შინაარსზე გადასვლა

მეტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტრი (ლექსთწყობა).
მეტრის საერთაშორისო ეტალონი, რომელსაც იყენებდნენ 1888-1960 წლებში.

მეტრი (აღნიშვნა: მ, m; ძვ. ბერძნ. μέτρον - ზომა, მზომავი) — სიგრძისა და მანძილის გაზომვის ერთეული ერთეულთა საერთაშოირისო სისტემაში. მეტრი ტოლია მანძილის, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში დროის მონაკვეთში, რომელიც 1/299 792 458 წამის ტოლია.