სესკ ფაბრეგასი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ Robot: th:เซสก์ ฟาเบรกัส is a good article; cosmetic changes |
მ ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ar:سيسك فابريغاس; cosmetic changes |
||
ხაზი 47: | ხაზი 47: | ||
[[კატეგორია:ბარსელონის ფეხბურთელები]] |
[[კატეგორია:ბარსელონის ფეხბურთელები]] |
||
{{Link FA|ar}} |
|||
{{Link FA|zh-yue}} |
{{Link FA|zh-yue}} |
||
{{Link GA|en}} |
{{Link GA|en}} |
09:11, 4 თებერვალი 2014-ის ვერსია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სესკ ფაბრეგასი}} |
ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრების რიგებში ევრო 2012-ზე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Francesc Fàbregas i Soler[1] | ||
დაბადების თარიღი | 4 მაისი, 1987[1] | ||
დაბადების ადგილი |
არენის დე მარი, კატალონია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 4 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–1997 | Mataró | ||
1997–2003 | ბარსელონა | ||
2003 | არსენალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2011 | არსენალი | 212 | (35) |
2011– | ბარსელონა | 60 | (20) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2002–2003 | ესპანეთი U16 | 8 | (0) |
2003–2004 | ესპანეთი U17 | 14 | (7) |
2005 | ესპანეთი U20 | 5 | (0) |
2004–2005 | ესპანეთი U21 | 12 | (8) |
2006– | ესპანეთი | 83 | (13) |
2004– | კატალონია | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 მაისი, 2013 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 მაისი, 2013 |
ფრანსესკ „სესკ“ ფაბრეგასი (კატ. Francesc Fàbregas i Soler [ˈsɛsk ˈfaβɾəɣəs]; დ.4 მაისი, 1987, არენის დე მარი, კატალონია, ესპანეთი) — კატალონიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც წლების მანძილზე ლონდონის "არსენალში" თამაშობდა, ხოლო 2011 წლიდან "ბარსელონას" ფეხბურთელია[3] ფაბრეგასი მისი თაობის ესპანელ ფეხბურთელებში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
"არსენალში" გადასვლამდე ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი - "ადიდასისა" და ტურნირის ოქროს ბუცები მოიგო, როგორც ბომბარდირმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მისმა ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელთა შემდეგ.
კლუბში სესკის დებიუტი ლიგის თასის თამაშში შედგა "როტერჰემ იუნაიტედთან"; ამ გამოსვლით იგი ასევე "არსენალის" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. იმ მატჩშიც სესკს მოედანი უშედეგოდ არ დაუტოვებია - ზუსტად შეასრულა თავისი დარტყმა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ, ლიგის თასის მოგვიანებით ეტაპზე მან თამაშიდანაც გაიტანა "ვულვერჰემპტონთან". ფაბრეგასს 2004-05 სეზონამდე არ დაუწყია ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოსვლა - პირველი შემთხვევა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაფიქსირდა "Community Shield"-ის მატჩში, ამას კი მიყოლებით ოთხი გამოსვლა მოჰყვა პრემიერლიგის შეხვედრებში "ევერტონთან", "მიდლსბროსთან", "ბლექბერნთან" და "ნორვიჩთან". ფრანსესკმა ბევრი გააკვირვა ამ თამაშებში ("ბლექბერნთან" მან გოლიც გაიტანა), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი "როსენბორგთან" გატანილი გოლით.
ამას ლონდონელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა, რომლის თანახმადაც სესკი "არსენალის" საკუთრებაა 2011 წლამდე. გუნდიდან პატრიკ ვიეირას წასვლის შემდეგ ესპანელმა მყარი ადგილი მოიპოვა ნახევარდაცვაში და 2005-06 სეზონის დასაწყისიდანვე ხშირად გამოდიოდა ძირითადში; სესკს არც გოლების შეგდება დავიწყებია - გაუტანა "ბლექბერნსა" და "ფულემს" პრემიერლიგაში, თუმცა ყველაზე მეტად შესამჩნევი მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაში იყო - ჯერ "რეალთან", შემდეგ კი "იუვენტუსთან" ნახევარფინალში, სადაც ფაბრეგასი საგოლე პასისა და გოლის ავტორი იყო - მან და ტიერი ანრიმ ორჯერ გაითამაშეს საგოლე კომბინაცია, როდესაც ჯერ ფრანგმა გაატანინა ფრანსესკს, შემდეგ კი როლები გაცვალეს და უკვე სესკი იყო ანრის ასისტენტი.
ნაკრებში ფაბრეგასმა პირველი თამაში 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა, როდესაც დავიდ ვილიამ სწორედ მისი პასით გაუტანა კოტ დ'ივუარს.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Player Profile: Cesc Fàbregas, FC Barcelona, accessed 15 August 2011.
- ↑ Barcelona profile. Fcbarcelona.com. ციტირების თარიღი: 13 June 2013.
- ↑ Arsenal, Barca agree Fabregas deal, Soccerway.com.
თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA