შინაარსზე გადასვლა

ვარდისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:53, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) (top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ვარდისებრნი
Crataegus oxyacantha
Crataegus oxyacantha
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
ლათინური სახელი
Rosaceae

ვარდისებრნი (ლათ. Rosaceae) — ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები და ბალახებია. აქვთ თანაფოთლებიანი და მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ყვავილედებად შეკრებილი ან მარტოული ორსქესიანი, აქტინომორფიული ყვავილები, 5-5 ჯამის ფოთოლი და გვირგვინის ფურცელი. უმრავლესობას ჯამქვეშაც აქვს. ვარდისებრნი იმტვერება მწერებით, ზოგიერთი კი — ქარით. ნაყოფი კრებადი ფოთლურა, კურკიანა, კენკრასებრი, თესლურა და სხვა. თესლი მეტწილად უენდოსპერმოა. აერთიანებს 115 გვარის 3200-მდე სახეობას.

საქართველოში ველურად 35 გვარის 232 სახეობა იზრდება. ოჯახი შეიცავს რამდენიმე ქვეოჯახს: გრაკლოვანნი (ლათ. Spiraeoideae), ვაშლოვანნი (ლათ. Maloideae ანუ Pyroideae, Pomoideae), ვარდოვანნი (ლათ. Rosoideae), ტყემლოვანნი (ლათ. Prunoideae). ზოგ მათგანს გამოყოფენ ცალკე ოჯახად (ლათ. Malaceae). ვარდისებრთა შორის ბევრია ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში, ალუბალი, ბალი და სხვა), კენკროვანი (ჟოლო, მარწყვი, ხენდრო, მაყვალი და სხვა) და დეკორატიული (ვარდი, კუნელი, გრაკლა, ჩიტაკომშა და სხვა) მცენარე.