შინაარსზე გადასვლა

ქილიჩ-არსლან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:00, 28 ივნისი 2024-ის ვერსია, Arkaitz1974 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქილიჩ-არსლან II
عز الدین قلج ارسلان بن مسعود‎‎
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1156
მმართ. დასასრული: 1192
წინამორბედი: მასუდ I
მემკვიდრე: ქეი-ხოსროვ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1113
გარდ. თარიღი: 1192
სრული სახელი: İzzeddin Kılıç Arslan bin Mesud
მამა: მასუდ I
რელიგია: სუნიზმი

ქილიჩ-არსლან II, აგრეთვე ცნობილი როგორც იზ ად-დინ ქილიჩ-არსლან ბინ მასუდი (ოსმ. قلج أرسلان; თურქ. Kılıç Arslan; სპარს. عز الدین قلج ارسلان بن مسعود; დ. 1113 — გ. 1192) — მასუდ I-ის შვილი, რუმის სულთანი 1156-1192 წლებში, გარდაცვალებამდე.

1156 წელს, მასუდ I-ის გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი ქილიჩ-არსლან II გახდა.

1158-1161 წლებში ბიზანტილების მიერ განხორციელებული სამხედრო კამპანიები რუმის სასულთნოს წინააღმდეგ, 1162 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი სასაზღვრო ტერიტორია, მათ შორის სივასი, ფულადი გადასახადის სანაცვლოდ ბიზანტიის იმპერიის ძალაუფლებაში მოექცა. საზავო ხელშეკრულების მოქმედება 1175 წლამდე გაგრძელდა, რადგან სულთანმა ზავის პირობები სათანადოდ არ შეასრულა. ქილიჩ-არსლან II-ს სურდა, რომ ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, მაგრამ 1176 წელს, იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ მოღალატე მეზობლისთვის ჭკუა ესწავლებინა და შეკრიბა არმია იმისთვის, რომ დაეპყროთ სასულთნოს დედაქალაქი — კონია. მან გადაწყვიტა, რომ აეღო ესქიშეჰირი და სუვლეა, ხოლო შემდეგ კონიაში შეჭრილიყო. სამხედრო კამპანიის განმავლობაში, კომნენოსმა მრავალი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რის გამოც, 1176 წლის 17 სექტემბერს ქილიჩ-არსლანის არმიამ ბიზნატიელები დაამარცხა[1] .

1180 წელს, სულთანმა ისარგებლა მანუელ კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში დამყარებული არასტაბილური სიტუაციით და გადაწყვიტა, რომ დაეცვა ანატოლიის სამხრეთი ტერიტორია. ამის განსახორციელებლად, მან ვეზირი იხთიარ ად-დინი სალადინთან ალიანსის შესაქმნელად გაგზავნა.

1182 წელს, ქილიჩ-არსლან II-მ ქუთაჰია დაიპყრო. 1185 წელს, იგი ისააკ II ანგელოსთან მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდა.

სულთნის გადაწყვეტილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1186—1187 წლებში, ქილიჩ-არსლან II-მ გადაწყვიტა, რომ სასულთნო საკუთარი 9 ვაჟისთვის, ძმის შვილისთვის და ძმისთვის - შანქარ-შაჰისთვის გაენაწილებინა:

ქილიჩ-არსლან II გარდაიცვალა 1192 წელს[2]. დაკრძალულია ალაედინის მეჩეთში, კონია.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ხოსროვ I-მა თავის რუმის სულთნად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ეს იყო მამის სურვილი. მიუხედავად ამისა, მისი ძმები აქტიურად ჩაერთნენ არეულობაში.

  1. Rouben Paul Adalian, Historical Dictionary of Armenia, (Scarecrow Press, Inc., 2010), 514.
  2. The Turks in Iran and Anatolia before the Mongol Invasions, Claude Cahen, A History of the Crusades, Vol.2, Ed. Robert Lee Wolff and Harry W. Hazard, (The University of Wisconsin Press, 1969), 680-681.
წინამორბედი:
მასუდ I
რუმის სულთანი
1156–1192
შემდეგი:
ქეი-ხოსროვ I