შინაარსზე გადასვლა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
XXXIII ოლიმპიური თამაშები
მასპინძელი პარიზი, საფრანგეთი
დევიზი Venez Partager (შექმნილი გაზიარებისთვის)
სპორტსმენი 10 500 (სავარაუდოდ)
ღონისძიება 329 სპორტის 32 სახეობაში
გახსნა 26 ივლისი, 2024
დახურვა 11 აგვისტო, 2024
გამხსნელი
სტადიონი სტად დე ფრანსი
ზაფხულის
ზამთრის

2024 წლის ოლიმპიური თამაშები — ოფიციალურად ცნობილი როგორც ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე „Paris 24“, რომელიც გაიხსნა 2024 წლის 26 ივლისს. თამაშები გასტანს 15 დღეს. ოფიციალურად ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოცხადდება 11 აგვისტოს. რაც შეხება მასპინძელ ქვეყანას, ხმის მიცემით გაირკვა რომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს პარიზი, საფრანგეთი უმასპინძლებს. აქამდე პარიზმა ოლიმპიადას ორჯერ (1900, 1924) უმასპინძლა. პარიზი გახდება მეორე ქალაქი ლონდონის შემდეგ, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა.

ოლიმპიადაზე ჩავიდა 206 მონაწილე ქვეყანა. 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსეთის და ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას 2024 წლის თამაშებზე.

ლოგო

პარიზის ოლიმპიური თამაშების ლოგო წარმოადგენს ციფრების - 2-ისა და 4-ის ერთმანეთთან თანმკვეთ გამოსახულებას, რომლითაც ფორმირებულია სტილიზებული ეიფელის კოშკი მკვეთრ ფერებში (ლურჯი, შავი, წითელი, ყვითელი და მწვანე). 24 სიმბოლურად აღნიშნავს 2024 წელს და 1924 წელს - პარიზში ჩატარებული ბოლო ოლიმპიადის წელს.

თილისმა

2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა წარმოადგინა ოლიმპიური და 2022 წლის პარაოლიმპიური თამაშების თილისმა - ფრიგიული ჩაჩი სახელით „ფრიგი“. კომიტეტის თავმჯდომარის, ტონი ესტანჟის სიტყვებით: ფრიგიული ჩაჩი „საფრანგეთის რესპუბლიკის მკაფიო სიმბოლოა, ფრანგი ხალხისთვის კი ის თავისუფლებას ნიშნავს. ამიტომ ის მთელი მსოფლიოსთვის თილისმების სახება გახდება.“ თილისმა წარმოდგენილი იყო დევიზით: „მარტო ჩქარა მივდივართ, ერთად კი - შორს“.[1]

სლოგანი

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა წარმოადგინა სლოგანი: „თამაშები ღია ყველასთვის“ (ინგლ. Made For Sharing; ფრანგ. Ouvrons grand les jeux). დევიზი ითვალისწინებს სქესთა თანასწორობას (საერთო ადგილების კვოტა განისაზღვრა 10500 მონაწილით - 5250 ქალი და 5250 მამაკაცი სპორტცმენი) და ღიობას ახალი სპორტის სახეობებისთვის

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო