talk“ (2011) ჰიტებით „Where Have You Been“ და მსოფლიოს ჩატების მპყრობელი ჰიტით „We Found Love“. რიანას მეშვიდე ალბომი „Unapologetic“ (2012) გახდა ნომერ პირველი ბილბორდის ჩატებში თავისი ნომერ პირველი ჰიტით „Diamonds“ და „Stay“. მისი მერვე ალბომი იყო ANTI, ჰიტით „Work“. სოლო სიმღერების გარდა ის მუშაობდა ემინემთან („Love the Way You Lie“) („The Monster“), შაკირასთან („Can't Remember to Forget You“), T.I-სთან („Live Your Life“), Jay-Z-თან და კანიე უესტთან („Run This Town“). რიანამ გაყიდა 41 ალბომი და 150 მილიონი სიმღერა საზღვარგარეთ. მისი ბევრი სიმღერა ყველა დროის ყველაზე მაღალ გაყიდვადია, მაგალითად: „Umbrella“, „Take a Bow“, „Disturbia“, „Only Girl (In the World)“, „S&M“, „We Found Love“, „Diamonds“ და „Stay“. გახდა ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფი სოლო შემსრულებელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: რვა გრემი, რვა American Music Awards, 23 Billboard Music Awards, და ორი BRIT Awards. American Music Awards 2013 წელს მან მიიღო პირველი Icon Award. 2 ივნისს, 2014 წელს მიიღო მთავარი მიღწევისთვის the Council of Fashion Designers of America (CFDA). რიანა ხშირად იცვლის სტილს.
ადრეული ცხოვრება
რობინ რიანა ფენტი დაიბადა 1988 წლის 20 თებერვალს, ბარბადოსში. მისი დედა მონიკა ბრეინუაითია, მამა რონალდ ფენტი. რიანას ჰყავს ორი ძმა რორი და რაჯადი ასევე ორი ნახევარდა და ნახევარძმა მამის მხრიდან. მომღერალი გაიზარდა ბრიჯტაუნში, ის ქუჩაში ტანსაცმელს ყიდდა მამასთან ერთად. რობინს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მისი მშობლები განქორწინდნენ მაშინ როცა ის 14 წლის იყო, ჰყავდა ლოთი და ნარკომანი მამა. მან სიმღერა დაიწყო შვიდი წლის ასაკში, იყო სკოლის მუსიკალურ გუნდში თავის ორ კლასელთან ერთად. ნაცვლად სწავლისა რიანას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გაჰყოლოდა მუსიკას და ცდილობდა გაეკვლია თავისი კარიერა.
დისკოგრაფია
- Music of the Sun (2005)
- A Girl like Me (2006)
- Good Girl Gone Bad (2007)
- Rated R (2009)
- Loud (2010)
- Talk That Talk (2011)
- Unapologetic (2012)
- Anti (2016)
ფილმოგრაფია
- Bring It On: All or Nothing (2006)
- Battleship (2012)
- Katy Perry: Part of Me (2012)
- This Is the End (2013)
- Annie (2014)
- Home (2015)
ტურები
- Rihanna: Live in Concert Tour (2006)
- Good Girl Gone Bad Tour (2007-2009)
- Last Girl on Earth Tour (2010-2011)
- Loud Tour (2011-2012)
- Diamonds World Tour (2013)
- The Monster Tour (with Eminem) (2014)
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რიანა
სქოლიო
- ↑ „Monitor“. Entertainment Weekly (1247). February 22, 2013. p. 32.
- ↑ http://srpmusicgroup.com/
- ↑ http://www.republicrecords.com/