კორსიკის სპეციალური სტატუსი იმით განისაზღვრება, რომ მუშაობს 61 წევრიანი რეგიონული პარლამენტი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული კრების კანონშემოქმედებით საქმიანობას აკვირდება. კორსიკა საფრანგეთს ეკუთვნის 1768 წლიდან, მანამდე გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის განთავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs (შავფეხიანები) ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ. ამან კორსიკელ ნაციონალისტებს მისცა საბაბი თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ.
ცნობილი კორსიკელები იყვნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც საფრანგეთის იმპერატორი გახდა ნაპოლეონ I-ის სახელით (1801 - 1815), აგრეთვე მომღერალი ტინო როსი (1907 - 1983).