4 ივნისი
იერსახე
თარგი:კალივნისი 4 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 155-ე დღე (ნაკიან წლებში – 156-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 210 დღე.
დღის მოვლენები
- ძვ. წ. 780 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელება დაფიქსირდა ჩინეთში.
- 1039 : ჰენრი III საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
- 1098 : თურქმა სელჩუკებმა ჯვაროსნების მიერ ახლად აღებულ ანტიოქიას ალყა შემოარტყეს.
- 1615 : სიოგუნი ტოკუგავა ოსაკას ციხეს იღებს.
- 1783 : ძმები მონგოლფიეეები საჰაერო ბურთის დემონსტრაციას ახდენენ.
- 1794 : ბრიტანეთის ძალებმა პორტ-ო-პრენსი აიღეს ჰაიტიზე.
- 1878 : კვიპროსის შეთანხმება: ოსმალეთმა კვიპროსი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
- 1912 : მასაჩუსეტსი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდა.
- 1917 : პულიცერის პირველი პრემიები გაიცა: ლორა რიჩარდსი, მოდ ელიოტი და ფლორენსე ჰოლი გახდნენ პირველი ლაურეატები ბიოგრაფიისთვის, ჟენ ჟულს ჟუსერანი - ისტორიისთვის, ჰერბერტ სვუპი - ჟურნალიზმისთვის.
- 1919 : ქალთა უფლებები: აშშ-ის კონგრესმა მიიღო მე-19 ჩასწორება აშშ-ის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
- 1928 : იაპონელმა აგენტებმა ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟან ჟულინი მოკლეს.
- 1936 : ლეონ ბლუმი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
- 1943 : ხუნტამ არგენტინაში რამონ კასტიოს მთავრობა ჩამოაგდო.
- 1944 : მმო - მოკავშირეებმა რომი აიღეს.
- 1970 : ტონგამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.
- 1989 : ჩინეთის მთავრობამ პეკინში ტიანანმენის მოედანზე გამოსული მომიტინგეები დაარბია ტანკებითა და ჯარისკაცებით.
- 1989 : ომის შემდეგ პოლონეთში ჩატარებულ პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში სოლიდარობის პარტიის გამარჯვებამ ანტი-კომუნისტური რევოლუციების ტალღა ააგორა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
- 2010 : იუკიო ჰატოიამას გადადგომის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი დემოკრატი ნაოტო კანი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
- ძ.წ. 470 : სოკრატე - ბერძენი ფილოსოფოსი (გ. 399)
- 1738 : ჯორჯ III – დიდი ბრიტანეთის მეფე (გ.1820)
- 1895 : ჟღენტი, ანა – ქართველი თერაპევტი (გ.1976)
- 1975 : ჯოლი, ანჯელინა – ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1941 : ვილჰელმ II - გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი (დ.1859)
- 1942 : ჰაიდრიხი, რაინჰარდ - გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (დ.1904)
- 1983 : ფირცხალავა, გიორგი - ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი
- 2001 : დიპენდრა მეფე - ნეპალის მეფე (დ.1971)
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები