შინაარსზე გადასვლა

ილია ზაქაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ილია ზაქაიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1924
დაბ. ადგილი დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2008
ჟანრ(ებ)ი ხალხური
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი

ილია ზაქაიძე (დ. 7 ივლისი, 1924, დუშეთი — გ. 2008) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980),[1] საქართველოს სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი.

ბიოგრაფია

ილია ზაქაიძე დაიბადა 1924 წლის 7 ივლისს ქალაქ დუშეთში. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ივანე (ვანო) ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1957 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა. მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს.

მის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ 1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997),[2] საპატიო სიგელებითა და სხვა ჯილდოებით.

2014 წელს დუშეთში ილია ზაქაიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტი გამართა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ერისიონმა“.[3]

ლიტერატურა

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. — თბ., 2007. — გვ. 104

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ილია ზაქაიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. საქართველოს რესპუბლიკა. Iverieli (17 ივლისი, 1997). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  3. ილია ზაქაიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო დუშეთში. old.1tv.ge (4 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]