შინაარსზე გადასვლა

მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:55, 18 სექტემბერი 2024-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (შემოწმების მიზნით 1 წიგნის დამატება (20240918)) #IABot (v2.0.9.5) (GreenC bot)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ტერმინს „მანჩესტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანჩესტერი (მრავალმნიშვნელოვანი).
მანჩესტერ სიტი
სრული სახელი Manchester City Football Club
მეტსახელი ქალაქელები, ცისფერები,
დაარსდა 1880; 144 წლის წინ (1880) სახელწოდებით St. Mark's (West Gorton)
1887; 137 წლის წინ (1887) სახელწოდებით Ardwick Association F.C.
16 აპრილი, 1894; 130 წლის წინ (1894-04-16) სახელწოდებით Manchester City F.C.[კომ. 1]
სტადიონი ეტიჰადი ,
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 53 400[1])
პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ხალდუნ ალ მუბარაქი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა
კაპიტანი ბელგიის დროშა კევინ დე ბრეინე
ლიგა პრემიერლიგა
2023-24 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

მანჩესტერ სიტი (ინგლ. Manchester City F.C.) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის პრემიერლიგაში. დაარსდა 1880 წელს.

თავდაპირველად დაფუძნდა „უესტ-გორტონ სენტ-მარკსის“ სახელწოდებით. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923–2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936–37 და 1967–68 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2–3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

2013–14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

კლუბის მთავარი მწვრთნელია ესპანელი პეპ გვარდიოლა.

განახლდა: 17 ნოემბერი, 2023

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
2 მცველი ინგლისი ინგლისი კაილ უოკერი
3 მცველი პორტუგალია პორტუგალია რუბენ დიაში
4 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი კალვინ ფილიპსი
5 მცველი ინგლისი ინგლისი ჯონ სტოუნზი
6 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ნათან აკე
8 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია მატეო კოვაჩიჩი
9 თავდამსხმელი ნორვეგია ნორვეგია ერლინგ ჰოლანი
10 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯეკ გრილიში
11 ნახევარმცველი ბელგია ბელგია ჟერემი დოკუ
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი როდრი
17 ნახევარმცველი ბელგია ბელგია კევინ დე ბრეინე
18 მეკარე გერმანია გერმანია სტეფან ორტეგა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ხულიან ალვარესი
20 ნახევარმცველი პორტუგალია პორტუგალია ბერნარდუ სილვა
21 მცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო გომესი
25 მცველი შვეიცარია  შვეიცარია მანუელ აკანჯი
27 ნახევარმცველი პორტუგალია პორტუგალია მათეუს ნუნესი
31 მეკარე ბრაზილია ბრაზილია ედერსონ მორაესი
32 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა მაქსიმო პერონე
33 მეკარე ინგლისი ინგლისი სკოტ კარსონი
47 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ფილ ფოდენი
52 ნახევარმცველი ნორვეგია ნორვეგია ოსკარ ბობი
82 მცველი ინგლისი ინგლისი რიკო ლუისი

ეროვნული ტურნირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (10): 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24
  • ვიცე-ჩემპიონი (6): 1903–04, 1920–21, 1976–77, 2012–13, 2014–15, 2019–20

ინგლისის ასოციაციის თასი

  • თასის მფლობელი (7): 1903–04, 1933–34, 1955–56, 1968–69, 2010–11, 2018–19, 2022–23
  • ფინალისტი (5): 1925–26, 1932–33, 1954–55, 1980–81, 2012–13

ინგლისის ლიგის თასი

  • თასის მფლობელი (8): 1969–70, 1975–76, 2013–14, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
  • ფინალისტი (1): 1973–74

ინგლისის სუპერთასი

  • თასის მფლობელი (6): 1937, 1968, 1972, 2012, 2018, 2019
  • ფინალისტი (8): 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014, 2021, 2022

საერთაშორისო ტურნირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
  • თასის მფლობელი (1): 2022–23
  • ფინალისტი (1): 2020–21

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

  • თასის მფლობელი (1): 1970
 
წელი გამარჯვებული
1985–86 ინგლისის დროშა კენი კლემენტსი
1986–87 შოტლანდიის დროშა ნეიმ მაკნაბი
1987–88 ინგლისის დროშა სტივ რედმონდი
1988–89 შოტლანდიის დროშა ნეიმ მაკნაბი
1989–90 შოტლანდიის დროშა კოლინ ჰენდრი
1990–91 ირლანდიის დროშა ნილ კუინი
1991–92 ინგლისის დროშა ტონი კოტონი
1992–93 ინგლისის დროშა გარი ფლიტკროფტი
1993–94 ინგლისის დროშა ტონი კოტონი
1994–95 გერმანიის დროშა უვე რესლერი
 
წელი გამარჯვებული
1995–96 საქართველოს დროშა გიორგი ქინქლაძე
1996–97 საქართველოს დროშა გიორგი ქინქლაძე
1997–98 ინგლისის დროშა მაიკლ ბრაუნი
1998–99 ნიდერლანდების დროშა ჯერარდ ვიკენსი
1999–2000 ბერმუდის კუნძულების დროშა შაუნ გოტერი
2000–01 ავსტრალიის დროშა დენი ტიატო
2001–02 ალჟირის დროშა ალი ბენარბია
2002–03 საფრანგეთის დროშა სილვენ დისტენი
2003–04 ინგლისის დროშა შოტ რაით-ფილიფსი
2004–05 ირლანდიის დროშა რიჩარდ დანი
 
წელი გამარჯვებული
2005–06 ირლანდიის დროშა რიჩარდ დანი
2006–07 ირლანდიის დროშა რიჩარდ დანი
2007–08 ირლანდიის დროშა რიჩარდ დანი
2008–09 ირლანდიის დროშა სტივენ აირლენდი
2009–10 არგენტინის დროშა კარლოს ტევესი
2010–11 ბელგიის დროშა ვენსან კომპანი
2011–12 არგენტინის დროშა სერხიო აგუერო
2012–13 არგენტინის დროშა პაბლო საბალეტა
2013–14 კოტ-დ’ივუარის დროშა იაია ტურე
2014–15 არგენტინის დროშა სერხიო აგუერო
 
წელი გამარჯვებული
2015–16 ბელგიის დროშა კევინ დე ბრეინე
2016–17 ესპანეთის დროშა დავიდ სილვა
2017–18 ბელგიის დროშა კევინ დე ბრეინე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1894 წლის 16 აპრილიდან ასპარეზობს „მანჩესტერ სიტის“ სახელით.
  1. Etihad Stadium // mancity.com