შინაარსზე გადასვლა

თბილისის 39-ე საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსიპ - ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლა
დირექტორი: მანანა დავითაია
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 1432[1]
მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, 1-ლი მ/რ
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: [email protected]

39-ე საჯარო სკოლა (სრული სახელი — სსიპ - ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლა) — ქალაქ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა შედგება ორი შენობისგან. აქვს საკუთარი სტადიონი ხელოვნური საფარით, სპორტული დარბაზი, მოქმედი ბუფეტი და ბიბლიოთეკა, ასევე საკონცერტო დარბაზი. სკოლაში მოქმედებს ფეხბურთის, ცეკვისა და ჭადრაკის წრეები. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო დახმარებით. სკოლას ემსახურება მანდატურთა სამსახური. სკოლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო სასკოლო ოლიმპიადებში. კლასები არ არის დაკომპლექტებული მოსწავლეთა სიძლიერისა და შესაძლებლობების მიხედვით. 2006 წელს სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია.[2] სკოლის ამჟამინდელი დირექტორია მანანა დავითაია.

სქოლიო