შინაარსზე გადასვლა

სიხშირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:04, 8 ივლისი 2024-ის ვერსია, Surprizi (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სიხშირე

ქანქარა, რომელიც 25 სრულ რხევას აკეთებს 60 წამში, 0.416 ჰც სიხშირით.
სიმბოლოს აღნიშვნა ,
SI სისტემა ჰერცი (ჰც)
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

სიხშირე (სიმბოლო: < ინგლ. frequency, ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს პერიოდულ პროცესს და ტოლია დროის ერთეულში შესრულებული სრულ ციკლთა რაოდენობისა. მის შებრუნებულ სიდიდეს რხევის პერიოდი ეწოდება.

განმარტება და ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიმე პერიოდული პროცესის (მაგალითად, ბრუნვა, რხევა და ტალღა) სიხშირე განიმარტება როგორც დროის ერთეულში შესრულებული ციკლების ოდენობა. ფიზიკის სხვადასხვა დარგებში სიხშირე აღინიშნება ლათინური ასოთი ან ბერძნული ასოთი .

სიხშირის ერთეული ერთეულთა საერთაშორისისო სი სისტემაში არის ჰერცი (ჰც, Hz).

მბრუნავი მექანიკური ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძრაობის დასახასიათებლად ტრადიციულად გამოიყენება აგრეთვე ერთეული ბრუნი წუთში. 60 ბრუნი წუთში 1 ჰერცის ექვივალენტურია.[1]

პერიოდი როგორც წესი აღინიშნება როგორც T, და არის დრო, რომელიც ერთი ციკლის შესრულებას სჭირდება. პერიოდი და სიხშირე დაკავშირებულია როგორც:

SI სისტემაში პერიოდის ერთეულია წამი.

  1. Davies, A. (1997). Handbook of Condition Monitoring: Techniques and Methodology. New York: Springer, გვ. 275. ISBN 9780412613203.