შინაარსზე გადასვლა

კშიშტოფ პენდერეცკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56: ხაზი 56:


===1970s–2020: ბოლო წლები===
===1970s–2020: ბოლო წლები===

[[File:Prague Autumn Penderecki.JPG|thumb|პენდერეცკი დირიჟორობს ''Sinfonia Varsovia-ს'' რეპეტიციის დროს, რუდოლფინუმის დარბაზი, პრაღის შემოდგომის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2008]]


1970-იანი წლების შუა წლებში, [[იელის უნივერსიტეტი|იელის უნივერსიტეტის მუსიკის სკოლაში]] პროფესორად მუშაობის დროს,<ref>{{cite web | last = | first = | title = Biography on Krakow 2000 | url = http://www.biurofestiwalowe.pl/wydarzenia/kpenderecki_98/penderecki_a.html|website=Biurofestiwalowe.pl | accessdate = 30 April 2007 }}</ref> პემდერეცკის სტილში ცვლილებები დაიწყო. სავიოლინე კონცერტი №1 მკვრივ ბგერით კლასტერებს, რომლებთანაც პენდერეცკი ასოცირდებოდა, აღარ შეიცავს და დიდწილად ემყარება ორ მელოდიურ ინტერვალს: პატარა სეკუნდას და ტრიტონს. ეს მიმართულება გაგრძელდა მე-2 სიმფონიაშიც, რომელიც ჰარმონიულად და მელოდიურად საკმაოდ მარტივია. მასში ხშირადაა გამოყენებული მელოდია საშობაო სიმღერიდან ''[[Silent Night]]''.
1970-იანი წლების შუა წლებში, [[იელის უნივერსიტეტი|იელის უნივერსიტეტის მუსიკის სკოლაში]] პროფესორად მუშაობის დროს,<ref>{{cite web | last = | first = | title = Biography on Krakow 2000 | url = http://www.biurofestiwalowe.pl/wydarzenia/kpenderecki_98/penderecki_a.html|website=Biurofestiwalowe.pl | accessdate = 30 April 2007 }}</ref> პემდერეცკის სტილში ცვლილებები დაიწყო. სავიოლინე კონცერტი №1 მკვრივ ბგერით კლასტერებს, რომლებთანაც პენდერეცკი ასოცირდებოდა, აღარ შეიცავს და დიდწილად ემყარება ორ მელოდიურ ინტერვალს: პატარა სეკუნდას და ტრიტონს. ეს მიმართულება გაგრძელდა მე-2 სიმფონიაშიც, რომელიც ჰარმონიულად და მელოდიურად საკმაოდ მარტივია. მასში ხშირადაა გამოყენებული მელოდია საშობაო სიმღერიდან ''[[Silent Night]]''.

07:02, 7 აპრილი 2020-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

კშიშტოფ პენდერეცკი

პენდერეცკი გდანსკში, 2008
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Krzysztof Eugeniusz Penderecki
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 1933
დაბ. ადგილი დებიცა, პოლონეთი
გარდ. თარიღი 29 მარტი, 2020 (86 წლის)
გარდ. ადგილი კრაკოვი
ჟანრ(ებ)ი მოდერნიზმი
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი
აქტიური 1959 - 2020
ხელმოწერა
საიტი krzysztofpenderecki.eu
კშიშტოფ პენდერეცკი ვიკისაწყობში

კშიშტოფ ეუგენიუშ პენდერეცკი (პოლ. Krzysztof Eugeniusz Penderecki IPA [ˈkʂɨʂtɔf pɛndɛˈrɛt͡skʲi]; 23 ნოემბერი 1933 – 29 მარტი 2020) — პოლონელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის, სიმფონია №3, ლუკას ვნებანი, პოლონური რექვიემი, Anaklasis და Utrenja. პენდერეცკიმ შექმნა ოთხი ოპერა, რვა სიმფონია და სხვა საორკესტრო ნაწარმოებები, კონცერტები სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის, საგუნდო ნამუშევრები უმთავრესად რელიგიურ ტექსტებზე, ასევე კამერული და სოლო ინსტრუმენტული ნამუშევრები.[1]

დაიბადა დებიცაში, იურისტის ოჯახში. სწავლობდა მუსიკას იაგელონის უნივერსიტეტში და კრაკოვის მუსიკის აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ იქვე გაგრძელა საქმიანობა, როგორც პედაგოგმა, ხოლო საკომპოზიტორო კარიერა 1959 წელს, „ვარშავის შემოდგომის“ ფესტივალზე დაიწყო. პოპულარობა მოიპოვა მისმა გოდებამ ჰიროშიმას მსხვერპლთათვის სიმებიანი ორკესტრისთვის და საგუნდო ნაწარმოებმა ლუკას ვნებანი. მისი პირველი ოპერა, ლუდენის ეშმაკები თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული პენდერეცკის საკომპოზიტორო სტილი შეიცვალა. მისი პირველი სავიოლინე კონცერტი პატარა სეკუნდის და ტრიტონის ინტერვალებზეა დამყარებული. საგუნდო ნაწარმოები პოლონური რექვიემი 1980-იან წლებში დაწერა და ჯერ 1993, ხოლო შემდეგ 2005 წელს გააფართოვა.

პენდერეცკის ბევრი პრესტიჟული ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის, Prix Italia 1967 და 1968 წლებში, ოთხი „გრემი“ 1987, 1998 (ორჯერ), და 2017 წლებში, ვოლფის სახელოვნებო ჯილდო 1987 წელს და ლუისვილის უნივერსიტეტის გრუმეიერის ჯილდო მუსიკალური კომპოზიციისთვის 1992 წელს.[2] 2012 წელს The Guardian-ის შონ მაიკლსმა მას „პოლონეთის უდიდესი ცოცხალი კომპოზიტორი“ უწოდა.[3]

ბიოგრაფია

1933–1958: ადრეული წლები

პენდერეცკი დაიბადა 1933 წლის 23 ნოემბერს, დებიცაში, ზოფია და თადეუშ პენდერეცკის ოჯახში. პენდერეცკის პაპა, რობერტ ბერგერი, რომელიც ნიჭიერი მხატვარი იყო, მისი დაბადების დროს ადგილობრივი ბანკის დირექტორად მუშაობდა. რიბერტის მამა, იოჰანი, მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩამოსახლებულიყო ბრესლაუდან (ამჟამინდელი ვროცლავი).[4] ბებია წარმოშობით ირანელი სომეხი იყო,[5] ისპაჰანიდან. პენდერეცკი მასთან ერთად კრაკოვის სომხური ეკლესიაში დადიოდა ხოლმე.[6] პენდერეცკი უმცროსი შვილი იყო. მისი და, ბარბარა, მაღაროს ინჟინერზე იყო დაქორწინებული, ხოლო ძმა, იანუში, სამართალსა და მედიცინას სწავლობდა. თადეუში მევიოლინე იყო და ფორტეპიანოზეც უკრავდა.[4]

1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და პენდერეცკის ოჯახს სახლის დატოვება მოუხდა, რადგან მასში კვების სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. ომის შემდეგ, 1946 წლიდან პენდერეცკი გრამატიკის სკოლაში შევიდა. იმავე პერიოდში დაიწყო ვიოლინოს შესწავლა სტანისლავ დარლაკთან, რომელიც დებიცას სამხედრო ორკესტრის ხელმძღვანელი იყო და ომის შემდეგ ადგილობრივი მუსიკალური საზოგადოებისთვის ორკესტრიც ჩამოაყალიბა.[7] სკოლის დამთავრების შემდეგ (1951) ეპენდერეცკი კრაკოვში გადავიდა და იაგელონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.[7] ვიოლინოს სწავლობდა სტანისლავ ტავროშევიჩთან, ხოლო მუსიკის თეორიას ფრანციშეკ სკოლიშევსკისთან.[8] 1954 წელს დაიწყო სწავლა კრაკოვის მუსიკის აკადემიაში. ვიოლინოს კურსი პირველივე წელს დასრულა შემდგომი პერიოდი მთლიანად კომპოზიციის შესწავლას დაუთმო. მისი მთავარი პედაგოგი იყო არტურ მალავსკი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილი იყო საგუნდო და საორკესტრო მუსიკით, ასევე, კამერული ნაწარმოებებით და სიმღერებით. მალავსკის გარდაცვალების შემდეგ (1957) სწავლა სტანისლავ ვიეხოვიჩთან გაგრძელა, რომელიც, უმეტესწილად, საგუნდო ნაწარმოებებით იყო ცნობილი.[9] იმავე პერიოდში (1956) პოლნეთში სტალინიზმის ჩამოშლის შემდეგ, მკაცრი კულტურული ცენზურა შეწყდა და სემოქმედების ახალ ტალღას გაეხსნა გზა.[10]

1958–1970: პირველი კომპოზიციები

კრაკოვის მუსიკის აკადემიის დასრულების შემდეგ (1958) პენდერეცკიმ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. მისი ადრეული ნაწარმოებები ანტონ ვებერნის, პიერ ბულეზის, აგრეთვე, იგორ სტრავინსკის გავლენას ამჟღავნებს. პირველი აღიარება მან 1959 წელს მოიპოვა, როცა ფესტივალზე „ვარშავის შემოდგომა“ მისი ნაწარმოებების პრემიერა შედგა. მათ შორის იყო სტროფები (Strophen), დავითის ფსალმუნები და გამოცხადებანი, თუმცა, ნაწარმოები, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოიტანა, იყო გოდება ჰიროშიმას მსვერპლთათვის (1960), რომელიც 52 სიმებიანი ინსტრუმენტისთვის იყო დაწერილი. მასში ბევრი არატრადიციული დაკვრის ტექნიკაა გამოყენებული, ბევრია ახლებური ტექსტურები და ჰარმონია, მრავლადაა გამოყენებული ბგერითი კლასტერები. ნაწარმოების თავდაპირველი სახელი იყო 8' 37", თუმცა, მოგვიანებით ავტორმა გადაწყვიტა, იგი ჰიროშიმაში დაღუპულთათვის მიეძღვნა.[11]

მომდევნო წელს დაიწერა ფლუორესცენცია. მასში ორკესტრის შემადგენლობა ჩასაბერი ინსტრუმენტებითაა გაზრდილი, რასაც ემატება დასარტყამების უზარმაზარი სექცია (32 ინსტრუმენტი, 6 შემსრულებელი), სადაც შედის მექსიკური გუიროები, საბეჭდი მანქანები, გონგები და სხვა უჩვეულო ინსტრუმენტები. ნაწარმოები 1962 წლის დონაუეშინგენის თანამედროვე მუსიკის ფესტივალისთვის დაიწერა, სადაც მისი შესრულება პროვოკაციულად იქნა აღქმული და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარტიტურაც კი რევოლუციურად გამოიყურებოდა: გრაფიკული ნოტაცია, რომელიც პენდერეცკიმ გამოიყენა, უარს ამბობდა სისტემებზე, დგამებზე და ნოტებზე და მასზე მუსიკა ცვალებადი ხმების სახით იყო წარმოდგენილი.[10] მისი განზრახვები ამ პერიოდში ჯონ კეიჯის მსგავსი იყო: „ერთადერთი, რაც მაინტერესებს, არის ბგერის განთავისუფლება ყოველგვარი ტრადიციისგან.“[12] ამ მიმართულებით მისი მუშაობის კულმინაცია იყო De Natura Sonoris I, რომელიც ხშირად ითხოვს ორკესტრისგან არასტანდარტული საშემსრულებლო ხერხებით ახლებური ბგერებისა და ტემბრული შეფერილობის შექმნას. მისი გაგრძელება, De Natura Sonoris II 1971 წელს დაიწერა. აქ ორკესტრი შედარებით პატარაა, თუმცა მასში უფრო მეტი ელემენტია პოსტ-რომანტიზმიდან, ვიდრე მის წინამორბედში. ეს მაუწყებელი იყო პენდერეცკის მიერ ავანგარდის უარყოფისა 1970-იანი წლების შუაში, თუმცა, ორივე ნაწარმოებში არის დრამატული გლისანდოები, მკვრივი კლასტერები, ფლაჟოლეტები და უჩვეულო ინსტრუმენტების გამოყენება (მეორე ნაწილში, მაგალითად, მუსიკალური ხერხია გამოყენებული).

1968 წელს პენდერეცკიმ 1-ლი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიიღო.[13] პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის იუბილეზე (1974) კომანდორის ჯვარი[14] და პოლონეთის აღორძინების ორდენის რაინდის ჯვარი გადაეცა (1964).[15]

ლუკას ვნებანი

მასშტაბურმა ნაწარმოებმა ლუკას ვნებანი (1963–66) პენდერეცკის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ეს ღრმად რელიგიური ნაწარმოები ავანგარდულ მუსიკალურ ენაზე იყო დაწერილი კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლურმა აუდიტორამ იგი საბჭოთა ხელისუფლებისთვის სილის გაწვნად აღიქვა. ნაწარმოებში არაერთი განსხვავებული მუსიკალური სტილის ხილვა შეიძლება. ექსპერიმენტული ტექსტურები, რომლებიც მსგავსია გოდებაში გამოყენებული ტექსტურებისა, დაბალანსებულია ნაწარმოების ბაროკოსეული ფორმით და დროდადრო შედარებით ტრადიციული ჰარმონიისა და მელოდიის გამოყენებით. პენდერეცკი ნაწარმოებში სერიალიზმსაც იყენებს; ერთ-ერთი ბგერათრიგი შეიცავს BACH მოტივს, რომელიც ტრადიციულ და ექსპერიმენტულ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. Stabat Mater-ის სექცია, ნაწარმოების ბოლო ნაწილში უბრალო რე მაჟორული აკორდით სრულდება, იგივე ჟესტი განმეორებულია ნაწარმოების ბოლოსაც, რომელსაც ტრიუმფალური მი მაჟორი ამთავრებს. ტონალური ჰარმონია ნაწარმოებში მხოლოდ ამ სახითაა გამოყენებული და მსმენელისთვის ორივე შემთხვევა მოულოდნელია. ტონალური სამხმოვანებების ასეთი გამოყენება ნაწარმოების შესახებ დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.[16]

პენდერეცკი საეკლესიო მუსიკის წერას აგრძელებდა. 1970-იანი წლების დასაწყისში შექმნა Dies irae, Magnificat და Canticum Canticorum Salomonis გუნდისა და ორკესტრისთვის.[12]

1970s–2020: ბოლო წლები

პენდერეცკი დირიჟორობს Sinfonia Varsovia-ს რეპეტიციის დროს, რუდოლფინუმის დარბაზი, პრაღის შემოდგომის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2008

1970-იანი წლების შუა წლებში, იელის უნივერსიტეტის მუსიკის სკოლაში პროფესორად მუშაობის დროს,[17] პემდერეცკის სტილში ცვლილებები დაიწყო. სავიოლინე კონცერტი №1 მკვრივ ბგერით კლასტერებს, რომლებთანაც პენდერეცკი ასოცირდებოდა, აღარ შეიცავს და დიდწილად ემყარება ორ მელოდიურ ინტერვალს: პატარა სეკუნდას და ტრიტონს. ეს მიმართულება გაგრძელდა მე-2 სიმფონიაშიც, რომელიც ჰარმონიულად და მელოდიურად საკმაოდ მარტივია. მასში ხშირადაა გამოყენებული მელოდია საშობაო სიმღერიდან Silent Night.

პენდერეცკიმ ამ ცვლილების ახსნისას განაცხადა, რომ მისი აზრით, ავანგარდული ექსპერიმენტები დასავლეთევროპული მუსიკისთვის დამახასიათებელ ექსპრესიულ, არაფორმალურ თვისებებს ზედმეტად გასცდა: „ავანგარდი უნივერსალურობის ილუზიას იძლეოდა. შტოკჰაუზენის, ნონოს, ბულეზის და კეიჯის მუსიკალური სამყარო ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის იყო, რომლებიც ჩაკეტილი ვიყავით სოციალური რეალიზმის ესთეტიკით, რაც მაშინ ოფიციალური კანონი იყო ჩვენს სახელმწიფოში, ეს იყო გათავისუფლება... თუმცა მე საკმაოდ სწრაფად მივხვდი, რომ ეს სიახლე, ეს ექსპერიმეტები და ფორმალური სპეკულაცია უფრო დესტრუქციული იყო, ვიდრე კონსტრუქციული. მის პრომეთესეულ ძახილს უტოპიური ჟღერადობა ჰქონდა.“ პენდერეცკიმ, ასევე, დასძინა, რომ „ავანგარდის ფორმალისტური მახისგან ტრადიციასთან დაბრუნებამ იხსნა“.[12] პენდერცკის მცირე რაოდენობით კამერული მუსიკა აქვს შექმნილი, თუმცა, შედარებით მცირე ზომის ანსამბლებისთვის დაწერილ ნაწარმოებებს იგი მთელი კარიერის განმავლობაში ქმნიდა და მათში კარგად ჩანს კომპოზიტორის სტილში მომხდარი ცვლილებები.[18]

1980 წელს პოლონურმა სავაჭრო კავშირმა Solidarność შეუკვეთა ნაწარმოები, რომელიც უნდა შესრულებულიყო გდანსკის ნავსადგურზე ქანდაკების გახსნისას, რომელიც 1970 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოკლულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. პასუხად, პენდერეცკიმ დაწერა Lacrimosa, რომელიც შემდგომ გააფართოვა და აქცია თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარნმოებად Polish Requiem (1980–84, 1993, 2005). მოგვიანებით, მან უფრო ტრადიციული ტონალური კონსტრუქციებისკენ გამომაჟღავნა მიდრეკილება, რაც კარგად ჩანს მის კონცერტში ჩელოსთვის და საგუნდო ნაწარმოებში Credo, რომლის საპრემიერო ჩანაწერმაც ორეგონის ბახის ფესტივალიდან (ნაწარმოების დამკვეთი) გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო საგუნდო ჩანაწერის კატეგორიაში. იმავე წელს პენდერეცკიმ მოიპოვა ასტურიასის პრინცის პრემია ესპანეთში, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რაც ამ ქვეყანაში შეიძლება გადაეცეს ინდივიდს, გაერთიანებებს, ან ორგანიზაციებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ ან საზოგადოებრივ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის. 2001 წელს, ვალტერ ფინკის მიწვევით იმყოფებოდა რიენგაუს მუსიკის ფესტივალზე, კომპოზიტორის პორტრეტის ფარგლებში. ჰელმუტ რილინგის 70 წლის იუბილეზე, 2003 წლის 29 მაისს კრედო იდირიჟორა.[19] 2005 წელს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (კორეა), ხოლო 2006 წელს მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მისი მოსწავლეებიდან აღსანიშნავია ჩესტერ ბისკარდი და უოლტერ მეისი. თავისი 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად რიენგაუს მუსიკის ფესტივალზე (2008) თავისი სამი ნაწარმოები იდირიჟორა, მათ შორის, ჩაკონა პოლონური რექვიემიდან.[20]

პენდერეცკის პირველ მეუღლესთან, რომელიც პიანისტი იყო, ერთი ქალიშვილი ჰყავდა[21] ხოლო მეორე მეუღლესთან, ელიზბეტა პენდერეცკასთნ (ქალიშვილობის გვარით სოლეცკა), რომელზეც 1965 წელს დაქორწინდა, ვაჟი და ქალიშვილი.[22] იგი კრაკოვის გარეუბან ვოლა იუსტოვსკაში ცხოვრობდა. 2010 წელს დაიწყო მუშაობდა ჟან რასინის ფედრაზე დაფუძნებულ ოპერაზე, რომელიც 2014 წელს უნდა შესრულებულიყო, თუმცა ამ იდეის რეალიზება ვერ მოხერხდა,[23] აგრეთვე, გამოთქვა მე-9 სიმფონიის შექმნის სურვილი.[24] 2014 წელს, სომეხთა გენოციდის ასი წლისთავთან დაკავშირებით საგუნდო ნაწარმოები შეუკვეთეს.[6] 2018 წელს, კიევის მუსიკალური ფესტივალზე, პოლონეთის დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით თავისი კრედო იდირიჟორა.[25]

პენდერეცკი 2020 წლის 29 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კრაკოვში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.[26]

მემკვიდრეობა

პენდერეცკის ბიუსტი კელცეში, ცნობილ ადამიანთა ხეივანში

1979 წელს, ბიდგოშჩში, პომერანიის ფილარმონიის კომპოზიტორთა პორტრეტების გალერეაში პენდერეცკის ბრინჯაოს ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორიც იყო მარიან კონიეჩნი.[27] მისი მონუმენტი ასევე არის კელცეში, სკაუტების სკვერში (პოლ. Skwer Harcerski).[28]

ძირითადი სარტყელის ასტეროდი 21059 Penderecki მის სახელს ატარებს.[29]

ნაწარმოებების ჩამონათვალი

პენდერეცკის შემოქმედება მოიცავს ოპერებს, სიმფონიებს, საგუნდო ნაწარმოებებს, ასევე, კამერულ და ინსრუმენტულ მუსიკას. ქვემოთ მოცემულია მისი ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალი.

ოპერები

სიმფონიები

  • სიმფონია №1 (1973)
  • სიმფონია №2: შობა (1980)
  • სიმფონია №3 (1988–95)
  • სიმფონია №4: Adagio (1989), 1992 წელს მიიღო გრავემაიერის ჯილდო მუსიკალური კომპოზიციისთვის
  • სიმფონია №5: კორეული (1991–92)
  • სიმფონია №6: ჩინური ლეექსები (2008–17)[30]
  • სიმფონია №7: იურუსალიმის შვიდი კარიბჭე (1996), სოლისტების, მთხობელის, სამმაგი გუნდის და ორკესტრისთვის
  • სიმფონია №8 წარმავალობის სიმღერები (Lieder der Vergänglichkeit) (2004–05, რევიზია 2008), სოლისტების, გუნდის და ორკესტრისთვის

საორკესტრო ნაწარმოებები

  • სიმფონიური სკერცო ორკესტრისთვის (დაახლოებით 1953–55, უკან გამოთხოვილი)
  • უვერტიურა ორკესტრისთვის (1956–57, უკან გამოთხოვილი)
  • ეპიტაფია არტურ მალავსკის მოსაგონებლად სიმებიანი ორკესტრისა და ლიტავრისთვის (1958)
  • გამოცხადებანი (Emanacje) ორი, ნახევარი ტონის განსხვავებით აწყობილი სიმებიანი ორკესტრისთვის (1959)
  • Anaklasis (1959) სიმებიანი და დასარტყამი საკრავებისთვის
  • გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის (Tren Ofiarom Hiroszimy) 52 სიმებიანი ინსტრუმენტისთვის (1960)
  • Polymorphia (1961) 48 სიმებიანი ინსტრუმენტისთვის
  • ფლუორესცენცია (Fluorescencje), (1961–62) ორკესტრისთვის
  • კანონი (1962) სიმებიანი ორკესტრისთვის
  • სამი პიესა ძველ სტილში (1963, მუსიკა სარაგოსას მანუსკრიპტისთვის)
  • ხმათა ბუნების შესახებ (De Natura Sonoris) №1 (1966)
  • პიტსბურგის უვერტიურა (1967) ჩასაბერების ბენდისთვის
  • კოსმოგონია (1970)
  • ხმათა ბუნების შესახებ (De Natura Sonoris) №2 (1971)
  • პრელუდია (1971) ჩასაბერების, დასარტყამების და კონტრაბასებისათვის
  • Actions (1971) თავისუფალი ჯაზურ ორკესტრისათვის
  • ინტერმეცო (1973) 24 სიმებიანი ინსტრუმენტისთვის
  • იაკობის სიზმარი (1974)
  • ადაჟიეტო დაკარგული სამოთხიდან (1979)
  • სინფონიეტა №1, სიმებიანი ორკესტრისთვის (1992, არანჟირებულია სიმებიანი ტრიოდან)
  • სინფონიეტა №2, კლარნეტის და სიმებიანი ორკესტრისთვის (1994, არანჟირებულია კლარნეტების კვარტეტიდან)
  • მუსიკა პიესიდან Ubu Rex (1994)
  • Entrata (1994), ლითონის ჩასაბერების და ლიტავრებისთვის
  • სიუიტა პიესიდან Ubu Rex (1995) ჩასაბერების დიდი ბენდისთვის
  • სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის (1996–97)
  • Luzerner Fanfare (1998) რვა საყვირის და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის
  • Fanfarria Real (2003)
  • Danziger Fanfare (2008) ლითონის ჩასაბერებისა და დასარტყამებისათვის
  • პრელუდი მშვიდობისათვის (2009) ლითონის ჩასაბერებისა და დასარტყამებისათვის
  • ხმათა ბუნების შესახებ (De Natura Sonoris) №3 (2012)
  • სინფონიეტა №3 სიმებიანი ორკესტრისთვის (2012, არანჟირებულის სიმებიანი კვარტეტიდან №3)
  • ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის (2013; მე-3 სიმფონიიდან)
  • პოლონეზი ორკესტრისთვის (2016)
  • პოლონეზი №2 ორკესტრისთვის (2018)
  • Fanfare (2018)

კონცერტები

  • საფორტეპიანო კონცერტი: აღდგომა (2001–02, revised 2007)
  • სავიოლინე კონცერტი (1962–63; უკან გამოთხოვილი)
  • კაპრიჩიო ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1967)
  • სავიოლინე კონცერტი №1 (1976–77, რევიზია 1987), ისააკ შტერნისთვის
  • სავიოლინე კონცერტი №2: მეტამორფოზები (1992–95), ანე-სოფი მუტერისთვის
  • ალტის კონცერტი (1983, არსებობს ვერსიები კლარნეტისთვის, ჩელოსთვის და ვერსია კამერული ორკესტრისთვის)
  • სონატა ჩელოსა და ორკესტრისთვის (1964), ზიგფრიდ პალმისთვის
  • ჩელოს კონცერტი №1 (1972)
  • ჩელოს კონცერტი №2 (1982)
  • ჩელოს კონცერტი (ალტის კონცერტის ტრანსკიპცია, 1983)
  • Concerto Grosso №1, სამი ჩელოსა და ორკესტრისთვის (2000–01)
  • Largo ჩელოსა და ორკესტრისთვის (2003)
  • Fonogrammi ფლეიტისა და კამერული ორკესტრისთვის (1961)
  • კონცერტი ფლეიტისა და კამერული ორკესტრისთვის (1992)
  • სინფონიეტა ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისთვის (2019)
  • კაპრიჩიო ჰობოის და თერთმეტი სიმებიანისთვის (1964)
  • კონცერტი კლარნეტისა და კამერული ორკსტრისთვის (1995, ფლეიტის კონცერტის ტრანსკრიპცია, 1992)
  • კლარნეტის კონცერტი (1997, ალტის კონცერტის ტრანსკრიპცია, 1983)
  • Concerto Grosso №2, ხუთი კლარნეტისა და ორკესტრისთვის (2004)
  • კონცერტი ვალტორნისთვის (2008)
  • კონცერტი დიდი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1967; უკან გამოთხოვილი)
  • პარტიტა კლავესინის, ელექტროგიტარის, არფის, კონტრაბასის და ორკესტრისთვის (1971, რევიზი 1991)
  • მუსიკა ალტის ფლეიტის, მარიმბას და სიმებიანი საკრავებისთვის (2000; მე-3 სიმფონიიდან)
  • ორმაგი კონცერტი ვიოლინოს, ალტის და ორკესტრისთვის (2012)
  • კონცერტინო საყვირისთვის (2015)
  • კონცერტი საქსოფონისთვის (2015; ალტის კონცერტის მიხედვით)

ვოკალური/საგუნდო

  • Asking for Happy Isles ხმისა და ფორტეპიანოსთვის (c. 1954–55)
  • ხეცა ღამით ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1955)
  • სიჩუმე ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1955)
  • დავითის ფსალმუნები (1958)
  • ღამის სუნთქვა ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1958)
  • სტროფები (1959) სოპრანოს, მთხრობელისა და ათი ინსტრუმენტისთვის
  • დროისა და სიჩუმის განზომილებანი (1959–61)
  • აფრიკული ლექსები ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1960)
  • Stabat Mater (1962)
  • Cantata (1964)
  • ლუკას ვნებანი (1965)
  • Dies Irae (1967)
  • Kosmogonia (1970)
  • დილის ლოცვა (Utrenja) (1969–71)
  • Ecloga VIII (1972)
  • Canticum Canticorum Salomonis (1970–73)
  • Magnificat (1973–74)
  • Te Deum (1979)
  • Agnus Dei (1981)
  • პოლონური რექვიემი (1980–84, რევიზია და განვრცობა 1993, კვლავ გაფართოვდა 2005 წელს იოანე პავლე II-ს გარდაცვალების შემდეგ)
  • ქერუბიმების სიმღერა (1986)
  • Veni creator (1987)
  • Benedicamus Domino (1992)
  • Benedictus (1993)
  • Agnus Dei (1995, შერიგების რექვიემისთვის)
  • De Profundis (1996)
  • საგალობელი წმინდა დანიელისთვის (1997)
  • საგალობელი წმინდა ადალბერტისთვის (1997)
  • Credo (1997–98)
  • Benedictus (2002)
  • Santus ა კაპელა გუნდისთვის (2008)
  • Gloriosa virginum ა კაპელა გუნდისთვის (2009)
  • Kaddish (2009), სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის
  • Ein feste Burg ist unser Gott (2010), შერეული გუნდის, ლითონის ჩასაბერების, დასარტყამი ისნტრუმენტებისა და სიმებიანი ორკესტრისთვის
  • Powiało na mnie morze snów... ფიქრისა და ნოსტალგიის სიმღერები (2010)
  • Missa brevis ა კაპელა გუნდისთვის (2013)
  • Dies illa (2014), სამი სოლისტის, სამი შერეული გუნდის და ორკესტრისათვის
  • Budapest '56 "რექვიემი" მთხრობელის, სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის (2015–16)
  • Domine quid multiplicati sunt ა კაპელა გუნდისთვის (2015)

კამერული მუსიკა

  • სავიოლინე სონატა №1 (1953)
  • Misterioso ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის (1954 or 1955)
  • სამი მინიატურა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის (1956)
  • სიმებიანი კვარტეტი (1956–57; უკან გამოთხოვილი)
  • სამი მინიატურა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1959)
  • სიმებიანი კვარტეტი №1 (1960)
  • სიმებიანი კვარტეტი №2 (1968)
  • Der unterbrochene Gedanke სიმებიანი კვარტეტისთვის (1988)
  • სიმებიანი ტრიო (1991)
  • კვარტეტი კლარნეტისა და სიმებიანი საკრავებისთვის (1993)
  • სონატა ვიოლინოსთვის №2 (1999)
  • სექსტეტი კლარნეტის, ვალტორნის, ვიოლინოს, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (2000)
  • Agnus Dei რვა ჩელოსთვის (საგუნდო ნაწარმოების ტრანსკრიპცია; 2007)
  • სიმებიანი კვარტეტი №3 (2008)
  • Serenata სამი ჩელოსთვის (2008)
  • Duo concertante ვიოლინოსა და კონტრაბასისთვის (2010)
  • სიმებიანი კვინტეტი (2015)
  • სიმებიანი კვარტეტი №4 (2016)

მუსიკა სოლო ინსტრუმენტებისათვის

  • ვიოლინოსთვის
    • Capriccio (2008)
    • Tanz (2009)
    • La Follia (2013)
  • ალტისათვის
    • Cadenza (1984)
    • Sarabande (2000–01)
    • Tanz (2010)
    • Tempo di valse (2013)
  • ჩელოსათვის
    • Capriccio per Siegfried Palm (1968)
    • Per Slava (1986)
    • Divertimento (1994)
    • Suite (1994-2013)
    • Violoncello totale (2011)
  • კლარნეტისათვის
    • პრელუდია კლარნეტისათვის (1987)
  • ვალტორნისათვის
    • კაპრიჩიო Il sogno di un cacciatore (2012)
  • ტუბასთვის
    • Capriccio (1980)
  • კლავიშიანი ინსტრუმენტებისათვის
    • Mensura sortis 2 ფორტეპიანოსთვის (1963; უკან გამოთხოვილი)
    • De rebus sonoribus კლავესინისთვის (1965; უკან გამოთხოვილი)
    • Aria, Ciaccona & Vivace (2019; first composition for solo piano) [31][32]

მუსიკა ფილმებში

პენდერეცკის ზოგიერთი ნაწარმოები ფილმების საუნდტრეკებშია გამოყენებული. ფილმში ეგზორცისტი (1973) გამოყენებულია მისი სიმებიანი კვარტეტი და კანონი ორკესტრისა და აუდიოჩანაწერისათვის, ფრაგმენტები მისი ჩელოს კონცერტიდან და ოპერიდან ლუდენის ეშმაკები. ჟურნალ The New Republic-ის ერთ-ერთი კრიტიკოსი ფილმის მიმოხილვაში წერს: „მუსიკაც კი უნაკლოა. უმეტესობა კშიშტოფ პენდერეცკის ეკუთვნის, რომელიც ბოლოს და ბოლოდ იქაა, სადაც მისი ადგილია.“[33] ფილმში ნათება (1980) გამოყენებულია პენდერეცკის ექვსი ნაწარმოები:[1] Utrenja II: Ewangelia, Utrenja II: Kanon Paschy, იაკობის სიზმარი, De Natura Sonoris №1, De Natura Sonoris №2 და Polymorphia.[34] დევიდ ლინჩმა მისი მუსიკა გამოიყენა ფილმებში Wild at Heart (1990) და Inland Empire (2006), ასევე, სერიალში ტვინ პიქსი (2017). პიტერ უირის ფილმში Fearless (1993) კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული Polymorphia, სახელდობრ, თვითმფრინავის კატასტროფის დაძაბულ სცენაში, რომელიც მგზავრის (ჯეფ ბრიჯესი) პერსპექტივიდან არის ნაჩვენები. გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის გამოყენებულია ბოლო სცენაში ფილმისა Children of Men (2006).[1] პენდერეცკიმ დაწერა მუსიკა ანჯეი ვაიდას ოსკარზე ნომინირებული ფილმისთვის კატინი (2007), ხოლო მარტინ სკორსეზეს ფილმში შეშლილთა კუნძული (2010) გამოყენებულია მისი მე-3 სიმფონია და ფლუორესცენციები.

პენდერეცკის ზოგიერთი ნაწარმოები აღმოჩნდა ინსპირაცია რედიოჰედის ჯონი გრინვუდისთვის იმ ალბომის შექმნისას, რომელიც, მოგვიანებით, საფუძვლად დაედო მისივე მუსიკას პოლ ტომას ანდერსონის ფილმისთვის და იქნება სისხლი (2007).[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Levenson, Eric (March 29, 2020). „Krzysztof Penderecki, composer of works in 'The Exorcist' and 'The Shining,' dies at 86“. CNN.
  2. 1992 – Krzysztof Penderecki – Grawemeyer Awards.
  3. Michaels, Sean (23 January 2012). „Jonny Greenwood reveals details of Krzysztof Penderecki collaboration“. The Guardian.
  4. 4.0 4.1 Schwinger, p. 16.
  5. Penderecki on 'aiming for the unreachable'.
  6. 6.0 6.1 Krzysztof Penderecki engaged in creation of choral work on Armenian Genocide centennial.
  7. 7.0 7.1 Schwinger, p. 17.
  8. Schwinger, p. 18.
  9. Schwinger, pp. 18–19.
  10. 10.0 10.1 Monastra, Peggy. „Krzysztof Penderecki's Polymorphia and Fluorescences“ (PDF). Moldenhauer Archives, Library of Congress. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
  11. Thomas (2008), p. 165
  12. 12.0 12.1 12.2 Tomaszewski, Mieczyslaw. (2000)Orchestral Works Vol 1 Liner Notes.
  13. Dziennik Polski, rok XXIV, nr 172 (7599), p. 6.
  14. Dziennik Polski, rok XXX, nr 175 (9456), p. 2.
  15. Dziennik Polski, rok XX, nr 171 (6363), p. 6.
  16. Walter, Meinrad (2002). „Avantgarde mit menschlichem Antlitz“. Herder Korrespondenz (გერმანული). 2002 (10): 507–512. ციტირების თარიღი: 29 March 2020.
  17. Biography on Krakow 2000. ციტირების თარიღი: 30 April 2007.
  18. Krzysztof Penderecki- Bio, Albums, Pictures – Naxos Classical Music.. ციტირების თარიღი: 22 January 2020
  19. Benefizkonzert zum 70. Geburtstag von Helmuth Rilling (in German). Web.archive.org
  20. Ouverture 2008 დაარქივებული 10 August 2011 საიტზე Wayback Machine. Rheingau Musik Festival, p. 17, 11 July 2008.
  21. Notes on Penderecki. ციტირების თარიღი: 30 August 2016. Aiming for the Unreachable. ციტირების თარიღი: 30 August 2016.
  22. Mazes, Notes & Dali: The Extraordinary Life of Krzysztof Penderecki.
  23. „Penderecki sagt 'Phaedra' für Wien ab“. Pizzicato (გერმანული). Luxembourg. 9 March 2018. ციტირების თარიღი: 29 March 2020.
  24. „A composer for all seasons“. Irish Times. 8 September 2010. ციტირების თარიღი: 29 March 2020.
  25. Famous Polish composer marks Polish centenary in Kiev (30 September 2018). ციტირების თარიღი: 31 March 2020.
  26. „Marian Konieczny“. Desa.pl. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  27. „Aleja Sław“. Um.kielce.pl. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  28. 21059 Penderecki (1991 GR10). NASA.
  29. EAM: World Premiere of Krzysztof Penderecki's Symphony No. 6 with the Guangzhou Symphony Orchestra.
  30. Solo Piano Work of Penderecki - World Premiere (March 19, 2019).
  31. Music, Florentyn; Music, Florentyn. Aufsehenerregender Erfolg von Maak & Albertz mit Weltpremiere von Pendereckis Musik - openPR.
  32. Liner notes for The Exorcist: Original Motion Picture Soundtrack, Warner Bros. 16177-00-CD, 1998.
  33. Barham, J.M. (2009) „Incorporating Monsters: Music as Context, Character and Construction in Kubrick’s The Shining“, Terror Tracks: Music and Sound in Horror Cinema. London, UK: Equinox Press, გვ. 137–170. ISBN 978-1845532024. თარგი:Oa