ალექსანდრე IV (პაპი)
იერსახე
ალექსანდრე IV (ლათ. Alexander PP. IV; ერისკაცობაში რაინალდო დე კონტი; დ. ? — გ. 25 მაისი, 1261) — რომის პაპი 1254–1261 წლებში.
1227 წლიდან კარდინალი. განაგრძობდა თავისი ნათესავი პაპების ინოკენტი III-ისა და გრიგოლ IX-ის თეოკრატიულ პოლიტიკას. მთელი ენერგია შეალია შტაუფენებთან ბრძოლას. წინ აღუდგა მათი გვარის წარმომადგენლის გერმანიის მეფედ არჩევას (1256) წელს, ებრძოდა ფრიდრიხ II-ის ძეს მანფრედს სიცილიის სამეფოში და მის სიძეს - ეცელინო-და-რომანოს ზემო იტალიაში. ალექსანდრე IV მისიონერებს - ფრანცისკელებსა და დომინიკელებს გზავნიდა აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, მ. შ. საქართველოში (1258).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ინოკენტი IV |
რომის პაპი 1254 — 1261 |
შემდეგი: ურბან IV |