შინაარსზე გადასვლა

ფერნანდუ კოლორ დე მელუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: cs:Fernando Collor de Mello
r2.7.1) (ბოტის დამატება: uk:Фернанду Коллор ді Меллу
ხაზი 134: ხაზი 134:
[[sv:Fernando Collor de Mello]]
[[sv:Fernando Collor de Mello]]
[[tr:Fernando Collor de Mello]]
[[tr:Fernando Collor de Mello]]
[[uk:Фернанду Коллор ді Меллу]]
[[yo:Fernando Collor de Mello]]
[[yo:Fernando Collor de Mello]]
[[zh:费尔南多·科洛尔·德梅洛]]
[[zh:费尔南多·科洛尔·德梅洛]]

11:18, 10 ნოემბერი 2012-ის ვერსია

ფერნანდუ კოლორ დე მელუ
ფერნანდუ კოლორ დე მელუ
ბრაზილიის 32-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი, 1990 – 29 დეკემბერი, 1992
წინამორბედიჟოზე სარნეი
მემკვიდრეიტამარ ფრანკუ

დაბადებული12 აგვისტო, 1949
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ეროვნებაბრაზილიელი
პოლიტიკური პარტიაქლბ
მეუღლეკაროლინ მედეიროსი

ფერნანდუ კოლორ დე მელუ (პორტ. Fernando Affonso Collor de Mello; დ. 12 აგვისტო, 1949, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) – ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ბრაზილიის ოცდამეთორმეტე პრეზიდენტი 1990-1992 წწ. გადადგა იმპიჩმენტის საფუძველზე. ალაგოასის შტატის ყოფილი გუბერნატორი (1987-1989 წწ.). 2006 წელს აირჩიეს და 2007 წლიდან შეუდგა სენატორის მოვალეობის შესრულებას.

ბიოგრაფია

მომავალი პრეზიდენტი დაიბადა 1949 წლის 12 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში, მდიდარ ოჯახში, რომელიც ბრაზილიას მინისტრებით, სენატორებითა და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებით „ამარაგებდა“.[1] მამამისი არნონ აფინსუ დე ფარიას მელუ იყო ჟურნალისტი და ალაგოასის შტატის ყოფილი გუბერნატორი. დედა – ყოფილი შრომის მინისტრის შვილი. 17 წლის ფერნანდუ მშობლებთან ერთად ქვეყნის ახალ დედაქალაქში გადადის საცხოვრებლად. აქტიურად ჩაერთო სპორტში და გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი კარატეში. , საბოლოოდ ისევ წინაპრების პროფესია აირჩია და იურიდიული განათლების მიღების შემდეგ პოლიტიკის გზას დაადგა.

კარიერა

მისი კარირა ალაგოასის შტატში დაიწყო. 1979 წელს აირჩიეს ქალაქ მასეიუს მერად, ხოლო 1986 წელს ამავე შტატის გუბერნატორის არჩევნებშიც გაიმარჯვა. 1989 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მის სასარგებლოდ დასრულდა და 1990 წლის 15 მარტს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. მან მემკვიდრობით მიიღო ინფლაციის უმძიმესი ტვირთი, რომლის ტემპმა თვეში 80 % შეადგენდა. მან გადაწყვიტა ინფლაციის "შოკური" გზით მკურნალობა. ბრუნვიდან ამოიღო 100 მილიარდი დოლარი, რამაც ინფლაციის ტემპი 25 %-მდე შეამცირა.

მის საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ბრაზილიის, სამხრეთ ამერიის საერთო ბაზრის, Mercosur-ის შემადგენლობაში შეცვლის შესახებ.

1991 კოლორ დე მელუს მთავრობა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა, რომელიც მთავრობის კორუფციაში დადანაშაულებამ გამოიწვია. უკვე შეუძლებელი გახდა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარება. 1991 წლის მაისში ფერნანდუს ძმამ, პედრუ კოლორმა განაცხადა, რომ ხელისუფლების რეფორმები გარკვეული ჯგუფების სასარგებლოდ მიმდინარეობდა. კონგრესმა და ფედერალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება. რამდენიმე თვის შემდეგ პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა გამოსულიყო ქუჩაში და წინ აღსდგომოდა იმ ხალხს, ვისაც სახელმწიფო გადატრიალების სურვილი ამოძრავებდა. 1992 წლის 11 აგვისტოს გაიმართა დიდი სტუდენტური აქცია ფერნანდუ კოლორის წინააღმდეგ.[2]

1992 წლის 26 აგვისტოს კონგრესმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელმაც დაადასტურა ბრალდება. 29 სექტემბერს კონგრესის ქვედა პალატამ დაიწყო იმპიჩმენტის პროცესი. 441 ხმით 38-ის წინააღმდეგ დე მელუ თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, ხოლო ამავე წლის 29 დეკემბერს, ზემო პალატაში, სენატში, განხილვის გამართვამდე გადადგა. მისი თანამდებობა კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტმა იტამარ ფრანკუმ დაიკავა.

1994 წელს უმაღლესმა ტრიბუნალმა კოლორს მოუხსნა კორუფციის ბრალდება, გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის საბაბით[3], მაგრამ ძალაში დატოვა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.

პრეზიდენტობის შემდეგ

2000 წელს ფერნანდუ კოლორ დე მელუმ წამოაყენა თავისი კანდიდატურა სან-პაულუს მერის თანამდებობაზე, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანდიდატურა მოხსნილ იქნა. 2002 წელს ასევე წარუმატებლად მონაწილეობდა ალაგოასის შტატის გუბერნატორის არჩევნებში. 2006 წელს მელუ სენატის წევრად აირჩიეს. 2010 წლის 3 ოქტომბერს, ალაგოასის შტატის გუბერნატორობა კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ, დაიკავა მესამე ადგილი და მეორე ტურშიც ვერ გადავიდა.[4]

რესურსები ინტერნეტში


სქოლიო

  1. გაზ. „კომუნისტი“, 14 ოქტომბერი, 1990 წელი, გვ. 5
  2. Rezende, Tatiana Matos UNE 70 Anos: «Fora Collor: o grito da juventude cara-pintada» União Nacional dos Estudantes. Проверено 9 августа 2009.
  3. Fernando Collor é eleito senador por Alagoas
  4. Collor de Mello perde eleições em Alagoas (პორტუგალიური)
წინამორბედი:
ჟოზე სარნეი
ბრაზილიის პრეზიდენტი

19901992
შემდეგი:
იტამარ ფრანკუ