სიდნეი — ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქი. დაარსდა 1788 წელს და ატარებს ბრიტანეთის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორდ სიდნეის სახელს. ქალაქი არის ახალი სამხრეთი უელსის შტატის დედაქალაქი. იგი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო, საფინანსო და ეკონომიკური ცენტრია. აქ განლაგებულია 90-ზე მეტი ბანკი და 400-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის ადგილობრივი ფილიალი. 1938 წელს ქალაქი მასპინძლობდა ბრიტანეთის იმპერიის სპორტულ თამაშებს, 2002 წელს — ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ხოლო 2002 წელს — მსოფლიოს ჩემპიონატს რაგბიში.
ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის მონაცემებით 4 39 მლნ ადამიანია.