შინაარსზე გადასვლა

კრაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვარშავა
Warszawa

მთავარი ბაზარი სუკიენიცათი. ასევე: ვაველი, ბარბაკანი, წმ. მარიამის ეკლესია, წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია და მაიუსის კოლეგია
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სავოევოდო მცირე პოლონური სავოევოდო
კოორდინატები 50°03′41″ ჩ. გ. 19°56′18″ ა. გ. / 50.06139° ჩ. გ. 19.93833° ა. გ. / 50.06139; 19.93833
ქალაქის მერი Aleksander Miszalski
დაარსდა უცნობი
პირველი ხსენება 965
ამჟამინდელი სტატუსი 1257
ფართობი 326,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 219
ოფიციალური ენა პოლონური ენა
მოსახლეობა 754,854 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2,308.4 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1.25 მილიონი
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +48 12
საფოსტო ინდექსი 30-024, 31-962
საავტომობილო კოდი KR
ოფიციალური საიტი krakow.pl
კრაკოვი — პოლონეთი
კრაკოვი

კრაკოვი (პოლ. Kraków), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ. Królewskie Stołeczne Miasto Kraków) ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნელი[1]. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო მე-14 საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.

ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კრაკოვის როგორც დასახლების მოხსენიება ხდება 965 წლიდან, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1257 წელს. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის დროს აქ გაიხსნა რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი, კრაკოვი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კულტურულ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრბაში. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით რთული იყო გერმანელების მმართველობის პროცესი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამ ტერიტორიიდან მრავალი ებრაელი გადაიყვანეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ოსვენციმში.

2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 754,854 კაცს.

ისტორია

ადრეული ისტორია

კრაკოვისთვის პრეისტორია იწყება ქვის ხანის დროიდან, ამის დამამტკიცებელია ქალაქის სიახლოვეს არსებულ ვაველის ბორცვზე აღმოჩენილი, ნასახლარები.[2] ლეგენდების თანახმად ქალაქი აგებულია მითიური კრაკის მიერ.[3] პირველი წერილობით ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ქალაქის არსებობა დასტურდება თარიღდება 965 წლით. ამ ტერიტორიას ბოჰემის საჰერცოგო განაგებდა.[4]

მეათე საუკუნის ბოლოს, ქალაქი ხდება მთელს ამ რეგიონში წამყვანი სავაჭრო ცენტრი. კრაკოვს უკვე განაგებენ პიასტების დინასტიის წარმომადგენლები. ამავე პერიოდიდან იწყება აღმშენებლობის მნიშვნელოვანი პროცესი, აქ აიგო აგურით ნაგები ვაველის ციხესიმაგრე, რომანულ არქიტექტურულ სტილში აშენებული წმინდა ადალბერტის ტაძარის კათედრალი და ბაზილიკა.[5] ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა 1241 წელს პოლონეთში მონღოლების შეჭრამ, ამას დაემატა 1259 და 1287 წლებში მათი ხელმეორედ შეჭრა.[6] ეს დასახლება მოგვიანებით ხელახლა აღდგა. 1257 წელს ბოლესვალ V-მ გამოსცა დადგენილება, რომელიც უშუალოდ კრაკოვს ეხებოდა, სწორედ ამ წელს კრაკოვს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ძველი სამეფო ციხესიმაგრე ვაველი, შეერთებული იქნა ახალ ქალაქთან, რომელიც აგებული იქნა მის ჩრდილოეთით, აქვე იყო ბაზრის მოედანიც.[7] XIV საუკუნემდე ქალაქის მოსახლეობაში უმრავლესობას შეადგენდა გერმანელები, უკვე მოგვიანებით ამ დასახლებამ განიცადა პოლონიზაცია.[8] შემდგომ წლებში ქალაქის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამასთანავე მეტად გაიზარდა მისი მნიშვნელობაც. 1364 წელს კაზიმირ III-ის უშუალო ინიციატივის შედეგად აქ გაიხსნა კრაკოვის უნივერსიტეტი,[9] მეორე უძველესი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იყო კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. ქალაქის გაზრდა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა იაგელონების დინასტიის დროს. კრაკოვი იქცა პოლონეთის სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად და ის შევიდა ჰანზაში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქალაქში ოქროს ხანა.[10]

ოქროს ხანა

ქალაქი კრაკოვი, ნიურნბერგის ქრონიკა (1493)

XV - XVI საუკუნეები კრაკოვისთვის არის ოქროს ხანის პერიოდი.[11] ამ დროს პოლონეთში არის რენესანსი,[12][13] ქალაქის ებრაულ კვარტალში აიგო რამდენიმე სინაგოგა, მათგან აღსანიშნავია ძველი სინაგოგა.[14] პოლონეთის მეფის კაზიმირ IV-ის მმართველობის ხანაში, ქალაქში მრავალი ხელოვანი დასახლდა, ისინი სწორედ აქ მოღვაწეობდნენ მათი კვალი ქალაქზე აისახა. მათგან აღსანიშნავია იოჰან ჰალერი, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ბეჭდვითი პრესა[15] პოლონეთის ტერიტორიაზე შექმნილი პირველი ბეჭდვითი ნამუშევარი 1473 წლით თარიღდება და ის სწორედ კრაკოვში გამოიცა.[16][17]

1520 წელს იოჰან ბეჰემმა გააკეთა უდიდესი საეკლესიო ზარი, რომელსაც პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის პატივსაცემად სიგიზმუნდის ზარი ეწოდა.[18] ამავე პერიოდში ჰანს დიურერის უმცროსი ძმა ალბრეხტ დიურერი იყო სამეფო სასახლის კარის მხატვარიც.[19] 1572 წელს მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი გარდაიცვალა, მას ძე არ დარჩენია. პოლონელი დიდებულების გადაწყვეტილებით ქვეყნის მეფე გახდა ფრანგი ანრი III ვალუა. ამ პერიოდიდან კრაკოვის მნიშვნელობამ და მისმა ფუნქციებმა დაკნინება დაიწყო, პოლონეთში განხორციელდა შვედების შეჭრა. 1596 წელს სიგიზმუნდა III ვაზამ სამეფო ტახტი გადაიტანა ვარშავაში. [20]

XVIII საუკუნე და XX-ის დასაწყისი

ხედი ძველ ქალაქზე ვაველიდან

დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, მისმა მეზობრლებმა ორჯერ გაინაწილეს. პოლონეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შევიდა: რუსეთის იმპერიის, ჰაბსბურგების სახელმწიფოსა და პრუსიის სამეფოს შემადგენლობაში.[21] 1794 წელს ტადეუშ კოსტიუშკოს ინიციატევით კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე დაიწყო აჯანყება, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ქალაქი რუსების მმართველობის ქვეშ დარჩა. პოლონეთის შემდგომი დაყოფის შემდეგ კრაკოვი მოექცა ავსტრიის შემადგენლობაში. 1807 წელს დადებული ტალზიტიის ზავით, შეიქმნა ახალი სახელმწიფო ვარშავის საჰერცოგო, რომელშიც კრაკოვიც გაერთიანდა. ეს სახელმწიფო საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის უშუალო ინიციატივით იყო შექმნილი.[22] ნაპოლონის დამარცხების შემდეგ, 1815 წელს გამართულმა ვენის კონგრესმა, ეს სახელმწიფო დაშლილად გამოაცხადა და აღდგენილი იქნა ომამდე არსებული მდგომარეობა, თუმცა კრაკოვისთვის სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა, ამ დასახლებას მიენიჭა თავისუფალი ქალაქის სტატუსი.[23] კრაკოვმა ამ სტატუსის ქვეშ 1846 წლამდე იარსება. შემდგომ კი შეიქმნა კრაკოვის დიდი საჰერცოგო.[24]

1866 წელს ავსტრიამ გალიციას მიანიჭა ავსტონომიურობა. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო ომი ავსტრიასა და პრუსიას შორის,[25] ამ პერიოდიდან კრაკოვის როლი პოლენეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება და ის ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდა[26]სწორედ აქ ცხოვრობდა გამოჩენილი პოლონელების დიდი ნაწილი, მათგან აღსანიშნავია მხატვარი იან მეტეიკო (მეტეიკო სწორედ კრაკოვში გარდაიცვალა 1893 წელს).[27] 1901 წელს ქალაქში გაიყვანეს ტრამვაი[28] 1909 და 1915 წლების შუალედში მოხდა დასახლების ტერიტორიის მნიშვნელოვნად გაფართოება.

1914 წელს დაწყებული პირველი მსოფლიო ომი აისახა კრაკოვზეც. ამავე წელს რუსების მერ ქალაქზე განხორციელეს ალყა, თუმცა ამან წარმატება ვერ მოუტა რუსულ მხარეს. ავსტრიელთა მმართველობა დასრულდა 1918 წელს.

1918 წლიდან დღემდე

კრაკოვი დღეს

პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდში კრაკოვი იქცა მთელ ქვეყანაში განათლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს დასახლებადა, ამ პერიოდში აქ გაიხსნა რამდენიმე უნივერსიტეტი. კრაკოვში ცხოვრობდა პოლონელი ებრაელების დიდი ნაწილი.

ტემპელის სინაგოგას ფასადი აგებულია ნეომავრიტანული სტილში

1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა პოლონეთში შეჭრა, მათ მალევე მოახერხეს ქალაქის დაკავება. კრაკოვი გახდა გერმანელების მიერ შექმნილი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის სათავეშიც იდგა ჰანს ფრანკი. გერმანელებმა ქალაქის ინტელიგენცია დააპატიმრა და ისინი გააგზავნეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ზაკზენჰაუზენის და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში, მათი გარკვეული ნაწილი გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს ტყვეობიდან.[29][30] უმძიმეს მდოგომარეობაში აღმოჩნდა აქ მცხოვრები ებრაელები, ისინი თავდაპირველად კრაკოვის გეტოში განაწესეს, ხოლო შემდგომ გადაიყვანეს პლაშუვის და ოსვენციმი ბანაკებში.[31]

ეს დასახლება შედარებით ნაკლებად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.[32] ომის დასრულების შემდგომ კრაკოვში, ისევე როგორც სრულიად პოლონეთში დამყარდა სოციალისტური წყობილება. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, კრაკოვისთვის ახლად შეერთებულ რაიონ ნოვა ფუტაში დაიწყო ქვეყნის უმსხვილესი ფოლადის ქარხნის მშენებლობის პროცესი.[33]

1978 წელს იუნესკომ ეს დასახლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ამავე წელს პოლონელი კაროლ იოზეფ ვოიტილა გახდა რომის პაპი იოანე-პავლე II, ეს ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რადგან 455 წლის განმავლობაში არაიტალიელი რომის პაპი არ გამხდარა .

გეოგრაფია და ადმინისტრაციული დაყოფა

ვაველი ციხესიმაგრე და მდინარე ვისლა

კრაკოვი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში და ის გაშენებულია აქ გამავალი მდინარე ვისლის ორივე სანაპირო ზოლში. მდინარე ვისლის სამხრეთით არის კარპატის მთათა სისტემა, თუმცა ამ მიდამოებში მთები მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთით არის ტატრის ქედი. ქალაქიდან სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობს პოლონეთ-ჩეხეთის და პოლონეთ-სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვარი. ხოლო დასავლეთით 230 კილომეტრში პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. ქალაქის სიახლოვეს არის ხუთი ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 48.6 ჰექტარს. ამ ყველაფრის გამო აქ ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია.

ქალაქი ხასიათდება ზომიერი კლიმატით. ზაფხულობით აქ საშუალო ტემპერატურა 18 °C შეადგენს, ხოლო ზამთრის საშუალო ტემპერატურა −2.1 °C (28 °F) - 0 °C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 8.9 ° C. ზაფხულობით ხშირად ტემპერატურა 25 ° C აღემატება, ხოლო ზოგჯერ 30 ° C. ზამთარში ტემპერატურა მცირდება -5 ° C-მდე. ქალაქში არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ტარტის ქედი, ამის გამო კრაკოვში ხშირად არის ქარიანი ამინდი.

კრაკოვი იყოფა 18 ადმინისტრაციულ ოლქად. თითოეული მათგანი თავისი სტატუსით ჰგავს, პატარა ქალაქს. თვრამეტივე ოლქში არის სპეციალური თვითმართველობა.[34] 1991 წლის მარტამდე ქალაქი დაყოფილი იყო ოთხ თითქმის თანაბარ ნაწილად.

ტრანსპორტი

რკინიგზის მთავარი სადგური

ქალაქში განვითარებულია საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა. აქ არის ტრამვაის და ავტობუსის სპეციალური ხაზები. ამგვარი ტრანსპორტის საშუალებით მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრალური ნაწილი პერიფერიებს. კრაკოვში ხშირადაა გამოყოფილი სპეციალური ქუჩები ფეხით მოსიარულეთათივის.[35] ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს მცირე პოლონური სავოევოდოს სარკინიგზო ცენტრს, რკინიგზის საშუალებით ხდება დაკავშირება ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვან დასახლებიდან, მათ შორის დედაქალაქ ვარშავასთანაც. გარდა ამისა აქედან აგრეთვე სრულდება საერთაშორისო მიმისვლებიც, ბერლინში, ბუდაპეშტში, პრაღაში, ჰამბურგში, კიევსა და ოდესაში.[36] ცენტრალური სადგური მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში.

დასახლებიდან დასავლეთით 11 კილომეტრში მდებარეობს იოანე-პავლე II–ის საერთაშორის აეროპორტი. აქედან ხორციელდება როგორც ადგილობრივი, ასვე საერთაშორისო რეისებიც. აეროპორტი ყოველწლიურათ დაახლოებით 1.3 მლნ მგზავრს მასპინძლობს. ქალაქიდან 75 წუთის სავალზე არის აგრეთვე კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტი.[37]

საერთაშორისო ურთიერთობები

დაძმობილებული და დობილი ქალაქები

კრაკოვის დაძმობილებული და დობილი ქალაქაებია:[38]

საფრანგეთის დროშა ბორდო, საფრანგეთი (1993 წლიდან)[38]
სლოვაკეთის დროშა ბრატისლავა, სლოვაკეთი [38][39]
უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი (2005 წლიდან)[38]
აშშ-ის დროშა კემბრიჯი, აშშ (1989 წლიდან)[40]
ბრაზილიის დროშა კურიტიბა, ბრაზილია (1993 წლიდან)[38]
პერუს დროშა კუსკო, პერუ [38][41]
გაერთიანებული სამეფოს დროშაშოტლანდიის დროშა ედინბურგი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი (1995 წლიდან) [42]
მაროკოს დროშა ფესი, მაროკო (2004 წლიდან)[38]
იტალიის დროშა ფლორენცია, იტალია (1992 წლიდან)[38]
გერმანიის დროშა მაინის ფრანკფურტი, გერმანია (1991 წლიდან)[38][43]
შვედეთის დროშა გეტებორგი, შვედეთი (1990 წლიდან)[38]

რუსეთის დროშა გროზნო, რუსეთი (1997 წლიდან) [44]
ავსტრიის დროშა ინსბრუკი , ავსტრია (1998 წლიდან)[38]
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა (1993 წლიდან)[38]
პაკისტანის დროშა ლაჰორი, პაკისტანი

ჩილეს დროშა ლა-სერენა, ჩილე (1995 წლიდან)[38]
გერმანიის დროშა ლაიფციგი, გერმანია (1995 წლიდან)[38][45]
ბელგიის დროშა ლიოვენი, ბელგია (1991 წლიდან)[38]
უკრაინის დროშა ლვოვი, უკრაინა (1995 წლიდან)[38]
იტალიის დროშა მილანი, იტალია (2003 წლიდან)[38][46]
გერმანიის დროშა ნიურნბერგი, გერმანია (1991 წლიდან)[38]
საფრანგეთის დროშა ორლეანი, საფრანგეთი (1992 წლიდან)[38]

უნგრეთის დროშა პეჩი, უნგრეთი (1998 წლიდან)[38]
აშშ-ის დროშა როჩესტერი, აშშ (1973 წლიდან)[38]
ეკვადორის დროშა კიტო, ეკვადორი [38]
რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი (2006 წლიდან)[38]
აშშ-ის დროშა სან-ფრანცისკო, აშშ (2009 წლიდან)[38]
ესპანეთის დროშა სევილია, ესპაეთი (2002 წლიდან)[38]
შვეიცარიის დროშა ზოლოტურნი, შვეიცარია (1990 წლიდან)[38]
საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო[38]
ბულგარეთის დროშა ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი (1975 წლიდან)[38]
ლიეტუვის დროშა ვილნიუსი, ლიტვა[38]
ხორვატიის დროშა ზაგრები, ხორვატია (1975 წლიდან)[38][47][48]

კრაკოვში დაბადებული და მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Properties inscribed on the World Heritage list, Poland. Ratification of the convention: June 29, 1976. UNESCO World Heritage Center. Last updated: July 6, 2009
  2. ვაველი, კრაკოვი. ციტირების თარიღი: 2007-09-12. ვაველის ბორცვი წარსული და აწმყო
  3. ვაველის სამეფო ციხესიმაგრე, მთავარი გვერდი. Maria Dębicka, The Dragon’s Den. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  4. ქალაქ კრაკოვის ისტორია, არქეოლოგიური მიგნებები
  5. ქალაქ კრაკოვის ისტორია, არქეოლოგიური მიგნებები
  6. ედუარდ კოლოძიეჯსკი, "პოლონეთი. გეოგრაფია, პოლიტიკის ისტორია და ეკლესიის მდგომარეობა." კათოლიკური ენციკლოპედია, ისტორიული მოვლენების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  7. Brather, Sebastian (2001). Archäologie der westlichen Slawen. Siedlung, Wirtschaft und Gesellschaft im früh- und hochmittelalterlichen Ostmitteleuropa, Ergänzungsbände zum Reallexikon der germanischen Altertumskunde (German). Walter de Gruyter, გვ. 156, 158. ISBN 3110170612. 
  8. Eberl, Immo (1993). რედ. Immo Eberl, Ministry for Internal Affairs, Baden-Württemberg (Germany): Flucht, Vertreibung, Eingliederung (German). Thorbecke, გვ. 29. ISBN 3799525009. 
  9. Sharon & Peter Pfeiffer, "Krakow. A brief history." The establishment of a university. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  10. Hanseatic towns: Kraków, Polonia Online, Retrieved on 25 September 2007.
  11. Davies, Norman (2005). God's Playground: A History of Poland. Oxford University Press. ISBN 0199253390. ციტირების თარიღი: 2008-01-21. p.118. See vol.1, chapter 5.
  12. Michael J. Mikoś, Polish Renaissance Literature: An Anthology. Ed. Michael J. Mikoś. Columbus, Ohio/Bloomington, Indiana: Slavica Publishers. 1995. ISBN 978-0-89357-257-0 First chapters online, Retrieved on 25 September 2007
  13. Cracow's Historic center, UNESCO report, retrieved on 4 October 2007
  14. Old Synagogue in Krakow, Retrieved on 25 September 2007.
  15. Harold B. Segel, Renaissance Culture in Poland: The Rise of Humanism, 1470–1543, Cornell University Press, 1989, ISBN 0801422868, Google Print, p.252
  16. (2005) Norman Davies, God's Playground, vol.1, chapter 5. Books.google.com. ISBN 9780199253395. ციტირების თარიღი: 2010-11-09. 
  17. Wieslaw Wydra, "Die ersten in polnischer Sprache gedruckten Texte, 1475–1520", Gutenberg-Jahrbuch, Vol. 62 (1987), pp.88–94 (88)
  18. "The Warsaw Voice", April 11, 1999. Bell Woman of Wawel Hill. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  19. T. Sturge Moore, "Albert Durer"; and Janusz Wałek, Painting in Poland - A brief summary. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  20. Jagiellonian University Center for European Studies, "A Very Short History of Kraków", see: 1596 administrative capital, the tiny village of Warsaw. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  21. Dorota Wasik, Cracow University of Economics, International Programs Office: "A short long history of Cracow", see: The Polish struggle for freedom. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  22. Cresswell, Peterjon (2009-05-12). Frommer's Krakow Day by Day - Google Books. books.google.co.uk. ISBN 9780470697108. ციტირების თარიღი: 2009-08-14. 
  23. Republic of Cracow (historical state, Poland) – Britannica Online Encyclopedia. britannica.com. ციტირების თარიღი: 2009-08-14.
  24. (1862) Chambers's encyclopaedia: a ... - Google Books. books.google.co.uk. ციტირების თარიღი: 2009-08-14. 
  25. Marek Strzala, "History of Krakow" (see: Franz Joseph I granted Krakow the municipal government). ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  26. (პოლონური) Bożena Szara, Przeglad Polski (6 April 2001): Miedzy dwoma swiatami czyli powrot do przeszlosci.. ციტირების თარიღი: 2007-05-18.
  27. Jan Matejko: The Painter and Patriot. ციტირების თარიღი: 2007-05-18.
  28. (პოლონური) Artur Turyna, Kraków - najważniejsze daty - Okres IV - od początku XX wieku do dziś. ციტირების თარიღი: 2007-09-12.
  29. Anna M. Cienciala, History 557 Lecture Notes, 2002 (Revised Fall. 2003), 16B. Eastern Europe in World War II: October 1939 – May 1945.. ციტირების თარიღი: 2007-11-22.
  30. (პოლონური) Edward Burek, (editor). “Sonderaktion Krakau” in Encyklopedia Krakowa. Krakow: PWM, 2000
  31. Bieberstein: Zagłada Żydów w Krakowie. Kraków 1985. J. Kast, B. Siegler, P. Zinke: Das Tagebuch der Partisanin Justyna. Jüdischer Widerstand in Krakau. Berlin 1999. Articles from Kraków newspapers (mostly from the local "Gazeta Wyborcza") published in March 2003 on the 60th anniversary of the liquidation of the Kraków ghetto. Featuring historical maps. The Krakow Ghetto 1940–1943. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  32. Jerzy Lukowski, Hubert Zawadzki, A Concise History of Poland, Cambridge University Press, 2006, ISBN 052185332X, Google Print, p.66
  33. Jagiellonian University center for European Studies, see: "Worker's paradise" of concrete. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  34. Boroughs of Krakow. www.krakow-info.com. ციტირების თარიღი: 2009-07-24.
  35. Marek Strzala, Krakow. Varied Means of Transportation. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  36. (პოლონური) Magiczny Kraków, city's official website. International railway connections from Krakow. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2006. ციტირების თარიღი: 2007-09-15.
  37. "Lotnisko w Pyrzowicach" on www.e-krakow.com (პოლონური)
  38. 38.00 38.01 38.02 38.03 38.04 38.05 38.06 38.07 38.08 38.09 38.10 38.11 38.12 38.13 38.14 38.15 38.16 38.17 38.18 38.19 38.20 38.21 38.22 38.23 38.24 38.25 38.26 38.27 38.28 38.29 Kraków otwarty na świat. www.krakow.pl. ციტირების თარიღი: 2009-07-19.
  39. Bratislava City - Twin Towns. © 2003-2008 Bratislava-City.sk. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
  40. "A Message from the Peace Commission: Information on Cambridge's Sister Cities," February 15, 2008. Retrieved 2008-10-12. Also in: Richard Thompson, "Looking to strengthen family ties with 'sister cities'," Boston Globe, October 12, 2008. Retrieved 2008-10-12.
  41. Ciudades Hermanas (Sister Cities) Spanish. Municipalidad del Cusco. ციტირების თარიღი: 2009-09-23.
  42. Edinburgh - Twin and Partner Cities. © 2008 The City of Edinburgh Council, City Chambers, High Street, Edinburgh, EH1 1YJ Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 28, 2008. ციტირების თარიღი: 2008-12-21.
  43. Frankfurt -Partner Cities. © 2008 Stadt Frankfurt am Main. ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  44. Grozny Official Website. (in Russian) © 2000-2008 сайт Грозный Виртуальный при перепечатке материалов в онлайн проектах. ციტირების თარიღი: 2008-11-01.
  45. Leipzig - International Relations. © 2009 Leipzig City Council, Office for European and International Affairs. ციტირების თარიღი: 2009-07-17.
  46. Milano - Città Gemellate. © 2008 Municipality of Milan (Comune di Milano). ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  47. Foreign co-operation. ციტირების თარიღი: 2007-11-01. from the municipality official website
  48. Intercity and International Cooperation of the City of Zagreb. © 2006-2009 City of Zagreb. ციტირების თარიღი: 2009-06-23.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 29
ინგლ.რუს.ფრ.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: