შინაარსზე გადასვლა

თბილისის საქალაქო სასამართლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46: ხაზი 46:

==სასამართლოს ისტორია==
==სასამართლოს ისტორია==
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შექმნამდე, თბილისში არსებობდა რაიონული სასამართლოები. [[2005|2005 წელის]] [[5 მაისი|5 მაისს]] კი, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს [[2005|2005 წლის]] [[12 აპრილი]]ს [[საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება|ბრძანებულებით]] ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით<ref>{{cite web |url=https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=94732 |title=საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №213 |accessdate= |date=2005-04-12 |publisher=საქართველოს საკანონმდებლო მაცნე}}</ref>..

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: სამოქალაქო საქმეთა კოლეგია (2008 წლის 3 მაისამდე განთავსებული იყო ქ. წამებულის N1-ში), ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (2008 წლის 19 ივლისამდე განთავსებული იყო სარაჯიშვილის გამზ. N1ა-ში) და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, (სხვადასხვა დროს განთავსებული იყო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მე-2 სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში, (სადაც პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები), უნივერსიტეტის ქ. N2-ში და ბოლოს 2008 წლის 1 თებერვლიდან ისევ დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში).

15:01, 11 აგვისტო 2012-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

თბილისის საქალაქო სასამართლო
უწყების შესახებ
შეიქმნა 5 მაისი, 2005
უწყების ხელმძღვანელი მამია ფხაკაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე
საიტი
http://tcc.gov.ge./index.php

თბილისის საქალაქო სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს სასამართლოების სისტემაში, რომელიც თბილისის მასშტაბით განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

სასამართლოს ისტორია

თბილისის საქალაქო სასამართლოს შექმნამდე, თბილისში არსებობდა რაიონული სასამართლოები. 2005 წელის 5 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით[1]..

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: სამოქალაქო საქმეთა კოლეგია (2008 წლის 3 მაისამდე განთავსებული იყო ქ. წამებულის N1-ში), ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (2008 წლის 19 ივლისამდე განთავსებული იყო სარაჯიშვილის გამზ. N1ა-ში) და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, (სხვადასხვა დროს განთავსებული იყო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მე-2 სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში, (სადაც პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები), უნივერსიტეტის ქ. N2-ში და ბოლოს 2008 წლის 1 თებერვლიდან ისევ დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში).

სტრუქტურა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება "თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ".

თბილისის საქალაქო სასამართლოს სტრუქტურა:

  • ადმინისტრაცია
  • კადრების განყოფილება
  • საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება
  • სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიურო
  • სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიურო
  • ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიურო
  • კანცელარია (განყოფილება)
  • სამეურნეო განყოფილება
  • სამეურნეო განყოფილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მართლსმაჯულებას აღასრულებს 60 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებული არის 281 საჯარო მოსამსახურე.

შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქალაქის დასავლეთით, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში. შენობა გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, სისადავითა და დახვეწილი გემოვნებით. მისი გრანდიოზული კოლონები და მოჩუქურთმებული ფასადი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. შენობის მთელი მოცულობა ისეა სპეციფიკურად დაგეგმარებული და გამოყენებული, რომ ყოველმა შემომსვლელმა, მოქალაქემ თუ თანამშრომელმა, მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.

შენობაში შემომსვლელი ხვდება უზარმაზარ ჰოლში, სადაც სვეტებზე განლაგებულია ელექტრონული ტაბლოები, რის მეშვეობითაც მხარეები მოიპოვებენ ინფორმაციას მიმდინარე და შემდგომში ჩანიშნული პროცესების შესახებ.ჰოლში განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა და მხარეთა განცხადებების, შუამდგომლობების და საჩივრების მიღება. პირველ სართულზევეა მხარეთათვის განკუთვნილი საქმის გასაცნობი ოთახი და 14 სასამართლო დარბაზი, სათათბირო ოთახებით, სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად. N1 სხდომის დარბაზი განკუთვნილი და მოწყობილია სპეციალურად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განსახილველად. 17 სხდომის დარბაზი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ხოლო 8 სხდომის დარბაზი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის - შენობის მეექვსე სართულზე. სხდომათა დარბაზები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დარბაზებში შესასვლელები მოწყობილია მოსამართლეებისათვის და პროცესზე დამსწრეებისათვის ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა დარბაზებში დამატებით, იზოლირებული შესასვლელია განკუთვნილი პატიმრებისათვის.

შენობის დაპროექტებისას გათვალისწინებულია და ფუნქციონირებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ პატიმართათვის განკუთვნილი იზოლატორები, რომელთაც აქვთ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შესასვლელი. ამათგან ერთი შესასვლელით სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან წარმოდგენილი პატიმრები, ხოლო მეორე შესასვლელით სარგებლობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან წარმოდგენილი დაკავებული პირები. სასამართლოს იზოლატორში ფუნქციონირებს ვინტილაციისა და გათბობის თანამედროვე სისტემები.

მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები მდებარეობს შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე. მეექვსე სართულის დიდი ნაწილი უკავია სასამართლოს არქივს, სადაც მოთავსებულია ათასობით საქმე 2005 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №213. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2005-04-12).