შინაარსზე გადასვლა

ტერაქტი სომხეთის პარლამენტში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერაქტი სომხეთის პარლამენტში
Հոկտեմբերի 27

საფოსტო ბარათი, რომელზე ტერაქტის რვავე მსხვერპლია გამოსახული.
ინფორმაცია ტერაქტზე
მდებარეობა ეროვნული კრების შენობა, ერევანი, სომხეთი
თარიღი 27 ოქტომბერი, 1999
17:15 (UTC+4)
სამიზნე ვაზგენ სარქისიანი
(დამნაშავეებისა და ზოგიერთი თვითმხილველის მიხედვით)
იარაღები ავტომატი აკ-47 (АК-47)
მსხვერპლი
დაზიანება 30+[1][2]
თავდამსხმელები
მცველები

შენობის ოკუპაციის შემდეგ:

მოტივი პუტჩი (Coup d'état)
(სახელმწიფო გადატრიალება)


ტერაქტი სომხეთის პარლამენტში, სომხეთში ცნობილი, როგორც ოქტომბერი 27 (სომხ. Հոկտեմբերի 27 ჰოქტომბერი ქსანიოთ) — ტერორისტული თავდასხმა სომხეთის ეროვნული კრებაზე, დედაქალაქ ერევანში 1999 წლის 27 ოქტომბერს.[3][4] ხუთი შეიარაღებული კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთაც ნაირი ჰუნანიანი მეთაურობდა, ცეცხლი გაუხნეს ეროვნული კრების წევრებს, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანსა და პარლამენტის თავჯდომარე კარენ დემირჭიანი.

ტერაქტი პოსტ-საბჭოთა სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო მოვლენაა, რომელმაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია სომხეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე. იგი დღემდე რჩება უამრავი შეთქმულების თეორიის მიზეზად, რომელთა უმეტეს ნაწილშიც სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ტერაქტის ერთ-ერთ მონაწილედ ითვლება, რომლის შემდგომი მმართველობასაც ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან მას ავტორიტარულიად თვლიდნენ. სარქისიანი და დემირჭიანი, რომლებიც ტერაქტს ემსხვერპლნენ სომხეთის ეროვნული გმირის წოდებებით დააჯილდოვეს.[5]

ტერაქტი

1999 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:15 საათისთვის[6][7], ხუთი კაცისაგან შემდგარი ჯგუფი, ჟურნალისტისა და დაშნაკცუთიუნის ყოფილი წევრის ნაირი ჰუნანიანის მეთაურობით[8], ერევანში, ბაგრამიანის ქუჩაზე მდებარე სომხეთის ეროვნული კრების შენობაში შეიჭრა, რა დროსაც მთავრობის წევრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობდნენ, ჯგუფის წევრები კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით იყვნენ შეარაღებულნი და იარაღებს გრძელი ქურთუკების ქვეშ მალავდნენ[9][6]. შეჭრისთანავე ჯგუფის წევრებმა ცეცხლი გახსნეს, ცალმხრივ სროლას 8 ადამიანი შეეწირა[10], დაიჭრა 30 ადამიანზე მეტი.[1][2]

ჰუნანიანს თან ახლდა მისი ძმა კარენი, ბიძა ვრამ გალასტიანი და ორი სხვა (დერენიკ ეჯანიანი და ედუარდ გრიგორიანი)[11]. ჯგუფი აცხადებდა, რომ მათი მიზანი პუჩის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო[12][13]. ისინი საკუთარ აქტს „პატრიოტულ“ ქმედებად თვლიდნენ[6]. ისინი აცხადებდნენ, რომ „სურდათ მთავრობის დასჯა, იმის გამო რა ერს დამართეს,“ ხელისუფლების წევრებს სპეკულიანტებად და „ხალხის სისხლის მსმელებად“ მოიხსენიებდნენ[14]. ისინი აცხადებდნენ, რომ „ქვეყანა კატასტროფულ“ მდგომარეობაში იყო და „კორუმპირებული ჩინოვნიკები“ ქვეყნის დასახმარებლად არაფერს აკეთებდნენ[2][14]. ჯგუფის მთავარს სამიზნეს პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი წარმოადგენდა[8], დანარჩენი გარდაცვლილები კი მათი განცხადებით გაუთვალისწინებელი მსხვერპლი იყო[14]. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სარქისიანი მივიდა და უთხრა: „საკმარისია ჩვენი სისხლის სმა“, სარქისიანმა კი მშვიდად უპასუხა: „ყველაფერი თქვენი და ჩვენი ბავსვების მომავლისთვის გაკეთდა“[14]. ვაზგენ სარქისიანს რამდენჯერმე დაარტყეს[15]. ანა ისრაელიანმა და თვითმხილველ ჟურნალისტმა განაცხადეს, რომ „პირველი გასროლა დაახლოებით ერთიდან ორ მეტრამდე მანძილიდან ვაზგენ სარქისიანის მიმართულებით განხორციელდა“, მისი სიტყვებით „შეუზლებელი იყო, რომ სარქისიანი ცოცხალი გადარჩენილიყო“"[7]. გაგიკ სარატიკიანი, ოპერატორი, იყო პირველი პიროვნება გარეთ მყოფთა შორის, რომელსაც შიგნით შესვლის უფლება მიეცა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც შენობას ჯერ კიდევ ტერორისტები აკონტროლებდნენ. სარატიკიანმა ვაზგენ სარქისიანისა და კარენ დემირჭიანის გარდაცვლილი ცხედრები გადაიღო[14]. პარლამენტის შენობიდან სარქისიანის ცხედრის გამოსვენება, მხოლოდ 27 ოქტომბრის საღამოს გახდა შესაძლებელი[1].

თავდასხმიდან მცირე დროის შემდეგ ერევანში ასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე და ორი ჯავშანტრანსპორტიორი იქნა მობილიზებული[6], ისინი ბაგრამიანის ქუჩაზე განლაგდნენ და ეროვნული კრების შენობა ალყაში მოაქციეს[14]. ოპერაციაში ასევე მონაწილეობას ღებულობდა რუსული ანტიტერორისტული რაზმი[9]. პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პირადად ხელმძღვანელობდა პარლამენტის შენობის გარშემო განლაგებულ ძალებს[16]. ამ დროისთვის კი შენობაში ტერორისტებს დაახლოებით 50 მძევალი ჰყავდათ[6], ისინი ველტმფრენს და პოლიტიკური მიმართვის გასაკეთებლად პირდაპირ საეთერო დროს ითხოვდნენ.[1][7][13]

პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ტელევიზორში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა. მისმა წარმომადგენელმა ვაჰე გაბრიელიანმა სწრაფად დაახასიათა „ინდივიდუალური ტერიტორისტები“ და განაცხადა, რომ „ტერორისტთა ჯგუფი წარმოადგენდა პატარა დაჯგუფებას და ისინი მხოლოდ პარლამენტის შენობაში იყვნენ“[15]. პრეზიდენტ ქოჩარიანთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა მძევლები გაანთავისუფლეს და 28 ოქტომბერს 17–18 საათიანი დაპირისპირების შემდეგ[13], სამართალდამცავებს ჩაბარდნენ[17][18]. ქოჩარიანმა ტერორისტებს პირადი უსაფრთხოებისა და თავისუფალი სასამართლოს ჩატარების გარანტია მისცა.[6][19] ამავდროულად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უსაფრთხოების მიზნით ერევანში გზები ჩაკეტეს[20].

1999 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[21] 30 ოქტომბრიდან დაიწყო ტერორისტული აქტის დროს დარუპულთა დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდა. დაღუპულთა ცხედრები, მათ შორის ვაზგენ სარქისიანის ცხედარიც ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრში დაასვენეს[22][23]. ცერემონიალს 30-მე ქვეყნის მაღალჩინოსნები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაესწრნენ. დარუპულთა მოსახსეიბელი ლოცვა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ და კილიკიის სომეხმა კათოლიკოსმა ადამ I-მა აღავლინეს[24].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 „Attack in Armenia“. PBS. 27 October 1999. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 Mulvey, Stephen (28 October 1999). „Killers lacked coherent goals“. BBC News. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  3. Coalson, Robert; Tamrazian, Harry (27 October 2009). „Ten Years Later, Deadly Shooting In Armenian Parliament Still Echoes“. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: 3 July 2014. ციტატა: „The brazen act of political terrorism ...“
  4. Ovanisyan, Lilit (27 October 2011). „Armenian MPs commemorate victims of 1999 terror act committed at National Assembly“. Caucasian Knot. ციტირების თარიღი: 3 July 2014.
  5. National Hero of Armenia. The Office to the President of the Republic of Armenia. ციტირების თარიღი: 19 October 2013.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Wines, Michael (28 October 1999). „Prime Minister and Others Slain in Armenian Siege“. New York Times. ციტირების თარიღი: 12 April 2013.
  7. 7.0 7.1 7.2 Dixon, Robyn (28 October 1999). „Gunmen Kill Premier in Armenian Attack“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  8. 8.0 8.1 „Key Armenian leaders assassinated“. The Jamestown Foundation. 28 October 1999. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  9. 9.0 9.1 Wines, Michael (29 October 1999). „3 Charged in Armenia Parliament Seizure“. New York Times. ციტირების თარიღი: 12 April 2013.
  10. „Armenian commemorating victims of act of terrorism October 27, 1999“. PanARMENIAN.Net. 27 October 2003. ციტირების თარიღი: 17 October 2014.
  11. „Vazgen Sargsyan Karen Demirchian Killed in Gunmen Raid on Parliament“. Asbarez. 27 October 1999. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  12. Jeffery, Simon (27 October 1999). „Armenian prime minister killed in 'coup bid'. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  13. 13.0 13.1 13.2 „Hostage stand-off in Armenian parliament“. BBC News. 27 October 1999. ციტირების თარიღი: 31 March 2013.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Demourian, Avet (27 October 1999). „Gunmen Take Over Armenian Parliament; Premier Killed“. The Associated Press. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  15. 15.0 15.1 „Armenia's prime minister killed in parliament shooting“. CNN. 27 October 1999. ციტირების თარიღი: 31 March 2013.
  16. Magdashian, Petya (27 October 1999). „Terror in parliament“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  17. Wines, Michael (31 October 1999). „Assassination in Armenia“. New York Times. ციტირების თარიღი: 12 April 2013.
  18. Karatnycky, Adrian (2001). Freedom in the World: The Annual Survey of Political Rights and Civil Liberties, 2000–2001. Transaction Publishers, გვ. 59–60. ISBN 978-1-4128-5008-7. 
  19. „Armenia gunmen charged“. BBC News. 1 November 1999. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  20. „Armenia in Crisis“. The Estimate. 5 November 1999. ციტირების თარიღი: 12 June 2013.
  21. „Gunmen Free Hostages Surrender; Three Day Mourning Period Announced by President“. Asbarez. 28 October 1999. ციტირების თარიღი: 12 June 2013.
  22. „In pictures: Armenia's grief“. BBC News. 30 October 1999.
  23. „Sargsyan Demirchian Others Laid to Rest; President Calls Emergency Parliament Session“. Asbarez. 1 November 1999. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  24. Manoogian Simone, Louise (1 November 1999). „Tragedy in Armenia“. AGBU News Magazine. ციტირების თარიღი: 26 May 2013.