შენგენის ხელშეკრულება
შენგენის ხელშეკრულება — შეთანხმება "საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის", რომელსაც თავდაპირველად ხელი მოეწერა 1985 წლის 14 ივნისს ევროპის სახელმწიფოების მიერ (ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი). შეთანხმება ძალაში შევიდა 1995 წლის 26 მარტს.
შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის მცირე ქალაქში, ადგილი, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვრები იკვეთება.
მას შემდეგ შეთანხმებას შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა. 2007 წლის ბოლოსთვის ხელმომწერთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, და ფაქტიურად მოქმედებს 24 ქვეყანაში: ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, საბერძნეთი, დანია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკია, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი და ესტონეთი. ყველა ეს ქვეყანა ერთად შენგენის ზონას ქმნის.