დეიზმი
იერსახე
დეიზმი (ლათ. deus — „ღმერთი“) — რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება. დეიზმი აღიარებდა ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის, არსებობას, მაგრამ (თეიზმის საწინააღმდეგოდ) უარყოფდა პირად ღმერთს, გამოცხადებას და ღვთის განგებას და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს.