შინაარსზე გადასვლა

ინდი-როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:01, 3 დეკემბერი 2020-ის ვერსია, 93.177.162.207 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ინდი-როკიალტერნატიული როკის ჟანრი, რომელიც აღმოცენდა დიდ ბრიტანეთში 80-იან წლებში. ინდი როკი იყო ძალიან მრავალფეროვანი თავისი სუბჟანრებით, როგორებიცაა ინდი-პოპი, ჯენგლ-პოპი და ლოუ-ფაი. თავდაპირველად ტერმინს იყენებდნენ ხმისჩამწერი სტუდიების დასახასიათებლად, შემდგომ ტერმინი ასოცირებული იქნა იმ მუსიკასთან რომელსაც ისინი წარმოებდნენ და იქნა ურთიერთშენაცვლებით გამოყენებული ალტერნატიულ როკთან. როდესაც გრანჟისა და პანკ-როკის ბენდები აშშ-დან და ბრიტპოპის ბენდები დიდი ბრიტანეთიდან შეიჭრნენ ძირითად ნაკადში, ტერმინი იქნა გამოყენებული საიდენტიფიკაციოდ იმ აქტებისა რომლებიც ატარებდნენ ანდერგრაუნდულ პერსპექტივებს. 2000-იან წლებში ინდი როკის მრავალმა აქტმა ისარგებლა წარმატებით, შეცვლილი მუსიკალური ინდუსტრიისა და ინტერნეტ მოხმარების გაზრდის სამადლობელოდ.

80-იან წლებში ტერმინი „ინდით“ ახასიათებდნენ პოსტ-პანკურ სტუდიებს. 80-იან წლებში ინდი როკ სტუდიების სახარბიელო რაოდენოდა გაიხსნა. 90-იანი წლების დასაწყისში გრანჯი შეიჭრა ძირითად ნაკადში ანუ მეინსტრიმში, ამით ტერმინმა „ალტერნატიული“ დაკარგა თავისი საწყისი კულტურული მნიშვნელობა. ტერმინი „ინდი-როკი“ ასოცირებული იქნა იმ ბენდებთან, რომლებიც კვლავ ემხრობოდნენ საკუთარ დამოუკიდებელ სტატუსს. 90-იანი წლების ბოლოსკენ ინდი როკმა განავითარა სუბჟანრების მაღალი რაოდენობა. ეს ჟანრებია ინდი პოპი, ლოუ-ფაი, ნოიზ პოპი, ემო, სედკორი, პოსტ-როკი, სპეის როკი. 2000-იანი წლების შეცვლილმა მუსიკალურმა ტექნოლოგიან ინდი როკ ბენდების ახალი ტალღა წარმოშვა, რომლებმაც პოვეს წარმატება მეინსტრიმში.

კომერციული შეღწევა დირექტირებული იქნა ამ ოთხი ბენდის მიერ: The Strokes, The White Stripes, The Hives და The Vines. ემოც მეინსტრიმი გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. შემდგომ ახალ ათასწლეულს უკვე ინდიტრონიკა უძღვებოდა.

ტერმინი „ინდი-როკი“ წარმოიშვა სიტყვისგან „დამოუკიდებელი“. ტერმინი ახასიათებს მცირე და დაბალი ბიუჯეტის მქონე სტუდიებს და ასევე ბანდებს რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან მუსიკას. თუმცა სადისტრიბუციო ხელშეკრულებებს ხშირად სთავაზობენ დიდი საკორპორაციო კომპანიები. ინდი-როკის არტისტების გავლენები ძალიან მრავალფეროვანია. პანკი, ფსიქოდელია, პოსტ-პანკი და ქანთრი დიდ გავლენას ახდენენ ინდი როკის ბენდებზე. ტერმინები „ალტერნატიული როკი“ და „ინდი-როკი“ ურთიერთჩანაცვლებით იყო გამოყენებული 80-იან წლებში. მაგრამ 90-იანების დასაწყისში ბევრი როკ ბენდი მიყვა ნირვანას და გახდა ან ცდილობდა გამხდარიყო მეინსტრიმი. „ინდი-როკს“ ამის მერე ეძახდნენ იმ ბენდებს, რომლებიც არ ცდილობდნენ კომერციული წარმატების მიღწევას. ესთეტიკურად, ინდი როკი ხასიათდება პოპის ბალანსირებული გამოყენებით და ცოტა-ოდენი ხმაურით. ასევე მათი ლირიკა არის მგრძნობიარე და ნამდვილი. ინდი როკის არტისტები არ იყენებენ თავიანთ ლირიკაში ფუფუნების საგნებს, სიმღერებში ისინი გამოსახავენ უბრალო ბიჭს ან გოგოს.

ინდი როკის მიმართულებას გარს ერტყმის სხვადასხვა სტილის ფართო რიცხვი, დაწყებული ხისტი და უკომპრომისო გრანჟით, დამთავრებული ექსპერიმენტული ბენდებით როგორიცაა Pavement, ასევე პანკ-ფოლკის მომღერლებიც, მაგალიდათ ანი დიფრანკო. ბევრმა ქვეყანამ განავითარა საზღვრებს შიგნით თავიანთი ინდი, რომლის ბენდებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მხოლოდ ქვეყნის შიგნით.

ინდი როკი, 90-იანი წლების დასაწყისის მერე, იდენტიფიცირებულია როგორც „მაჩო“ კულტურის უარყოფითი რეაქცია. ეს კულტურა „ალტერნატიულ როკში“ ჩამოყალიბდა ნირვანას მასიური პოპულარობის შემდეგ. ინდი-როკი ცნობილია თავისი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით, რომლებიც გაცილებით უფრო მეტნი არიან ვიდრე ნებისმიერ სხვა როკ განხრაში. ეს ფემინისტები არიან, Bikini Kill, Bratmobile, 7 Year Bitch, Huggy Bear.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]