შინაარსზე გადასვლა

თოვლის ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოვლის მიჯნა (ალპები)

თოვლის ხაზი, თოვლის მიჯნა — სიმაღლითი დონე, რომლის ზემოთ მყარი ატმოსფერული ნალექების დაგროვება ჭარბობს მათ მოდნობას ან აორთქლებას. განასხვავებენ კლიმატურ (ჭეშმარიტ) და სეზონურ (დროებით) თოვლის ხაზს.

ცივსა და ნოტიო მხარეებში თოვლის მიჯნა დაბლა ეშვება, ცხელსა და გვალვიანში კი მაღლა იწევს. მუდმივი თოვლნარის ქვედა საზღვარია ოროგრაფიული თოვლის ხაზი, რომელიც ზოგან ჭეშმარიტ თოვლის ხაზზე ბევრად დაბლაა.

მყინვარის ზედაპირზე მდებარე ჭეშმარიტ თოვლის ხაზს, ფირნის ხაზს უწოდებენ. თოვლის ხაზის სიმაღლე დამოკიდებულია ტემპერატურულ რეჟიმზე, მყარი ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია გეოგრაფიულ განედსა და ოროგრაფიულ პირობებზე (მათ შორის ექსპოზიციაზე).

ეკვატორულ განედებზე თოვლის ხაზის სიმაღლე 4600 მ, ტროპიკებში — 5000–6000 მ, ალპებში – 2200–3100 მ, კავკასიონზე – 3500–3700 მ შეადგენს. არქტიკაში იგი 500–200 მ-მდე ეშვება, ხოლო ანტარქტიდაზე ზღვის დონემდე.

ლიტერატურა

  • Тронов М, В., Вопросы горной гляциологии, М., 1954;
  • Тушинский Г. К., Ледники, снежники, лавины Советского Союза, М., 1963.