ვეფხისტყაოსნის თარგმანები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ხაზი 230: | ხაზი 230: | ||
|- |
|- |
||
| [[ტაჯიკური ენა|ტაჯიკური]] |
| [[ტაჯიკური ენა|ტაჯიკური]] |
||
|Палангинапӯш |
|||
| |
|||
|[[ალსამ ადჰამი]]<ref>ჯემალ ცერცვაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ტაჯიკური თარგმანები, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის XVII სამეცნიერო სესია, მოხს. თეზისები, თბ., 1982, გვ. 15-16</ref> |
|[[ალსამ ადჰამი]]<ref>ჯემალ ცერცვაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ტაჯიკური თარგმანები, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის XVII სამეცნიერო სესია, მოხს. თეზისები, თბ., 1982, გვ. 15-16</ref>[[:tg:Муҳиддин Аминзода|მუჰიდდინ ამინზოდა]] |
||
|[[1979]] |
|[[1979]] |
||
|- |
|- |
18:42, 27 იანვარი 2019-ის ვერსია
„ვეფხისტყაოსანი“ დღეისათვის მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. თარგმანი ზოგიერთ ენაზე ნაწილობრივია, უმრავლესობაზე კი სრული. არაერთ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“ ნათარგმნია, როგორც პროზაული გაურითმავი ნაწარმოები.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის ისტორია იწყება XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც 1802 წელს ევგენი ბოლხოვიტინოვმა გამოაქვეყნა პოემის პირველი სტროფის სიტყვასიტყვით ნათარგმნი რუსული ვერსია[1]. 1828-1831 წლებში მარი ბროსე აქვეყნებდა პროზაული თარგმანის ნაწყვეტებს ფრანგულ ენაზე[2][3]. „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნის პირველი სერიოზული მცდელობაა პოეტ იპოლიტე ბარტდინსკის თარგმანი, რომელიც პირველად 1845 წელს გამოქვეყნდა[4]. ამ თარგმანში მონაწილეობა მიუღია დავით ჩუბინაშვილს[5][6] და, როგორც ირკვევა, გრიგოლ დადიანს[7]. XIX საუკუნეში „ვეფხისტყაოსანი“ კიდევ რამდენიმეჯერ ითარგმნა რუსულად, მათ შორის ი. ევლახოვის[8], ა. აბაშიძის (პროზაულად)[9] მიერ. გარდა სრული თარგმანებისა, XIX საუკუნეში გამოიცემოდა პოემის ცალკეული ნაწყვეტების თარგმანები სხვადასხვა ენებზე, მათ შორის რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და სომხურ ენებზე[10]. 1840-იან წლებში კაზიმირ ლაფჩინსკიმ გიორგი ერისთავის დახმარებით „ვეფხისტყაოსანი“ პროზაულად პოლონურ ენაზე თარგმნა[11]. 1889 წელს გამოქვეყნდა არტურ ლაისტის თარგმანი გერმანულად[12], რომელიც პირველი პოეტური თარგმანი გახდა დასავლეთ-ევროპულ ენაზე. ამავე საუკუნის მიწურულს პოემა ორჯერ ითარგმნა სრულად ფრანგულად, თუმცა მხოლოდ ერთი თარგმანი გამოიცა[13].
1912 წელს, მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მარჯორი უორდროპის ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მკვლევართა შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესოა შინაარსობრივად დედანთან სიახლოვის მხრივ[14][15]. ასევე ინგლისურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ვენერა ურუშაძემ[16]. XX საუკუნის დასაწყისში რუსულ ენაზე კვლავ რამდენიმეჯერ ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, მათ შორის ნიკო მარის (მხოლოდ პროლოგ-ეპილოგი)[17], კ. ბალმონტისა (სრული)[18] და ს. შარტის თარგმანები (ცალკეული ნაწყვეტების სახით)[19]. „ვეფხისტყაოსანი“ ბელა ვიკარის მიერ ნათარგმნია უნგრულ ენაზეც[20]. არაერთხელ გამოიცა სხვადასხვა მწერლის თარგმანი სომხურად[21][22][23].
1937 წლიდან, საბჭოთა კავშირში აღნიშნულ „ვეფხისტყაოსნის“ 750-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაიწყო პოემის რუსულ ენაზე თარგმნის ახალი ტალღა. „ვეფხისტყაოსანი“ რუსულად ამ პერიოდში გადათარგმნეს გიორგი ცაგარელმა[24], პანტელეიმონ პეტრენკომ[25], შალვა ნუცუბიძემ[26], მოგვიანებით ნ. ზაბოლოცკიმ[27], ასევე თარგმანების ნაწყვეტები გამოაქვეყნეს სხვა მწერლებმაც[28].
გარდა რუსულისა, XX საუკუნეში საბჭოთა კავშირში იუბილესთან დაკავშირებით პოემა ითარგმნა უკრაინულად[29], ბელარუსულად[30], სომხურად[31], აზერბაიჯანულად[32], უზბეკურად ორჯერ[33][34], ყაზახურად[35], ყირგიზულად[36], თუქმენულად[37], აფხაზურად[38], ოსურად[39], ჩეჩნურად[40], ებრაულად (ნაწილობრივი თარგმანი)[41], ტაჯიკურად (ნაწილობრივი)[42], ბაშკირულად, ჩუვაშურად, თათრულად და სხვა[43].
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ევროპაში „ვეფხისტყაოსანი“ ნათარგმნია ასევე უნგრულად[44], რუმინულად (ორჯერ, ერთხელ პროზაულად[45], მეორედ კი ლექსად[46]), მოლდავურად[47], პოლონურად[48], ჩეხურად[49], ესპანურად[50]. 1938 წელს პარიზში დაიბეჭდა კიდევ ერთი ფრანგულენოვანი პროზაული თარგმანი გიორგი გვაზავასა და მარსელ-პაონის მიერ[51]; 1945 წელს — იტალიური პროზაული თარგმანი[52], 1974, 2016 - ბერძნულად პოეტური თარგმანი, 1955 წელს კი — ჰუგო ჰუპერტის გერმანული პოეტური თარგმანი[53].
აზიური ენებიდან „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა დროს ითარგმნა ჩინურ[54], იაპონურ[55], მონღოლურ[56], ებრაულ[57], ქურთულ ენებზე[58]. პოემის ნაწყვეტები ნათარგმნია ასევე სპარსულად[59].
„ვეფხისტყაოსნის“ სპარსული ვარიანტი გამოიცა ფარშიდ დელშადის თარგმანით თეირანში 1998 წელს, ჯემშიდ გიუნაშვილის დახმარებით.
სხვადასხვა ენაზე
სქოლიო
- ↑ (რუსული) Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ее состаянии, СПб., 1802
- ↑ (ფრანგული)Premiere Historie de Rostevan, roi d'Arabie, traduite du roman georgien intitule L'homme a la peau de tigre (Nouveau Journal Asiatique, 1828, t. II, გვ. 277-294
- ↑ Recherches sur la poesie georgienne; notice de deux manuscrits et extraits du roman de Tariel, Nouveau Journal Asiatique, 1830, ტ. V, გვ. 257-284, ტ. VI, გვ. 372-394; ტ. VII, გვ. 321-372
- ↑ (რუსული) ჟურნალი Иллюстрация, N 6, 7, Тариель, Барсова кожа
- ↑ ლ. ანდღულაძე, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი რუსული თარგმანი, ძველი ქართული მწერლობის საკითხები, I, 1962, გვ. 206-207
- ↑ ლ. ანდღულაძე, „ვეფხისტყაოსნის“ რევოლუციამდელი რუსი მთარგმნელები, ძველი ქართული მწერლობის საკითხები, III, 1968, გვ. 127
- ↑ ს. ჯანაშია, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი რუსული თარგმანის გამო, ლიტერატურული გაზეთი, 30.I.35
- ↑ (რუსული) Кавказ, 1846, N 15
- ↑ Кавказ, 1849, N 22</
- ↑ (რუსული) Шота Руставели, грузинский народный поэт, Тбилиси, 1885, 1888
- ↑ (პოლონური) Biblioteka Warszawska, IV, გვ. 1-38, 250-292, 495-514
- ↑ (გერმანული) Der Mann in Tigerfelle, von Schota Rustaveli, Aus dem georgischen übersetzt von Arthur Leist, Dresden, Leipzig, 1889
- ↑ ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, თბილისი, 1975, გვ. 327
- ↑ ნ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი და ქართული საზოგადოება, მნათობი, 1960, N 1, გვ. 142-148
- ↑ ნ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, თბილისი, 1965
- ↑ (ინგლისური) The Knight in the Panther's Scin, Translated from the Georgian by Venera Urushadze, Tbilisi, 1968
- ↑ (რუსული) ТР, XII, СПб., 1910
- ↑ (რუსული) Шота Руставели, Носящий барсову шкуру, Грузинская поэма XII века, Перевод К. Бальмонта, Издание М. и С. Сабашниковых, М., 1917
- ↑ (რუსული) Шота Руставели, Барсова кожа, в переводе С. Я. Шарти, Выпуск первыи, 1918
- ↑ გრიგოლ ილარიონის ძე წერეთელი, „ვეფხისტყაოსანი“ უნგრულ ენაზე, ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935, გვ. 661-664
- ↑ ს. ავჩიანი, შოთა რუსთაველი სომხურ ენაზე, გაზეთი კომუნისტი, 20.VII.37
- ↑ ლ. მელიქსეთ-ბეგი, რუსთაველი და სომხური ლიტერატურა, კრებული: შოთა რუსთაველი სკოლაში, თბილისი, 1937, გვ. 281-291
- ↑ (რუსული) М. Г. Бабурян, Армянские переводы «Витяза в тигровой шкуре», Автореферат, Ереван, 1968
- ↑ (რუსული) Шота Руставели. Витяз в тигровой шкуре. Перевод с грузинского Георгия Цагарели под редакций Вл. Элснера. Москва, 1937
- ↑ (რუსული) Шота Руставели. Витязь в тигровой шкуре. Перевод с древнегрузинского Пантелеймона Петренко, при участии и под редакцией Константина Чичинадзе. Отвественный редактор академик Иосиф Орбели. М.-Л., 1937
- ↑ (რუსული) Шота Руставели. Вытяз в тигровой шкуре. Поема в стихах. Перевод с грузинского Шалвы Нуцубидзе, редакция Сергея Городецкого, М., 1941, აგრეთვე М., 1950, Тб., 1949, 1957, 1966
- ↑ (რუსული) Шота Руставели, Витяз в тигровой шкуре. Перевел с грузинского Н. Заболоцкий, М., 1957
- ↑ ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, თბილისი, 1975, გვ. 333
- ↑ მთარგმნელი: მიკოლა ბაჟანი. თარგმანი რამდენიმეჯერ დაიბეჭდა კიევში: 1937, 1939, 1950, 1957, 1966
- ↑ თარგმანი ალესია ზვონაკისა და მიკოლა ხვედაროვიჩისა, მინსკი, 1966
- ↑ თარგმანი გ. ასატურისა, ერევანი, 1937, 1966
- ↑ თარგმანი ს. ვურღუნისა, მ. რაჰიმისა და ს. რუსტამისა, ბაქო, 1937
- ↑ ტაშკენტი, 1938, 1941
- ↑ მეორე თარგმანის მთარგმნელები: მ. შაჰზოდა, თ. მირთემირი. 1959
- ↑ ალმა-ატა, 1938
- ↑ ფრუნზე, 1956
- ↑ აშხაბადი, 1957
- ↑ თარგმანი დ. გულიასი, სოხუმი, 1941, 1953
- ↑ თარგმანი მ. შავლოხოვისა, სტალინირი, 1943
- ↑ თარგმანი ნურადინ მუზაევისა, გროზნო, 1969
- ↑ მოსკოვი, 1937
- ↑ სტალინაბადი, 1938
- ↑ ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, თბილისი, 1975, გვ. 344
- ↑ თარგმანი შანდორ ვერეშისა, ბუდაპეშტი, 1954
- ↑ თარგმანი ვერა რომანისა, ბუქარესტი, 1947
- ↑ მთარგმნელი ვიქტორ კერნბახისა, ბუქარესტი, 1956
- ↑ მთარგმნელი იგორ კრეცუ, კიშინიოვი, 1966
- ↑ დ. მელუხა, „ვეფხისტყაოსნის“ პოლონური გამოცემა, გაზეთი თბილისი, 29.4.61
- ↑ მთარგმნელი იარომირ იედლიჩკა, პრაღა, 1958
- ↑ მთარგმნელი დოქტორი გუსტავო დე ლა ტორე ბოტარო, სანტიაგო დე ჩილე, 1964
- ↑ Chota Rustaveli, L'homme a la peau de leopard. Texte francais de m. Georges Gvazava et de m-me Anie Marcel-Paon, Paris, 1938
- ↑ La pelle di Leopardo di Schotha Rusthaveli, Milano, 1945
- ↑ Schota Rusthaveli, Der Recke im Tigerfell, Altgeorgisches Poem, Deutsche Nachdichtung von Hugo Huppert, Berlin, 1955, 1970
- ↑ მთარგმნელი ლი-ცი-ე, შანხაი, 1943
- ↑ ნოდარ კოჭლაშვილი, იპეი ფუკურო, ლიტერატურული გაზეთი, 13.4.62
- ↑ მთარგმნელი დ. გომბოჟავი, ულან-ბატორი, 1965
- ↑ დ. აგიაშვილი, „ვეფხისტყაოსანი“ ებრაულ ენაზე, გაზეთი კომუნისტი, 3.2.67
- ↑ მთარგმნელი ჯადორე ასადი, ბოლო თავები ქერიმ ანყოსისა, 2007
- ↑ მთარგმნელი მორთეზა ფათემი, თბილისი, 1966
- ↑ კაიროში საქართველოს საელჩოს მიერ "ვეფხისტყაოსნის" არაბული თარგმანის გამოცემა
- ↑ ვ. მარდალეიშვილი, სად წაიყვან სადაურსა..., გაზ. „კომუნისტი“, 1985, 13 თებ., № 37, გვ. 4
- ↑ საქართველოს მთავრობის გვერდი აფხაზურად
- ↑ ბორის გურგულია, მთარგმნელის ღვაწლი, გაზ. „ლიტ. საქართველო“, 1981, 6 ივნისი, № 20, გვ. 11.
- ↑ გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძე, „ვეფხისტყაოსანი“ ესპანურ და ბასკურ ენებზე, ჟურ. „ლიტერატურული აჭარა“, ბათუმი, 2000, № 6, გვ. 75-77.
- ↑ „ვეფხისტყაოსანი“ ბულგარულ ენაზე გამოიცა
- ↑ ნოდარ ნათაძე,სიტყვა და სახე, 1986, თბ., „მეცნიერება“, გვ. 190-233
- ↑ კიტა ჩხენკელთან ერთად, წარმოადგენს პროზაულ თარგმანს. სერგო თურნავა, შვეიცარიელი ქართველოლოგები, ალმანახი „მწიგნობარი“, თბ. 1989, გვ. 134-143.
- ↑ მანანა გოცირიძე, სიტყვათწარმოების ძირითადი ტიპები „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ თარგმანში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 107, №3, 1982, გვ. 645-648
- ↑ ავრაჰამ შლონსკის დახმარებით.
- ↑ Н.С. Джидалаев, ,,Витязь в барсовой шкуре“ на лакском языке, Ж. ,,Лит. Грузия“, 1984, № 9, с. 174.
- ↑ NPLG.gov.ge
- ↑ მიხეილ ბულკათი, მარადისობის დიდი მგზავრი, ჟურ. „განთიადი“, ქუთაისი, 1993, № 1-2, გვ. 165-168
- ↑ . Мария Филина-Рамишвили, Рыцарь переводческого дела, Жур. „Лит. Грузия“, 1985, № 9, с. 191-195.
- ↑ ჯემალ ცერცვაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ტაჯიკური თარგმანები, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის XVII სამეცნიერო სესია, მოხს. თეზისები, თბ., 1982, გვ. 15-16
- ↑ საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი, გაზ. „ლიტ. საქართველო“, 1991, 31 მაისი, № 22, გვ. 11-12.
- ↑ ბ. ნევსკაია და სერგო წულაძე (რუსული)
- ↑ ა.ოსმონოვი (რუსული)
- ↑ ChechnyToda.com, Музаев Нурдин (1913 – 1983) вина 100 шо кхачарна
- ↑ ჩეხური ვიკიპედია ბერტა ზუთნერის შესახებ (ჩეხური)
- ↑ წარმოადგენს პროზაულ თარგმანს. ლ. მენაბდე, რუსთველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჟურ. ,,მაცნე“, ელს, 1987, № 2, გვ. 71-91.